Page 1 of 2

"ლაშქრობის" მცდარი გაგება, ანუ ჰეი, ვინ მოდის საცემად?

Posted: 25 მარ 2005, 23:38
by kotetbeli
ნიჩბისში რომ ვიყავი ნამდვილად მახსოვს... მახსოვს ისიც, რომ მინდოდა საინტერესო ადგილები მენახა და ასეთივე სურათები გადამეღო. როგორც წესი ასე ვიქცევი ხოლმე, ჩვენი გუნდის სხვა მოლაშქრეები ჩემზე კიდევ უფრო საინტერესო ადამიანები არიან (უფრო საინტერესო ჩვევებითა და მიზნებით აღსავსენი).
მოკლედ, მოხდა ისე, რომ ბედის უკუღმართობითა თუ ზელიბერალიზმით, წინდაუხედაობითა თუ უჭკოობით, გულუბრყვილობითა თუ დაუდევრობით ლაშქრობაში ორიოდე უცნაური მსოფლმხედველობის ადამიანი მოხვდა ჩვენ გვერდით. ჯერ ღვინომ იმოქმედა ამ ადამიანებზე და კუთხე-კუნჭულში ?მიკუჭული? კომპლექსები და ამბიციები გაუღვიძა, შემდეგ იმანაც იმოქმედა მათი ამბიციების გაშლა-გაფართოებაზე, რომ ჩვენ ძალიან შემწყნარებლურად მივიღეთ მათი ზემოაღნიშნული შეცდომა... თვალსა და ხელს შუა გაგვერყვნა კაცი, ახტა და დახტა, გაგვისხლტა და გამოგვისხლტა... რა არ მინახავს, ისეთი დარტყმაც მიმიღია, რომ ჯერ თავი დამიდია რინგზე და მერე ფეხები (ამ სიტყვების სრული მნიშვნელობით), მეც დამირტყამს კაცისთვის ისე, რომ ორი წუთი უგონოდ ყოფილა, მაგრამ იმან, რაც იქ მოხდა ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა: ჩვენი უპატიოსნესი გუნდის 20(!..) კაცში გამორეულმა ამ ერთმა ამრევმა ჯერ თავის ძმაკაცს დაუწყო ბღლარძუნი, შემდეგ მათთან გასაშველებლად მივარდნილ ემილის (ჩემ მტერს მივარდა ემილის გამწარებული მკლავები) კიდევ ხელების ქნევა რომ დაუწყო, აი აქ გამახსენდა რაც კი რამე ?ბოევიკი? მინახავს, რაც კი რამე შვარცნეგერისთვის და ბრუსლისთვის გამწარებული და დაღრეჯილი სახეები შემიმჩნევია, გამახსენდა ლეგენდარული ჯონ ლუისის საფირმო დარტყმა (რამაც ორი შეჯიბრი მომაგებინა) და გადავწყვიტე ამრევისთვის ?მოკლე ანესთეზია? გამეკეთებინა, მაგრამ ჰოი, სირცხვილო, ჰოი, ამპარტავან სურვილთა ამაოებავ... ჩემს მეგობრებში ავიხლართე და მათთან ერთად ძირს გავიშხლართე...(ან იმათ რაღას ვერჩოდი?..)
როგორც ჩანს, ასეთ გაუგებრობაში ამ ადამიანმა სოფლელების გინებაც მოახერხა და აქ დაიწყო მეორე სერია: დანა-ჩანგლით გამოქცეული სოფლელები რომ დავინახე(აშკარად სადილისთვის არ იყვნენ განწყობილნი), მაშინ უკვე გამახსენდა რაც კი რამე მშვიდობაზე მქონდა წაკითხული, რაც კი რამე სოლიდარობაზე მქონდა მოსმენილი. უცებ გადავარჩიე გუნებაში ყოველივე, ბუნების სილამაზეზე და ესთეტიკაზე მათთან საუბარი არ გამოდგებოდა, რადგან ჯერ კიდევ უჟმური მარტი იდგა, ისევ ქართველებისთვის ?ბესტსელერ? თემას მივადექით და ძმობა და სიყვარული შევთავაზეთ, თანაც ისეთი დოზით, რომ კაი შეყვარებულს არ სმენია თავისი მიჯნურისგან. როდესაც მოშორებით კიდევ ერთი ბასტი-ბუბუ ატყდა, ერთ-ერთი ჩვენიანი ამრევი დავიჭირე და მოშორებით მოვათრევდი, ამასობაში ჩემი მეგობრები თურმე კიდევ სოფლელების დანების თვალიერებაში ყოფილან (განსაკუთრებით ვანოს, ქევხოს და ვაჟას მოუხდათ დანების ახლოდან ნახვა).
სიმართლე რომ ვთქვა, დაზუსტებით კიდევ ვერ ვიხსენებ ყველაფერს, ეს მონათხრობი ჩემი ?რაკურსიდანაა? დანახული. გაცილებით უფრო მკვეთრად დამამახსოვრდა ციციშვილების გალავანი და მცირე ციხე-სიმაგრე, აგრეთვე უმზეურას ეკლესია...
უკვე დავიწყეთ ახალ ლაშქრობებზე ფიქრი... კარგად დააკვირდით ამ გენიალურ სიტყვას... ფიქრი...

"ლაშქრობის" მცდარი გაგება, ანუ ჰეი, ვინ მოდის საცემად?

Posted: 28 მარ 2005, 14:55
by Druides
მთავარია ახალ ლაშქრობაზე ვიფიქროთ და წარსულს მოევლება. ასევე მოევლება იმ არანორმალურ ადამიანებს რომლებიც იქ დაგვხვდნენ, ასევე ფახლავაა თუ ვიღაცაა. რაც შეეხება ჩვენი ზელიბერალიზმი არ უნდა გადავიდეს ანარქიაში. კარგი იქნება თუ ფახლავას ნაირები აღარ წამოვლენ.
ხო ჩვენმა მეგობარმა wanderer მა კი გადაწყვიტა წესდება გამოაქვეყნოს ვინმეს თუ რამე შენიშვნა გექნებათ მიუწერეთ.

"ლაშქრობის" მცდარი გაგება, ანუ ჰეი, ვინ მოდის საცემად?

Posted: 29 მარ 2005, 14:22
by Niniset
საღოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოლ სერიოზული თემაა და უკვე ნოველაც ქვია ჩემი აზრით... :D
მე პირადად რომ წავიკითხე ბევრი ვიცინე.
ვეთანხმები კოზანოსტრას_ წარსულს მოევლება და შორს ჩვენგან "ფახლავები"....................... :D :D :D

"ლაშქრობის" მცდარი გაგება, ანუ ჰეი, ვინ მოდის საცემად?

Posted: 01 აპრ 2005, 13:22
by tio74
kotetbeli
........... :D ..............
ეს კი გავიგე (თქვენგან თუ იქაური სოფლელებისაგან ) და მოვისმინე მაგრააააამ............ :D .....
შენმა წერილმა ბოლო მომიღოოოოოო! .... :D ........
და ერთიც! _
აი შენ რომ იჩხუბე! :shock: _ ესე იგი მართლა ძალიან დიდი და უკბილო საოცრება მოხდა რააააააააა! .........
:2კისს:
..........
:P :P :P .... _ყველას თქვენ! ... ;)
ამიტომ, მთლა ახალბედებთან ერთად_ товарищи, лучьше пйте ветер! :)
...
სხვა რაღა გინდათ ! :) ;) :P
:) :?

"ლაშქრობის" მცდარი გაგება, ანუ ჰეი, ვინ მოდის საცემად?

Posted: 01 აპრ 2005, 21:13
by Guka-David Gilmour
მთავარია ახალ ლაშქრობაზე ვიფიქროთ და წარსულს მოევლება
მეც თქვენს გვერდიტ ვარ :D

"ლაშქრობის" მცდარი გაგება, ანუ ჰეი, ვინ მოდის საცემად?

Posted: 07 აპრ 2005, 10:59
by lama
კოტე ძაან მაგარი ნოველა დაწერე ნიჩბისებზე მემგონი დროა ეს მხატვრული ჩანახატი გამოაქვეყნო ერთ-ერთ ჟურნალში და დარწმუნებული ვარ ნობელის პრემიას თუ არა წინანდლის პრემიას მაინც მოგანიჭებს ლიტერატურული საზოგადოება :lol: ჰაჰა :lol: ჰაჰა :lol: ჰაჰა :lol: ჰაჰა
p.s. ისე მე მგონი დროა ჩემო მეგობრებო ახალ-ახალ მოგზაურობებზე ვიფიქროთ აწი ამინდებიც შეგვიწყობს ხელს :D :D :D

"ლაშქრობის" მცდარი გაგება, ანუ ჰეი, ვინ მოდის საცემად?

Posted: 07 აპრ 2005, 17:07
by Guka-David Gilmour
p.s. ისე მე მგონი დროა ჩემო მეგობრებო ახალ-ახალ მოგზაურობებზე ვიფიქროთ აწი ამინდებიც შეგვიწყობს ხელს
კაი იკნება

"ლაშქრობის" მცდარი გაგება, ანუ ჰეი, ვინ მოდის საცემად?

Posted: 14 აპრ 2005, 18:37
by Ivane Goliadze
ხალხო გაიხსენეთ ნიჩბისი აი ასე :P

"ლაშქრობის" მცდარი გაგება, ანუ ჰეი, ვინ მოდის საცემად?

Posted: 15 აპრ 2005, 15:21
by Druides
ისევ დაისევ მშვიდობის მაძიებელი როჯერ ვატერსი თუ მოიფიქრებს რამეს თორემ აქამდე ყველა იმას ყვება თუ ვინვის მისდევდა და ვინ როგორ ატარებდა კარატეს თუ სხვ. საბრძოლო ხელოვნებებს

"ლაშქრობის" მცდარი გაგება, ანუ ჰეი, ვინ მოდის საცემად?

Posted: 15 აპრ 2005, 18:09
by Ivane Goliadze
koza-nosta
არა მეც ვატარე ზოგიერთები ხელით, მაგრამ მხოლოდ მშვიდობისათვის

"ლაშქრობის" მცდარი გაგება, ანუ ჰეი, ვინ მოდის საცემად?

Posted: 15 აპრ 2005, 18:20
by Niniset
[quხალხო გაიხსენეთ ნიჩბისი აი ასე ote]Roger Waters
ნამდვილად... და ძალიან მაგრად ვნანობ რომ არ ვიყავი... ულამაზესი ეკლესიაა
[/quote]

"ლაშქრობის" მცდარი გაგება, ანუ ჰეი, ვინ მოდის საცემად?

Posted: 18 აპრ 2005, 12:47
by kotetbeli
შეგიძლია იამაყო-ლამა ბევრს კი არ უტარებია ხელით :D :D ჰაჰა...

"ლაშქრობის" მცდარი გაგება, ანუ ჰეი, ვინ მოდის საცემად?

Posted: 06 ივლ 2006, 17:16
by Lola
ისე საყვარლად მახსოვს იქაურობა... გინდ გოგოები, გინდ ის ვაჯკაცები ისე თუ ასე ყველაფერი საყვარლად მახსენდება ეხლა:)

ყველაფერი მინახავს (თითქმის), მაგრამ გამწარებული კოწიკა არა რა... Image
არც მენახოს მეტჯერ. . . ფუი ფუი . . .

"ლაშქრობის" მცდარი გაგება, ანუ ჰეი, ვინ მოდის საცემად?

Posted: 10 ოქტ 2006, 20:50
by nino_xevsuri
kotetbeli
gamarjobaaaaaa me nino var 17 clis... ....nichbisshi ikavitt????..... vaaaaaaa sagol tkven ... cicishvilebis galavani dalian magaria, umzeuric sainteresoa da ikaur xalxze tu gainteresebt cota (cota kiara dalian) sharianebi ariann.........ik kvelas vicnob ik visveneb xolme da dalian mikvars ikauroba nichbisis shemogarenshi daaxloebit 53 naeklesiaria ...sheidleba vcdebi da upro bevri...rodis ikavitt??

"ლაშქრობის" მცდარი გაგება, ანუ ჰეი, ვინ მოდის საცემად?

Posted: 26 ოქტ 2006, 14:52
by lama
Lola
ვაჟკაცებისAთვის ტირე კი არ უნდა გაგესვა ქვეშ არამედ ბრჭყალებში უნდა ჩაგესვა ეგ სიტყვა