Page 1 of 1

უეცარი გასეირნება Mangland-ში :)

Posted: 26 თებ 2007, 23:40
by Ivane Goliadze
მოკლედ 23 თებერვალს, პარასკევს მე და ჩემი მეგობარი ნიკოლოზ შოთაევიჩ მჭედლიძე იგივე ' ქონგურა თბილისში დავდიოდით უსაქმოდ და ვეძებდით რაღაცას რაც გაგვართობდა
ყელში ამოვიდა ყველაფერი... ყელში ამოვიდა სამსახური... ყელში ამოვიდა თბილისი... ბუნება გვინდოდა და სიამოვნება”იქვე”...

საღამოს 9 იყო, ამ დროს რატომღაც გამახსენდა, რომ ჩემი თანამშრომელი აპირებდა მანგლისში წასვლას 3 დღით თავის სადაქალოთი... :) შემომთავაზა კიდეც წავსულიყავი, მაგრამ მე ამას ვერ ვახერხებდი სამსახურის გამო
მესამე დღეს მუშაობა მიწევდა :(

მოკლედ მე და ნიკამ გადავწყვიტეთ თავზე დავდგომოდით მანგლისში ამ ხალხს !

მალევე ვიპოვეთ სხვა მეგზურებიც, ლამა და პაუნა, მაგრამ ლამა გაძუყნული მთვრალი იყო და დავტოვეთ თბილისში

პაუნა ჩავისვით და ღამის 11 სთ-ზე, ქარში და თოვლში წავედით მანგლისში
გზაზე თოვლი იდო და ჩვენ 3 გიჟი ვაზ 2104 ით მივდივართ სადღაც, გზა ნორმალურად არც ერთმა ვიცით

... და აი საათნახევარი მგზავრობის შემდეგ გამოჩნდა ნანატრი მაგლენდი
იქ დიდი ვაივაგლახით ვიპოვეთ ჩვენი ადრესატები
გზათ ერთ მთვრალ მანგლისელს გადავეყარეთ რომელიც ამ მთავრობაზე იყო განაწყენებული და მაგათ გულისთვის 2 კილომეტრი სხვა გზით გვატარა :D

ბოლოს გოგოები ტრასაზე ჩამოვიდნენ და წაგვიყვანეს სახლისკენ

მოკლედ მასპინძლები აღფრთოვანდნენ ჩვენი შეუპოვრობით და სახელდახელოთ გაშლილ სუფრაზე მიგვიპატიჟეს

მთელი ღამე თეთრად გავათენეთ და ვისიამოვნეთ ”იქვე” :D

დილით მოვიარეთ მანგლისი და მართლაც რომ სულიერად დავისვენეთ

თუმცა ფიზიკურათ დავიღალეთ
შუადღის 12 ზე უკან დავბრუნდით რამაც მასპინძლები ზალზედ დააღონა, მაგრამ რას იზამ...

გადავიღე რამდენიმე ფოტოც

სამწუხაროდ სლაიდი მედო კამერაში და გამჟღავნებისას რაღაც ვერ გამიმჟღავნეს კარგად მაგრამ მაინც განახებთ

ალბათ ამ ტექსტით თავიც მოგაბეზრეთ...

Image

Image

Image

Image

უეცარი გასეირნება Mangland-ში :)

Posted: 26 თებ 2007, 23:44
by Ivane Goliadze
Image

Image

Image

Image

Image

უეცარი გასეირნება Mangland-ში :)

Posted: 26 თებ 2007, 23:46
by Ivane Goliadze
Image

უეცარი გასეირნება Mangland-ში :)

Posted: 27 თებ 2007, 00:14
by alkapone
Roger Waters(vanichkebi)
მშვენიერი თავგადასავალია

უეცარი გასეირნება Mangland-ში :)

Posted: 27 თებ 2007, 00:53
by Ivane Goliadze
Image

უეცარი გასეირნება Mangland-ში :)

Posted: 27 თებ 2007, 13:32
by Gvalva
Roger Waters(vanichkebi)

მაგარი ხარ!! უფრო სწორედ მაგრები ხართ!!

ფოტოებიც!!

მძღოლიც გადაიღებდა რამეს და ჩუმად გამოართვი, არ უთხრა რისთვის გინდა :D :D და დაგვიდე რა...

უეცარი გასეირნება Mangland-ში :)

Posted: 27 თებ 2007, 15:46
by pauna
ესე იგი... უკვე ყველაფერი მოუყოლია ბატონ Roger Waters(vanichkebi)
მე იმას დავამატებ რომ.... ძალაინ კაი დრო ვატარეთ..... ბევრი ვიარაეთ... ჩავედით ვნახეთ ულამაზესი ეკლესია....

სურათებიც გადავიდეთ... რა არ მოწონს ვანის არ ვიცი მე მომწონს.....

და კიდო... 4X4 მოყვარულების გასაგონრად... თუ გული გულობს... 2X4-ც კარგად ივლის თოვლსა და უგზოობაში... :)

p.s
ქონგუი (სულით კარაველი და არა რეგისტრაციით)... მართლაც ძალიან მოხერხებულათ ფლობს საჭეს... სელ არ გვიგვძვნია რომ 04 ვიჯექით... ამას მაშინ ვხვდებოდით როდესაც discavery გაგვიწუილებდა ხოლმე გვერდით....
:D :D :D

უეცარი გასეირნება Mangland-ში :)

Posted: 27 თებ 2007, 21:44
by ilia
Roger Waters(vanichkebi) wrote: მთელი ღამე თეთრად გავათენეთ და ვისიამოვნეთ ”იქვე” :D
მიხარია რომ ჩემმა შეგონებებმა უქმედ არ ჩაიარეს :D ,
ტაკ დერჟაწ, არლი! :wink:

უეცარი გასეირნება Mangland-ში :)

Posted: 27 თებ 2007, 23:29
by kotetbeli
ჩემი "ისპოლნიწელი" ძმაკაცები... :D :D

უეცარი გასეირნება Mangland-ში :)

Posted: 27 თებ 2007, 23:34
by kotetbeli
ilia
ნუ გამიგიჟე ეს ბოჩოლებივით ხალხი! :D :D :D :D :D