ყელში ამოვიდა ყველაფერი... ყელში ამოვიდა სამსახური... ყელში ამოვიდა თბილისი... ბუნება გვინდოდა და სიამოვნება”იქვე”...
საღამოს 9 იყო, ამ დროს რატომღაც გამახსენდა, რომ ჩემი თანამშრომელი აპირებდა მანგლისში წასვლას 3 დღით თავის სადაქალოთი...

მესამე დღეს მუშაობა მიწევდა

მოკლედ მე და ნიკამ გადავწყვიტეთ თავზე დავდგომოდით მანგლისში ამ ხალხს !
მალევე ვიპოვეთ სხვა მეგზურებიც, ლამა და პაუნა, მაგრამ ლამა გაძუყნული მთვრალი იყო და დავტოვეთ თბილისში
პაუნა ჩავისვით და ღამის 11 სთ-ზე, ქარში და თოვლში წავედით მანგლისში
გზაზე თოვლი იდო და ჩვენ 3 გიჟი ვაზ 2104 ით მივდივართ სადღაც, გზა ნორმალურად არც ერთმა ვიცით
... და აი საათნახევარი მგზავრობის შემდეგ გამოჩნდა ნანატრი მაგლენდი
იქ დიდი ვაივაგლახით ვიპოვეთ ჩვენი ადრესატები
გზათ ერთ მთვრალ მანგლისელს გადავეყარეთ რომელიც ამ მთავრობაზე იყო განაწყენებული და მაგათ გულისთვის 2 კილომეტრი სხვა გზით გვატარა

ბოლოს გოგოები ტრასაზე ჩამოვიდნენ და წაგვიყვანეს სახლისკენ
მოკლედ მასპინძლები აღფრთოვანდნენ ჩვენი შეუპოვრობით და სახელდახელოთ გაშლილ სუფრაზე მიგვიპატიჟეს
მთელი ღამე თეთრად გავათენეთ და ვისიამოვნეთ ”იქვე”

დილით მოვიარეთ მანგლისი და მართლაც რომ სულიერად დავისვენეთ
თუმცა ფიზიკურათ დავიღალეთ
შუადღის 12 ზე უკან დავბრუნდით რამაც მასპინძლები ზალზედ დააღონა, მაგრამ რას იზამ...
გადავიღე რამდენიმე ფოტოც
სამწუხაროდ სლაიდი მედო კამერაში და გამჟღავნებისას რაღაც ვერ გამიმჟღავნეს კარგად მაგრამ მაინც განახებთ
ალბათ ამ ტექსტით თავიც მოგაბეზრეთ...



