Page 1 of 6

ხევსურეთი - საქველმოქმედო N2

Posted: 21 ოქტ 2006, 21:09
by Gvalva
მეორე გასვლა ხევსურეთში ასე იგეგმებოდა

დილას 5.30-ზე დავიწყეთ შეკრება და ეხლა ჩამოვედით, არც მოველოდი თუ ასეთი უპრობლემო მგზავრობა გვექნებოდა!!

დიდი მადლობა ჩვენს მანქანიან ბიჭებს რომ ყველაფერი ამის გაკეთების საშუალება მოგვცეს!!

არდოტში ჩავედით და ნიკო არდოტელის ოჯახში დავტოვეთ ყველაფერი

დეტალებს და ფოტოებს კიდევ დავწერთ...

ხევსურეთი - საქველმოქმედო N2

Posted: 21 ოქტ 2006, 21:22
by tekla
Gvalva

თქვენს ჩამოსვლას და ჩვენს დახვედრას გაუმარჯოს :)

ხევსურეთი - საქველმოქმედო N2

Posted: 21 ოქტ 2006, 21:24
by gobe
დიდი მადლობა, ჩვენო ძვირფასო კარაველებო და არაკარაველებო იმ გულშემატკივრობის, თანადგომისა და გული-და-სულისათვის, რაც კი თქვენ ჩადეთ ამ აქციის განხორციელებაში. მაშ გაიხარეთ!!! დიიიდი მადლობა. დავისვენებთ და ხვალიდან ხაზზე გამოვალთ. :)

ხევსურეთი - საქველმოქმედო N2

Posted: 21 ოქტ 2006, 21:27
by ilia
ვააააა, უჟე? ეტო ნადო ოტმეტიტ :!:

ხევსურეთი - საქველმოქმედო N2

Posted: 21 ოქტ 2006, 22:08
by gobe
ilia,
სიით მწვადის ჯერია, არა?

ხევსურეთი - საქველმოქმედო N2

Posted: 21 ოქტ 2006, 22:18
by Nika
მოკლედ განგებას ასე უნდოდა რომ ერთდღიანში წავსულვიყავით. უკანა გზაზე პერევალზე სერიოზულად თოვდა და სავარაუდოდ ხვალ იქიდან ვერ გადმოვიდოდა უკვე მანქანები ეგრე თუ გააგრძელებდა.

P.S. სახლში ინტერნეტი გათიშული დამხვდა ახლა წინა საუკუნის მეთოდით შემოვედი და ალბათ ორშაბათამდე არ გამოვჩნდები.

ხევსურეთი - საქველმოქმედო N2

Posted: 21 ოქტ 2006, 23:43
by Bocho
თქვენს ჩამოსვლას და ჩვენს დახვედრას გაუმარჯოს. ავაწიოკე არჩილის ტელეფონი. არ მპასუხობდა. ეგ არაფერი, მთავარია აქ ხართ :P :P :P

ხევსურეთი - საქველმოქმედო N2

Posted: 22 ოქტ 2006, 12:04
by zura N.
აბა კარაველებო ჩვენს ჩამოსვლას და თქვენს დახვედრას გაუმარჯოს!
დიდი მადლობა ყველას ყველაფრისთვის, ვინც კი რაიმე წვლილი შეიტანა ამ კეთილ საქმეში, თუნდაც გულშემატკივრობით.
მინდა გითხრათ რომ ყველაფერი ულამაზესი იყო ძალიან, მე ასეთი ფერები ჯერ არ მინახავს! :D
ეს ლექსი ხევსური კაცის დაწერილია:

ნაავ, გიარის, შეჰარებ,
ევსურეთს ატად ნაატსა!
ატში ემვივან იარებს,
ალი იცოვრებს მატსა!
ანი ვერ დარავს სასოვარს,
ირჩლას ნამარი ანჯალით.
ფეით დაფარცავ ცოვრებას,
ნაბაუსევზე ანალით.
ალუს მარზე ირიმი,
ევში ჯივების აროცი.
ჭეროში ლინი, არარი;
ატობას ცვრები ნაოცი.
უცესი; ცოველის სისლი,
ელადა ვერცლიანები;
ეცური ტუნვით მოგიბლავს,
კალმაალიანები.
ოთით ნავითქი ცენები,
ედარს ფარ-მალი ელზედა.
ავიწი, აბიძგინები,
ორცის შიშინი ცეცლზედა.
ონჩას ცელ-ცელი ინკალი.
ვთისო, ჩალა და ჯურაო,
მაისენებენ ძელიმანს.
აფაზეთს გამა მუაო.
ოვრება ორავს ოერი,
ევსურეთს გადანაიდი.
ელით ნაევი სიცოცლე,
ან-პატარა და ან-დიდი.
ნაავ, გიარის, შეჰარებ!
ევსურეთს ატად ნაატსა!
ნაავ, გიარის, შესძაებ!
ევსურეთს ვთისა ნაატსა!
/ ლადო ჭინჭარაული /

ძალიან მაგარი ლექსია! :!:


P.S. ამ ლექსის შემდეგ ისევ (ხ)ინკალი მომინდა. :D :D :lol:

ხევსურეთი - საქველმოქმედო N2

Posted: 22 ოქტ 2006, 13:23
by Gvalva
შთაბეჭდილებები:

ხევსურეთი ფერადი იყო, სიმართლე გითხრათ მეგონა რომ ფოთოლი აღარაფერს ექნებოდა, ქონდა, და თანაც სხვადასხვა ფერი.

შატილში არ ავსულვართ, არც მუცო დაგვითვალიერებია, პირდაპირ არდოტში მივდიოდით. შატილს გაცდენილებს იმდენი ხალხი შეგვხვდა გზაზე, ისეთი სახლებიდან ამოდიოდა კვამლი, გაგვიჩნდა განცდა რომ ხევსურეთი ჯერ სულ არ დაცარიელებულა.

ზურა დაიაურთან დავტოვეთ ერთი ტომარა, რაც მისთვის გვქონდა გამზადებული, თვითონ ზურა და ვერც ზეზვა ვერ ვნახეთ.

დანარჩენი წავიღეთ არდოტში. ერთ ადგილას გზა მორებით იყო გადახერგილი, გავჩედით, ამ დროს ზემოდან ერთი მორი კიდევ ჩამოსრიალდა, გავაგებინეთ ხალხი ვართ აქო და ამ მორის ფრენის სისწრაფით ზემოდან ჭაღარა კაცი ჩამოფრინდა, გვითხრა ღვთისო ვარ, ხევისბერიო, ადრე რომ ბახაოში ალუდას ოჯახისთვის დავტოვეთ ტვირთი, ამის სახლთან დავტოვეთ, გაეხარდა რომ გაიგო ისინი ვიყავით და ძალიან დარდიანად მკითხა, ნინო როგორ არისო... ვინ ნინო ვერ მივხვდით, ჩვენთან ერთად რომ იყვნენ ალბათ იმათგანი მოიკითხა ვინმეო ვიფიქრეთ... არადა აშკარად წუხდა ნინოზე, ერთი ისიც გავიფიქრე ნინო ბურჯანაძე ხომ არ ადარდებს-მეთქი...

არდოტში სანამ ტვირთს ავიტანდით გავარკვიეთ რომ ერთ-ერთი მანქანა ბენზინის ფულს არ გვართმევდა, სწორედ მის მანქანაში 4 მგზავრი იჯდა, ჩვენ გზის ფულად 20 ლარს ვვარაუდობდით და ეს 80 ლარი შორენასთვის გადასაცემ თანხას დავამატეთ და მშვენიერი რიცხვი 400 ლარი გამოვიდა.
ა, ხო, ჭუნას გამოტანებული, 8 ცალი 2 ლიტრიანი ნავთით გავავსეთ, ამაში 24 ლარი დაგვეხარჯა.

გავინაწილეთ ტომრები და ნავთი, ზუსტად გამოვიდა 9 ადამიანზე, და დავადექით ნიკო არდოტელის სახლისკენ მიმავალ ბილიკს... რატო ცხოვრობენ ეს ხალხი ასე მაღლა, დღეს დილას ორივე ხელი მტკიოდა 8 ლიტრი ნავთის ტარებისგან...მისაყვედურეს მძღოლებმა სამანქანე გზა ახლოს მიდიოდა მეორე მხრიდანო :(

შეიძლება ითქვას რომ გაუკვირდათ ამდენი რამის მიტანა, როგორც გვეტყვით ისე გავანაწილებთო, შორენას ქმარი ალუდა, ნიკოს ბიძაშვილი ყოფილა და მანაც მადლობები გვიხადა, ეს ჩემი ტვირთის შემსუბუქებაც არის, მე რაც უნდა გამეკეთებინა ამ ოჯახისთვის, თქვენ დამეხმარეთ ამის გაკეთებაშიო...
ძალიან შეწუხდნენ რომ ვჩქარობდით და ვერ გავჩერდით დიდხანს...
ძირს რომ ჩამოვედით, დავინახეთ ზემოდან ნიკოს ბავშვები მორბოდნენ, რაღაც მოქონდათ აშკარად თავის ასაკისთვის მძიმე... ერთი დიდი თავი ყველი გამოეტანებინათ და ჩქარობდნენ არ გაგვასწრონო... ბედად აჩიკო და მისი პლიუსი ხელი-ხელ ჩაკიდებული სასეირნოდ იყვნენ და შევყოვნდით... ბავშვებს ხილი, პეჩენიები და შოკოლადები გავატანეთ და დავემშვიდობეთ... ეხლა ვნანობ, მანქანით უნდა გაგვეკატავებინა ცოტა :(, ვერ მოვიფიქრეთ...

ჩვენ მხარეს არავინ არ პატრონობსო, ვერტმფრენი თუ მოფრინდება, მარტო შატილში ჯდება, ბავშვი რომ ცუდად მყავდეს, შატილამდე როგორ მივიყვანოო, რამე რომ გვიჭირს ხან ამინდი არ არის, ხან რა და დროზე მშველელი ვერ მოდისო... ეს ზამთარიც და გაიკრიფება ხალხი ალბათ აქედანო, ბევრს უკვე ნანახი აქვს ბარში სახლი, რომელიც უნდა იყიდოს და მომავალ წელს გადაბარგდებიანო...

ორ საათში თოვა დაიწყებაო, ნიკომ, ოთხ საათში ისე ჩამოთოვს, გზები ჩაიკეტება ალბათო... ისე გამოვქანდით არსად გავჩერებულვართ, ორ საათში უღელტეხილზე ვიყავით, გავჩერდით შესაჭმელად და ბარდნაც დაიწყო... რა თქმა უნდა ამ მხარის სადღეგრძელოს ვსვამდით და ვამბობდით, არავითარი accuweather, ამ მხრის ხალხმა ყველაზე კარგად იციან ამინდის ცნობაო... ჩაიკეტა თუ არა 4 საათში გზა არ ვიცით, ჩვენ გამოვასწარით...

ხევსურეთი - საქველმოქმედო N2

Posted: 22 ოქტ 2006, 14:54
by caucasicas_da
ძალიან მიხარია მშვიდობით რომ დაბრუნდით, ველი გულმოდგინებით სურათებს :) :wink:

ხევსურეთი - საქველმოქმედო N2

Posted: 22 ოქტ 2006, 15:36
by guruli
Gvalva
რა კარგია, რომ დაბრუნდით, ადმინ! აწი კერიასაც მიხედავთ და ჩვენც თამამად წავალთ სახაშეში, აღარც ძაძები დაგვჭირდება და აღარც - შავი ლენტი, არც - წითელი მიხაკი და წუთიერი დუმილი საახალწლოდ, სახაშეშიც ერთად ვივლით, სახინკლეშიც, სამწვადეშიც და ლაშქრობაშიც. და საერთოდაც - ჩვენ ისევ ერთი გუნდი ვართ:!: გოუმარჯოს კარავს!!!

ხევსურეთი - საქველმოქმედო N2

Posted: 22 ოქტ 2006, 15:36
by ilia
gobe
არა, ეხლა ხარჩოს ჯერია.

Gvalva
ნინო ვინაა ვერ გავიგე

ხევსურეთი - საქველმოქმედო N2

Posted: 22 ოქტ 2006, 16:17
by Kakha
მაგრები ხართ. მეც მაგრათ მინდოდა წამოსვლა, მაგრამ როგორც ადრევე დავწერე პარასკევს მივლინებაში გამიშვეს თბილისიდან 3000 კმ-ის დაშორებით. ჰოდა გავმაზე მან წამოსვლა აბა რა ვქენი. ისე რომ დავბრუნდები ხინკალზედაც წამოვალ და ხარჩოზეც!

მოკლეთ იქითა შაბათ-კივრას თქვენ ვარ!

შეხვედრამდე :wink:

ხევსურეთი - საქველმოქმედო N2

Posted: 22 ოქტ 2006, 23:20
by caucasica
ხალხო დიდი მადლობა, ასეთი კარგები, რომ ხართ !!!....მაგრები ხართ ძალიან....
ვინ ნინო ვერ მივხვდით
ნინო ლაღიძეზეა საუბარი (მე ასე ვფიქრობ :oops: ), ჩემი მეგობარია, ერთად დავდიოდით ხევსურეთში....ხვთისო კი ჩვენი უფროსი მეგობარია(ხევისბერია,და ძალიან პატივსაცემი და დაფასებული ადამიანია ხეობაში),საინტერესო ჩანაწერები გააკეთა ნინომ ხვთისოსგან....
Image
Image

ხევსურეთი - საქველმოქმედო N2

Posted: 22 ოქტ 2006, 23:22
by zura N.
ეჰეჰეეიიიიიიიიი....... ეჰეჰეეიიიიიიიიი, ხალხნოოოოოოოოო, არის აქ ვინმე? სად არის სურათები ხალხნოოოო. სად წახვედით გამეცით ხმა ვინმემ! :wink: :) :D