Page 3 of 5

შემოდგომა რკონში

Posted: 07 ნოე 2006, 19:51
by mika
chuna
ბაბაიაგა თავს როგორ გრძნობს????? :)

შემოდგომა რკონში

Posted: 09 ნოე 2006, 00:22
by chuna
mika
გავრეცხე, გავაზიზინე და გადასარევად გრძნობს თავს! სამსახურის წინ გავაჩერე და ხალხი სამარშუტოებიდან მირეკავდა ეს რა ლამაზი გყოლიაო!

შემოდგომა რკონში

Posted: 09 ნოე 2006, 10:27
by alice
chuna
ხალხმა ის თუ იცის რო მაგარიც არის შენი "ბაბაიაგა"?! :wink:

შემოდგომა რკონში

Posted: 09 ნოე 2006, 14:05
by pauna
ძალიან მაგრები ხართ ხალხო....

მალადეც ჭუნას რომ თავისი მანქანით წავიდა რკონში... ფანი ვარ აწი colt-ის....

თან შემოდგომა ყოველთვის ლამაზია ტყეში....

ძლიან ლამაზი ფოტოებია....

შემოდგომა რკონში

Posted: 09 ნოე 2006, 14:40
by Archil
რკონში ვარ ნამყოფი, მართლაც ლამაზია.
ერთაწმინდაში სააკაძის შვილი, პაატა მარხია.

მიხარია თქვენც რომ ნახეთ.

ყოჩაღ ჭუნა, შენი მანქანის ფასმა კიდევ უფრო აიწია :)

შემოდგომა რკონში

Posted: 09 ნოე 2006, 14:44
by Gvalva
ხალხო, რა მაინტერესებს,

Image

ეს გზა სად გრძელდება შლაგბაუმის აწევის შემთხვევაში?

და უფრო ზუსტად, რკონიდან სამანქანე გზა გადადის სადმე?? ვთქვათ მანგლისში? :)

შემოდგომა რკონში

Posted: 09 ნოე 2006, 14:55
by lama
კი გადადის სამაჭალოს ხეოდიდან რომელიც შედის იმ მთის მარჯვენა მხრიდან სადაც რკონის ციხეა (მარჯვენა მხარეს ვგულისხმობ ფოტოდან გამომდინარე) მანდედან მანგლისშიც მოხვდები კაცი და წალკაშიც ოღონდ ჭუნას მანქანით ვერა:)

შემოდგომა რკონში

Posted: 09 ნოე 2006, 16:26
by Kakha
Gvalva
გზა იკვშიც მიდის როგორც მოგწერე.

საერთოდ რკონი გზაზე იყო აშენებული, როგორ უცნაურადაც არ უნდა მოგეჩვენოს მონსატრისათვის. ის ხიდი რომ ნახეთ საქარავნო გზას ემსახურებოდა. როგორც ლამა წერს გზა ბაღაუშების სამფლობელოებისკენ მიდიდოდა და კლდეკარით თრიალეთში გადადიოდა. ასევე მანგლისშიაც შეიძლება მოხვედრა. ძაან მინდა ოდესმე მანგლისიდან რკონიში ან კავთისხევში გადასვალა. მანგლისიდან იმიტომ რომ უფრო მეტი დაღმართია, ანდა კლდეკარიდან იგივე მიზეზით :wink:

შემოდგომა რკონში

Posted: 09 ნოე 2006, 17:03
by Archil
როდისმე ფეხით ხომ არ გაგვევლო ეგ გზა? როცა დათბება

შემოდგომა რკონში

Posted: 09 ნოე 2006, 20:32
by Gvalva
Kakha

ხიდი ისეთი სიგანის არის, ალბათ ეტლი გადაივლიდა მარა ასეთი რატომ ააშენეს? ქვეშ რამეს უნდა გაევლო? ცხენიან ეკიპაჟს ვგულისხმობ თორემ იალქნიანი გემები რომ არ ივლიდნენ მანდ ვხვდები... :D, მარტო სილამიზისთვისაც არა მგონია... :roll:

შემოდგომა რკონში

Posted: 09 ნოე 2006, 21:08
by gobe
ხიდდთან დაკავშირებით თამართანაც შეიძლება დაკავშირება, თუმცა ჯერ არ მცალია. რამოდენიმე ათეულ წელიწადში კი ბატონო. ოღონდ, როგორც ვიცი, მანამდე კარგად უნდა მოვიქცე.

შემოდგომა რკონში

Posted: 10 ნოე 2006, 00:03
by Druides
უჩემოდ დადიხართ არა:)მარLა ლამაზია ნოსტალგიიის ცრემლები მომაწვა :( :(

შემოდგომა რკონში

Posted: 10 ნოე 2006, 01:14
by Nika
Gvalva
ქვეშ რამეს უნდა გაევლო?
საკმაოდ მარტივი პასუხია. მაგ ხირი აწეული რო არ იყოს ბანალურად მდინარეში ჩაინგრევა :D. ნუ არქიტექტურის ამბებია რა ეგ.

შემოდგომა რკონში

Posted: 10 ნოე 2006, 10:01
by Kakha
Gvalva
ისეთი ხიდი, როგორიც რკონშია საქართველოში კიდევ რამდენიმეა დაახლოებით მაგ პერიოდის. ახლა რაშია საქმე ყველა ეს ხიდი ერთმალიანი კამარებია ანუ თარებია, რადგანაც ეს ერთ-ერთი ყველაზე მყარი კონსტურქციაა და ამიტომაც ზოგიერმა მოაღწია ჩვენს დრომდე. ნიკა მართალია მიზეზი საამშენებლო მექანიკა (საინჟინრო საქმეა) და მეტი არაფერი.

შემოდგომა რკონში

Posted: 10 ნოე 2006, 13:05
by Nika
Kakha
ხო აი ეს სიტყვა თაღი ვერ გავიხსენე რა :oops:
Свод
- – пространственная конструкция, перекрытие или покрытие сооружений, имеющие геометрическую форму, образованную выпуклой криволинейной поверхностью. Под нагрузкой свод, подобно арке, работает преимущественно на сжатие, передавая на опоры вертикальные усилия, а также во многих типах свода горизонтальные (распор).
ნახაზი ვერ ვნახე სამწუხაროდ.