Page 2 of 3

2 დღე კახეთში

Posted: 30 სექ 2006, 23:52
by Eh_Dato
ალვერდიდან იყალთოში ავედით. მზემ ისევ გამოიხედა.

Image

2 დღე კახეთში

Posted: 01 ოქტ 2006, 00:20
by Nika
Eh_Dato
თუმცა არც ახმეტის შემდეგ შევუწუხებივართ, რადგან ბოლო სამი კილომეტრი გზა გაზაფხულის დიდ წყალდიდობებს წაეღო.
3 წლის წინაც ეგეთ დღეში იყო ეგ გზა და შემოვლითით ვიარე მე. აღდგენას აზრი არა აქვს მანდ როგორც ჩანს, რადგან მაინც ჩარეცხავს ილტო მაგას.

2 დღე კახეთში

Posted: 01 ოქტ 2006, 00:36
by Eh_Dato
შემდეგი გაჩერება წინანდალში გვქონდა.

Image

2 დღე კახეთში

Posted: 01 ოქტ 2006, 00:38
by Eh_Dato
ესეც - ჯეელობა იმ ისტორიულ ხესთან, რომლის ფუღუროშიც ყველაზე უმცროსი ჭავჭავაძე დაიმალა ლეკების თავდასხმის დროს.

Image

2 დღე კახეთში

Posted: 01 ოქტ 2006, 00:43
by Eh_Dato
და ბოლოს - მართლაც რომ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე - გურჯაანის ყველაწმინდა. თუმცა მისასვლელი გზა ძალიან იყო გაფუჭეებული და საკმაოდ მძიმედ გავიარეთ.

Image

2 დღე კახეთში

Posted: 01 ოქტ 2006, 00:45
by Eh_Dato
და ესეც მე - თქვენი მონა-მორჩილი შვილთან ერთად.

Image

2 დღე კახეთში

Posted: 01 ოქტ 2006, 00:58
by Eh_Dato
და ბოლოს - დიდი მადლობა ჭუნას და მის დას საქმიანი რჩევებისთვის. მართალია - რაც დასახული გვქონდა, ნახევარი ვერ ვნახეთ, მაგრამ ამაზე გული სრულიადაც არ მწყდება. სხვანაირად არც ვიზამდი და ვერც ვიზამდი. ჩვენ ხომ იაპონელი ტურისტები არა ვართ და იმის ამოცანა არა გვაქვს საკუთარ სამშობლოში, რომ რაც შეიძლება მცირე დროში რაც შეიძლება ბევრი ვნახოთ. თითოეულ ადგილას ერთი საათი მაინც ვჩერდებოდით, რაღაც აურის მაგვარი რომ გვეგრძნო. ყველაზე მთავარი ალბათ მაინც ისაა, რომ ჯიელობამ უკვე შემაწუხა - კიდევ სადმე წავიდეთო. ვნახოთ, ვნახოთ... :wink:

2 დღე კახეთში

Posted: 01 ოქტ 2006, 12:12
by gobe
Eh_Dato,
ბრავო... დიდი მადლობა ფოტოდოკუმენტალურად საინტერესოდ გაფორმებული თხრობისათვის :)

2 დღე კახეთში

Posted: 01 ოქტ 2006, 12:45
by chuna
Eh_Dato
დიდი მადლობა თქვენ, ძვირფასო მოგზაურებო! საინტერესო თხრობისთვის და ამ არაჩვეულებრივი ფოტომასალისთვის! მიხარია, რომ მოგეწონათ ჩემი კახეთი! ზოგს ხრიოკი რომ გონია, დატკბეს ამ სილამაზით! საკმაოდ ბევრი მოგისწვრიათ და ყოჩაღ, რომ არაფერს არ შეუშინდით!

2 დღე კახეთში

Posted: 01 ოქტ 2006, 14:00
by Eh_Dato
და ბოლოს - მცირე სენტიმენტალური გადახვევა. მეც და სხვებსაც ალბათ ეგულებათ რაღაც ადგილები, რომლებიც განსაკუთრებით უყვარს, ენატრება და ეძახის. კვეტერა ჩემთვის ერთ-ერთი ასეთია. მეოთხედ ვიყავი და ვიცი - კიდევ არაერთხელ ვესტუმრები. ადრე სიონიდან გადავდიოდით ხოლმე ფეხით. ჩემი ვარაუდით - სადღაც 15-20 კილომეტრს გავდიოდით, მარშრუტს კი ბოჭორმიდან ვიწყებდით. ვისაც ბევრი სიარული ეძნელება, მე მგონი ასეც შეიძლება - პირდაპირ ახმეტაში ჩავიდეს და სულ 5-7 კილომეტრის გავლა იქნება საჭირო ფეხით მოსიარულესთვის არც თუ მძიმე გზაზე.
სხვა დროს როცა წავალ, ალბათ უკვე იმასაც მოვასწრებთ, რაც ამჯერად ვერ ვნახეთ - გრემი, ნეკრესი, ახალი და ძველი შუამთა, ვეჯინი... შეიძლება სხვა რაღაცეებიც მივამატო. სანახავს რა დალევს. :D

2 დღე კახეთში

Posted: 01 ოქტ 2006, 16:03
by Nika
Eh_Dato
შეიძლება სხვა რაღაცეებიც მივამატო.
ხირსა არის ძაან მაგარი.

2 დღე კახეთში

Posted: 01 ოქტ 2006, 17:42
by Kakha
Eh_Dato
კარგად გივლიათ. მე მაგ დროს, გასულ კვირას ბაკურციხეში ვიყავი მეგობრებთან. ოფიციალურად რთველი ერქვა, თორემ სინამდვილეში რთველის დამთავრვრების აღსანიშნავი პურ-მარილი იყო.

ისე თუ მოახერხებ და ოდესმე ვაჩნაძიანის ყელაწმინდა სნახავ არ წააგებ ნამდვილად. უზარმაზარი გუმბათიანი ეკლესიაა ტყეში დამალული, საგრძნობლად დაზიანებული, მაგრამ ძალზე შთამბეჭდავი. რატომღაც ნაკლებად პოპულარული.

როგორ მიხვიდე ბაგრატიონის ცდ-ზე ნახე. ცხადია სოფელ ვაჩნაძიანთანაა.

2 დღე კახეთში

Posted: 02 ოქტ 2006, 00:10
by Gvalva
რა მშვენივრად გიმოგზაურიათ, ფოტოებიც ძალიან მომეწონა და მონათხრობიც!! ყოჩაღ თქვენ!!

2 დღე კახეთში

Posted: 02 ოქტ 2006, 12:21
by tekla
Eh_Dato wrote:და ბოლოს - მართლაც რომ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე - გურჯაანის ყველაწმინდა. თუმცა მისასვლელი გზა ძალიან იყო გაფუჭეებული და საკმაოდ მძიმედ გავიარეთ.

Image
მანდ დედათა მონასტერი უნდა იყოს, არა?

2 დღე კახეთში

Posted: 02 ოქტ 2006, 14:25
by Eh_Dato
გურჯაანის ყველაწმინდა არის ულამაზეს ადგილას, რომელმაც შეიძლება ყინწვისის მდებარეობა მოგაგონოთ. არის მოქმედი მამათა მონასტერი...