ლიახვის ხეობა
Posted: 22 თებ 2007, 21:16
რამდენიმე დღის წინ მოვხვდი ამ ხეობაში და ვთვლი რომ ძალიან ლამაზი ხეობაა (უფრო მის მთიან ნაწილს ვგულისხმობ) საქართველოში, თუმცა სამწუხაროდ ყველგან შეიარაღებული ხალხი და დანგრეული სახლებია ასე რომ ბუნებით მშვიდად დატკბობა არც ისე ადვილია..
მოკლედ ქართულ სოფელ ქურთაში გავემგზავრე ერთ გერმანელ ჟურნალისტთან ერთად და წინასწარ ავტობუსიც აღმოვაჩინე რომელიც ქურთაში მიდისო მითხრეს და მეც კონკრეტულად აღარ დავინტერესებულვარ როგორ მიდიოდა.. დარწმუნებული ვიყავი რომ შემოვლით გზას გამოიყენებდა ქართული ავტობუსი. თუმცა მხოლოდ ბილეთების ყიდვის შემდეგ გავიგეთ რომ ცხინვალის გავლით მიდიოდა და ალბათ არავინ შეგიშვებთ თქვენო..
მოკლედ გადავწყვიტეთ ერგნეთის ბლოკპოსტამდე მისვლა და იქიდან ტაქსის მოძებნა რომელიც შემოვლითი გზით გადაგვიყვანდა ცხინვალის ჩრდილოეთით იმიტომ რომ ამ ეტაპზე ცხინვალი ჩვენს გეგმებში ნამდვილად არ შედიოდა და იქაც არავინ გველოდა მიტუმეტეს სანაკოევის მთავრობისკენ მიმავალ სტუმრებს (მესამე დღეს ქურთაში სანაკოევთან ევროკომისარი ჩამოვიდა და მასაც კი ცხინვალის შემოვლა მოუწია).. ჰოდა მაინც შევინიღბეთ ტურისტებად მე და ჩემი კოლეგა და მივადექით ბლოკპოსტს დაახლოებით ესეთი ტექსტით: ინტერნეტში გავიგეთ ცხინვალი ლამაზი ქალაქია და სანახავად მივდივართო:D მაგრამ ნურას უკაცრავად სპეცნაზმა მთელი პანიკა ატეხა გიჟები ვიპოვეთ უფროსოო და დარეკეს თბილისში
ესე დაგვტოვეს მთელი დღე იქ პასპორტებჩამორთმეულები არც ცხინვალსი გვიშვებდნენ უსაფრთხოების მოტივით და არც უკან - თბილისიდან პასუხს ველოდებითო..
მოკლედ ბევრი ვიჩალიჩეთ და საღამოს როგორც იქნა მივაღწიეთ იმის ნებართვას რომ ჯანდაბამდეც გზა გვქონოდა რადგან ესე ვჯიუტობდით
ხოდა ერთადერთი შანსი დღისით ცხინვალში გასავლელად იყო უკანასკნელი ავტობუსი რომელიც ოსების იყო ჰეჰ.. ხოდა გავრისკეთ და გაოსებული სახეებით ავედით ამ ავტობუსში თითქოს ჩემზე პატრიოტი ცხინვალელი იქ არავინ იყო:D საშინლად გამიმართლა რომ არავინ გამოგველაპარაკა:D ნუ ქართული ბლოკპოსტი კი გაგვატარეს მაგრამ შემდეგი იყო რუსული და ოსური ჩვენ კი არანაირი შესვლის ნებართვა არ გვქონდა იქ.. ხოდა გაჩერდა ავტობუსი და ამოვიდა ოსი სპეცრაზმელი კონტროლზე... და აქ ვიგრძენი ცხოვრებაში პირველად რა კარგი რამეა კორუფცია
სპეცნაზელმა ავტობუსის მძღოლისგან ფული აიღო და კონტროლც აღარ იყო საჭირო ლოოლ
ჰოდა ესე დაუგეგმავად და მოულოდნელად აღმოვშნდი ცხინვალში სადაც გავარკვიე რომ საქართველოში 5 პრეზიდენტი გვყვავს: ბაღაფში, მიშა, კოკოიტი, სანაკოევი და რადგან პლაკატები დამხვდა იქ პუტინი ჩვენი პრეზიდენტიაო ესე იგი პუტინიც
ცხინვალიდანაც იგივე მეთოდით ჯავისკენ მიმავალი ოსების ჯგუფთან გაოსებული სახით შერევის გზით გავედით და მოვხვდით ხეობის ნაწილში სადაც მდინარის ნაპირებზე ქართული სოფლები თამარაშენი, ქურთა და კეხვია, ხოლო გარშემო ცხინვალი და ჯავა აკრავთ და ასევე ნებისმიერი სიმაღლე სტრატეგიული ქედები სოფლების გაყოლებაზე ოსებს უკავიათ საიდანაც ცეცხლს ხსნიან ხშირად... 3 დღეში მოვასწარით ძაან ბევრი ინფორმაციის მოპოვება და ფოტოების გადაღება.. ჰო ინფორმაციები ძალიან დამაიმედებელია ჩვენთვის და ბევრი ისეტი რამ კეთდება რაც თავის შედეგს აუცილებლად მალე გამოიღებს.. არ მოველოდი:) მერე იმ სიმაღლეებზე აპარვა და ოსური პოზიციების გადაღებაც შევძელით და ასევე ჯავასა და კეხვს შორის რუსების და ოსების ბლოკპოსტზეც გადავიპარეთ და ჯავის სურათები გადავიღეთ.. ამ ფოტოებს თანდათანობით მოგაწვდით:)
იქ ყოფნისას მომიწია გამესინჯა ადგილობრივი ღვინო და შემიძლია გირჩიოთ თქვენც ძAან კაი იყო:) ბოლოს კი შემოვლითი გზით დავბრუნდი უკან.. თუ ოდესმე ამ ხეობაში სათავგადასავლო საინფორმაციო ლაშქრობას მოვაწყობთ არცერთი მათგანი არ მოგვაკლდება იქ, მეც მგონი გამოცდილება მივირე და კონტაქტებიც მშვენიერი დავამყარე ასე რომ შემიძლია წინ გაგიძღვეთ განსხვავებული შეგრძნებების ამბავში:D
ფოტოები ჩემი კოლეგის გადაღებულია..
ხეობის ქართული სოფლების ხედი ერთერთი ქედიდან

ჰეჰ მეტს ვერ ვქაჩავ რატომღაც ეXლა დანარჩენს მერე დავდებ