არა რა - ამინდის ამბავში ნამდვილად დაგვეჯერება მე და ლალის!ეუუუფ, სად მოვასწარით ლაშქრობა და მერე სახლში მოსვლა !
დაიქცა ქვეყანა
ლაშქრობას რაც შეეხება, ძალიან კმაყოფილი ვარ. კიდევ ერთხელ მოვხვდი იმ ლამაზ ბუნებაში, ხოლო იმ გადასახედით, მგონი, ყველანი კმაყოფილები ხართ. იქიდან შემოდგომა იქნება ულამაზესი. ამასთან, საბოლოოდ დავადგინე, რომ სამების ეკლესიაა და ისიც გავარკვიე, ციხედიდი სადაა, თუმცა ახლა დრო არ გვეყო იქ მისასვლელად. ისე, ისიც ახლოსაა გზიდან.
მართლა კარგი იყო, მშობლებიც რომ დავილაშქრეთ და ძალიან კარგი ტრადიცია იქნება, თუ აიტაცებთ კარაველები. კმაყოფილი ვარ მათი და ახალი კარაველების გაცნობით. განსაკუთრებით პატარებმა - გიორგიმ და ლუკამ იყოჩაღეს. იმედია, მომავალ გასვლებშიც შემოგვიერთდებიან.
lama - კიდევ კარგი, გადარჩი, რომ სხვა ლაშქრობაში არ ყოფილხარ, მაგრამ ეგ დიდად ვერ გიშველის, გაგამესროპ მაშტროცებთ შენ!

