სასიამოვნო სიურპირზი გველოდა - ახალგორისკენ მიმავალი გზის კარგა დიდი ნაწილი ახალი დაგებულია და როგორც ჩანს, ალბათ, მომავალ წელს გზას ახალგორამდე დააგებენ. დენი აქვთ, მე თვითონ ვნახე. მოკლედ რაღაც-რაღაცეები გამოსწორდა.
ლარგივისამდე 2 საათი დაგვჭირდა ნელი სიარულით, რადგან ჩემი ბიძაშვილის მანქანაში ერთ-ერთი ბავშვი მანქანით მგზავრობას მაინცა და მაინც ვერ იტანდა და ხშირად ჩრდებოდნენ.
ახალგორში დაახლოებით საათში ავედით. იქიდან კი ლარგვისამდე დაახოებით 20 კილომეტრია. ამ ოც კილომეტრსაც პატარა მანქანით გაივლით, არსად არ გაიჭედებით და არც უსაშველოდ დიდი ორმოებია, მაგრამ თუ შესაძლებლობა გექნათ ჯობია ორხიდიანით წახვიდეთ. უბრალოდ პატარა მანქანები ცოდოა.
ახალგორს ზემოთ ჯობია გზაზე საყიდლები აღარ დაიტოვოთ და ყველაფერი ან თბილისში, ან ახლაგორამდე ანდ ახალაგორში შეიძინოთ (პროდუქტი, პური, და ა. შ.).
ლარგვისში მღვდელები ამოსულან, როგორც იქაურებმა გივთხრეს, თუმცა ჩვენ არ გვინახავს. ჯერ-ჯერობით სახლი უქირავებიათ, მაგრამ, როგორც მივხვდი ლარგისის ტაძრის ხელახლა ამოქმედებას და მონასტრის დაფუძენბას გეგმავენ, რაც კარგია. სადაც კი მონასტერი გაიხსნა ყველგან სასიკეთოდ დაეტყო ტაძარსაც და საერთოდ გარემოს.
უკანა გზაზე ახლაგორის მუზეუმში შევიარეთ, რომელიც განთავსებლია ქსნის ერისთავების სასახლეში. იქვე, ახალგორში კიდევ ერთი ქსნის ერისთავების სასახლეა, ოღონ იქ რესტორანი "ერისთავებია"

საერთოდ, ქსნის ხეობაში საკმაოდ მნიშვნელოვანი ძეგლებია. ე. წ. გარდამავალი ხანისა წირქოლი, ყანჩაეთის კაბენი (ბოლო მიწისძვრისას ძალზე დაზიანდა) და ქსნის არმაზი (არ აგერიოთ მცხეთასათან არსებულ არმაზთან, არმაზისხევთან და არმაზციხესთან). გზა ახალგორიდან მიდის და შემდეგ შესაძლებელია სამთავისთან გასვლა. მანდ წასვლა მინდა, მაგრამ ალბათ გაზაფხულამდე მომიწევს გადადება.