Page 1 of 2

ფუძნარი - 26 ნოემბერი, 2006

Posted: 27 ნოე 2006, 12:13
by Kakha
კვირას, 26 ნოემბერს, 2006, ვიყავით ფუძნარში კარველები მე (კახა), მჭრელი თვალი (თინათინი), ლუკა 95 (ცახდია ლუკა) და არა კარველები ელისო მჭრელი თვალისა და ლუკას დედა (ჩემი მეუღლე) და ელისოს მამა.

ფუძნარის სურათი პირველად ვნახე ჩვენთან, განყოფილებაში ”ვინ გამოიცნობს”, სადაც ფუძნარის სურათი ნიკამ შემოგვთავაზა და რათა თქმა უნდა, გიორგი ბაგრატიონმა გამოიცნო. იმ ფოტომ ისეთი შთაბეჭდილება მოახდინა, რომ გადავწყვიტე ფუძნარი თავად მენახა. თანაც თბილისიდან შორს არაა.

ფუძნარი თბილისიდან ასე 60-65 კილომეტრშია. ჟინვალთან ხევსურეთის გზაზე უნდა გადაუხვიოთ, როგორც კი გაცდებით სოფელ ჩინთს, არმისული ჟინვალის წყლასაცავამდე გზა იყოფა (ნიშანიც დგას) პირდაპირ მიდის ბარისახო-შატილისკენ, მარჯვნივ კი უხვევს თიანეთისკენ.

ამ გზით დღესაც თიანეთის მარშრუტკები დადაინ თიანეთში. გზაში რამდენიმე ვნახე მიმავალიც და მომავალიც. ასე რომ წასვლა-წამოსვლა წესით არ უნდა გაჭირდეს.

გადასახვევიდან ფუძნარი 9 კილომეტრშია (სპიდომეტრზე დავინიშნე). რომ გადაუხვევთ დაახლოებით შვიდ კილომეტრში არის პატარა სოფელი ბოდავი, იმის შემდეგ ორიოდე კილომეტრში კი, ზედ გზის პირას (ალბათ გზიდან სულ რაღაც 30-50 მეტრშია) დგას ფუძნარის ეკლესია.

ფუძნარი მეცამეტე საუკუნის ძეგლია, გუმბათიანი ტაძარი. დღეს ძლიერ დაზიანებული - ნახევარი გუმბათი ჩამოქცეულია, ასევე დანარჩენი გადახრუვის დიდი ნაწილი. თუმცა ნანგრევებს თავისი ხიბლი აქვს ხოლმე.

კონსტრუქციული დეტალები შირიმის ქვითაა ამოყვანილი. დასავლეთის ფასადზე დიდი წარწერაა.

უფრო მეტი ფუძნარის შესახებ შეგიძლიათ ნახოთ და წაიკითხოთ გიორგი ბაგრატიონის გამოცემულ კომპაქტ დისკზე - ”აღმოსავლეთ საქართველოს ტურისტული რესურსები” და ასევე საქართველოს ძეგლთა აღწერის (ძეგლთა ნუსხის) მეორე ტომში, გვერდი 320.

აი ასეთია ფუძნარი გზიდან (ოღონდ ახლა, როცა ტყე გაფოთლილი არაა, ზაფხულიში შეიძლება ვერც კი დაინახოთ, როგორც ვხდები, ყოველ შემთხვევაში ყურადღბით უნდა დააკვირდეთ). ხედი ჩრდილო-დასავლეთიდან

Image

ეს ფუძნარი ცოტა ახლოდან (უკაცრავად, ცა ფოტოებზე მთალდ ჩავარდნილია, მაგრამ როგორი განათბაც იყო ისეთზე გადავიღე). ხედი სამხრეთ-დასავლეთიდან
Image

ფუძნარი სამხრეთ-აღმოსავლეთიდან
Image

წარწერა დასავლეთის ფასადზე
Image

ფუძნარის ინტერიერი
Image

ეს კი ჩვენ ფუძნარში
Image

მჭრელი თვალი
Image

ფუძნარში დავდეთ კეშიც. კეში დადებულია სამხრეთ კარიში. კეში გამჭვირვალე პლასტიკის კონტეინერშია და ფანქრისა და ფურცლების გარდა შიგ მცირე სუვენირებიცაა, პატარა კოშკის ჩათვლით. აი კეშის ფოტოც

Image

ბოლოს მინდა გითხრად, რომ ფუძნარში თავისუფლად შეიძლება ნახევარ დღეში ასვლა-ჩამოსვლა. გზის უდიდესი ნაწილი კარგია. დაახლოებით 12 კილომტრი იქნება გრუნტის გზა, რომელზედაც პატარა მანქანებიც თავისუფლად გაივლიან, თუმცა ორხიდიანი ჯობია. ასე რომ გირჩევთ წახვიდეთ, კეში მონახოთ და თან ლამაზი ბუნება და ლამაზი ეკლესიაც ნახოთ.

ფუძნარი - 26 ნოემბერი, 2006

Posted: 27 ნოე 2006, 23:22
by PINKY
Kakha
გიარგი ბაგრატიანის გამაცემულ კამპაქტ დისკზე - â€￾აღმასავლეთ საქართველოს ტურისტული რესურსებიâ€￾
ეგ მინდა მეც..

: )

ფუძნარი - 26 ნოემბერი, 2006

Posted: 28 ნოე 2006, 12:01
by Kakha
PINKY
ჰოდა პირდაპირ გიორგის სთხოვე. პმ-ით მისწერე ანდა მეილით შეეხმიანე. პირადი მეილი პროფილში აქვს მგონია. აუცილებლად მოგცემს - დარწმუნებული ვარ.

ფუძნარი - 26 ნოემბერი, 2006

Posted: 28 ნოე 2006, 12:11
by Gvalva
Kakha

მანდ ხომ არ გახსოვს თხილის ბუჩქები იყოო??

ან სხვაგან სად იცით თბილისთან ახლოს თხილნარი... იდეები ისევ მაწუხებს... :oops: :D

ფუძნარი - 26 ნოემბერი, 2006

Posted: 28 ნოე 2006, 12:13
by BURZUM
მაგრა მომწონს ეს ადგილი:)
მანდ გზაზე წყარო უნდა იყოს კიდევ.

ფუძნარი - 26 ნოემბერი, 2006

Posted: 28 ნოე 2006, 13:10
by Kakha
Gvalva
არა, თხილის ბუჩქები თითქოს არ მინახავს.

ისე რა გითხრა, მაგალითად ჩემს აგარაკზე, ბაზალეთის ტბასთან სოფელ ჩანადირში ნამდვილად აქვთ თხილის ბუჩქები. სამწუხაროდ მე არ მაქვს, უფრო სწორედ იმდენად პატარა რომ მგონია არ გამოგადგება. ისე თუ გინდა წავიდეთ და მეზობლებს ვთხოვ.

ფუძნარი - 26 ნოემბერი, 2006

Posted: 28 ნოე 2006, 14:34
by Gvalva
Kakha

კაი რააა... თხილს მიაქვს მთელი საქართველო... ვიპოვით სადმე, რა მეზობელს ვთხოვოთ...

ფუძნარი - 26 ნოემბერი, 2006

Posted: 28 ნოე 2006, 14:59
by lama
Gvalva
თხილს ვიპოვით აუცილებლად:)

ფუძნარი - 26 ნოემბერი, 2006

Posted: 28 ნოე 2006, 22:39
by Mao
Gvalva
me etyoba txiltan dakavshirebit ragatsa gamomrcha! :D :D :D :D :D

ფუძნარი - 26 ნოემბერი, 2006

Posted: 28 ნოე 2006, 23:18
by PINKY
Mao
ragatsa gamomrcha!
Image

ფუძნარი - 26 ნოემბერი, 2006

Posted: 29 ნოე 2006, 03:14
by Giorgi Bagrationi
Gvalva
მე მგონი თუ თხილის ხეს ვერ ნახავ შვინდის ხეც წავა, შეიძლება უკეთესიც იყოს (მშვილდისარი გაიხსენე). :wink:

ფუძნარი - 26 ნოემბერი, 2006

Posted: 21 დეკ 2006, 00:58
by ლობო
სურათებს ვერ ვდებ:(

ფუძნარი - 26 ნოემბერი, 2006

Posted: 21 დეკ 2006, 01:20
by ლობო
მთვარის შუქზე ბევრად გენიალური იყო:)

აბა ვცდი ეხლა თუ გამოვა სურათის დადება:D


Image[/img]

ფუძნარი - 26 ნოემბერი, 2006

Posted: 22 აპრ 2007, 01:45
by teonala
დღემდე ფუძარეთს ვეძახი ამ ადგილს და ვერ გავიგე რატომ

:P

:D

ფუძნარი - 26 ნოემბერი, 2006

Posted: 23 აპრ 2007, 12:37
by Wanderer
Kakha
ყოჩაღ თქვენ! :) ძალიან შთამბეჭდავია ეგ დანგრეული ეკლესია !