ბახმარო; 15-16 აგვისტო

კონკრეტული, დაგეგმილი ღონისძიებები

Moderators: Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
civciva
მაწანწალა
Posts: 482
Joined: 11 სექ 2007, 15:53
ბახმარო; 15-16 აგვისტო

Post by civciva » 18 ივლ 2009, 12:37

მგონიო მეც შევძლებ

User avatar
burdula
იეტი
Posts: 1674
Joined: 11 სექ 2008, 12:10
Location: city of blinding lights
ბახმარო; 15-16 აგვისტო

Post by burdula » 18 ივლ 2009, 12:52

აუ მეც მინდა ძალიან :) ოღონდ ჯერ ფასები მაინტერესებს რომ ფინანსურ მდგომარეობას გადავხედო :)
bag,music and a long road...

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
ბახმარო; 15-16 აგვისტო

Post by guruli » 18 ივლ 2009, 13:10

GAMARJOBA SAKARTVELO wrote:guruli
ბახმაროდან მთიან აჭარის საზაფხულო დასახლებებში გადადიხარ.
ბახმაროდან 4-5 კმში სოფელია, ბახმაროზე კიდევ უფრო ლამაზი და მაგის უნახაობა ცოდოა.
გონებას დაგაკარგინებთ იქაური ეგზოტიკური ყოფითობა
მგონი, შენც კეჩხიანზე ამბობ, რომელიც მეც ვახსენე ერთ-ერთ წინა პოსტში.
და ფასებს რაც შეეხება, მოგვიანებით დავწერ ზუსტად, ერთი გზა კი დაახლოებით 350 კილომეტრია. საკვები უსაშველო არ ჯდება და ძირითადი ხარჯი გზის ფულზე მოვა.

User avatar
civciva
მაწანწალა
Posts: 482
Joined: 11 სექ 2007, 15:53
ბახმარო; 15-16 აგვისტო

Post by civciva » 18 ივლ 2009, 13:22

guruli
აბდლებს გვანხებ?

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
ბახმარო; 15-16 აგვისტო

Post by guruli » 18 ივლ 2009, 13:28

civciva
guruli
აბდლებს გვანხებ?
რამდენიც გინდა. :D :D
იმდენს განახებ, მეშინია, შენც არ გააბლდე. :lol: :lol: :lol:
თუ წამოხვალ, დეიბარე მაინც ოჯახში - იმფერ ხალხში მივდივარ, რა იცი, რა ხდება, რაფერი დაგიბრუნდებით-თქო. :lol: :lol:

User avatar
amigo
მაწანწალა
Posts: 954
Joined: 08 აპრ 2005, 15:22
ბახმარო; 15-16 აგვისტო

Post by amigo » 18 ივლ 2009, 13:42

guruli

ბავშვობაში ვისვენებდი ხოლმე ბახმაროში, 9-10 წლამდე ყოველ წელიწადს.
ზღაპარივით მახსოვს, მზის ამოსავალ მთაზეც ვყოფილვარ, ჩასავალზეც, საყორნიაზე (თუ ფაფარა იყო ზუსტად არ ვიცი), მინახავს მელიის და ობოლი ქვები.

მოკლედ თუ არაფერმა შემიშალა ხელი მეც თქვენთან ერთად ვარ.

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
ბახმარო; 15-16 აგვისტო

Post by guruli » 18 ივლ 2009, 14:14

amigo - ძალიან კარგი, თუ წამოხვალ.
civciva - კაი, ნუ დამემდურე და არც აბდლებს განახებ (ერთიც გეყოფი :wink: :) ) და არც გაგააბდლებ. :D

User avatar
civciva
მაწანწალა
Posts: 482
Joined: 11 სექ 2007, 15:53
ბახმარო; 15-16 აგვისტო

Post by civciva » 18 ივლ 2009, 15:29

guruli

მდურობით და გამწყრალი ამ თავრობაზე ვარ, შენ რა დაგიშავებია რო, ერთადაც კი გაგვიტეხია პური,
კაი ეხლა გაჩერდი, აბდლობას რაი ჯობაი მთელი დუნია შენია


აბა დააკვირდი ამ კარავზე რამდენი აბდალია

User avatar
namcecuna
იეტი
Posts: 4498
Joined: 29 ივლ 2007, 01:18
Location: საჰაერო ბურთი
ბახმარო; 15-16 აგვისტო

Post by namcecuna » 18 ივლ 2009, 16:21

მეც მინდა !!!

იმედი მაქვს გამოვძვრები მაგ დროს :shock:
წამო, ზღაპარში ...
Image

User avatar
gogicha
ასფალტზე მოარული
Posts: 11
Joined: 28 მაი 2009, 21:12
ბახმარო; 15-16 აგვისტო

Post by gogicha » 18 ივლ 2009, 18:33

guruli wrote:amigo - ძალიან კარგი, თუ წამოხვალ.
civciva - კაი, ნუ დამემდურე და არც აბდლებს განახებ (ერთიც გეყოფი :wink: :) ) და არც გაგააბდლებ. :D

შენ გეიხარე გურულოო...ძალიან სასიკეთო საქმე წამოიწყე. გურია ძალიან ლამაზია და უნდა ნახონ აუცილოებლად, განსაკუთრებით "თბილისელებმა" :D

მე გირჩევ თუ ამხელა გზას გამოივლი, ბარემ სრულყოფილად აჩვენო ამ ხალხს გურია ანუ: შემოქმედის ეპარქია, არაა ძაან შორს უბრალოდ სურვილია მთავარი, ჯუმათის მამათა მონასტერი და ჯიხეთის დედათა მონასტერი. მე წარმოშობის ლანჩხუთიდან ვარ, იქ გვაქვს უზარმაზარი სახლი, შიგ ლანჩხუთში, ზედ ტრასაზე ბათუმისაკენ მიმავალზე ...შეგიძლიათ თუ მანდ გაჩერდებით დაბივანდეთ. მე სამწუხაროდ ახლა ბათუმში ვარ შვებულებით, მაგრამ არაა პრობლემა ოჯახი იქ იმყოფება სრული შემადგენლობით და მეც ჩამოვალ თუ თქვენ გადაწყვეტთ ჩამოსვლას 5 აგვისტომდე.

კიდე მთავარი, ყოველ წელს ფერისცვალებაზე 19 აგვისტოს იმართება დოღი და ეს არის ყველაზე მაგარი გურული გაფრენა და აბდლობა :D ეს უნდა ნახოთთთ!

მოკლედ ბახმაროში ასევე გვაქვს დაკეტილი სახლი, ვაკიჯვრის ქუჩაზე და თუ გინდათ იქაც გაგიხსნით კარებს მთელი გულითა და სულით... ასევე ჩემი ნათესავები ადიან 3 აგვისტოდან ბახმაროში (დოღში იღებენ მონაწილეობას) და დაგაკავშირებთ თუ დაგჩირდებათ.

მოკლედ გოგიჩა თქვენს სამსახურშია და აბა თქვენ იცით. სხვა რჩევებიც შემიძლია მოგცეთ.

(სხვათაშორის 11 კლასში პირველი ხარისხის საერთაშორისო დიპლომი მაქვს აღებული თემაზე "ბახმარო" და გამოკვლეული მაქვს დეტალურად ყველაფერი თუ არ ჩავთვლით იმას რომ ყოველ წელს ვისვენებ იქ)
kulturuli mekvidreoba moralis nawilia da mis movla-patronobaze saerto pasuxismgebloba gvakisria...

E. G.

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
ბახმარო; 15-16 აგვისტო

Post by guruli » 19 ივლ 2009, 00:29

civciva
აბა დააკვირდი ამ კარავზე რამდენი აბდალია
:lol: :lol: :lol: :lol: შენ არ მეისპე, რაც ამ შუაღამეზე მაცინე. :lol: :lol: :lol:
namcecuna - გაგვიხარდები.
gogicha - ძალიან დიდი მადლობა რჩევებისა და თანადგომის სურვილისთვის. ეს იმდენად ხანმოკლე გასვლაა, არა მგონია, ლანჩხუთში შეგაწუხოთ, მაგრამ ბახმაროში ვაკიჯვრის მისამართს დავიმახსოვრებთ. :D იქ თუ შემოგვიერთდებიან შენები - მოლაშქრე თუ იქნება მათ შორის, რამე რომ გვასწავლოს, კარგი იქნება. არადა, დოღში მონაწილეს წესით, მუხლიც უნდა უჭრიდეს და იქაურობაც უნდა იცოდეს.
და ოზურგეთის ეკლესია-მონასტრებს რაც შეეხება, ეგ სულ სხვა მხარეა და ასეთ ცაიტნოტში იქ ვერ მოვასწრებთ. მაგ მხარეს უკვე იყო ერთი გასვლა და მგონი, კიდევ იგეგმება. ამ ჯერზე ისევ ჩოხატაურში მოვინახულებთ რომელიმე ეკლესიას. ვფიქრობ, ერკეთში ავირბინოთ - ძველი ეკლესიაა, კომუნისტების დროსაც კი მოქმედი იყო და თან იქიდან გადასარევი ხედები იშლება აქეთ დაბაზე და იქით სუფსის ხეობაზე. მაქედან გურის ტბაზეც შეიძლება გადარბენა იანეულში.
დოღიც გადასარევი იქნება, მაგრამ ამჯერად შუა კვირაშია და ვერ მოვახერხებთ. :cry: :cry:
და გურიის შეგრძნებას რაც შეეხება, ოქტომბერ-ნოემბერში საკუთრივ ჩემს სოფელში ვგეგმავ კიდევ ერთ გასვლას და ე, იქინა ვანახებ მაგენს გურიას! მამიდაჩემ ცისანას და ერთ ბიძაშვილს რომ დოვუჯენ ნახევარი საათით და სიცილით სულს ვერ მეითქვამენ, მაშინ ნახავენ გურიას. :D :D

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
ბახმარო; 15-16 აგვისტო

Post by Naia » 19 ივლ 2009, 01:05

guruli
ირაკლი, მსურველი თუ ბევრი იქნა მინიბუსით ხომ არ აჯობებს წასვლა? ბახმარომდე მოასფალტებული გზა მიდის...

User avatar
perwkli
იეტი
Posts: 1088
Joined: 09 მარ 2007, 04:18
Location: ბუნბუნლანდია
ბახმარო; 15-16 აგვისტო

Post by perwkli » 19 ივლ 2009, 01:27

+1
......................
პეპილოტა ვიქტუალინა როგალდინა.

http://bunbunland.blogspot.com/

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
ბახმარო; 15-16 აგვისტო

Post by guruli » 19 ივლ 2009, 01:36

Naia
ირაკლი, მსურველი თუ ბევრი იქნა მინიბუსით ხომ არ აჯობებს წასვლა? ბახმარომდე მოასფალტებული გზა მიდის...
დღეს ინტელას ველაპარაკებოდი მაგაზე - თუ ბევრი იქნება, იქნებ, მართლაც ჯობდეს, მაგრამ მინიბუსის მინუსი ისაა, რომ მაშინ შაბათ დილას უნდა გავიდეთ აქედან და დავიღლებით - ძაან შორი გზაა. პარასკევ საღამოს რომ წავიყვანოთ, ფასი გაიზრდება... სამტრედიამდე მატარებელს ჩავყვეთ, იქიდან ვიქირაოთ - მაგდენ ბოდიალს ისევ პირდაპირ წასვლა ჯობია.
მოკლედ, მაგ თემაზეც დავილაპარაკოთ. იქნებ მანქანებიც გამოჩნდეს - იქ ყველანაირი მანქანა ადის.

მაიკო
ბოდიალა
Posts: 171
Joined: 17 ივლ 2007, 22:05
ბახმარო; 15-16 აგვისტო

Post by მაიკო » 19 ივლ 2009, 23:29

არადა მოდი და ნუ წახვალ. :lol:
არაფერს დავიშურებდი...

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]