ბორჯომი -მესხეთი - კერძოდ,ურაველის ხეობა
* მარშუტის დასახელება:
თბილისი-აწყური-სოფ.მუსხი - წყორძა-ბაიები- ურაველის აგარები -ანდრიაწმინდა - საფარა - (მოსწრების შემთხვევაში ვარძია,ან ზარზმა)
*ლაშქრობის ხანგრძლივობა:
2 დღე
შეკრების თარიღი: 14 სექტემბერი ამა წლისა
შეკრების ადგილი: სქიმიის კიბესთან
შეკრების დრო: დილის 7:00
სირთულე:
საკმაოდ რთული,ბეევრი სიარულის,დაგორების,გაყინვის პერსპექტივით
ლაშქრობის ღირებულება:
30 ახჩა
მონაწილეთა რაოდენობა
ჯერჯერობით შეზღუდულია რიგი მიზეზებისდა გამო. 18 კაცი და გავდივართ
* დანიშნულების პუნქტთან უახლოესი დასახლებული პუნქტი:
სოფ.აწყური,სოფ.მუსხი,ურაველი,ანდრიაწმინდა,საფარას მამათა სამონასტრო კომპლექსი,ახალციხე და მოკლედ,ცივილიზაციის ზეიმია ირგვლივ!
* ფეხით გასავლელი მანძილი:
გააჩნია როგორ ივლი...
ისე:
აწყურში - 1კმ
ურაველი - ურაველის აგარები - 8კმ (ორივე გზა)
მუსხი- ანდრიაწმინდა 7კმ
ანდრიაწმინდა - საფარა 5კმ
საფარა - ახალციხე -9 კმ
* სანახავი და ყურადღებამისაქცევი ადგილები:
აწყურის ულამაზესი და უდიდესი ისტურიული საკათედრო ტაძარი და აწყურის ციხე,რომელსაც მზაკვარი ტოტლებენის ნაკვალევი ეხლაც ატყვია. ქალაქ-სოფელი აწყური კიდევ იმითაა საინტეტესო,რომ უკვე 2 წელია რაც მიწა "ჩამოდის" მთიდან და სოფელს დაბლა მიაცურებს,მიწის ქვეშ კი ძველი ნაქალაქარის და წყალგაყვანილობის ნაშთები ჩანს. აგარების სამონასტრო კომპლექსი,ტყეში ჩამალული ულამაზესი ერთნავიანი ბაზილიკა,სამრეკლო,სატრაპეზო და კიდევ სხვა,ჯამში 11 აღმოჩენილი ნაგებობა. გადმოცემის მიხედვით აქ მიიღო განათლებ თავად დიადმა მესხმა მელექსემ. ულამაზესი და მესხეთისთვის (წესით) სრულიად განსხვავებული სოფელი ანდრიაწმინდა,მთის კალთაზე შეფენილი ოჩოფეხებზე მდგარი იმერული ოდები,ქვაფენილიანი ქუჩაბანდი და გასაგიჟებელი მწვანე გზა,რომლიდანაც ტყით თავს დავუვლით და ჩავალთ საფარაში ქ.ახალციხე (რაბათს არ ვნახავთ!),თუ მოვასწარით,უკანა გზაზე,თუ დარჩა ვინმე ბუნებაში და არ უნახავს მწვანე მონასტერი და ვარძია,ვნახოთ და დავტკბეთ
* საბანაკე ადგილები:
ყველგან,სადაც დაბანაკდები,მაგრამ ჩვენ დავბანაკდებით სოფ.მუსხში და მერე გეტყვით რატომაც
* სასმელი წყალი მარშრუტზე:
ყველგან. თუმცა ურაველის ხეობაში ფეხით ბოჯიალისას ყველამ თითო ბოთლი წყალი (და არა ოტკა,ვოდკა და ა.შ) იქონიოს
*საჭირო აღჭურვილობა, რჩევები:
*ამ სეზონში თბილი ტანსაცმელი
*წყალგაუმტარი ბათინკი/ბოტი,რომელიც არ ცურავს და ფეხზე კომფორტულად ზის. (2 წყვილი,1 ჩაცმული,მე2ე რეზერვი )
*გამაშები
*საწვიმარი
*ფანარი
*მზისგან დამცავი კრემი/მზის სათვალე
*არაერთჯერადი პირადი ჭურჭელი
*საგებელი/საძილე/კარავი
* გასვლისთვის, ლაშქრობისთვის საუკეთესო დრო:
ყოველთვის!!!!
თითქმის
* რისკები, საფრთხეები:
სუნთქვის შეკვრა
აღფრთოვანებისგან დადუმება
გულის ფრიალი და წნევის დავარდნა გარანტიით.
ურაველის ხეობა,როგორც უკვე მიხვდით ხეობაა,ანუ დაბალ ადგილი და ზღვის დონიდან 1000მ.-ზე მაღლა არ ავდივართ,მთლიანად სიმაღლეს სულ 2ჯერ ავიღებთ 300მეტრამდე და 2ჯერ დავაგდებთ. ანუ გვარიანი აღმართი გვექნება ასავლელი,მაგრამ დამიჯერეთ,ღირს yes.gif
* უახლოესი ღირსშესანაშნავი ადგილი, რომელიც დროის გახანგრძლივების შემთხვევაში, შეიძლება:
იმდენია,2 დღე მესხეთში საცოდაობაა... დამატებით ბონუსი:თუ მზიანი ამინდი დაგვემთხვა,ხედი ბევრად უკეთესი იქნება. ვფიქრობ,ჯგუფმა ორგანიზებულსდ იაროს და თუ მოვასწარით,იქნებადავინმე არაა ნამყოფი და ხერთვისის ციხეც აგვეღო შტურმით!
* რუკაჲ ესე
დავსდებ ცოტახანში
ეს კი ვიკიმაპიას ბმული http://wikimapia.org/#lang=ka&lat=41.61 ... 8&z=14&m=b
* სასარგებლო საკონტაქტო ინფო:
უსმინეთ გიდს,დაუჯერეთ ორგანიზატორს.
* გასვლის, ლაშქრობის შეფასება 10ბალიანი სისტემით
11 + მზე
გასვლის ორგანიზატორი
ნუცა
ამ გასვლაში ვიქნები ძალიან სასტიკი და ვინც ჩამორჩება,დავჩაგრავ

სასურველია: პირადი აფთიაქი.
გასათვალისწინებელი პირობები:
არ მოვდივართ შეკრების ადგილზე ნასვამ/ნაბახუსევ მდგომარეობაში
არ ვიღებთ ალკოჰოლს სიარულისას/მარშირებისას
საკვებს მივირთმევთ ყველა ერთად(გარდა იმ შემთხვევისა, თუ ვინმე შეუძლოდ გახდა)
არ ვყრით ნაგავს!!!
არ მოგვყავთ შინაური ცხოველები/ფრინველები(არც გარეული)
არ ვსაუბრობთ პოლიტიკაზე, ფეხბურთზე,ვალუტის კურსსა და შავ მაგიაზე

არ მოგვაქვს ფენი და საუთავებელი
მოგვაქვს :
მჭადი
გიტარა
სკამტამი
გარმონი
წამოიმძღვანიეთ ფოტოაპარატი,ან იქონიეთ კარგი მეხსიერება
გასათვალისწინებელი VOL.2. კვირა დილას საფარაში,ან მუსხში უნდა ჩავუსწროთ/მივუსწროთ წირვას და ამიტომ დილას ადრიანად მოგვიხდება ბანაკის აშლა
არამზადათა კორპორაცია ბედნიერ ლაშქრობას გისურვებთ ♥