Page 3 of 7

გუდანი-ტანიეს ტბა-არხოტის ხეობა-ჯუთა

Posted: 14 სექ 2006, 23:00
by Nika
zura N.
იქვე ასეთი ნაგებობა იდგა, რომელიც მემგონი უღელტეხილის ნიშანი იყო:
მაგეებს ჰქვია "ტურები" რუსულად ყოველ შემთხვევაში. ნისლში ეხმარება უღელტეხილზე ან სხვა რთულ ადგილზე გზა აგებნას.

გუდანი-ტანიეს ტბა-არხოტის ხეობა-ჯუთა

Posted: 14 სექ 2006, 23:00
by zura N.
წყლის მარაგი შევსებულია და ხალხიც დასვენებულია ასე რომ დავიძარით ბოლო ეტაპისკენ "ტანიეს მწვერვალი".

Image

და ბოლოს უღელტეხილიც გადავლახეთ. ესეც ტანიეს მწვერვალი (ხელ მარცხნივ).

Image

ხედები უღელტეხილიდან:

ტანიეს ხეობა
Image

ესეც ტანიეს ხეობა. ბოლოში მოჩანს ტანიეს ტბა
Image

ჩვენი ბანაკის ადგილი

Image

გუდანი-ტანიეს ტბა-არხოტის ხეობა-ჯუთა

Posted: 14 სექ 2006, 23:13
by Gvalva
zura N.

ძაააალიან მაგარი ადგილები მოგივლია და ძააალიან მაგარ ხალხთან ერთად!!

სხვა რა უნდა გინდოდეს ლაშქრობაში??

გუდანი-ტანიეს ტბა-არხოტის ხეობა-ჯუთა

Posted: 15 სექ 2006, 11:35
by toga
ლაშქრობას მთებში არფერი ჯობს არანის შემეწინააღდეგოს თორე მაგრა ვიჩხუბებთ

გუდანი-ტანიეს ტბა-არხოტის ხეობა-ჯუთა

Posted: 19 სექ 2006, 22:07
by zura N.
გათენდა მე-4 დღე. მიუხედავად იმისა, რომ აგვისტო იყო, ღამით მწვერვალზე საკმაოდ ციოდა და წყალიც გაყინა. დავიწყეთ ტანიეს ხეობის ჩაყოლა:

Image

Image

ესეც ყვავილები
Image

ტანიეს ტბაც გამოჩნდა. მასშტაბისთვის ტბის მარჯვენა კუთხეში ხალხი ჩანს.
Image

გუდანი-ტანიეს ტბა-არხოტის ხეობა-ჯუთა

Posted: 19 სექ 2006, 22:31
by zura N.
ესეც მე ტბაში. საკმაოდ ცივი და ძალიან სუფთა იყო :) (2235 მ).

Image

ტბასთან ცოტა დავისვენეთ და განვაგრძეთ ხეობის ჩაყოლა. ტანიეს ხეობა:

Image

Image

დაახლოებით ხეობის ნახევრის გავლის შემდეგ მივედით მესაზღვრეებთან და იქვე დავბანაკდით (პირველ გვერდზე რუკაზე აღნიშნულია მწვანე ფერით). მესაზღვრეთა ბანაკი საქართველოს დროშის და ისართღელეს ფონზე:

Image

გუდანი-ტანიეს ტბა-არხოტის ხეობა-ჯუთა

Posted: 19 სექ 2006, 23:06
by zura N.
ლაშქრობის მე-5 დღე. დავიძარით ხეობის დარჩენილი, ყველაზე რთული და სველი ნაწილის გასავლელად.

Image

მდინარის ჩქარი დინების გამო, მდინარეზე გადასასვლელად დაზღვევისთვის თოკებს ვჭიმავდით ხოლმე და სათითაოდ გადავდიოდით, რაც დროში ძალიან იჭიმებოდა. ასეთი გადასვლები სულ 4-ჯერ მოგვიწია.

Image

გარდა წყალზე გადასვლისა ასეთ ადგილებშიც დავდიოდით:

Image

ამ სურათს ჩემი აზრით არწივს ვუღებდი მაგრამ თითქმის არ ჩანს :(
Image

გუდანი-ტანიეს ტბა-არხოტის ხეობა-ჯუთა

Posted: 19 სექ 2006, 23:25
by zura N.
და ბოლოს ტანიეს ხეობაც გავიარეთ და გავყურებთ არხოტის ხეობას და მდინარე არხოტს.

Image

წინა გადასვლები მდ. არხოტზე (ასაზე) გადასვლასთან შედარებით მსუბუქი მოთელვა იყო მხოლოდ :), რადგან მდინარე უფრო ჩქარი და განიერი იყო, თან დაღლილობასთან ერთად უკვე ღამდებოდა და საკმაოდ გრილოდა. მდინარეზე თოკი გავჭიმეთ და ხალხი და ბარგი რიგ-რიგობით გადადიოდა, თან ერთი ბოლოდან თოკს ვჭიმავდით (როგორც ზღაპარში თალგამს ექაჩებოდნენ:lol: ).

Image

ეს კი მე, მდ. არხოტზე(ასაზე) გადასვლისას :D . უკანა პლანზე მდ. ტანიე. (ფოტო Wanderer-ის).

Image

მდინარეზე გადასვლის შემდეგ ცოტა დავისვენეთ, წავიხემსეთ და კიდევ ცოტა ვიარეთ და სოფ. ამღის მახლობლად დავბანაკდით. აი რატომ იყო ეს დღე ყველაზე სველი :wink: :) :D და ალბათ ყველაზე დასამახსოვრებელი ჩვენთვის.

გუდანი-ტანიეს ტბა-არხოტის ხეობა-ჯუთა

Posted: 20 სექ 2006, 00:43
by Gvalva
zura N.

აუ, რა ხალხი!! რა ხალხი!! როგორ მომნატრებიან კარლო, ოთარი... მაზაჩო დავლანდე სადღაც, სხვები ვერ ვიცანი... კარლოსეული თოკით გასვლები მდინარეში... გაყინულ მდინარეში!!

ის ტბაში ვინ ცურავს??

გუდანი-ტანიეს ტბა-არხოტის ხეობა-ჯუთა

Posted: 20 სექ 2006, 02:11
by zura N.
Gvalva wrote:zura N.

ის ტბაში ვინ ცურავს??
თქვენი მონა მორჩილი! :wink: :) :)

გუდანი-ტანიეს ტბა-არხოტის ხეობა-ჯუთა

Posted: 20 სექ 2006, 09:35
by Varvara
ვაი საწყალო საქართველო, ამ მესაზღვრეების იმედზე ვართ? :D

გუდანი-ტანიეს ტბა-არხოტის ხეობა-ჯუთა

Posted: 20 სექ 2006, 13:51
by caucasica
zura N.
"ჯადოსნურ" ადგილებში ყოფილხარ....
მაგარია ძაან!!!

გუდანი-ტანიეს ტბა-არხოტის ხეობა-ჯუთა

Posted: 20 სექ 2006, 13:58
by gobe
zura N.,
მართლა მაგარ ადგილებში გივლიათ, თან მდინარეებზე გადასვლები და მთელი ამბები... მაგარია!

გუდანი-ტანიეს ტბა-არხოტის ხეობა-ჯუთა

Posted: 20 სექ 2006, 14:51
by Mrs. Robinson
gobe wrote:zura N.,
მართლა მაგარ ადგილებში გივლიათ, თან მდინარეებზე გადასვლები და მთელი ამბები... მაგარია!
აუ თან ამდენ ხალხთან ერტად ლაშქრობაში რა ხანია არ ვყოფილვარ და როგორ მენატრება! :roll: :wink:

გუდანი-ტანიეს ტბა-არხოტის ხეობა-ჯუთა

Posted: 20 სექ 2006, 19:42
by Nika
Varvara
ედიკას დროს მანდ საერთოდ არავინ იქნებოდა. ისე ლაგოდეხში რო შეგვხვდნენ მესაზღვრეები დიამეტრულად საპირისპირო აზრი დამრჩა. კაი კარავი დვიჟოკი ცხენები. მოკლედ რამე თუ დაგჭირდათო (მობილის დატენვის ჩათვლით) მოგვმარტეთო არანაირი პრობლემა არ იქნებაო.