6 დღე სვანეთში 3-8 აგვისტო

კონკრეტული, დაგეგმილი ღონისძიებები

Moderators: Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
6 დღე სვანეთში 3-8 აგვისტო

Post by Naia » 30 ივლ 2010, 18:58

მიხარია, რომ სია შეივსო. წინ დაუვიწყარი გასვლა გველის!!!

ახლა რაც შეეხება, რჩევებს (კარაველებს, ვიცი არ სჭირდებათ, მაგრამ ამ თემაში ისეთებიც იხედებიან, რომელთაც ლაშქრობის დიდი გამოცდილება არ აქვთ). დაგვჭირდება:

სათადარიგო ფეხსაცმელი
თბილი ტანსაცმელი საღამოებისთვის
მზისგან დამცავი ნელსაცხებელი
ქუდი
საწვიმარი (ყოველი შემთხვევისთვის)
პატარა ზომის ჩანთა 1 დღიანი გასვლებისთვის
სასურველია ბოთლი ან წყლის ჭურჭელი

აგრეთვე, თუ სურვილი გაქვთ, შეგიძლიათ წამოიღოთ ალკოჰოლური სასმელი. მესტიაში ყველაფერს ცეცხლის ფასი აქვს.

თუ კიდევ გამახსენდა რამე დავწერ. აგრეთვე თქვენც თუ გაგიჩნდათ კითხვები დაგვიკავშირდით მე ან მთაშენკას.

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
6 დღე სვანეთში 3-8 აგვისტო

Post by Naia » 30 ივლ 2010, 19:01

del wrote:ნაია, იქით რა წამოვიღო? არც კი ვიცი. ამდენი ხნით მთებში არ ავსულვარ= )

ან რა ჩავიცვა
ჩაიცვი მოხერხებული ტანსაცმელი და ფეხსაცმელი. შეიძლება ფეხით მაინც მოგვიწიოს რაღაც მანძილის გავლა. და თბილი ტანსაცმელი არ დაგავიწყდეს (შენს პლიუსსაც გააცანი :)

User avatar
CHIKO
ბილიკზე მოარული
Posts: 36
Joined: 27 სექ 2009, 19:16
6 დღე სვანეთში 3-8 აგვისტო

Post by CHIKO » 30 ივლ 2010, 19:03

ისე კარგი იქნებოდა აგვისტოს დასაწყისისთვის სხვა ადგილებშიც დაგეგმილიყო 2-3დღიანი ლაშქრობა, ყველას სამწუხაროდ არ აქვს თავისუფალი დრო 8-9 დღით :( ; ორი-სამი კვირაა "პასიურობენ" გამოცდილი კარაველები და გთხოვთ გაითვალისწინოთ ჩემი და კიდევ ბევრის "ახალბედას" თხოვნდა და სურვილი!!! :D :roll:

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
6 დღე სვანეთში 3-8 აგვისტო

Post by Naia » 30 ივლ 2010, 19:07

CHIKO
მართალი ხარ, ჩიკო. ეს ალბათ იმის ბრალია, რომ უმრავლესობა ან აქ არ არის ან არ სცალია. თან ახლახანს დიდი ტრაგედია მოხდა კარავზე და ამანაც თავისი გავლენა იქონია :(

შეგიძლია შენ თვითონ შემოგვთავაზო მარშრუტი და ორგანიზატორობაც ითავო. სხვებს ნუ დაელოდები. უამრავი საინტერესო ადგილია სანახავი

User avatar
CHIKO
ბილიკზე მოარული
Posts: 36
Joined: 27 სექ 2009, 19:16
6 დღე სვანეთში 3-8 აგვისტო

Post by CHIKO » 30 ივლ 2010, 20:23

Naia
იეტი

Joined: 28 მაისი 2007
წერილი: 6150
ადგილმდ.: პლანეტა დედამიწა
გამოგზავნილია: პარ ივლ 30, 2010 7:07 pm წერილის სათაური:


CHIKO
მართალი ხარ, ჩიკო. ეს ალბათ იმის ბრალია, რომ უმრავლესობა ან აქ არ არის ან არ სცალია. თან ახლახანს დიდი ტრაგედია მოხდა კარავზე და ამანაც თავისი გავლენა იქონია


მუცოში მომხდარი ამბავი კავშირშია?! თუ ესეა ძალიან სამწუხაროა :(

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
6 დღე სვანეთში 3-8 აგვისტო

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 30 ივლ 2010, 22:49

მომწონს ეს ტური იმით, რომ მცირე დროში ბევრი რამის ნახვა შეიძლება.
რაც მთავარია, საოჯახო სასტუმროებში კვება შედის.
1ლ დღეს, ვიდრე სვანეთში ახვალთ, საგზალი დაგჭირდებათ.
ეს დრო სვანეთში მშრალია, მაგრამ ამის მიუხედავად, არ დაგავიწყდეთ საწიმარი (განსაკუთრებით ქორულდასთვის, აგრეთვე, შხარასთვის), გამოსაცვლელი. ტაძრებში მოკლე შარვლებით შესვლა არ არის მიზანშეწონილი.
იმისთვის, რომ ყველაფერი მოასწროთ, მობილიზებულები უნდა იყოთ.
მინიბუსი ყველგან ავა.
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
6 დღე სვანეთში 3-8 აგვისტო

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 30 ივლ 2010, 22:50

რაც შეეხება ქორულდას, ტბებამდე მაღალი გამავლობის მანქანები ადიან. თუ გზა შარშანდელივით გაწმინდეს, მინიბუსი ბოლომდე ავა.
თუ არადა, მხოლოდ სანახევროდ.
მესტიის ბოლოდან ქორულდამდე 7 კმია.
სულ დაუკეცავი მკვეთრი აღმართია. უკან კი, პირიქით, დაღმართზე მოგიწევთ ჩამოსვლა.
თუ მინიბუსი ვერ ავა, დამღლელი, მაგრამ საინტერესო გზაზე სიაურულისთვის მზად იყავით.

რკინის ჯვარს შენიშნავთ, საიდანაც ქვაბულში მოქცეულ მესტიას ჩახედავთ.
თუ სდმე გზის გამყოფი
შეგხვდათ და მესტიიდან მიდიხართ, ანუ, უშბას უყურებთ, მხოლოდ და მხოლოდ მარცხნივ უნდა გადაუხვიოთ.

ქორულდაზე წასაღებად დაგჭირდებათ მზისგან დამცავი ნელსაცხებელი და საწვიმარი. აქ ზფხულში მოულოდნელი სეტყვა იცის
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
6 დღე სვანეთში 3-8 აგვისტო

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 30 ივლ 2010, 22:56

შხარა - ამ გასვლის დედოფალია.
ეს არის მთა, სიდანაც ენგური სათავეს იღებს.
უშგულიდან, კერძოდ კი ლამარიიდან შხარასკენ ფეხითაც შეიძლება წასვლა, ცხენითაც, ნაწილობრივ მანქანითაც.
დაიწყეთ დილაადრიან გასვლა, რომ თვალი ჰკიდოთ ფორთოხლისფრად აფერადებულ შხარას.
აისი სვანეთში სწორედ შხარადან იწყება.
ამიტომ, ძილი უკან გადადეთ.


სხვა რა?
ნაიამ ყველაფერი შესანიშნავად დაწერა.
სასიამოვნო გასვლისთვის, უბრალოდ, აუცილებელია ამ თემაში დაწერილი პირობების გათვალისწინება.
დანარჩენს კი ნაია ადგილზე გაცნობებთ.
მიუხედავად იმისა, რომ ვერ მოვდივარ, მაგრამ ამ გასვლის 1-1 დამგეგმავი ვარ, შევეცდები, ყოველდღიურად შეგეხმიანოთ.
სასიამოვნო გასვლას გისურვებთ.
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
6 დღე სვანეთში 3-8 აგვისტო

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 30 ივლ 2010, 23:20

ახლა კი 2ოდე სიტყვა აქ დაწერილ რეპლიკებზე -
სიმართლე ვთქვა, არ მომწონს :კარავზე: კომერციული გასვლები, რადგან ეს ფორუმის შინაარს აშორებს.
თუმცა, ვერაფერს ვხედავ აუგს აქ კომერციული გასვლები იგეგმებოდეს.
მთაშენკამ სწორად ახსენა, ყველას თავისი მომხმარებელი ყავს.
რადგან გასვლები 2ნაირია, ანუ, კომერციული და არაკომერციული, მაშინ მოთავემ დანიშნულება უნდა მიუთითოს
და ეს საწყენი არავისთვის უნდა იყოს.
მორალურადაც, მეგობრულადაც, :კარავის: ინტერესებისთვისაც ეს უფრო სწორი საქციელია.
მახსენდება ის დრო, როდესაც :კარავზე: თემის გახსნისას არავინ უთითებდა კომერციულ ან არაკომერციულ გასვლას.
რატომ?
იმიტომ, რომ აქამდე კომერციული გასვლები არ იყო.

ახლა სვანეთის ამ გასვლის ფასზე -
მართლაც, მაღალი ფასის მიუხედავად, ეს გასვლა არ არის კომერციული.
მაღალი ფასი განაპირობა სასტუმროებში და არა კარვებში ღამისთევამ, აგრეთვე, 6 დღის მანძილზე მინიბუსის მომსახურებამ.


დაკიდევ, ეს გასვლა მე დავგეგმე ჯერ კიდევ ლამას და არჩილის თემის გახსნამდე. რამდენიმე თვით ადრე თემა არ გამიხსნია 2 მიზეზის გამო - ადრე იყო და გადწყვეტილად არ ვიცოდი ჩემი საზაფხულო გეგმები.

შემდეგ დაემთხვა ლამას მიერ თემის გახსნა.
ძნ კგ. რაც მეტი დაგეგმავს, უკეთესი.
იმისთვის, რომ ჩემი გასვლა ცოტა უფრო სხვანაირი ყოფილიყო, დონს შევთავაზე, ის და ნაია ჯიპით წამოსულიყვნენ.
შევიკრიბეთ, დეტალები შევათანხმეთ.
თუმცა, ისე მოხდა, რომ დონმა 3სახურის გამო, წამოსვლა ვერ მოახერხა და ნაიამ, იმის გამო,
რომ ყველაფერი დაგეგმილი გვქონდა და არ ჩაშლილიყო, მინიბუსიანი გასვლა უზრუნველჰყო.

ეს თემა 2 მორალური მიზეზის გამო, გვიან გაიხსნა.

დაკიდევ, პასუხი არჩილის რეპლიკაზე:
ნაიას და ზოგიერთების მხრიდან კიდევ ლამას მიმართ ასეთი საუბრები, მითუმეტეს, როდესაც ის აქ არაა, რბილად, რომ ვთქვათ, მეტისმეტად უზნეოა და მორჩით


ლამას ზურგს უკან ლაპარაკი აქ ვერ შევამჩნიე. ანდაც, აუგი მისაზე.
მერე რა, რომ ის აქ არის? ჰომ ჩამოვა?
თუ რამე ექნება საპასუხო, დაწერს.

კიდევ 1, იქნებ გაგვეხსნა თემა და იქ გვემსჯელა :კომერციულ და არაკომერციულ გასვლებზე:?
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
ინა-უნა
ბოდიალა
Posts: 280
Joined: 19 მაი 2010, 23:16
6 დღე სვანეთში 3-8 აგვისტო

Post by ინა-უნა » 30 ივლ 2010, 23:27

მეც მინდა სვანეთის მონახულება, რაღაც ყველა გასვლა აგვისტოში დაიგეგმა და რა ვქნა ახლა მომავალ წელს შვებულება ამ დროს დავამთხვიო? :)

tamari-khevi
მაწანწალა
Posts: 464
Joined: 08 დეკ 2008, 11:13
6 დღე სვანეთში 3-8 აგვისტო

Post by tamari-khevi » 31 ივლ 2010, 10:18

მოგესალმებით სვანური გასვლის მონაწილე კარაველებო.მეტისმეტად დაგვიანებით შევიტყვე გასვლის შესახებ,რადგან ქალაგარეთ ინტერნეტი არ მქონდა.მაინტერესებს,სია უკვე დაიხურა თუ შესაძლებელია კიდევ ჩაწერა????????????????????

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
6 დღე სვანეთში 3-8 აგვისტო

Post by Naia » 31 ივლ 2010, 12:45

tamari-khevi wrote:მოგესალმებით სვანური გასვლის მონაწილე კარაველებო.მეტისმეტად დაგვიანებით შევიტყვე გასვლის შესახებ,რადგან ქალაგარეთ ინტერნეტი არ მქონდა.მაინტერესებს,სია უკვე დაიხურა თუ შესაძლებელია კიდევ ჩაწერა????????????????????
თამარ, სამწუხაროდ მინიბუსი 19 კაციანია. მძღოლს რომ ველაპარაკეთ დამატებით სკამს ჩავდგამ და მე-20-საც დავსვამო. მაგრამ დილაადრიან ბამბინა ელაპარაკა მთაშენკას და ის ჩაეწერა მე-20-დ. ახლა სწორედ სიის დასახურად შემოვედი და შენი წერილიც დამხვდა :(

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
6 დღე სვანეთში 3-8 აგვისტო

Post by Naia » 31 ივლ 2010, 12:51

საბოლოო სია ასე გამოიყურება:

1. ნაია
2. ნაიას +
3. მთაშენკა
4. ტომა
5. გამარჯობა საქართველოს +
6. დელ
7. დელ +
8.თებრო
9. ნიმფა
10. კარველების +
11.კაკატული
12. კაკატულის+
13.კაკატულის+
14.Stranger
15. იაკო
16. იაკო +
17. იაკო +
18. იაკო +
19. GIORGI- BUNTURI
20. ბამბინა

User avatar
natuli
ასფალტზე მოარული
Posts: 6
Joined: 03 მაი 2008, 00:15
6 დღე სვანეთში 3-8 აგვისტო

Post by natuli » 31 ივლ 2010, 19:44

რა საინტერესო გასვლა იქნება, დასანანია რომ შვებულება არ მეღირსება ამ ზაფხულს :(

tamari-khevi
მაწანწალა
Posts: 464
Joined: 08 დეკ 2008, 11:13
6 დღე სვანეთში 3-8 აგვისტო

Post by tamari-khevi » 01 აგვ 2010, 10:23

კარგი ნაია,არა უშავს.....დაუვიწყარ ლაშწროაბს გისურვებთ!!!!!!!!!!!!

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]