Page 1 of 4

ლიახვის ხეობა

Posted: 22 თებ 2007, 21:16
by ლობო
რამდენიმე დღის წინ მოვხვდი ამ ხეობაში და ვთვლი რომ ძალიან ლამაზი ხეობაა (უფრო მის მთიან ნაწილს ვგულისხმობ) საქართველოში, თუმცა სამწუხაროდ ყველგან შეიარაღებული ხალხი და დანგრეული სახლებია ასე რომ ბუნებით მშვიდად დატკბობა არც ისე ადვილია..

მოკლედ ქართულ სოფელ ქურთაში გავემგზავრე ერთ გერმანელ ჟურნალისტთან ერთად და წინასწარ ავტობუსიც აღმოვაჩინე რომელიც ქურთაში მიდისო მითხრეს და მეც კონკრეტულად აღარ დავინტერესებულვარ როგორ მიდიოდა.. დარწმუნებული ვიყავი რომ შემოვლით გზას გამოიყენებდა ქართული ავტობუსი. თუმცა მხოლოდ ბილეთების ყიდვის შემდეგ გავიგეთ რომ ცხინვალის გავლით მიდიოდა და ალბათ არავინ შეგიშვებთ თქვენო..

მოკლედ გადავწყვიტეთ ერგნეთის ბლოკპოსტამდე მისვლა და იქიდან ტაქსის მოძებნა რომელიც შემოვლითი გზით გადაგვიყვანდა ცხინვალის ჩრდილოეთით იმიტომ რომ ამ ეტაპზე ცხინვალი ჩვენს გეგმებში ნამდვილად არ შედიოდა და იქაც არავინ გველოდა მიტუმეტეს სანაკოევის მთავრობისკენ მიმავალ სტუმრებს (მესამე დღეს ქურთაში სანაკოევთან ევროკომისარი ჩამოვიდა და მასაც კი ცხინვალის შემოვლა მოუწია).. ჰოდა მაინც შევინიღბეთ ტურისტებად მე და ჩემი კოლეგა და მივადექით ბლოკპოსტს დაახლოებით ესეთი ტექსტით: ინტერნეტში გავიგეთ ცხინვალი ლამაზი ქალაქია და სანახავად მივდივართო:D მაგრამ ნურას უკაცრავად სპეცნაზმა მთელი პანიკა ატეხა გიჟები ვიპოვეთ უფროსოო და დარეკეს თბილისში :lol: ესე დაგვტოვეს მთელი დღე იქ პასპორტებჩამორთმეულები არც ცხინვალსი გვიშვებდნენ უსაფრთხოების მოტივით და არც უკან - თბილისიდან პასუხს ველოდებითო..

მოკლედ ბევრი ვიჩალიჩეთ და საღამოს როგორც იქნა მივაღწიეთ იმის ნებართვას რომ ჯანდაბამდეც გზა გვქონოდა რადგან ესე ვჯიუტობდით :lol: ხოდა ერთადერთი შანსი დღისით ცხინვალში გასავლელად იყო უკანასკნელი ავტობუსი რომელიც ოსების იყო ჰეჰ.. ხოდა გავრისკეთ და გაოსებული სახეებით ავედით ამ ავტობუსში თითქოს ჩემზე პატრიოტი ცხინვალელი იქ არავინ იყო:D საშინლად გამიმართლა რომ არავინ გამოგველაპარაკა:D ნუ ქართული ბლოკპოსტი კი გაგვატარეს მაგრამ შემდეგი იყო რუსული და ოსური ჩვენ კი არანაირი შესვლის ნებართვა არ გვქონდა იქ.. ხოდა გაჩერდა ავტობუსი და ამოვიდა ოსი სპეცრაზმელი კონტროლზე... და აქ ვიგრძენი ცხოვრებაში პირველად რა კარგი რამეა კორუფცია :D სპეცნაზელმა ავტობუსის მძღოლისგან ფული აიღო და კონტროლც აღარ იყო საჭირო ლოოლ

ჰოდა ესე დაუგეგმავად და მოულოდნელად აღმოვშნდი ცხინვალში სადაც გავარკვიე რომ საქართველოში 5 პრეზიდენტი გვყვავს: ბაღაფში, მიშა, კოკოიტი, სანაკოევი და რადგან პლაკატები დამხვდა იქ პუტინი ჩვენი პრეზიდენტიაო ესე იგი პუტინიც :lol:

ცხინვალიდანაც იგივე მეთოდით ჯავისკენ მიმავალი ოსების ჯგუფთან გაოსებული სახით შერევის გზით გავედით და მოვხვდით ხეობის ნაწილში სადაც მდინარის ნაპირებზე ქართული სოფლები თამარაშენი, ქურთა და კეხვია, ხოლო გარშემო ცხინვალი და ჯავა აკრავთ და ასევე ნებისმიერი სიმაღლე სტრატეგიული ქედები სოფლების გაყოლებაზე ოსებს უკავიათ საიდანაც ცეცხლს ხსნიან ხშირად... 3 დღეში მოვასწარით ძაან ბევრი ინფორმაციის მოპოვება და ფოტოების გადაღება.. ჰო ინფორმაციები ძალიან დამაიმედებელია ჩვენთვის და ბევრი ისეტი რამ კეთდება რაც თავის შედეგს აუცილებლად მალე გამოიღებს.. არ მოველოდი:) მერე იმ სიმაღლეებზე აპარვა და ოსური პოზიციების გადაღებაც შევძელით და ასევე ჯავასა და კეხვს შორის რუსების და ოსების ბლოკპოსტზეც გადავიპარეთ და ჯავის სურათები გადავიღეთ.. ამ ფოტოებს თანდათანობით მოგაწვდით:)

იქ ყოფნისას მომიწია გამესინჯა ადგილობრივი ღვინო და შემიძლია გირჩიოთ თქვენც ძAან კაი იყო:) ბოლოს კი შემოვლითი გზით დავბრუნდი უკან.. თუ ოდესმე ამ ხეობაში სათავგადასავლო საინფორმაციო ლაშქრობას მოვაწყობთ არცერთი მათგანი არ მოგვაკლდება იქ, მეც მგონი გამოცდილება მივირე და კონტაქტებიც მშვენიერი დავამყარე ასე რომ შემიძლია წინ გაგიძღვეთ განსხვავებული შეგრძნებების ამბავში:D

ფოტოები ჩემი კოლეგის გადაღებულია..
ხეობის ქართული სოფლების ხედი ერთერთი ქედიდან
Image

ჰეჰ მეტს ვერ ვქაჩავ რატომღაც ეXლა დანარჩენს მერე დავდებ

ლიახვის ხეობა

Posted: 22 თებ 2007, 21:39
by Gvalva
ლობო, გაიხარე!!

ძალიან დიდი მადლობა, განსაკუთრებით ამისთვის:
ინტერნეტსი გავიგეთ ცხინვალი ლამაზი ქალაქია და სანახავად მივდივართო :) მაგრამ ნურას უკაცრავად სპეცნაზმა მთელი პანიკა ატეხა გიჟები ვიპოვეთ უფროსოო და დარეკეს თბილისში
სულ მაინტერესებდა ასეთ სტუმრებს რას ეტყოდნენ მესაზღვრეები :)

კიდე იცი რა მაინტერესებს? :) ცხინვალში ასე შეხვედით მარა, მერე ხომ კიდევ ერთხელ უნდა გადაგეკვეთათ "საზღვარი", იქ არ გითხრეს მანდ როგორ მოხვდითო?? :)

ცოტა თემიდან გადავუხვევ, ბოდიში:
დღეს ველაპარაკე ერთ ადამიანს, რომელიც მეგობრებთან ერთად ყელის ტბაზე წავიდა, რუკის გარეშე... არავინ ნამყოფი არ იყო... ყელის ტბის ფოტო გვქონდა ნანახი და მოგვეწონაო :D
ესენი ყელიწადის ტბის ნახვის შემდეგ წასულან დასავლეთით, ლაგატისარის მთისკენ, უნახავთ ლაგატისარის ტბა და ლიახვის სათავე... ეს შთაბეჭდილებები რომ მქონდა და ეს თემა ვნახე, უცებ რა თვე იყო დამავიწყდა და ვიფიქრე ესეც ყელის ტბის მხრიდან ხომ არ ჩავიდა–მეთქი :)

ლიახვის ხეობა

Posted: 22 თებ 2007, 22:09
by ლობო
Gvalva
მადლობა :)

ნუ ადრეც მომიწია ესეთ ზონაში მესაზღვრეებთან იმაზე კამათი რატომ მაჩერებთ აქ მეორე მხარესაც ხომ საქართველოა მეთქი მაგრამ არ ჭრის ეს არგუმენტი.. კონფლიქტის ზონაა და საფრთხის არსებობის გამო ვერ გაგიშვებთო.. ეგ კი არა შემოვლითი გზაც არ გვითხრეს საიდუმლოაო.. არადა ჩვენ ტყუილად ვგრუზავდით საიდუმლო როგორ არის ინტერნეტში დევსო :lol: მოკლედ საბოლოოდ ორჯერვე გადამიშვეს მაგრამ მხოლოდ მაშინ როცა მობეზრდათ ჩემთან კამათი:)

მოკლედ ცხინვალსი შესვლის დროსაც და ცხინვალიდან გასვლის დროსაც ოსების კუთვნილი ცხინვალის ნომრებიანი ავტობუსით ვისარგებლეთ.. ქართულ ავტობუსში რომ დავრჩენილიყავით უკან გამოგვაბრუნებდნენ რუსები აუცილებლად მაგრამ გაგვიმართლა იმით რომ ოსურ ავტობუსებს მხოლოდ ქართვერლები ამოწმებენ საფუძვლიანად და თვითონ ოსები და რუსები ალბათ დამკვიდრებული ტრადიციაა ფულს იღებენ და არავინ ამოწმებს დოკუმენტებსაც კი.. ასე რომ ცხინვალიდან გასვლის დროსაც არავის გაუგია რომ იქ უცნობები მოხვდნენ:) ხო კიდევ ავტობუსი საუკეთესო საშუალებაა ამისთვის მანქანები და მარშუტკები უფრო მოწმდება..

ისე ესეთი რაღაცაც მოხდა ჯავისკენ რომ წავედით ქარეთველი სპეცნაზელი გვაცილებდა და რუსების და ოსების ბლოკპოსტთან მიახლოებისას გვითხრა ამის იქით ვერ წავალო მაგრამ რომ მივედით არავინ იდგა პოსტზე და გარისკა და გაიარა უკან დაბრუნებისას კი უკვე ოსების მხრიდან მოვდიოდით და ამ სპეცნაზელს მანქანა ცხინვალის ნომრებზე ჰქონდა ალბათ იმატაც იფიქრეს ოსები მოდიან ჯავიდანო და გამოვლითაც არავის გავუჩერებივართ მოკლედ ძაან გაგვიმართლა რამდენჯერმე..

კიდევ ერთი პარადოქსი რამაც გამაოცა ცხინვალში ისევ ისმის ქართული ლაპარაკი არ მიცდია გამერკვია ოსები ლაპარაკობდნენ ისევ ქართულად თუ ადგილობრივი ქართველები იყვნენ მაგრამ ძაან უცნაური იყო და კიდევ ცხინვალში რუსულ და ოსურ დროშებთან ქარტული დროშაც დავინახე :lol: მოკლედ კაცი ვერ გაიგებს რა ხდება და კიდევ წარწერები იყო კმარა:D

ლიახვის ხეობა

Posted: 22 თებ 2007, 22:15
by popins
აუუუუუუუუუუუუუ,მაგარი იყო ძაან .ხუთი პრეზიდენტის ამბავი მომეწონა. :D და კ მარა ხომ საერთოდ და კომედია გამოვიდოდა ამ ამბისგან მმაგარი :D

ლიახვის ხეობა

Posted: 22 თებ 2007, 22:15
by ლობო
და თუ საერთოდ თბილისისკენ დასაბრუნებელ გზას გულისხმობდი მასინ ალტერნატიული გზით დავბრუნდით და იქ კი არის ბლოკპოსტები მაგრამ არავინ ამოწმებს არავის:) უცნაურია მაგრამ ეგრეა..

ჰეჰე:) არა მაგრამ ხეობიდან მთებს რომ ვუყურებდი ისეთი ლამაზი ხედი იყო კინაღამ მეც დამავიწყდა რა თვე იყო და სად ვიყავი:D

ლიახვის ხეობა

Posted: 22 თებ 2007, 22:18
by popins
და საერთოდ,ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე და მადლობა......................... :D მაგარი იყო :D

ლიახვის ხეობა

Posted: 22 თებ 2007, 22:19
by ლობო
popins
ჰო ეხლა კომედიას გავს მაგრამ პირველი ოსი მესაზღვრე რომ ამოვიდა ავტობუსში და მიიხედ მოიხედა ეგ არასდროს დამავიწყდება :lol:

ლიახვის ხეობა

Posted: 22 თებ 2007, 22:25
by Gvalva
ბევრი ისეტი რამ კეთდება რაც თავის შედეგს აუცილებლად მალე გამოიღებს.. არ მოველოდი
აბა ამაზე გვიამბე :)

ლიახვის ხეობა

Posted: 22 თებ 2007, 22:42
by ლობო
აი მაგაზე ყველაზე საინტერესო ნაწილის აქ მოყოლა გამიჭირდება მაგრამ ის რაც ყველამ იცის ისაა რომ ცხინვალიდან რომ გამოხვალ აშკარად იგრძნობა რომ კოკოითის კონტროლირებადი ნაწილი ნელნელა უკან მიდის მაგალიტად უფრო და უფრო ძველდება სახლები ქალაქში და მათ არავინ არემონტებთ და მეორე მხარეს კი მთელი მშენებლობაა გაჩაღებული 350 ცალი გარე განატების რაღაც მონტაჟდება, რა თქმა უნდა სახლები იღებება მხიარულ ფერებში:) საკმაოდ ბევრი ახალი მშენებლობაა კინოსაც კი აშენებდნენ:) ხოდა შესაბამისად უფრო მეტი სამუშაო ადგილებია.. გაზიფიცირება ხდება.. უი ხო არ დამავიწყდეს ლიახვის ქართული სოფლების გარე განათების პროგრამას თბილისი რუსეტიდან ცხინვალისთვის გამოშვებული კონტრაბანდული დენით აკეთებს და არც გადასახადების გადახდა მოუწევს:lol: ეს ყველაფერი კი მეორე მხარეს მყოფი ოსების ნერვებზე მოქმედებს იმათაც უნდათ ესე:D

ლიახვის ხეობა

Posted: 22 თებ 2007, 23:09
by ლობო
Image
ადმინისტრაციის შენობა
Image
ესეთი სახლები იყო ბევრი გზებზე
Image
ეს ფოტო მომწონს რაღაცნაირად:)
Image
ეს ქართულ კეხვს და ოსურ ჯავას შორის მდებარე ნეიტრალური ბაზარი
Image

ლიახვის ხეობა

Posted: 23 თებ 2007, 00:05
by popins
ის ფოტო რომელიც რაღაცნაირად მოგწონს არის უმაგრესი :D

ლიახვის ხეობა

Posted: 23 თებ 2007, 00:06
by popins
ლობო wrote:popins
ჰო ეხლა კომედიას გავს მაგრამ პირველი ოსი მესაზღვრე რომ ამოვიდა ავტობუსში და მიიხედ მოიხედა ეგ არასდროს დამავიწყდება :lol:



ჰო, არა მესმის. გადაგიტანიათ რა :shock:

ლიახვის ხეობა

Posted: 23 თებ 2007, 00:57
by ლობო
popins
მადლობას მოგიხდი ჩემი კოლეგის სახელით:) მაგის გადასაღებად ისეთ ადგილას შეძვრა "პრეზიდენტიც" გადაირია (ხელებიც კი აიფარა:D ), პრეზიდენტის დაცვაც და ჟურნალისტებიც კიდევ ერთხელ დაფიქრDნენ კაბებით იარონ თუ არა ინტერვიუებზე :lol:

ლიახვის ხეობა

Posted: 23 თებ 2007, 10:15
by popins
ლობო wrote:popins
მადლობას მოგიხდი ჩემი კოლეგის სახელით:) მაგის გადასაღებად ისეთ ადგილას შეძვრა "პრეზიდენტიც" გადაირია (ხელებიც კი აიფარა:D ), პრეზიდენტის დაცვაც და ჟურნალისტებიც კიდევ ერთხელ დაფიქრDნენ კაბებით იარონ თუ არა ინტერვიუებზე :lol:

მაგრა ვიცინე :D და ეს არის სწორედ პროფესიონალიზმი.კლიშეების გარეშე,ეძებო ნიუანსები... რა გინდა კაი კაცი ყოფილა ეს პრეზიდენტი,ყველაზე ძვირფას ადგილს იფარავს პენალტზე მდგომი ფეხბურთელივით :D :D :D :D :D :D :D :D :D :D

ლიახვის ხეობა

Posted: 23 თებ 2007, 10:16
by Kakha
ლობო
მაგარი საინტერესო ამბებია. კარგია რომ არ დაიზარე და მოგვიყევი. ამ ზაფხულს ხუთი კარველი წავედით კობი-კერტისი-ყელიწადი-არჩვების ტბა-ყელის ტბა-მლეთას მარშრუტზე, მაგრამ არჩვების ტბას რომ გავცდით ისეთი ნისლი იყო რომ დავიკარგეთ და საბოოლოოდ აღმოვჩნდით ლიახვის ხეობაში სოფელ შუა ერმანში, იქიდან ფეხით სოფელ ედესაში გადავედით სადაც დაგვაპატიმრეს სამხრეთ ოსეთის მესაზღვრეებმა. ჯერ ჯავაში გადაგვიყვანეს, მერე ცხინვალში (ჯავიდან ცხინვალიში მიმავალი შემოვლითი გზით). ცხინვალში უსაფრთხოებაში მიგვიყვანეს დაგვკითხეს, გაგვჩხრიკეს, ღამე უშიშროების სარდაფში გამართულ კპზ-ში გვეძინა და დილას გამოგვიშვეს.

თუ გაინტერესებს ეს თემა ნახე http://karavi.caucasus.net/viewtopic.php?t=726

თუ იმ შენ გერმანელ სტუმარს აინტერესებს ყოფილი პატიმრის შთაბებჭდილებები აქა ვარ და პმ-ზე დამიკავშირდი. არ დაგზარდები და წვრილად მოგიყვები ჩვენს ამბებს და ჩემს შთაბეჭდილებებს.

ისე იქით ხუთშაბათს ცხინვალში მოვდივარ, მაგრამ სამსახურიდან, როგორც ოფიციალური პირი.

ერთი კია - ლიახვის სათავეები ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი რამაა მე რაც მინახავს. მინდა ოდესმე კიდევ მოვხვდე მანდ - ოღონდ არა პატიმრის სტატუსით.