სამყაროს ჭიპზე გამახსენდა, გიგა მგონი შენი მეგობარი იყო, დეპუტატი



Moderators: Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი
ყველაფერი დაიწყო იქედან, რომ ერთი 10 წლის წინ გაზეთ ასავალ-დასავალში გამოაქვეყნეს ვინმე გივი ალაზნისპირელის სტატია, რომელიც წერდა რომ საქართველოში, კერძოდ კი სოფელ ნუნისში არის ნოეს კიდობანი . . . ყველამ აიტაცა და ზოგმა ისე ბრმად დაიჯერა, რომ რუქაზეც კი არ იცოდნენ სად იყო ნუნისი. სოფელი ნუნისი არის მთიან რეგიონში, და ნოეს კიდობანიც არის ერთ-ერთი მთა . . . ანუ, ვითომ კიდობანი არ ტივტივებდა წყალზეო, ხალხი მხოლოდ იმის წყალობით გადარჩნენ, რომ კიდობანი (ისტორიულ წყაროებში მოხსენიებული როგორც ბერების კლდე) დაიკეტა ჰერმეტიულად. ეს გივი ამბობდა, რომ ამ მთაში აღმოაჩინეს 13 ოთახი, რომელთაგანაც მხოლოდ 12 გახსნეს . . . და მეცამეტე კი არ გახსნეს იმიტომ, რომ მისგან სასტიკი კვნესა, კივილი და სხვა შემაძრწუნებელი ხმები მოდიოდა . . . და მეცნიერებმა დაასკვნეს(ან გივიმ…), რომ ეს მე13 კარები იყო ჯოჯოხეთში ჩასასვლელი(შესასვლელი).Holden wrote:მოკლედ, ხალხნო, დღეს ჩემმა უფროსმა საოცრად დამაინტრიგა, თან ისე, რომ ლამის დღესვე ავლაგდი და ნუნისში გადავლაგდი!
მოკლედ, ყველაფერი იმითი დაიწყო, რომ მკითხა: ნუნისი რომ მსოფლიოს ჭიპია, თუ იციო. მე ვუთხარი: ნუნისის მარტო ბუნება და წყლები ვიცი-მეთქი. ლეგენდაც არ გაგიგიაო?! - მკითხა გაკვირვებულმა (ეგეც დიდი ნახეტიალები ადამიანია თავის დროზე), ხოდა რო შემატყო სრულიად ინდიფერენტული ვიყავი და უცვლელი სახით მივშტერებოდი, ასეთი რამე მომიყვა:
რამოდენიმე წლის წინ მისი ძმაკაცები წავიდნენ ნუნისში და კარვები ზუსტად იქ გაშალეს, რომელი ადგილიც ლეგენდის მიხედვით დედამიწის ჭიპად მოიაზრება. ყველაფერი კარგად იყო, სანამ ღამე ერთ-ერთი ძმაკაცი ფეხზე არ წამოხტა და არ ამოიჩემა ცხენების თქარათქური მესმის და თქვენ რამ დაგაყრუვათო, სხვებს ამ დროს მშვიდად ეძინათ და ამისი ღამეული გამოხტომისთვის ყურადღება არ მიუქცევიათ. ამან კიდე ძილი ვეღარ შეიბრუნა და იქვე 5-10 წუთის სავალზე წავიდა, წყაროზე. დიდი ხანი რომ არ დაბრუნდა ძმაკაცებმა ძებნა დაუწყეს, 4 საათიანი უშედეგო ძებნის მერე შეშინებულებმა თვალი მოკრეს, თუ როგორ მშვიდად მოდიოდა ეს ამათი ძმაკაცი წყაროდან, რო მიესივნენ გახარებულები, ის წყაოზე წასული ძმაკაცი უარესად გაკვირვებული დარჩა, რამ გადაგრიათ 15 წუთია, რაც გავედიო (არადა, უკვე თენდებოდა). მოკლედ, რომ გაააზრებინეს, რომ მართლა 4 საათზე მეტი იყო, რაც წასული იყო წყალზე, ტიპი გადაირია და თბილისში ჩამოსული 2 თვე სახლიდან არ გამოსულა, იმიტომ რომ ეგონა გარეკა, არ ახსოვდა სად იყო იმ 4 საათის განმავლობაში. მერე ნელ-ნელა დაუბრუნდა ისევ ჩვეულებრივ ცხოვრების რიტმს (როცა დარწმუნდა, რომ ფსიქიკურად სრულიად ჯანმრთელი იყო).
ხოდა, ეს ამბავი მოვისმინე დღეს და ფეხები ისე ამექავა, ლამის დღესვე წავედი!![]()
ყველაზე მთავარი კიდე ის არის, რომ ამ ამბებს, რომ მიყვებოდა, დაავიწყდა თვითონ ლეგენდა მოეყოლა, ხოდა აქ თუ ვინმე მეტყვის, რას გულისხმობდა ეს ჩემი უფროსი, ძალიან გამეხარდება.
ერთი სული მაქვს როდის მოვა 6 მაისიTamari-ch. wrote:http://www.panoramio.com/photo/16373265
აი ეს კლდე
NUNISI - ბერების კლდე - BERTA KLDE - NOES SAKURTKHEVELI
ვიკის ბმული შეამცირეთ გაწელა გვერდი
გივიიიიიიიიიიიიიიიიი შე მამაძაღლო შენაააJnosy wrote: ყველაფერი დაიწყო იქედან, რომ ერთი 10 წლის წინ გაზეთ ასავალ-დასავალში გამოაქვეყნეს ვინმე გივი ალაზნისპირელის სტატია, რომელიც წერდა რომ საქართველოში, კერძოდ კი სოფელ ნუნისში არის ნოეს კიდობანი . . . ყველამ აიტაცა და ზოგმა ისე ბრმად დაიჯერა, რომ რუქაზეც კი არ იცოდნენ სად იყო ნუნისი. სოფელი ნუნისი არის მთიან რეგიონში, და ნოეს კიდობანიც არის ერთ-ერთი მთა . . . ანუ, ვითომ კიდობანი არ ტივტივებდა წყალზეო, ხალხი მხოლოდ იმის წყალობით გადარჩნენ, რომ კიდობანი (ისტორიულ წყაროებში მოხსენიებული როგორც ბერების კლდე) დაიკეტა ჰერმეტიულად. ეს გივი ამბობდა, რომ ამ მთაში აღმოაჩინეს 13 ოთახი, რომელთაგანაც მხოლოდ 12 გახსნეს . . . და მეცამეტე კი არ გახსნეს იმიტომ, რომ მისგან სასტიკი კვნესა, კივილი და სხვა შემაძრწუნებელი ხმები მოდიოდა . . . და მეცნიერებმა დაასკვნეს(ან გივიმ…), რომ ეს მე13 კარები იყო ჯოჯოხეთში ჩასასვლელი(შესასვლელი).
კიდევ იყო ფაქტები თუ რატომ იყო ის მთა ნოეს კიდობანი (სინამდვილეში ბერების კლდე), და როგორ ცოცხლობდნენ შიგნით ადამიანები, მაგრამ არაფერი არ იყო ნათქვამი “ჯოჯოხეთის შესასვლელის” შესახებ. . . მაგრამ დამატებული იყო რამდენიმე ფაქტი – რომლებიდანაც გამომდინარეობდა რომ ეს ზონა იყო მაგნიტურად აქტიური(არც კი ვიცი, ესე ეწოდება?) – ანუ, კომპასი “იბნეოდა”, სურათები არ გამოდიოდა და ა.შ. . .
ამ აზრს ვერ მოგახვევთ თავზე და აქ არცერთ წასვლაზე ამდაგვარი არაფერი დამიწერია (შეგნებულად ვერიდები). იმ წყაროს გვერდით დავცემთ ბანაკს და გავჩერდებით ჩასვლის დღიდან წამოსვლამდე. როგორც სექტანტები იტყოდნენ (სექტანტებს ეძახის მამაო მაგათ ყველას). მანდ კუსტარული გათხრებიც კი მიმდინარეობდა, გივი ალაზნისპირელს კი ბერების კლდე დედამიწის ჭიპიც გონია. მიუხედავად იმისა, რომ დიდ სისულელედ და გივის ფანტაზიის ნაყოფად ვთვლი, საკმაოდ მისტიური ადგილია და ფაქტია, რომ ყოველ გაზაფხულს პატარა მანდ ბავშვივით მიმიხარია მეც
Lado meleksishvili wrote: თვენ ჭიპიან ბერტყვებზეც გეცოდინებათ რამე?!
ყველაზე ცუდია, რომ შხამიანები არიანმტერსაც არ ვისურვებ მაგათთან შეხვედრას, ჭიპიანი ბერტყვების სახეობა გაზაფხული ზაფხულის პერიოდში განაკუთრებული აგრესიით გამოირჩევა, განსაკუთრებით ახალგაზრდების მიმართ