ზანავი – ნუნისი, ბილიკი N4 - 6, 7, 8 და 9 მაისს 2011წ.
Moderators: Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი
ზანავი – ნუნისი, ბილიკი N4 - 6, 7, 8 და 9 მაისს 2011წ.
tkven rogor xart maqet? xo ar wvims shemtxvevit?
ზანავი – ნუნისი, ბილიკი N4 - 6, 7, 8 და 9 მაისს 2011წ.
გუშინ საჩხერისკენ მივდიოდი და საშინლად შავი ღრუბელი ედგა ბორჯომის მთებს!
ზანავი – ნუნისი, ბილიკი N4 - 6, 7, 8 და 9 მაისს 2011წ.
როგორ ხართ ხალხნო?: )
ერთი სული მაქვს ამ გასვლის ემოციები ცავიკითხო : )
ერთი სული მაქვს ამ გასვლის ემოციები ცავიკითხო : )
ზანავი – ნუნისი, ბილიკი N4 - 6, 7, 8 და 9 მაისს 2011წ.
საღამოს 9 საათი იქნებოდა მარიტას რომ დავურეკე. დაბადების დღე მივულოცე და ვკითხე როგორ იყვნენ. ცუდად იჭერდა და მხოლოდ ის გავიგე, რომ თითქმის მივედით საბანაკე ადგილთანო. ამინდი ვეღარ ვკითხე, წამდაუწუმ გვეთიშებოდა ტელეფონი...
ზანავი – ნუნისი, ბილიკი N4 - 6, 7, 8 და 9 მაისს 2011წ.
ჩვენ უკვე თბილისში ვართ და იმ 36 კაციდან 14 გუშინ ღამე დავბრუნდით თბილისში... სანამ თემა გაიხსნება აქ ვიტყვი მოკლედ ჩავედით დავბინავდით კოტეჯში და მეორე დღეს 10 საათზე წამოვედით გზა 15 კილომეტრი იყო და სულ აღმართებზე ვიარეთ. დედაბერაზე რომ ავდიოდით უკვე დაჭიანებული გაყინული მარტის თოვლი იდო. აქ ძალიან გაგვიჭირდა რადგან ფეხი სრიალებდა, ერთმანეთს არ უნდა ჩამოვშორებოდით და 15-35 კილოიანი ზურგჩანთებით აღმართიან თოვლში სიარულზე აღარაფერს ვამბობ. ასე და ამგვარად გზის 50 % რომ გავიარეთ მერე სულ დაღმართი დაიწყო დედაბერიდან ვეშვებოდით და აი ახლა მივხვდი დაღმართი რომ უფრო რთული ყოფილა. სადღაც 18 ჯერ წავიქეცი თან ისე რამის ფეხი ამოვიგდე ვიწელებოდი. ამ დროს ჯნოსი ეძებდა ბილიკს და თოვლის გამო ვერ იპოვნა და დავიკარგეთ. დაკარგულები გაყინულები და მანდრაჟში ჩავარდილები 4 საათი რას ვაკეთებდით ვერ გეტყვით. ბოლოს საერთოდ ყველა იმედი დავკარგე 8 საათი ხდებოდა და სადღაც 30 წუთში დაგვაბნელდებოდა წინ კი 5 კილომეტრი გვქონდა გასავლელი. ზოგმა თქვა მოდი აქ გავშალოთ მთაზე კარავიო ეს კიდე სისულელე იყო იქ რომ დავრჩენილიყავით რა გვეშველებოდა. დამრეც მთაზე სადაც ვაკე არაა და ძირზე 1 მეტრი თოვლი დევს. ბოლოს გოგამ იყოჩაღა დაურეკა ნუნისის ტყის რეინჟერს და რომ გაიგო ამდენი ხალხი ვიყავით 4 კილომეტრი აღმართი სულ ფეხით ირბინა და 40 წუთში ამოვიდა და სწორ გზაზე დაგვაყენა.. მართალია თოვლი აღარ იყო დაბლა და დაბლა მაგრამ საშინელ ტალახში ვიარეთ და ისე დავიღალე ისე რომ ფეხსაცმლის ძირი ერთ ფეხზე საერთოდ ამძვრა და ბოლო 4კმ ცალი ფეხსაცმლით ვიარე ასე გამოდის : ) კოტეჯთან რომ მივედით უკვე 10 საათი იყო და გამოვიდა რომ 12 საათი ვიარეთ.. ასეთი საშიში გასვლა (საშიში არა იმიტომ იყო რომ დავიკარგეთ არამედ რამდენიმე ადამიანი ძლივს გადავრჩით, იანო და ჯნოსი დაგორდნენ და კიდევ კარგიც ხე იყო წინ თორე წაიყვანდა ხეობაში. მეც დავგორდი და ვიღაცამ დამიჭირა და გადამარჩინა ჩანთაზე მწვდა.) ბოლოს რომ მივედით კოტეჯში ძალიან კარგი რეინჯერები დაგვხვდნენ და სუფრაც გაგვაშლევინეს და დაძინების პრობლემაც მოგვიგვარეს : ) მაგრამ ვინაიდან მე ფეხსაცმელი დავხიე და მხოლოდ ბოტასები მქონდა ფეხები დასაბანი, გამოსაცვლელი არა, საძილე ტომარაც არა თბილისში მოვხიე ღამის 12 ზე და თან გამომყვა 14 კაცი ვინც ჩემ დღეში იყო
ასე და ამგვარად ასეთ ლაშქრობებში აღარ წავალ სანამ მთლიანი ატრიბუტიკა არ მექნება. და არ მინდა ეწყინოს ორგანიზატორს მაგრამ მე იქ ვერაფერი სანახავი ვერ ვნახე თოვლში!! პირიქით ამტკივდა მთელი სხეული
მაგას მერჩივნა ლისის ტბას გავყოლოდი ტყით და სოფელ ლისში ჩავსულიყავი.

Last edited by CheLo on 08 მაი 2011, 14:51, edited 1 time in total.
ზანავი – ნუნისი, ბილიკი N4 - 6, 7, 8 და 9 მაისს 2011წ.
WenTTo
ცუდია ცუდი შთაბეჭდილებებით დაბრუნება. არ მგონია ორგანიზატორს ეწყინოს იქ ვინმემ სანახავი თუ ვერ დაინახა.
იმედია არც შენ გეწყინება, თან რა ჩემი საქმეა, მაგრამ გიგამ ამ თემაში ძალიან ბევრჯერ გაიმეორა, განსაკუთრებით კი ახალბედებისა და გამოუცდებელისათვის, რომ საჭირო აღჭურვილობის გარეშე, საკუთარ ძალებში დაურწმუნებლობის გარეშე, წასვლას მორიდებოდა ხალხი

Keep Smiling...
ზანავი – ნუნისი, ბილიკი N4 - 6, 7, 8 და 9 მაისს 2011წ.
keto
არა მე სხვა რამე ვიგულისხმე განა ვერ ვიარე ან ბოლო მოვდიოდი : ) უბრალოდ ამინდი არ იყო კარგი და ვერც კარავი გავშალე და ტყუილად ვატარე და ის ადიელებიც დამისველდა რასაც საძილე ტომარის ფუნქციები უნდა შეესრულებინა
ზაფხულში ალბათ ლამაზი ბუნება იქნება სულ გამწვანებული მაგრამ ახლა მე ვერაფერი ლამაზი ვერ დავინახე გარდა გაყინული ხეებისა და ზედ გაშავებული გამხმარი სოკოებისა.
არა მე სხვა რამე ვიგულისხმე განა ვერ ვიარე ან ბოლო მოვდიოდი : ) უბრალოდ ამინდი არ იყო კარგი და ვერც კარავი გავშალე და ტყუილად ვატარე და ის ადიელებიც დამისველდა რასაც საძილე ტომარის ფუნქციები უნდა შეესრულებინა

ზანავი – ნუნისი, ბილიკი N4 - 6, 7, 8 და 9 მაისს 2011წ.
გამოდის ნახევარი უკან დაბრუნებულხართ, ლაშქრობა ლაშქრობაა, ხან თოვლი იქნება, ხან წვიმა და ხან ტალახი. ეგ არაფერი გამოცდილების შემძენი მაინც იქნებოდა და შემდეგში გაითვალისწინებ 

ზანავი – ნუნისი, ბილიკი N4 - 6, 7, 8 და 9 მაისს 2011წ.
ჩამოვედით ნაწილი მოლაშქრეების! დანარჩენები მშვიდობიანათ არიან რეინჯერების კოტეჯში დაბინავებულები !
გასვლა ჩემი აზრით იყო კარგი ,ბევრი ექსტრიმითა და სიძნელეებით სავსე !
ვისაც გაუჭირდა იყო მხოლოდ თავისი ბრალი !!!! ნურავის ნუ ეწყინება მაგრამ არანაირად არ შეიძლება მთაში გამოუცდელი და მოუმზადებელი ხალხის წასვლა !!! იგულისხმება ფიზიკური მომზადება და აღჭურვილობა !!!
ყოჩაღ Jnosy რადგან მან ყველაფერი გააკეთა მთლიანი ჯგუფის უსაფრთხოებისთვის! მოკლედ მაგარი გასვლა იყო
WenTTo შენი ნომერი ან სკაიპი მომწერე პირადში, ფოტოები მინდა

A NEW ADVENTURE IS WAITING
ზანავი – ნუნისი, ბილიკი N4 - 6, 7, 8 და 9 მაისს 2011წ.
არა უშავს, ცხოვრებაში ყოველთვის ვერ წავა ყველაფერი ზუსტად გეგმის მიხედვით. 
დედაბერაზე ავედით პრობლემების გარეშე, ნორმალურად ვიარეთ. აი უკვე ზედ მთაზე რომ უნდა გვენახა ნუნისში ჩამავალი ბილიკი, იქ დაგვეწყო პრობლემები. თოვლი ფარავდა მიწას, ხოლო ნისლი ფარავდა ხეებზე ბილიკის ნიშნებს. ამიტომ სწორი გზის პოვნა გაგვიძნელდა. პირობები რთული იყო - ძალიან სრიალა თოვლი (ვენტოს ნაამბობი დაგორებების შესახებ კარგად ასახავს ვითარებას
), ნისლი, შეუჩერებელი წვიმა, ცივი ქარი. ბოლოს გიგას მეცადინეობით დავუკავშირდით რენჯერებს. ერთ-ერთი მათგანი ამოვიდა და დაგვაყენა ნუნისის ბილიკზე.
ჩავედით და კოტეჯში დავბინავდით. მას შემდეგ რაც აღმოჩნდა, რომ შესაძლებელი იყო სამარშრუტოთი ნუნისიდან თბილისში ჩამოსვლა, დაახლოებით ნახევარმა გადავწყვიტეთ წამოვსულიყავით გადაღლის ან/და მშრალი ნივთების მწვავე დეფიციტის გამო. დღეს 2-3 საათის წინ დავუკავშირდი დარჩენილებს, კოტეჯში იყვნენ. კარგად არიან.

დედაბერაზე ავედით პრობლემების გარეშე, ნორმალურად ვიარეთ. აი უკვე ზედ მთაზე რომ უნდა გვენახა ნუნისში ჩამავალი ბილიკი, იქ დაგვეწყო პრობლემები. თოვლი ფარავდა მიწას, ხოლო ნისლი ფარავდა ხეებზე ბილიკის ნიშნებს. ამიტომ სწორი გზის პოვნა გაგვიძნელდა. პირობები რთული იყო - ძალიან სრიალა თოვლი (ვენტოს ნაამბობი დაგორებების შესახებ კარგად ასახავს ვითარებას

ჩავედით და კოტეჯში დავბინავდით. მას შემდეგ რაც აღმოჩნდა, რომ შესაძლებელი იყო სამარშრუტოთი ნუნისიდან თბილისში ჩამოსვლა, დაახლოებით ნახევარმა გადავწყვიტეთ წამოვსულიყავით გადაღლის ან/და მშრალი ნივთების მწვავე დეფიციტის გამო. დღეს 2-3 საათის წინ დავუკავშირდი დარჩენილებს, კოტეჯში იყვნენ. კარგად არიან.
ზანავი – ნუნისი, ბილიკი N4 - 6, 7, 8 და 9 მაისს 2011წ.
http://myftp.ge/download.php?id=32BD71411
ჩამოტვირთეთ ვისაც გინდათ სურათები მაგრამ ბევრი არაა... უმეტესობა ჩემი გადაღებული არაა და სადაც ბევრი ხალხია ცოტა ცუდებია..
ჩამოტვირთეთ ვისაც გინდათ სურათები მაგრამ ბევრი არაა... უმეტესობა ჩემი გადაღებული არაა და სადაც ბევრი ხალხია ცოტა ცუდებია..
ზანავი – ნუნისი, ბილიკი N4 - 6, 7, 8 და 9 მაისს 2011წ.
WenTTo wrote:ჩვენ უკვე თბილისში ვართ და იმ 36 კაციდან 14 გუშინ ღამე დავბრუნდით თბილისში... სანამ თემა გაიხსნება აქ ვიტყვი მოკლედ ჩავედით დავბინავდით კოტეჯში და მეორე დღეს 10 საათზე წამოვედით გზა 15 კილომეტრი იყო და სულ აღმართებზე ვიარეთ. დედაბერაზე რომ ავდიოდით უკვე დაჭიანებული გაყინული მარტის თოვლი იდო. აქ ძალიან გაგვიჭირდა რადგან ფეხი სრიალებდა, ერთმანეთს არ უნდა ჩამოვშორებოდით და 15-35 კილოიანი ზურგჩანთებით აღმართიან თოვლში სიარულზე აღარაფერს ვამბობ. ასე და ამგვარად გზის 50 % რომ გავიარეთ მერე სულ დაღმართი დაიწყო დედაბერიდან ვეშვებოდით და აი ახლა მივხვდი დაღმართი რომ უფრო რთული ყოფილა. სადღაც 18 ჯერ წავიქეცი თან ისე რამის ფეხი ამოვიგდე ვიწელებოდი. ამ დროს ჯნოსი ეძებდა ბილიკს და თოვლის გამო ვერ იპოვნა და დავიკარგეთ. დაკარგულები გაყინულები და მანდრაჟში ჩავარდილები 4 საათი რას ვაკეთებდით ვერ გეტყვით. ბოლოს საერთოდ ყველა იმედი დავკარგე 8 საათი ხდებოდა და სადღაც 30 წუთში დაგვაბნელდებოდა წინ კი 5 კილომეტრი გვქონდა გასავლელი. ზოგმა თქვა მოდი აქ გავშალოთ მთაზე კარავიო ეს კიდე სისულელე იყო იქ რომ დავრჩენილიყავით რა გვეშველებოდა. დამრეც მთაზე სადაც ვაკე არაა და ძირზე 1 მეტრი თოვლი დევს. ბოლოს გოგამ იყოჩაღა დაურეკა ნუნისის ტყის რეინჟერს და რომ გაიგო ამდენი ხალხი ვიყავით 4 კილომეტრი აღმართი სულ ფეხით ირბინა და 40 წუთში ამოვიდა და სწორ გზაზე დაგვაყენა.. მართალია თოვლი აღარ იყო დაბლა და დაბლა მაგრამ საშინელ ტალახში ვიარეთ და ისე დავიღალე ისე რომ ფეხსაცმლის ძირი ერთ ფეხზე საერთოდ ამძვრა და ბოლო 4კმ ცალი ფეხსაცმლით ვიარე ასე გამოდის : ) კოტეჯთან რომ მივედით უკვე 10 საათი იყო და გამოვიდა რომ 12 საათი ვიარეთ.. ასეთი საშიში გასვლა (საშიში არა იმიტომ იყო რომ დავიკარგეთ არამედ რამდენიმე ადამიანი ძლივს გადავრჩით, იანო და ჯნოსი დაგორდნენ და კიდევ კარგიც ხე იყო წინ თორე წაიყვანდა ხეობაში. მეც დავგორდი და ვიღაცამ დამიჭირა და გადამარჩინა ჩანთაზე მწვდა.) ბოლოს რომ მივედით კოტეჯში ძალიან კარგი რეინჯერები დაგვხვდნენ და სუფრაც გაგვაშლევინეს და დაძინების პრობლემაც მოგვიგვარეს : ) მაგრამ ვინაიდან მე ფეხსაცმელი დავხიე და მხოლოდ ბოტასები მქონდა ფეხები დასაბანი, გამოსაცვლელი არა, საძილე ტომარაც არა თბილისში მოვხიე ღამის 12 ზე და თან გამომყვა 14 კაცი ვინც ჩემ დღეში იყო![]()
![]()
ასე და ამგვარად ასეთ ლაშქრობებში აღარ წავალ სანამ მთლიანი ატრიბუტიკა არ მექნება. და არ მინდა ეწყინოს ორგანიზატორს მაგრამ მე იქ ვერაფერი სანახავი ვერ ვნახე თოვლში!! პირიქით ამტკივდა მთელი სხეული
მაგას მერჩივნა ლისის ტბას გავყოლოდი ტყით და სოფელ ლისში ჩავსულიყავი.
მეც მაგიტომ შევიკავე აქ წასვლაზე ცუდი პერიოდი შეარჩიეთ წასასვლელად
თან მარშუტიც რომ წავიკითხე რთული იყო საკმაოდ ... მაგრამ ვისაც ხეტიალი უყვარს ეგეთ ადგილებში მათ შორის მეც ალბათ საბოლოო ჯამში მაინც კარგი გასვლა გამოუვათ დარჩენილებს დაღლაშიც არის რაღაც კარგი : )
ზანავი – ნუნისი, ბილიკი N4 - 6, 7, 8 და 9 მაისს 2011წ.
მოკლედ, ეგ მარშრუტი არც გვირებს კარაველებს და არც ვეშვებით.
გაცილების დღესაც მინდოდა გამეხსენებინა ის წინა, გრანდიოზული დაკარგვა, რომელსაც პირობითად ყველამ ლამას დაკარგვა დავარქვით იმის მიუხედავად, რომ გზის არევა მართლა არ ყოფილა ლამას ბრალი, თუმცა თავი შევიკავე - დათარსვაში არ ჩამომართვან-მეთქი.
თურმე სულ ტყუილად.
მოკლედ, ვისაც დაკარგვა და ექსტრიმი უნდა, მაგ ბილიკზე უნდა წავიდეს.
ისე, რა გახდა მაგ მარშრუტის დანომვრა - ერთხელ ზაფხულში წავიდეთ და მოვნიშნოთ აბრებით და რამე, მაინც არ ვეშვებით და ისევ ჩვენ გამოგვადგება.
პ.ს. მაქაურ მეტყევეებს ძეგლი თუ არა, მემორიალური დაფა მაინც ეკუთვნით კარავზე -მართლაც რომ ჩვენს სადარაჯოზე დგანან, უკვე მერამდენედ ჩამოჰყავთ დედაბერადან დაკარგული კარაველები.
მანდ ჩასვლა თუ არ აგვიკრძალეს კარაველებს. 
WenTTo
მაგრამ ნეტავ იცოდე, დღეს რა ტკბილად მახსენდება ის ყველაფერი.
სხვათა შორის, ყველა სიამოვნებით იგონებს იმ წუთებს.
ნისლში თუ ხედები არ გამოჩნდა და თოვლში - ბილიკი, ეგ არაა ორგანიზატორის ბრალი.

მოკლედ, ვისაც დაკარგვა და ექსტრიმი უნდა, მაგ ბილიკზე უნდა წავიდეს.

ისე, რა გახდა მაგ მარშრუტის დანომვრა - ერთხელ ზაფხულში წავიდეთ და მოვნიშნოთ აბრებით და რამე, მაინც არ ვეშვებით და ისევ ჩვენ გამოგვადგება.

პ.ს. მაქაურ მეტყევეებს ძეგლი თუ არა, მემორიალური დაფა მაინც ეკუთვნით კარავზე -მართლაც რომ ჩვენს სადარაჯოზე დგანან, უკვე მერამდენედ ჩამოჰყავთ დედაბერადან დაკარგული კარაველები.

WenTTo
ეგ არაფერი - ახლა დაღლილი, ცხელ გულზე წერ მაგას, მაგრამ გაივლის დრო, გაგივლის დაღლილობაც, ტკივილიც და ეგ ექსტრიმი საუკეთესო მოგონებად გექცევა. იმ წუთებში ჩემზეც ცუდად მოქმედებდა, დათვიჯვრის აღმართებში წვიმაში მიკროავტობუსს რომ ხელით ვაწვებოდით და ისე ამოვაგორეთ უღელტეხილზე შატილი-მუცოს იმ დაუვიწყარი გასვლისას, ბანაკში ხეზე გობემ კალენდარი რომ დაჰკიდა, მერე კი ჰალსტუხიც გაიკეთა და სხვებიც აიყოლია,და არ მინდა ეწყინოს ორგანიზატორს მაგრამ მე იქ ვერაფერი სანახავი ვერ ვნახე თოვლში!!

ნისლში თუ ხედები არ გამოჩნდა და თოვლში - ბილიკი, ეგ არაა ორგანიზატორის ბრალი.