მულტფილმების ჩვენება გლდანის ბავშვთა სახლში 30.06.10

კონკრეტული, დაგეგმილი ღონისძიებები

Moderators: Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
ნინი_85
იეტი
Posts: 2289
Joined: 29 აგვ 2007, 12:16
Contact:
მულტფილმების ჩვენება გლდანის ბავშვთა სახლში 30.06.10

Post by ნინი_85 » 29 ივნ 2010, 15:58

მაშ, ასე, ამასწინათ თბილისის ზღვაზე რომ ავდიოდით, ლიკუნა კოტეტიშვილმა გამანდო მისი და კიკის დიდი სურვილი გლდანის ბავშვთა სახლი მოგვენახულებინა.
მანამდე, პროექტორის დასაბრუნებლად მისულს პაატა ვარდანაშვილმა შემომთავაზა მულტფილმები გვეჩვენებინა ბავშვებისთვის (TBC ბანკს ჰქონია ქართული მულტფილმების სასაჩუქრე კრებული, რომელიც ჯერ-ჯერობით ვერ ვიშოვე).
ხოდა, ეს ორი იდეა ერთმანეთს დავუკავშირე, მერე თ.დ. -ს გამოვართვი ბავშვთა სახლის მისამართი, ნამყოფია უკვე მგონი არაერთჯერ და მარმენიოს ვთხოვე დირექტორთან დარეკვა (გამოცდილია მაინც ამ საკითხებში :D ).

მოკლედ, ხვალ საღამოს მივდივრთ გლდანის ბავშვთა სახლში მულფილმების ჩვენების მოსაწყობად, კომპიუტერი და პროექტორი მომაქვს მე, თქვენ შეგიძლიათ წამოიღოთ მულტფილმების დისკები :)
ბავშვებთან ვიქნებით 7-დან 8 საათამდე.

ვიკრიბებით ხვალ, 30 ივნისს, საღამოს 6.30 ზე მეტრო ახმეტელთან 96 სამარშუტოების გაჩერებასთან. არ ვაგვიანებთ :)

თუ ვინმეს დააგვიანდა შეუძლია პირდაპირ იქ მოვიდეს:

მისამართი: თბილისი, ქერჩის ქ. â„–22
მეაც გავთუშდ მეაც!

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
მულტფილმების ჩვენება გლდანის ბავშვთა სახლში 30.06.10

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 29 ივნ 2010, 18:43

ტაო-კლარჯეთის საგამოფენო საკითხებზე ვარ გადართული, თორემ ამ საქმეს რა გამოაკლდებოდა?
წარმატებები თქვენ.
ტკბილეულიც აგაქვთ?
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
ნინი_85
იეტი
Posts: 2289
Joined: 29 აგვ 2007, 12:16
Contact:
მულტფილმების ჩვენება გლდანის ბავშვთა სახლში 30.06.10

Post by ნინი_85 » 29 ივნ 2010, 19:38

ჰე-ჰეეე, დისკებიც ვიშოვე, თანაც არაერთი :D

პირდაპირ TBC ბანკში დავრეკე და კიბატონო მოდით ერთცალი არაა პრობლემაო და ადგილზე კი 13 ცალი გადმომცეს :D

ასე რომ მოგვილხენია ჩვენც და ბავშვებსაც :)


GAMARJOBA SAKARTVELO

მადლობა გოგა :)

გული არ დაგწყდეს, კიდევ ბევრჯერ მოვაწყობთ მულტფილმების ჩვენებებს და არამარტო სხვადასხვა ბავშვთა სახლებში :wink:

ტკბილეულს ალბათ ავიტანთ, ვნახოთ რამდენნი შევგროვდებით :)
მეაც გავთუშდ მეაც!

nica-nica
ბოდიალა
Posts: 294
Joined: 06 მარ 2009, 00:52
მულტფილმების ჩვენება გლდანის ბავშვთა სახლში 30.06.10

Post by nica-nica » 29 ივნ 2010, 23:55

ეს რა საინტერესო თემა ვიპოვეე :)
ვეცდები შემოგიერთდეთ :)

User avatar
meleksa
იეტი
Posts: 2161
Joined: 14 ივლ 2009, 21:16
Location: წინაპართა ნაკვალევი..
მულტფილმების ჩვენება გლდანის ბავშვთა სახლში 30.06.10

Post by meleksa » 30 ივნ 2010, 00:56

მშვენიერია ბავშვებთან ერთად მულტფილმის ყურება... :) :)

კარგები ხართ, ყოჩაღთ... :) :)


მე არვიცი ზუსტად მოვალ თუ არა...

User avatar
ნინი_85
იეტი
Posts: 2289
Joined: 29 აგვ 2007, 12:16
Contact:
მულტფილმების ჩვენება გლდანის ბავშვთა სახლში 30.06.10

Post by ნინი_85 » 30 ივნ 2010, 18:08

აბა ხალხ, დავიძარით, მე უკვე გამოვდივარ სახლიდან და 10 წუთში ადგილზე ვიქნები :)
მეაც გავთუშდ მეაც!

User avatar
ნინი_85
იეტი
Posts: 2289
Joined: 29 აგვ 2007, 12:16
Contact:
მულტფილმების ჩვენება გლდანის ბავშვთა სახლში 30.06.10

Post by ნინი_85 » 30 ივნ 2010, 20:51

ვიყავიიით :D

ბასილა
ლიკუნა კოტეტიშვილი
მარმენიო
ნინი_85

დაგვხვდა 20 აღსაზრდელი, რომელთაც მშობლები არ ჰყავთ...

ბავშვებს ისე გაუხარდათ ჩვენი დანახვა რომ ხელები ჩაგვჭიდეს და თავიანთ სამხატვრო ოთახში წაგვიყვანეს ნამუშევრების დასათვალიერებლად :)
სანამ მე კომიუტერს და პროექტორს ვაყენებდი, დანარჩენებმა ალბომების თვალიერებაც მოასწრეს და საჩუქრად ნახატებიც მიიღეს :D

ვნახეთ: "საზამთრო","ბაკური", "ბომბორა" და "თერძი ბესო" . მეტი დრო არ დაგვრჩა, თორემ დანარჩენ 6 მულტფილმსაც ვნახავდით. დისკი დავუტოვეთ, DVD აქვთ და ტელევიზორში ნახავენ :)

Image

ძალიან სასიამოვნო საღამო გამოგვივიდა :D ბავშვებს დავემშვიდობეთ იმ იმედით რომ კიდევ ბევრჯერ მოვინახულებთ მათ :)

დიდი მადლობა პაატა ვარდანავილს პროექტორის თხოვებითვის და მულტფილმების ჩვენების იდეისთვის, ასევ ლიკუნას და კიკის გლდანის ბავშვთა სახლის მონახულების იდეისთვის, ბასილას და მარმენიოს მონაწილეობის მიღებისთვის, ყველანი ძალიან მიყვარხართ :***
მეაც გავთუშდ მეაც!

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]