Page 1 of 3

საბერეები-დავით გარეჯის კომპლექსში!

Posted: 20 ნოე 2006, 09:02
by chuna
გუშინ 19 ნოემბერს ავისრულე დიდი ხნის ოცნება და ვნახე საბერეები!
ნანახმა ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა!
ვნახე არა მარტო მოხატული საბერეები, არამედ მთელ სიგრძეზე გადაჭიმული ყველა გამოქვაბული! ყველგან ავძვერი და ყველგან შევძვერი!
ფოტოები გადავიღე ფირიანი აპარატით და ამიტომ ვერ ვდებ! დღეს გავამჟღავნებ!
არ მომშორებია სინანულის განცდა, თქვენ რომ არ მახლდით!
მე თვითონ ნატო ტურაბელიძემ წამიყვანა! იქ გამყოლი და მანქანა მძღოლით დაგვახვედრეს! ვცდილობდით დაგვემახსოვრებინა გზა, მაგრამ ეს შეუძლებელი აღმოჩნდა!
წავედით სოფელ იორმუღანლოდან! ივრის ზეგანზე რომ გადავდექით, ისეთი ერთნაირი მეჩვენა ყველა მთა და მდელო, რომ ალბათ გამიჭირდება მიგნება! მაგრამ საოცარი სილამაზე ვნახე!
ჩემმა მეგობარმა ნატო ტურაბელიძემ ეს ყველაფერი გადაიღო ვიდეო-კამერით და როცა მე გადამიწერს, მერე შევძლებ ყველა დაინტერესებულ ადამიაბს გაჩვენოთ!
რაც შეეხება თავად ძეგლს! მოხატულობაზე კარგად უზრუნიათ. რაც შემორჩა გაუმაგრებიათ და კონსერვაცია ჩაუტარებიათ! ეს ძალიან დიდი საქმეა! რაც შეეხება არქიტექტურას, წინა მხარე უკვე საგრძნობლად მორღვეულია და დიდი ნაწილები აკლია! ზოგი ადგილი ისეა მორყეული, რომ ზამთარსაც ვერ გაუძლებს! დიდი ნაპრალები აქვს და წვიმა-თოვლი იმას ადვილად ჩამორეცხავს!
ვეცდები ამ "რეპორტაჟს"ფოტოებიც დავურთო!

საბერეები-დავით გარეჯის კომპლექსში!

Posted: 20 ნოე 2006, 14:04
by Gvalva
chuna

ვა, რა მაგარია რომ წასულხარ!! მაგარი ხარ!!
ამ სეზონზე როგორი ამინდები იკო?

და კიდევ... რუკაც მინდა :oops:

საბერეები-დავით გარეჯის კომპლექსში!

Posted: 20 ნოე 2006, 14:55
by Archil
ჩვენ სურათებზეც ყაბულსაც ვართ :)

კაია რომ წასულხარ, მოყევი რა პონტში იკავი, რას ხდებოდა, კარავი თუ გაშალეთ ;)

საბერეები-დავით გარეჯის კომპლექსში!

Posted: 21 ნოე 2006, 12:24
by chuna
Gvalva

აღმოჩნდა რომ სეზონი სწორედ გვიანი შემოდგომაა ან ადრე გაზაფხული! მთავარია. არ იყოს ქარი! წვიმა და თოვლიც არ არის საშიში! ისეთი უდაბნოა, თოვლი არ ჩერდება, მალე შრება და ორხიდიანი მანქანით ყველგან მიისვლება!
ფეხით საერთოდ არ გვივლია! ნივით ვიყავით და მხოლოდ გამოქვაბულებში ასვლა გვიწევდა! ერთგან მეორე სართულის მოხატულობა ვერ გადავიღეთ! ჩამონგრეულია ასასვლელი კიბეა საჭირო!
ბოდიშს გიხდით, რომ უთქვენოდ წავედი, მაგრამ მე თვითონ სხვისი სტუმარი ვიყავი და იმ ოჯახმა გვიმასპინძლა!ერთი მანქანა იყო და მეტი ვერ ჩავეტევოდით! მასპინძელი და გამცილებელიც გვახლდა!

საბერეები-დავით გარეჯის კომპლექსში!

Posted: 22 ნოე 2006, 16:42
by Archil
შენ თქვი და სხვა დროს ერთად წავალთ, რეებია გვითხარი :)

საბერეები-დავით გარეჯის კომპლექსში!

Posted: 02 ივნ 2007, 18:53
by Makena
ძალზედ საინტერესო ადგლას ყოფილხარ,ფოტოებს როდის დადებ ? :D
chuna wrote:გუშინ 19 ნოემბერს ავისრულე დიდი ხნის ოცნება და ვნახე საბერეები!
ნანახმა ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა!
ვნახე არა მარტო მოხატული საბერეები, არამედ მთელ სიგრძეზე გადაჭიმული ყველა გამოქვაბული! ყველგან ავძვერი და ყველგან შევძვერი!
ფოტოები გადავიღე ფირიანი აპარატით და ამიტომ ვერ ვდებ! დღეს გავამჟღავნებ!
არ მომშორებია სინანულის განცდა, თქვენ რომ არ მახლდით!
მე თვითონ ნატო ტურაბელიძემ წამიყვანა! იქ გამყოლი და მანქანა მძღოლით დაგვახვედრეს! ვცდილობდით დაგვემახსოვრებინა გზა, მაგრამ ეს შეუძლებელი აღმოჩნდა!
წავედით სოფელ იორმუღანლოდან! ივრის ზეგანზე რომ გადავდექით, ისეთი ერთნაირი მეჩვენა ყველა მთა და მდელო, რომ ალბათ გამიჭირდება მიგნება! მაგრამ საოცარი სილამაზე ვნახე!
ჩემმა მეგობარმა ნატო ტურაბელიძემ ეს ყველაფერი გადაიღო ვიდეო-კამერით და როცა მე გადამიწერს, მერე შევძლებ ყველა დაინტერესებულ ადამიაბს გაჩვენოთ!
რაც შეეხება თავად ძეგლს! მოხატულობაზე კარგად უზრუნიათ. რაც შემორჩა გაუმაგრებიათ და კონსერვაცია ჩაუტარებიათ! ეს ძალიან დიდი საქმეა! რაც შეეხება არქიტექტურას, წინა მხარე უკვე საგრძნობლად მორღვეულია და დიდი ნაწილები აკლია! ზოგი ადგილი ისეა მორყეული, რომ ზამთარსაც ვერ გაუძლებს! დიდი ნაპრალები აქვს და წვიმა-თოვლი იმას ადვილად ჩამორეცხავს!
ვეცდები ამ "რეპორტაჟს"ფოტოებიც დავურთო!

საბერეები-დავით გარეჯის კომპლექსში!

Posted: 02 ივნ 2007, 22:11
by doroTea
საბერეები მეც შემოდგომაზე მოვინახულე, ოქტომბერში.
სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ეს ჩემთვის დიდი ხნის ოცნება შვეიცარიელი სტუმრების წყალობით მოხდა :)
ძალაინ კი გაიკვირვეს, როგორ ასეთი სიმდირე არ გაქვთ ნანახიო? მაგრამ ჩვენ, რომ შვეიცარიაში თავიანთ "პილატუსზე" (ულამზესი ბუნებაა, 2000მ.)წაგვიყვანეს, იქაც ბევრი მათგანი პირველად იყო - ასე, რომ ბარი-ბარში ვართ-თქო ;)
ეს ძალაინ გადახვევა გამომივიდა :)
საბერეები მართლაც უნიკალური კომპლექსია. სურათები ბევრი მაქვს,მაგრამ დასაპატარაებელი :(
ეხლა მხოლოდ რამოდენიმე საბერეების ფრესკას დავდებ

საბერეები-დავით გარეჯის კომპლექსში!

Posted: 02 ივნ 2007, 22:20
by doroTea
რატომღაც ვერ ჩავსვი, კედევ ვცდი. . .
არა, არ გამომდის
Upload Error: Could not upload Attachment to ./http - მიწერს :(

საბერეები-დავით გარეჯის კომპლექსში!

Posted: 02 ივნ 2007, 22:40
by ლეონტი
თქვენ სულ გვპირდებით და გვპირდებით..
:?

საბერეები-დავით გარეჯის კომპლექსში!

Posted: 03 ივნ 2007, 00:09
by doroTea
ლეონტიაბა, როდის? აბა როოოოდის? :roll:

დიდი მადლობა გვალვას, ვისწავლე სურათების ჩასმა :)

Image

საბერეები-დავით გარეჯის კომპლექსში!

Posted: 03 ივნ 2007, 00:11
by doroTea
Image

საბერეები-დავით გარეჯის კომპლექსში!

Posted: 03 ივნ 2007, 00:12
by doroTea
Image

საბერეები-დავით გარეჯის კომპლექსში!

Posted: 03 ივნ 2007, 00:13
by doroTea
Image

ეს, ზემოდან - საბერეებისკაენ მიმავალი გზაიდან არის გადაღებული

საბერეები-დავით გარეჯის კომპლექსში!

Posted: 03 ივნ 2007, 01:11
by Archil
Image

საბერეები-დავით გარეჯის კომპლექსში!

Posted: 03 ივნ 2007, 11:49
by chuna
ძვირფასოdoroTea!


ეს საბერეები არ გახლავს! შენ დავითის ლავრაში ყოფილხარ! ფოტოები კი სატრაპესოების გახლავს! როგორ დავიჯერო რომ ნანახი არ გქონდა! საბერეებიც დავით გარეჯშია, მაგრამ მანდ არა!

მეგობრებო! მომიტევეთ, რადგან ჩემი ფოტოები ციფრული არ არის და სკანერი მე არ მაქვს! ვეცდები ადმინი დავიხმარო და მოგაწვდით!

ფოტოებზე უკეთესი ვიდეომასალა გამოვიდა! იქნებ ესეც გადმოვიწერო!