Page 1 of 3

თვალივი 6 იანვარი

Posted: 06 იან 2007, 20:31
by ilia
მაგარი იყო, მოყევით, მე სურათებს დავყრი

თვალივი 6 იანვარი

Posted: 06 იან 2007, 20:32
by Nika
დაყარე მერე. მე ჯერ არც მინახია.

თვალივი 6 იანვარი

Posted: 06 იან 2007, 20:47
by ilia
ყველას მოგესალმებით თვალივიდან

Image

თვალივი 6 იანვარი

Posted: 06 იან 2007, 20:48
by alice
:):):) რა მაგარი თოვლიაააა:)

თვალივი 6 იანვარი

Posted: 06 იან 2007, 20:51
by Kakha
ვყვები - დღეს 6 დეკემბერს, 2007 წელს ვიყავით თვალივის კომპლექსის სანახავად.

Image

თვალივი ფშავშია, ჟინვალიდან ფშავ-ხევსურეთშთი რომ გადასახვევია იქიდან თვალივამდე 17 კმ-ია. უნდა გაყვეთ ცენტრალურ გზას ხევსურეთისკენ. გუდრეხს რომ მიაღწევთ (ეგ პირველი სოფელია ჟინვალის წყალსაცავს რომ გასცდებით მის შემდეგ) ერთ ადგილას გზა მარჯვნივ უხვევს. საორიენტაციოდ იქვე ხევი ჩამოდის და ავტობუსის მოსაცდელიცაა. აქედან სოფელ თვალივამდე დაახლოებით სამი კილომეტრია. სოფლის თავზე, ბორცვზე დგას თვალივის კომპლექსი. ალბათ ასე კოლმეტრამდე იქნება სავალი. თუ ზაფხულში და მშრალ ამინდში ახვალთ შეიძლება დაახლოებით 300-400 მეტრით მიუახლოვდეთ მას. მაგრამ, გირჩევთ ცოტა მუხლი გაშალოთ და ბოლო მონაკვეთი ფერხით გაიაროთ. მით უმეტეს, რომ საოცარი ხედები იშლება კომპლექსისაკენ მიმავალი ბილიკიდან.

კომპლექსი გალავნითაა გარშემორტყმული, რომელიც ალაგ-ალაგ ძლიერ დაზიანებულია. ასევე დაზიანებულია კომპლქსში შესასვლელი კარიბჭე, რომელსაც კოშკი ადგას.

ეკლესიიდან ჩრდილოეთით ნახავთ ჩანგრეულ სათავსებს, რომელებიც ალბათ სენაკები იქნებოდა. აქვეა ქვით მოშენებული ხაროც. ამისთანა ხაროებში ან წყალს ანდა მარცვლეულს ინახავდენენ ხოლმე.

რა თქმა უნდა, მთავარი კომპლქსში წმ. გიორგის ტაძარია, რომელიც მეცხრე-მეათე საუკუნეებით თარიღდება. თუმცა მარვალჯერ არის გადაკეთებული. ტაძარი თავდაპირველად შირიმის ქვით ყოფილა ნაგები. დარბაზულია. გრძივ კედლებზე ღრმა ნიშებია გამართული. შემორჩენილია კანკელი, მაგრამ ალბათ არა მეცხრე-მეათე საუკუნის. უფრო გვიანდელს ჰგავს. ტაძარს შვერილი აფსიდი აქვს. ესეც შედარებით იშვიათი რამაა, და, როგორც წესი ადრეულობის მაჩვენებელია ხოლმე.

ჩვენ თოვლიში ვნახეთ და ძალზე მოგვეწონა. როგორც ვხდები, ზაფხულშიც ღირს მანდ ასვლა. თავად სოფელი მთალდ ჩიხია, და შესაბამისად იქაურები როგორც უცხოპლანეტელებს ისე გვიყურებდნენ. ნამდვილად არ არიან განებივრებულები ჩამსვლეველიბთ და მათი სალოცავის მნახველებით.

ახლა დანარჩენი სხვებმა დაწერონ.

ჰო, ვიყავით გვალვა, ნიკა, არჩილი, ილია, გიორგი ბაგრატიონი და მე. თუმცა წავედიდთ დიდი ბჭობის შემდეგ (თბილისში დილას წვიმდა), მაგრამ ადგილზე გუშინდელი თოვლი დაგხვდა. ყველაფერი გადათეთრებული იყო და როგორც იცის ხოლმე ამ დროს საოცარი სუჩუმე იყო გამეფებული. მცირე ნისლი, რომელიც დილას იდგა მოგიანებით გაიყარა. გაიყარა იმდენად, რომ გარემოს ვხედავდით, მაგრამ მთელი დღე ღრუბელი გავდგა და ამიტომ ვშიშობ ფოტოები შედარებით ნაცრისფერ-რუხები გამოვიდოდა. მოკლედ, საერთო დასკვნით არ შევცდით რომ წავედით და ერთობ ვისიამოვნეთ!

თვალივი 6 იანვარი

Posted: 06 იან 2007, 21:02
by ilia
რომ მივდიოდით ჟინვალი ასე გამოიყურებოდა

Image

თვალივი 6 იანვარი

Posted: 06 იან 2007, 21:10
by ilia
თითქმის მივედით

Image

თვალივი 6 იანვარი

Posted: 06 იან 2007, 21:16
by Giorgi Bagrationi
ესეც ჩემი ფოტოები

თვალივის წმინდა გიორგი
Image

ინტერიერი
Image

ცაცხლფარეშები
Image

ჩვენ
Image

გზა შინისაკენ
Image

საღამო ჟინვალზე
Image

თვალივი 6 იანვარი

Posted: 06 იან 2007, 21:17
by ilia
გიორგი ბაგრატიონი ადრე იყო ნამყოფი, მაგრამ თავიდან სხვა მიმართულებიტ წაგვიყვანა. მანქანებიდან დაახლოებიტ 5 წუთი სიარულის შემდეგ ისევ გიორგიმ დასვა კითხვა: ასანთი წამოიღეთო. ყველან დავიჩხკიკეთ ჯიბეები და აღმოჩნდა რომ არავის გვქონდა, მოგვიწია უკან დაბრუნება და გზად შემოგვხვდა ბებო (სახელი აღარ მახსოვს) რომელმაც არ დაიზარა და თითქმის დანიშნულების ადგილამდე მიგვაცილა.

Image

თვალივი 6 იანვარი

Posted: 06 იან 2007, 21:21
by ilia
ესეც ეკლესია

Image

თვალივი 6 იანვარი

Posted: 06 იან 2007, 21:24
by ilia
საკურთხეველი

Image

თვალივი 6 იანვარი

Posted: 06 იან 2007, 21:28
by ilia
კოშკი, რომელიც ჩამონგრევის პირასაა, შემეშინდა კიდეც მის ქვეშ გავლა

Image

თვალივი 6 იანვარი

Posted: 06 იან 2007, 21:34
by kopeina
ვა, კოშკი რა დღეში ყოფილა......

თვალივი 6 იანვარი

Posted: 06 იან 2007, 21:54
by ssandos
magrebi khart :D :D :D

თვალივი 6 იანვარი

Posted: 06 იან 2007, 21:57
by mika
ilia
სიგარეტის წევას თუ რმე პლიუსი ექნებოდა არ ვიცოდი :lol: :lol: :lol: