Page 1 of 1

სამთავისი - კასპის აკლდამები

Posted: 08 ოქტ 2006, 19:52
by Kakha
დღეს ვიყავით სამთავისსა და კასპში. სამთავისში ვნახეთ იქ მიმდინარე გათხრები, ხოლო კასპში კი კასპის დასავლეთით მდებარე აკლდამები. ვიყავით მე, მჭრელი თვალი (ანუ თინათინი), ლუკა95, ელისო და ჩვენი შვედი მეგობრები, რომლებიც სულ სამი კვირს წინ ჩამოვიდნენ საქარველოში და ეს მათი პირველი გასვლა იყო თბილისს გარეთ. ამინდა მშვენიერი იყო. ახალი გზა კიდევ უკეთესი, მათალია ახალი გზა მხოლოდ აღაიანამდე მიდის, მაგრამ იქიდან იგოეთამდე ბევრი არაფერია დარჩენილი და ასე რომ მარტივად და სწრაფად ჩავედით.

სამთავისი ალბათ ყველას გინახავთ. იგი თვლება ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთ მწვერვალად. და მიუხედავად იმისა, რომ ყველას გინახავთ მაინც გულის გასახარად

სამთავისი
Image

მთავარი რის გამოც გადავწყვიტე წასვლა იქ მიმდინარე გათხრებია, რომლის შედეგადაც ძველი ეკლესიის საძირკველი გამოჩნდა. მართალი გითხართ უამრავი პასუხგაუცემელი კითხვით დავბრუნდი. გათხრა იქ მართლაც ძნელია, რადგან მეთელი ტერიტორია გვიან ჩაშვებული სამარხებითაა დაზიანებული. თუმცა რაც ჩანს ესაა აბისდები და ორი წყვილი ბურჯი. ასევე კრიპტა. ამასთან კრიპტაში შესასვლელი გაჭრილია საკურთხევლიდან. საკურთხევლები თითქოს ნალისებური ფორმისაა, რაც მაარქაიზირებელ ნიშნად ითვლება და უმეტესად გამოყენებული ადრექრისტიანულ ტაძრებში.

აი ასე გამოიყურება გათხრები
Image

ეს კი კრიპტაა ანუ საძვლე
Image

ეს კი ერთ-ერთი გვიანდელი სამარხია, რომლის კედლათაც გამოყენებულია ადრექრისტიანული მოტივებიტ შემკული ქვა - დააკვირდით ჯვარ-როზეტის მარცხნივ ამოკაწრულია ირემი, რომელიც ასევე ქრისტიანული სიმბოლოა
Image

კიდევ ერთხელ დასტკბით სამთავისით, ოღონდ სხვა მხრიდან
Image

მერე წავედით კასპში.... ეს შემდეგ პოსტინგში იქნება

სამთავისი - კასპის აკლდამები

Posted: 08 ოქტ 2006, 20:13
by Kakha
შემდეგ წავდით კასპში. კასპს როგორც კი გაცდებით სოფელ მეტეხის მიმართულებით ერთი დიდი ველია, რომლის ჩრდილოეთ კიდეზე გვიშაქვის ქედია. აი ამ ქვიშაქვის ერთ-ერთ ნაწილში გამოკვეთილია აკლდამები, რომლებიც გზიდანვე ჩანს. მათ რომ მიუდგეთ უნდა კასპის შემდეგ მარჯვნივ, ჩრდილოეთისკენ უნდა აუხვიოთ და მერე გრუნტის გაზას გაყვეთ ქედის ძირას

აი აკლდამებიც
Image

ეს ცოტა ახლოდან
Image

ეს კი ხედია კასპისკენ - ქართული ინდუსტირა მუშაობს
Image

ესეც "ექსკურსანტების" ნაწილი
Image

იქვე შორიახლოს კიდევ ერთი აკლადმების კომპლექსია, მაგრამ გაცილებით ცუდათ შემონახული
Image

და რაც მთავარია აკლდამაბის ძირში დაიდო კეში. კეშის დადებაში აქტიურად მონაწილეობდნენ მჭრელი თვალი (თინათინი) და ლუვე, რომელიც 2,5 წლისაა და მიუხედავად იმისა რომ მხოლოდ შვედურათ ლაპარაკობს ცდილობს რომ არაფერს გამოაკლდეს
Image

კიდევ ერთხელ აკლდამების ფოტო. ეს აკლდამები შეისწავლა ნოდარ ბახტაძემ და მათ წერილიც მიუძღვნა. ნოდარის აზრით ისინი ელინისტური ხანისა უნდა იყოს. ჩემი დაკვირვებით ჯერ-ჯერობით მეტი კვლევაა ჩასატარებელი, რადგან ამ თარიღის როგორც მხარდამჭერი ასევე საწინააღმდეგო ნიშნებია. ჰოდა უკეთ გარკვევაა სიტუაციაში საჭირო
Image

სამთავისი - კასპის აკლდამები

Posted: 08 ოქტ 2006, 20:51
by Gvalva
კახა,

შენ კიდევ ერთხელ გვანახე ის რაც ჩვენ თვალწინაა და არასოდეს გვინახავს!!

Image

შთაბეჭდილებების ქვეშ ვარ, ძალიან მომინდა ამის მონახულება!

სამთავისი - კასპის აკლდამები

Posted: 09 ოქტ 2006, 12:04
by gobe
კახა,
დიდი მადლობა. მართლა საინტერესოა მაგ ადგილის ნახვა. გმადლობ!

სამთავისი - კასპის აკლდამები

Posted: 09 ოქტ 2006, 12:35
by Mao
yes! vax mivdivar keshis asagebad! tan ra axlosaa! rats mtavaria unda mivagni akldamebs :D :D :D :D :D :D ogond exla ki ar gavrbivar.... :D :D :D

სამთავისი - კასპის აკლდამები

Posted: 09 ოქტ 2006, 13:13
by Nika
Mao
დაგასწრო? თუ ერთად წავიდეთ? გეოკეშინგი ჩემი სუსტი წერტილია ხო იცი?

სამთავისი - კასპის აკლდამები

Posted: 09 ოქტ 2006, 13:32
by Mao
Nika
ra tqma unda ertad tsavidet!!!!!!!!!!!!!!1