Page 2 of 4

ლიახვის ხეობა

Posted: 23 თებ 2007, 10:47
by guruli
მშვიდობით დაბრუნებას გილოცავ, ლობო. საღოლ, მაგარი ყოფილხარ! ის შეგრძნება კი
პირველი ოსი მესაზღვრე რომ ამოვიდა ავტობუსში და მიიხედ მოიხედა ეგ არასდროს დამავიწყდება
მართლაც მთელი ცხოვრება გემახსოვრება. :lol: :lol:

ლიახვის ხეობა

Posted: 24 თებ 2007, 04:13
by ლობო
Kakha
კარველების ცხინვალში დაკავების ამბავი კი ვიცოდი მაგრამ ზუსტად როგორ მოხდა არა.. ისე მე როგორც ქურთაში ამიხსნეს დაკავებისას ცხინვალის საყვარელი მეთოდი ასეთია - ჯერ გცემენ და მერე გეკითხებიან ვინ ხარო.. ასე რომ შეიძლება კარგად გაგიმართლათ? :lol: ისე პატიმრები კი აინტერესებს მაგრამ ცოტა უფრო ხანგრძლივი გამოცდილების მქონე:) და თუ აკრედიტაცია მიიღო შემდეგ კვირას ისიც უკვე ოფიციალურადაც აპირებს ცხინვალში გამგზავრებას.. ასე რომ იქნებ შეხვდე კიდეც:)
ლიახვის სათავეებს მხოლოდ საკმაოდ შორიდან შევავლე თვალი.. ძალიან მომხიბლავი ჩანდა და აუცილებლად მინდა იქაც მოვხვდე ახლო მომავალში; იმედია შევძლებ, ვნახოთ:)
guruli
გაიხარე!!! იმედი მაქვს კარველები ოდესმე უფრო ცივილურადაც შევძლებთ ამ ხეობის მონახულებას:)

პ.ს. მე და ჩემი კოლეგა ამ მოგზაურობის შემდეგ ყოველ დალევაზე ლუდით უკვე ოთხის მაგივრად ხუთი პრეზიდენტის სადღეგრძელოს ვსვამთ :lol:

ლიახვის ხეობა

Posted: 02 მარ 2007, 12:01
by Kakha
გუშინ ვიყავი ცხინვლაში და ცოტათი პატარა ლიახივის ხეობისკენ დისევამდე ავედი. დამატებით დეტალებს ციტა ხანში (ხალ ან ზეგ) მოგიყვებით. ძეგლებზე არ ვყოფილვარ - სამსახურის საქმეებზე ვიყავი, მაგრამ რაც ვნახე საინტერესო იყო.

ლიახვის ხეობა

Posted: 02 მარ 2007, 12:14
by Gvalva
Kakha

ძველი ნაცნობები არ მოიკითხე?? :D

ლიახვის ხეობა

Posted: 02 მარ 2007, 12:15
by Kakha
კაი, ცოტას ახლა ვიტყვი. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ დე ფაქტო მთავრობან კარგად იცის რომ წაგებული პოზიცია აქვს მაგრამ იხტიბარს არ იტეხავს. ესაა სტატია მათი ოფიციალური საიტიდან, რუსულადაა და ეხება დონორების პროექტებს და საერთოდ საერთაშორისო ორგანიზაციებს კონფლიქტურ ზონაში. ამგვარი ფრაზეოლოგია განვითარბული სოციალიზმის დროიდან მოყოლებული არ მინახავს არსად. აბა ნახეთ http://cominf.org/2007/02/02/jeffektivn ... zhist.html

ანდა ის რად ღირდა რომ დე ფაქტო სოფლის მეურნეობის მინსტრმა მოითხოვა რომ მე, როგორც ქართველი, თუნდაც ვმუშაობ შვედურ სამთავრობო ორგანიზაციაში და ჩემს შევედ კოლეგებთან ერთად ჩავდიოდი ცხინვალში არ მისვულიყავი მასთან შესხვედრაზე. მხოლოდ უცხოელები დატოვა სიაში. ესა ცოტა სიგიჟეა, მაგრამ იმაზე მიუთითებს რომ რამსები არეული აქვთ.

ამავე დროს ადგილობივებს რომ ველაპარაკებით ყველა ადასტურებს რომ მიმოსლა ქართველებსა და ოსებს შორის ერთი წუთითაც არ წყდება. მიუხედავად უამრავი წყენისა ორივე მხირდან მათ შეუძლიათ და ცხოვრობენ კიდევაც ერთად.

როგორც ვხედავ ძირათადი ფაქტირო ან ერთ-ერთი ძიერითადი ფაქტორი რატომ უნდათ ოსებს რუსეთთან გარდა პირდაპირი ზეწოლისა ესაა რუსული ხელფასები. მაგრალითად პენსიონერები იღებენ რუსულ პენსიას რაც დაახლოებით, როგორც მითხრეს 160 ლარია, მასწავლებლები იღებენ რუსეთის მასწავლებლის ეკვივალენტ ხელფასს რაც დაახლოებით 400 ლარია. კაცების უმრავლესობა მუშაობს "სამშვიდობო" ბატალიონში და როგორც კონტრაქტნიკი იღებს შესაბამისა არც თუ პატარა ანაზღაურებას. ესაა ის რაც მათ ძალზე იზიდავთ და კიდევ შიში. შიში იგრძნობა ცხინვალში რომ ხვალ თუ ზეგ შიგ კაციჭამია ქართვლები შევარდებიან და ზოგს დახოცავენ და ზოგს გაყრიან ქვეყნიდან. არადა მართლა არაფერი მიუთითებს იმაზე რომ საქარველოს მთავრობა ამისთვის ემზდებოდეს. ძალის გამოყენებას აზრი ნამდვიალდ არ აქვს. აი იმას კი რასაც აკეთEბენ ნამდვილად აქვს აზრი. იზრდება ინვესტიციების რაოდენობა. ამას დრო დაჭირდება რომ ხილული იყოს და თანაც არ უნდა დაიღალო. ცხადია ალბათ რუსეთიც რაღაცა ინვესტიციებს გამოყოფს რომ დააკომპენსიროს საქართველოს მთავრობის ღონისძიებები.

ვნახოთ. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება რომ თუ ასე გაგრძელდა ადრე თუ გვიან სამხრეთ ოსეთის პრობლემა მოგვარდება.

ლიახვის ხეობა

Posted: 02 მარ 2007, 14:40
by gobe
ლობო,
დიდი მადლობა თხრობა-ფოტოებისათვის.

Kakha,
შენს პირს შაქარი! გაიხარე! :wink:

ლიახვის ხეობა

Posted: 02 მარ 2007, 14:57
by David
ლაბა


ვაა ძმაა შენ ვინ ყაფილხარ! ძაან მაგარი იყა! მაგრად ვისიამავნე!

ლიახვის ხეობა

Posted: 02 მარ 2007, 15:02
by David
Kakha wrote: ვნახოთ. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება რომ თუ ასე გაგრძელდა ადრე თუ გვიან სამხრეთ ასეთის პრაბლემა მაგვარდება.
მასეა და რატომ იცი? დროს ჩამარჩნენ ეგ მაზალაები და შენ რომ ლინკი დადე იმ სტატიიდანაც იგრძნაბა! დრა კიდე ეგეთ რამეს არ პატიაბს! 90-იანი წლების დასაწყისში ჩვენ თავზე არ გამავცადეთ?:)

ლიახვის ხეობა

Posted: 02 მარ 2007, 15:16
by Kakha
David
ზუსტად ეგრეა. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მთავრობის კონტროლირებად ტერიტორიაზე ისეთი საბჭოთა სტრუქტურებია შენარჩუნებული რუსეთშიც რომ აღარაა, არა თუ საქართველოშო. მაგალითად მანდ ჯერ კიდევ კოლმეურნეობები, საბჭოთა მეურნეობები, სახელმწიფო კომბინატები (მაგალითად რძის კომბინატი), რაიპო (რაღაცა იყო საბჭოთა დროს მაგრამ რაა აღაც კი მახსოვს) და მისთანანი ადგილზეა. კი ყველფერი დოტაციაზეა (ცხადია რუსეთის) მაგრამ რაც ძველია ის ძველია და ვერაფერუ უშველის.

გარდა ამისა ოსურ სოფლებზე მომიხდა გავლაც. ნახევრად ცარიელებია. ამას ხალისით და სიხუარულით ნამვილად არ ვამბობ - ბოლოს და ბოლოს ცარიელი სახლების უკან ცოცხალი ხალხია, გუშინ ქართველთა მეზობელბი. მაგრამ ახსნა ისაა რომ რუსეთმა როცა მაგათ პასპორტები დაურიგა და თავისი მოქალექეობა მისცა ამით მათ რუსეთის ფედერაციაში თავისუფალ გადაადგილებასა და დასაქმებას მისცა გზა. ჰოდა მართლა დუხჭირი ცხოვრებისგან და როგორც დავწერე შიშისგან ხალხი გარბის, მიდის რუსეთში სამსახურს შოულობს და მერე თავისიანებიც მიჰყავს. ქართული სოფლები, ყოველ შემთხვევაში მე სადაც ვიყავი ასე მწარედ დაცარიელებული არაა (იქაურები კი იძახიან ახალგაზრდები არ ჩერდებიანი, მაგრამ, მე მგონი ეს იმ ზღვარს არ სცილდება რაც საქართველოში სხვაგან ხდება).

საღამოს ცხინვალის ცნობილ ბილბორდის ფოტოს დავდებ - პუტინ ნაშ პრეზიდენტ!

ლიახვის ხეობა

Posted: 02 მარ 2007, 19:28
by Kakha
ჰო, ეს შEპირებული ბილბორდია

Image

ლიახვის ხეობა

Posted: 02 მარ 2007, 20:10
by Kakha
ეს კი ერედვის, როგორც ეძახიან, ციხის ეკლეისაა 906 წელს აგებული. 2006 გაზაფხულზეა გადაღებული

Image

ლიახვის ხეობა

Posted: 02 მარ 2007, 20:13
by Kakha
ის რომ 906 წელსაა აგებული ცნობილია ასომთავრული წარწერიდან რომელიც ამ სვეტი ტანზეა გაკეთებული. არ ვიცი გამოჩნდება თუ არა
Image

ლიახვის ხეობა

Posted: 02 მარ 2007, 20:19
by Kakha
საერთოდ ქართლის ეგ მიდამოები (ორივე ლიახვის ხეობა) გაძეძგლია ადრეული ძეგლებით. პატარა ლიახვის ხეობაში იქვე ერდვთან ახლოსაა მაგალითად არბო, ნიკო ლომოურის მშობლიური სოფელი. არბოში მთელი კომპლექსია ადრეული და გვიანდელი ტაძრებისა. იქვეა დისევიც. ამ სამივე სოფელში სრულიად უსაფრთხოდ შეიძელბა ჩასვლა და მათო მონახულება. ოღონდ სასურველია ადგილობრივი მეგზური გვახლდეს, რომ გზა არ აგვერიოს და უადგილო ადგილას არ შევბოდიალდეთ.

ლიახვის ხეობა

Posted: 03 მარ 2007, 03:41
by ლობო
Kakha
ლიახვში მეც და ჩემ კოლეგასაც ერთიდაიგივე შთაბეჭდილება დაგვრჩა რომ თბილისის პიარი კარგად იმუშავებდა ცხინვალის მოსახლეობაზე და დე ფაქტო რეჟიმს წაგებამდე მიიყვანდა ადვილად თუმცა ჩემი კოლეგა აკრედიტაციის მიღების შემდეგ მეორედაც გაემგზავრა ცხინვალში და ამჯერად უკვე იქაური მოსახლეობის განწყობებს გაეცნო და სრულიად საპირისპირო სურათი დახვდა.. ანუ ჩემი თავდაპირველი პროგნოზი რომ კოკოითსაც მხოლოდ გარემოცვასთან ერთად მოუწევდა დარჩენა და საბოლოოდ კლასიკური ქართული ან "კალაშნიკოვების პატარა რევოლუცია" მოხდებოდა შეიძლება არც გამართლდეს არ ვიცი.. ისე რომელიმე ლაშქრობაში თუ მოვხვდით ერთად ამ თემაზე უფრო დაწვრილებით გავცვალოთ აზრები;)

ჰოდა ჩემი კოლეგა ხალისობდა დღეს საბჭოთა კავშირში არ ვარ ნამყოფი მაგრამ ცხინვალში რომ ჩავედი იქ მაინც მოვახერზე და ვნახე საბჭოეთიო:D ერთერთ ფაბრიკაში მოხვდა სადაც შევიდა და დიდი ლენინის დიდი სურატი დახვდა და კომუნისტების ლოზუნგები :lol: ნუ ეგ კიდევ კაი და საავადმყოფოში იყო და ექიმს კაბინეტში ეკიდა სტალინის სურათი და ცხინვალში ცენტრალურ ქუჩას სტალინის ქუჩა ჰქვია თურმე :lol:

მოკლედ ცხინვალი ღარიბი ქალაქია მაგრამ მოსახლეობა კარგად არა მაგრამ არც ძალიან ცუდად არ ცხოვრობს და რუსული პენსიები და ხელფასები კარგად მოქმედებს.. ჰოდა ქართველებს როგორ ფაშისტებს ისე უყურებენო და მოლოდინიც აქვთ რა თქმა უნდა ასეთი საფრთხის.. თუმცა გეთანხმები ეს პრობლემა მეც მგონია რომ მაინც შედარებით მალე მოგვარდება .. უხერXულია რა ერთი მოზრდილი სოფელია ფაქტიურად ეს ცხინვალი :lol:

მაგ ბილბორდმა კინაღამ გამყიდა იქ.. მოულოდნელად დავინახე და სიცილი დავიწყე რაც შემეძლო ხმაურიანად ხოდა უცებ გამაჩერეს თორემ კინაღამ ხალხის ყურადღება მივიქციე :lol:
gobe
David
გაიხარეთ!:)

გარე განათებების მონტაჟი (ხარისხი მე მაპატიეთ დიდი ფოტოები არც მაქვს და ალბათ არცაა მიზანშეწონილი სახეების გარკვევით დადება..
Image

ლიახვის ხეობა

Posted: 13 მარ 2007, 01:05
by ლობო
hier die Bilder des heroischen georgischen Kämpfers in Tskhinvali... :lol:
ხეობის დაზვერვა:)
Image
ალაჰ აკბარ! კი არა და შტურმის წინ :P
Image
რეზიდენცია დაკავებულია :lol:
Image
გამარჯვებული ლობო პრესკონფერენციას მართავს:D
Image