"ლაშქრობის" მცდარი გაგება, ანუ ჰეი, ვინ მოდის საცემად?!

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

User avatar
Lola
ლოლაძე
Posts: 538
Joined: 28 ივლ 2005, 14:38
Location: Howl's Moving Castle
"ლაშქრობის" მცდარი გაგება, ანუ ჰეი, ვინ მოდის საცემად?

Post by Lola » 31 ოქტ 2006, 03:45

lama
შენ რომ არ შემეწინააღმდეგო ხო არ შეიძლება... რაც ვიგულისხმე ქე იყო გასაგები და სხვა რა გინდა ბიძიკო ?? Image


nino_xevsuri
2006 წლის მარტში ვიყავით თუ არ ვცდები Image
.

Image დედამიწა მიყვარს მეე... Image..


.


User avatar
chuna
იეტი
Posts: 1877
Joined: 14 თებ 2006, 00:46
Location: tbilisi
"ლაშქრობის" მცდარი გაგება, ანუ ჰეი, ვინ მოდის საცემად?

Post by chuna » 31 ოქტ 2006, 10:04

ეს სულაც არ მიმაჩნია მცდარ გაგებად!

ლაშქრობა ერთგვარად მართლა "დალაშქვრაა"! თუ მტრულად დაგხვდნენ, მუშტიც უნდა მოიქნიო!
საერთოდაც ყველაფრისთვის მზად უნდა იყოთ!!!

ნიჩბისელებზე და ძეგველებზე მეც გამიგია, რომ შარიანები და ბუნტისთავები არიან!
მაგ შემთხვევაში სხვა რა დაგრჩენია, შტურმით უნდა დაიპყრო მწვერვალები!

კოტეს მონათხრობი მეც შედევრად მიმაჩნია! მაგარია!
გული დამწყდა, რომ მე იქ არ ვიყავი!

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
"ლაშქრობის" მცდარი გაგება, ანუ ჰეი, ვინ მოდის საცემად?

Post by lama » 22 ნოე 2007, 18:09

kotetbeli wrote:ნიჩბისში რომ ვიყავი ნამდვილად მახსოვს... მახსოვს ისიც, რომ მინდოდა საინტერესო ადგილები მენახა და ასეთივე სურათები გადამეღო. როგორც წესი ასე ვიქცევი ხოლმე, ჩვენი გუნდის სხვა მოლაშქრეები ჩემზე კიდევ უფრო საინტერესო ადამიანები არიან (უფრო საინტერესო ჩვევებითა და მიზნებით აღსავსენი).
მოკლედ, მოხდა ისე, რომ ბედის უკუღმართობითა თუ ზელიბერალიზმით, წინდაუხედაობითა თუ უჭკოობით, გულუბრყვილობითა თუ დაუდევრობით ლაშქრობაში ორიოდე უცნაური მსოფლმხედველობის ადამიანი მოხვდა ჩვენ გვერდით. ჯერ ღვინომ იმოქმედა ამ ადამიანებზე და კუთხე-კუნჭულში ?მიკუჭული? კომპლექსები და ამბიციები გაუღვიძა, შემდეგ იმანაც იმოქმედა მათი ამბიციების გაშლა-გაფართოებაზე, რომ ჩვენ ძალიან შემწყნარებლურად მივიღეთ მათი ზემოაღნიშნული შეცდომა... თვალსა და ხელს შუა გაგვერყვნა კაცი, ახტა და დახტა, გაგვისხლტა და გამოგვისხლტა... რა არ მინახავს, ისეთი დარტყმაც მიმიღია, რომ ჯერ თავი დამიდია რინგზე და მერე ფეხები (ამ სიტყვების სრული მნიშვნელობით), მეც დამირტყამს კაცისთვის ისე, რომ ორი წუთი უგონოდ ყოფილა, მაგრამ იმან, რაც იქ მოხდა ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა: ჩვენი უპატიოსნესი გუნდის 20(!..) კაცში გამორეულმა ამ ერთმა ამრევმა ჯერ თავის ძმაკაცს დაუწყო ბღლარძუნი, შემდეგ მათთან გასაშველებლად მივარდნილ ემილის (ჩემ მტერს მივარდა ემილის გამწარებული მკლავები) კიდევ ხელების ქნევა რომ დაუწყო, აი აქ გამახსენდა რაც კი რამე ?ბოევიკი? მინახავს, რაც კი რამე შვარცნეგერისთვის და ბრუსლისთვის გამწარებული და დაღრეჯილი სახეები შემიმჩნევია, გამახსენდა ლეგენდარული ჯონ ლუისის საფირმო დარტყმა (რამაც ორი შეჯიბრი მომაგებინა) და გადავწყვიტე ამრევისთვის ?მოკლე ანესთეზია? გამეკეთებინა, მაგრამ ჰოი, სირცხვილო, ჰოი, ამპარტავან სურვილთა ამაოებავ... ჩემს მეგობრებში ავიხლართე და მათთან ერთად ძირს გავიშხლართე...(ან იმათ რაღას ვერჩოდი?..)
როგორც ჩანს, ასეთ გაუგებრობაში ამ ადამიანმა სოფლელების გინებაც მოახერხა და აქ დაიწყო მეორე სერია: დანა-ჩანგლით გამოქცეული სოფლელები რომ დავინახე(აშკარად სადილისთვის არ იყვნენ განწყობილნი), მაშინ უკვე გამახსენდა რაც კი რამე მშვიდობაზე მქონდა წაკითხული, რაც კი რამე სოლიდარობაზე მქონდა მოსმენილი. უცებ გადავარჩიე გუნებაში ყოველივე, ბუნების სილამაზეზე და ესთეტიკაზე მათთან საუბარი არ გამოდგებოდა, რადგან ჯერ კიდევ უჟმური მარტი იდგა, ისევ ქართველებისთვის ?ბესტსელერ? თემას მივადექით და ძმობა და სიყვარული შევთავაზეთ, თანაც ისეთი დოზით, რომ კაი შეყვარებულს არ სმენია თავისი მიჯნურისგან. როდესაც მოშორებით კიდევ ერთი ბასტი-ბუბუ ატყდა, ერთ-ერთი ჩვენიანი ამრევი დავიჭირე და მოშორებით მოვათრევდი, ამასობაში ჩემი მეგობრები თურმე კიდევ სოფლელების დანების თვალიერებაში ყოფილან (განსაკუთრებით ვანოს, ქევხოს და ვაჟას მოუხდათ დანების ახლოდან ნახვა).
სიმართლე რომ ვთქვა, დაზუსტებით კიდევ ვერ ვიხსენებ ყველაფერს, ეს მონათხრობი ჩემი ?რაკურსიდანაა? დანახული. გაცილებით უფრო მკვეთრად დამამახსოვრდა ციციშვილების გალავანი და მცირე ციხე-სიმაგრე, აგრეთვე უმზეურას ეკლესია...
უკვე დავიწყეთ ახალ ლაშქრობებზე ფიქრი... კარგად დააკვირდით ამ გენიალურ სიტყვას... ფიქრი...
ეს რა გამახსენე :shock: :shock: :shock: :D:D:D:D::D:D:D:D

რა დღეში ვიყავით

ვკვდებით სიცილით მე დრუიდი და პოპინსი
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
tiko_r
იეტი
Posts: 3498
Joined: 04 სექ 2007, 21:35
Location: სოფ. ძუყნური
"ლაშქრობის" მცდარი გაგება, ანუ ჰეი, ვინ მოდის საცემად?

Post by tiko_r » 22 ნოე 2007, 22:50

ეჰ.. როდინდელი თემაა


ყურმოკრული მქონდა ეს ამბავი .. მაგრამ დეტალებში კიდევ უფრო საინტერესო გამოდგა!


აი ლაშქრობა მესმის! :shock: 8)

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
"ლაშქრობის" მცდარი გაგება, ანუ ჰეი, ვინ მოდის საცემად?

Post by Archil » 22 ნოე 2007, 23:58

მაქეთკენ მინდა წავიდეთ. ერთი იქაური კაცი მეუბნება წავიდეთო და ვფიქრობ მართლაც კაი რამე იქნება - მშვენიერი ადგილები ყოფილა დასათვალიერებელი. ვფიქრობ ასეთი წინააღმდეგობა ჩემს შემთხვევაში არ მოხდება - თუ რამეა, ნასოსებს წამოვიღებ, დავურიგებ ხალხს ;)
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
"ლაშქრობის" მცდარი გაგება, ანუ ჰეი, ვინ მოდის საცემად?

Post by Mta Mkvarebia » 23 ნოე 2007, 00:01

Archil
:lol: :lol: :lol:
კარგი იდეაა....... ნასოსიც და გასეირნებაც :wink: :D

User avatar
namcecuna
იეტი
Posts: 4498
Joined: 29 ივლ 2007, 01:18
Location: საჰაერო ბურთი
"ლაშქრობის" მცდარი გაგება, ანუ ჰეი, ვინ მოდის საცემად?

Post by namcecuna » 23 ნოე 2007, 01:16

Archil wrote:მაქეთკენ მინდა წავიდეთ. ერთი იქაური კაცი მეუბნება წავიდეთო და ვფიქრობ მართლაც კაი რამე იქნება - მშვენიერი ადგილები ყოფილა დასათვალიერებელი. ვფიქრობ ასეთი წინააღმდეგობა ჩემს შემთხვევაში არ მოხდება - თუ რამეა, ნასოსებს წამოვიღებ, დავურიგებ ხალხს ;)
ნიჩბისში მეც მინდა :roll:
:)
წამო, ზღაპარში ...
Image

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]