სამთავისი - კასპის აკლდამები
Posted: 08 ოქტ 2006, 19:52
დღეს ვიყავით სამთავისსა და კასპში. სამთავისში ვნახეთ იქ მიმდინარე გათხრები, ხოლო კასპში კი კასპის დასავლეთით მდებარე აკლდამები. ვიყავით მე, მჭრელი თვალი (ანუ თინათინი), ლუკა95, ელისო და ჩვენი შვედი მეგობრები, რომლებიც სულ სამი კვირს წინ ჩამოვიდნენ საქარველოში და ეს მათი პირველი გასვლა იყო თბილისს გარეთ. ამინდა მშვენიერი იყო. ახალი გზა კიდევ უკეთესი, მათალია ახალი გზა მხოლოდ აღაიანამდე მიდის, მაგრამ იქიდან იგოეთამდე ბევრი არაფერია დარჩენილი და ასე რომ მარტივად და სწრაფად ჩავედით.
სამთავისი ალბათ ყველას გინახავთ. იგი თვლება ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთ მწვერვალად. და მიუხედავად იმისა, რომ ყველას გინახავთ მაინც გულის გასახარად
სამთავისი

მთავარი რის გამოც გადავწყვიტე წასვლა იქ მიმდინარე გათხრებია, რომლის შედეგადაც ძველი ეკლესიის საძირკველი გამოჩნდა. მართალი გითხართ უამრავი პასუხგაუცემელი კითხვით დავბრუნდი. გათხრა იქ მართლაც ძნელია, რადგან მეთელი ტერიტორია გვიან ჩაშვებული სამარხებითაა დაზიანებული. თუმცა რაც ჩანს ესაა აბისდები და ორი წყვილი ბურჯი. ასევე კრიპტა. ამასთან კრიპტაში შესასვლელი გაჭრილია საკურთხევლიდან. საკურთხევლები თითქოს ნალისებური ფორმისაა, რაც მაარქაიზირებელ ნიშნად ითვლება და უმეტესად გამოყენებული ადრექრისტიანულ ტაძრებში.
აი ასე გამოიყურება გათხრები

ეს კი კრიპტაა ანუ საძვლე

ეს კი ერთ-ერთი გვიანდელი სამარხია, რომლის კედლათაც გამოყენებულია ადრექრისტიანული მოტივებიტ შემკული ქვა - დააკვირდით ჯვარ-როზეტის მარცხნივ ამოკაწრულია ირემი, რომელიც ასევე ქრისტიანული სიმბოლოა

კიდევ ერთხელ დასტკბით სამთავისით, ოღონდ სხვა მხრიდან

მერე წავედით კასპში.... ეს შემდეგ პოსტინგში იქნება