ხევსურეთი - საქველმოქმედო N2

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
ხევსურეთი - საქველმოქმედო N2

Post by Gvalva » 22 ოქტ 2006, 23:22

კაი ხალხი ხართ ყველანი! გაიხარეთ!

ფოტოები დადეთ რაა, მე აპარატი არ მქონდა და მინდა იმ ფერების ნახვა კიდევ

User avatar
gobe
მზიან ქვეყნის იეტი
Posts: 2146
Joined: 23 ივნ 2006, 11:30
Contact:
ხევსურეთი - საქველმოქმედო N2

Post by gobe » 23 ოქტ 2006, 01:31

მოგესალმებით კარ(ა)ველებო! გაიხარეთ!!!
ბოდიშს ვიხდი, რომ მოთხოვნილ ფოტო მასალას დაგვიანებით ვათავსებ. ცოტა ხანია რაც სახლში მოვედი.

სანამ კადრების ჩვენებაზე გადავალთ, ადმინ, ერთი რამის თქმა მინდა. შეიძლება? ჰოდა, მაშინ გაიხარეთ შენ, ნიკამ და მიშამ.

მაშ ასე, მთავარ როლებში:

ადმინი (ჩემი სიტყვა აღსრულდა - ადმინმა გაიხარა)
Image

ნივა 1 და ნივა 2-ის კაპიტნები ცალცალკე...
ნიკა
Image

მიშა
Image

და ერთად
Image

როლებში:
არჩილი +-ით (+ = ლინა)
Image

მაია
Image

გობეს + (+ = ანა)
Image

Zura N. და გობე (მარჯვნიდან მარცხნივ)
Image

გაგრძელება იქნება

User avatar
gobe
მზიან ქვეყნის იეტი
Posts: 2146
Joined: 23 ივნ 2006, 11:30
Contact:
ხევსურეთი - საქველმოქმედო N2

Post by gobe » 23 ოქტ 2006, 02:31

მაშ დავიწყოთ თბილისიდან.
რამეთუ ადმინმა ინფორმაცია საკმაოდ ვრცლად მოგაწოდათ, მე დავდებ მხოლოდ ფოტომასალას ალაგ-ალაგ კომენტარებით. ზოგიერთი ფოტოსურათის დაბალი ხარისხისათვის ბოდიშს ვიხდი. ისე კი, ამინდმაც ვერ შეგვიწყო მთლად ხელი...

თუმცა იმედი მაქვს რომ სხვების ფოტოებსაც ვიხილავთ და სიამოვნებას გავიხანგრძლივებთ.

თბილისი. 06:00
"მიშა, ამ ჩანთას შენთან ჩავდებ რა? ჩემს მანქანაში გობე ჩაჯდა და თავისუფალი ადგილი აღარ დარჩა."
Image

"ვააა, გალსტუკით? აუუუ, არ შემიძლია..."
Image

ბარისახო. 08:30
ნივა 1-ის კაპიტანი უანგარო დახმარებას უწევს ნივა 2-ის კაპიტანს
Image

დავტოვეთ ბარისახო და ნელნელა გარშემო ყველაფერმა გაფერადება დაიწყო. ადმინი სწუხდა რომ თან არ ჰქონდა აპარატი (ჰაერის გამოსაცვლელად უცხოეთში ჰგონია გაგზავნილი), მაგრამ გამოსავალი ყოველთვის არსებობს.

რა დროს ჯომოლუნგმა არის,
და ან რა დროს არარატი?!
გვალვა ფერებს მოეფერა
გობეს fრენდლი აპარატით.
ზოგიც გობემ გადაიღო,
ზოგიც ანამ - გობეს ლინკმა.
მეგობრობაც ამას ჰქვია -
გაამართლა შეარინგმა.

ფერები, ფერები და კვლავ ფერები...
Image

Image

Image

Image

Image

ხედი უღელტეხილიდან. 10:07
Image

Image

ჯერ-ჯერობით ეს არის.
გაგრძელება იქნება

User avatar
zura N.
იეტი
Posts: 2483
Joined: 16 მარ 2006, 02:17
Location: არხოტი
ხევსურეთი - საქველმოქმედო N2

Post by zura N. » 23 ოქტ 2006, 02:45

gobe
გაიხარე გობე! შესანიშნავი დასაწყისია! ასე გააგრძელე!
მე კი მანამდე ერთ ლექსს დავდებ. :wink:

ხევსურეთს ფერნის მნახველნი,
თვალნი ვეღარა ძღებოდნენ,
გული დარჩენას ლამობდა,
დამტოვეთ სად მიგყევართო?!
განა არსებობს ამ ქვეყნად,
ადგილი უკეთესიო?
ტყენი მოსილნი ათასფრად,
დამაბრმავებნი თვალისა,
მწვერვალნი დათოვლილებნი,
ჯერ არ ნახულნი კაცისა.
მთიდან მწვერვალნი მოკითხვას,
უთვლიდნენ დაბლა ხევსაო,
ხევი კი ჩქარი ჩქერებით,
მთასა აძლევდა ბანსაო.
ეფერებოდნენ ერთმანეთს,
ჰკითხავდნენ ავსა და კარგსა,
ნისლებს ატანდნენ წერილიბს,
ერთურთის მოკითხვისასა.
ხევმა მთას უთხრა ძმობილო,
ფერი მაკლია თეთრიო,
და მთამაც გამოუგზავნა,
ციდან ფაფუკი თოვლიო.
მათი საუბრის მხილველი,
ეხლაც ვიარი მთვრალია,
ცხადი იყო თუ სიზმარი,
ჯერაც ვერ გამირკვევია.
ალბათ ოცნება თუ იყო,
დანასიზმრები ძილშია,
და მერე ცხადად ამხდარი,
ხევსურეთს, მიღმა ხევშია.
/ზურა ნ./
bisnashi bolavs grubeli,
caze ciskari krtebisa...
seni mchirs ganukurneli,
trpoba arxvatis mtebisa...

User avatar
gobe
მზიან ქვეყნის იეტი
Posts: 2146
Joined: 23 ივნ 2006, 11:30
Contact:
ხევსურეთი - საქველმოქმედო N2

Post by gobe » 23 ოქტ 2006, 03:18

zura N.,
გაიხარე!!! გატყობ თბილისში ვერ ისვენებ (დასვენებას კი არა, მოსვენებას ვგულისხმობ) და მომავალ წელს თუ ხევსურეთში მოვხვდით, დარდი ნუ გაქვს, დაგტოვებთ იქ რამოდენიმე თვით :wink: .


დანარჩენ ფოტოებს გადავარჩევ და შეძლებისდაგვარად მოვათავსებ დღეს. დღისით თუ ვერ მოვახერხებ, საღამოც ჩვენი არ არის?

წავედი აბა, ძილის დრო მომივიდა.

აბა ჰე!

(გულში ვფიქრობ: ასე მოკლედ იმიტომ ჯობია ვუთხრა, რომ სანამ "ღამე მშვიდობისა, ტკბილ სიზმრებს გისურვებ, მშვიდობიანი ღამე გქონოდეს, ტკბილად იძინე"-ს ვეტყვი, გათენდება კიდეც და დაიწყე ეხლა კიდევ: "დილა მშვიდობისა, გუტენ მორგენ, ბონ მატინ, ბუონ ჯორნო, გუდ მორნინგ, ბუენას დიას, დობროე უტრო........)
მაგრამ ამდენ ფიქრს არ ჯობდა დავწოლილიყავი ბარემ? არა რა, მაინც რა ხალხი ვართ ეს ქართველები...

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
ხევსურეთი - საქველმოქმედო N2

Post by Archil » 23 ოქტ 2006, 13:34

ინტერნეტთან შეზღუდვა მაქვს. ჩამოტვირთეთ არქივი და დადეთ, ვისაც ინტერნეტი ოხრად გაქვთ. აბა თქვენს იმედად ვარ. ტექსტებს ნელ-ნელა მოგაწვდით.

ჩამოსაქაჩი

http://dade.ge/?code=11616208447OC66UUVKD

წასაშლელი

ამჯერად უკვე აღარ დავდებ :)
Last edited by Archil on 23 ოქტ 2006, 16:19, edited 1 time in total.
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
gobe
მზიან ქვეყნის იეტი
Posts: 2146
Joined: 23 ივნ 2006, 11:30
Contact:
ხევსურეთი - საქველმოქმედო N2

Post by gobe » 23 ოქტ 2006, 14:54

Archil,
ცოტა ხნის წინ ვცადე გადმოწერა და გამომიტანა შეტყობინება: წაშლილია მომხმარებლის მიერო. ეგ არაფერი, მთავარია მეხსიერება არ დააფორმატირო. კაი რა, რა დაგემართა? საწყენი აშკარად არაფერი მითქვამს :wink:


მოგესალმებით, კარ(ა)ველებო!
ვაგრძელებ.

ესეც მუცო
Image

Image

Image


ზურა დაიაურის სახლი
Image

სახლში არავინ იყო. ზურასთვის განკუთვნილი ტომარა იქვე ფქვილის ტომრებთან დავდეთ
Image

გავუდექით არდოტისაკენ მიმავალ გზას.
Gvalva wrote: ... ერთ ადგილას გზა მორებით იყო გადახერგილი, გავჩედით, ამ დროს ზემოდან ერთი მორი კიდევ ჩამოსრიალდა, გავაგებინეთ ხალხი ვართ აქო და...
Image
Gvalva wrote: ...ამ მორის ფრენის სისწრაფით ზემოდან ჭაღარა კაცი ჩამოფრინდა, გვითხრა ღვთისო ვარ, ხევისბერიო, ადრე რომ ბახაოში ალუდას ოჯახისთვის დავტოვეთ ტვირთი, ამის სახლთან დავტოვეთ...
Image


არდოტი
Image

მძღოლებმა ბარგის გადმოლაგება დაიწყეს, მგზავრებმა ფულის გადათვლა, ოღონდ არა მძღოლებისათვის, არამედ შორენა ზვიადაურისთვის
Image

"კარგი რა არჩილ, დროზე გადათვალე რა... ტოჟე მნე Ñ„ინანსისტ!"
Image

ხედი ნიკოს სახლისაკენ მიმავალი ბილიკიდან
Image

ნიკო არდოტელის სახლისაკენ განსატვირთად მიმავალი დატვირთულები
Image

Image

ნიკო და...
Image

მისი ოჯახის წევრები: მეუღლე მარიამი და შვილები, მარცხნიდან მარჯვნივ - თაია, ლევანი და გიორგი
Image

ნიკომ - დარჩით სად მიდიხართ, ხბოს დავკლავო. გვეჩქარებოდა. დიდი მადლობებით დავემშვიდობეთ ორივე მხარის წარმომადგენლები ერთმანეთს და დავეშვით მანქანებისკენ. მერე კი, როგორც ადმინმა ახსენა, ნიკოს ბავშვებმა ყველის უშველებელი თავი ჩამოგვირბენინეს - არ გაგვასწრონო. არც ჩვენები დარჩენილან ვალში - ბავშვებს კანფეტები, შოკოლადები და "პეჩენიები" დაურიგეს.
ჩავსხედით მანქანებში და დავიძარით დათვიჯვრის უღელტეხილის მიმართულებით.

გაგრძელება იქნება
Last edited by gobe on 23 ოქტ 2006, 18:43, edited 1 time in total.

User avatar
Mao
იეტი
Posts: 1644
Joined: 24 მაი 2005, 20:36
ხევსურეთი - საქველმოქმედო N2

Post by Mao » 23 ოქტ 2006, 15:38

magrebi xart!
together on the top!!

User avatar
gobe
მზიან ქვეყნის იეტი
Posts: 2146
Joined: 23 ივნ 2006, 11:30
Contact:
ხევსურეთი - საქველმოქმედო N2

Post by gobe » 23 ოქტ 2006, 15:52

Mao,
გაიხარე!!!

არასწორია: მაგრები ხართ!
სწორია: თქვენთან ერთად! :)


გაგრძელება
არდოტი - დათვიჯვრის უღელტეხილი

ჯგუფის რამოდენიმე წევრს არ ჰქონდა ნანახი მუცო და შატილი, მაგრამ, სამწუხაროდ უამინდობისა და დროის სიმცირის გამო, ვერცერთის დათვალიერება ვერ მოხერხდა.
ეგ არაფერი - სხვა დროს იყოს :!:

ესეც კისტანი
Image


ესეც დათვიჯვრის უღელტეხილი (2676 მ)

სუფრა იშლება
Image

მახსოვს ეს კაცი ნაბეღლავზე და წნევაზე საუბრობდა
Image

ადმინმა ჯგუფს თავისი იდეა გაანდო: ეს ყველი დავჭრად 10 ტოლ ნაწილად, 1 ეხლა სუფრისთვის და დანარჩენი 9 ნაჭერი კიდევ ყველას შეგვხვდებაო. ო, რა მწარედ ვინანე, რატომ შვილებიც არ წამოვიყვანე-მეთქი.

ადმინი ჭრის ყველს. ყველის დაჭრას მაიას დანა - ე.წ. "ბაბოჩკა" (ანუ "ბებია გარდაიცვალა") ემსხვერპლა. დაჭრა გაგრძელდა უშველებელი დანით.
Image

იმის გათვალისწინებით, რომ უღელტეხილზე უნდა გავჩერებულიყავით საჭმელად და შეგვცივდებოდა, ადმინს წამოღებული ჰქონდა 1ლ ჭაჭა. გარდა ამისა, ჯგუფის თითოეულ წევრს დაურიგდა ეროვნული წამალი "წიtს2".

Image

"ვაჰ, როგორ გვშიებია..."
Image

წარმოთქმულ იქნა (და არა მხოლოდ წარმოთქმულ...) ამ ადგილისათვის ტრადიციული რამოდენიმე სადღეგრძელო. განსხვავებული სადღეგრძელოც ითქვა - კერძოდ იმ დღეს (21 ოქტომბერს) დაბადებულების: lashas კარაველის და ორი არაკარაველის - gobe-ს სიდედრის და ცოლის დის.
Image

და სუფრის ბოლოს, როგორც ილია კარაველი იტყოდა, ე.წ. "გრუპავუხა"
Image

დავიძარით ბარისახოს მიმართულებით.

არ იფიქროთ რომ ჩეპე-ს ჰქონდა ადგილი.
Image

ეს იყო ელემენტარულად ნივა 1-ის კაპიტნის წინდახედული მოქმედება. შემოწმებამ ცხადყო, რომ ყველაფერი წესრიგში იყო.


და კვლავ ფერები... ფერები... ფერები.......
Image

Image

ბარისახოში შევიარეთ და ზეპირი შეტყობინება დავტოვეთ, რომელიც იუწყებოდა, რომ მშვიდობით დავბრუნდით.

და დავიძარით თბილისისკენ.

ესეც იმ დღეს ბოლო ფოტოები.
ნივა 2. ტრენინგები საბურავის ბერვაში
Image

Image

Image

ესეც ასე.
აბა ჰე. ეხლა თქვენი დროა, დიდხანს გელოდი-ით... :wink:
Last edited by gobe on 24 ოქტ 2006, 16:22, edited 2 times in total.

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
ხევსურეთი - საქველმოქმედო N2

Post by Gvalva » 23 ოქტ 2006, 16:17

აუ რა კაი იყო ფოტოებიც და ლექსებიც.

ერთი შესწორება მაქვს მხოლოდ:

შეცდომაა: ადმინს წამოღებული ჰქონდა 1ლ ჭაჭა.
სწორეა: ჭუნამ ადმინს გამოატანა 1ლ ჭაჭა :)

კიდევ ველოდები, ფოტოებსაც და ლექსებსაც :)

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
ხევსურეთი - საქველმოქმედო N2

Post by Archil » 23 ოქტ 2006, 16:17

ყველი ადმინმა ვერ დაჭრა... ეგრე ჩამიყარეთ ხომ წვალება წყალში :)
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
caucasica
იეტი
Posts: 1238
Joined: 02 ივნ 2006, 22:11
Contact:
ხევსურეთი - საქველმოქმედო N2

Post by caucasica » 23 ოქტ 2006, 16:25

ჯადოსნური ფერებია...ალბათ თქვენც ჯადოსნურ სამყაროში იყავით არა?... :D

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
ხევსურეთი - საქველმოქმედო N2

Post by Gvalva » 23 ოქტ 2006, 16:28

ა, კიდევ იცით რისი მოყოლა დაგვავიწყდა?? :)

მუცოში ხალხი ხომ ბევრი იყო, კვამლი ხომ ამოდიოდა სახლებიდან, სარეცხიც ხომ იყო გაფენილი და ქათმებიც ბლომად დარბოდნენ ჩვენი მანქანის წინ... :oops: :oops:

გამგები გაიგებს.

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
ხევსურეთი - საქველმოქმედო N2

Post by Archil » 23 ოქტ 2006, 16:28

caucasica
მაგარი იყო.... ვითომ არ იცი თავად :) ვინ იყო მაქეთ 6-ჯერ თუ მეტჯერ...
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
Nika
იეტი
Posts: 5044
Joined: 30 მარ 2005, 11:04
Location: თბილისი
Contact:
ხევსურეთი - საქველმოქმედო N2

Post by Nika » 23 ოქტ 2006, 16:28

ახლა ვიწერ არჩილის ფოტოებს. დღეს მგონი სახლში ინეტი უკვე უნდა მქონდეს და ჩემებსაც დავდებ.
Dzuar-Zenji-Barzond
http://www.vardzelashvili.com

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]