Page 2 of 7

გუდანი-ტანიეს ტბა-არხოტის ხეობა-ჯუთა

Posted: 14 სექ 2006, 14:31
by gobe
ტუუუუუუ...........
022 (სი-ფა-ფა)
ტუ-უ-უ... ტუ-უ-უ... ტუ-უ-უ...
ალო, ალო, ცუდად ისმის, ალო, პატრულია? ალო, ალო, ... არაფერი ისმის

ჯერჯერობით zura N.-ს უმართლებს :lol:

გუდანი-ტანიეს ტბა-არხოტის ხეობა-ჯუთა

Posted: 14 სექ 2006, 17:59
by zura N.
ილია
gobe

არა, არა პატრული არ გინდათ, ოღონდ ეგ არა. ყველაფერი ეხლავე იქნება.

ბოდიშით რო დავიგვიანე სურათებს ველოდებოდი.

გუდანი-ტანიეს ტბა-არხოტის ხეობა-ჯუთა

Posted: 14 სექ 2006, 18:38
by zura N.
სურათების ხარისხისათვის წინასწარ ბოდიშს გიხდით, უბრალო ფოტოაპარატით არის გადაღებული, და თან ვინაიდან ფირი შეზღუდული მქონდა, მხოლოდ ხედებს და მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვან მომენტებს ვიღებდი.

აბა დავიწყოთ, იმედია არ მოგაწყენთ :wink: :

ყველაფერი თბილისიდან დაიწყო. ვინაიდან ხალხი ბევრი ვიყავით(49კაცი) დავიქირავეთ კარგ მდგომარეობაში მყოფი ორი "პაზიკი", რომელმაც ბევრი იარა თუ ცოტა იარა მიგვიყვანა სოფელ გუდანში.
სოფელი გუდანი, უკან სოფელი ჭიეს ფონზე.
Image

აქიდან დაიწყო ჩვენი ლაშქრობა. ცოტა წავისადილეთ, დავისვენეთ, ბარგი გადავინაწილეთ და შევუდექით ჩვენს შორს მიმავალ გზას. ერთი მთა გადავიარეთ, პირველი მოთელვები გაკეთებულია :!: და ცოტა ისევ დავისვენეთ.

Image

ამ შესვენებისას კარლომ (ჩვენი ჯგუფის ხელმძღვანელი), გვაზიარა თევზის დაჭერის საიდუმლოებას :) . სანამ თევზაობას დაიწყებ ერთი 100გმ-ით ჯერ "ოჩოპინტრეს" სადღეგრძელო უნდა თქვა და მერე შეგიძლია ჩათვალო რომ კარგი თევზაობა გარანტირებულია. თურმე ნაცადი ხერხია და ხშირად გაუმართლებია, და საზღვარგარეთ თუ არ ვცდები რუსეთში დაუჯერებიათ(ან დაიჯერეს რატომაც არა 100გრ-მზე რომელი რუსი იტყვის უარს) და უკვე ტრადიციათ ქცეულა იქ.

გუდანი-ტანიეს ტბა-არხოტის ხეობა-ჯუთა

Posted: 14 სექ 2006, 18:53
by Gvalva
ჰმმმ... :roll: მე და კარლო რომ ვთევზაობდით ფშავში მაშინ ეგ ალბათ არ იცოდა ხო... :P

გუდანი-ტანიეს ტბა-არხოტის ხეობა-ჯუთა

Posted: 14 სექ 2006, 19:01
by zura N.
Gvalva

არა ეს მარტო რუსთში რო იყო იმათთვის უთქვამს, და ისე მომხდარა რომ სადღეგრძელოს მერე დაუჭერიათ თევზი და იმათაც აუტაცებიათ ეს სადრეგრძელო.

ხალხნო ერთი სეროზული პრობლემა მაქ სურათებს ვეღარ ვტვირთავ www.imageshack.us -ზე და რა ვქნა სხვა გზა ხო არ იცით რამე? :cry: :cry: :cry:

გუდანი-ტანიეს ტბა-არხოტის ხეობა-ჯუთა

Posted: 14 სექ 2006, 19:27
by Nika
zura N.
არის გამოსავალი. http://www.images.ge

გუდანი-ტანიეს ტბა-არხოტის ხეობა-ჯუთა

Posted: 14 სექ 2006, 19:46
by zura N.
Nika
დიდი მადლობა. მეშველა :)

მაშ ასე ვაგრძელებ:

შესვენებაც დამთავრდა. პადიოოომ დაიძახა კარლომ და ჩვენც დავიძარით.

Image

გზა და გზა მხოლოდ წყაროებთან ვჩერდებოდით ერთი-ორი წუთი, ერთგან მჟავე წყალიც შეგვხვდა და ისევ გზას ვაგრზელებდით.

Image

გუდანი-ტანიეს ტბა-არხოტის ხეობა-ჯუთა

Posted: 14 სექ 2006, 20:06
by zura N.
ბევრი სიარულის შემდეგ მთის წვერზეც ავედით, ამასობაში დაგვაღამდა. ხედები მთიდან: ჭაუხები
Image

მე და ჭაუხები :D

Image

ცოტა დაბლა ჩავედით ფერდობზე, ფანრის შუქზე კარვები გავშალეთ და დავბანაკდით. ყველაფერი თითქოს კარგად იყო, ვახშმის დროც მოვიდა და ამოვალაგეთ საჭმელი და აღმოჩნდა რომ კიტრის და ნიორის მწნილი და ყველი აღარ გვქონდა :( :cry: :cry: . როგორც ჩანს გზაში ვიღაცამ ერთ-ერთ წყაროსთან დატოვა ეტყობა ძაან ემძიმა. ვახშმით კი ვივახშმეთ, მაგრამ უმწნილოდ, ერთი-ორი-სამი-ოთხი-ხუთი (ილია :wink: ) სადღეგრძელოც ვთქვით. შემდეგ დაიწყო ხალხური სიმღერები და ყველაფერი მშვენივრად იყო ასე მოვიდა შუა ღამე, მაგრამ ბოლოს საუბარი მაინც პოლოტიკაზე გადავიდა და აი ამ დროს კი დავიშალეთ კარვებში დასაძინებლად.

გუდანი-ტანიეს ტბა-არხოტის ხეობა-ჯუთა

Posted: 14 სექ 2006, 20:25
by zura N.
ასე დამთავრდა ლაშქრობის პირველი დღე. მეორე დილით ადრე ავდექი და ეს სურათები გადავიღე:
ჩვენი ბანაკი ჭაუხების და მზის ამოსვლის ფონზე
Image
Image
ეს კი ნაწყვეტი ჩემი ლექსიდან, რომელიც ამ ლაშქრობაზეა:

"ხევსურეთს მთების მნახველნი, ეხლაც კი მასზე ყვებიან.
ულამაზესნი ჭაუხნი ხევსურეთს მნახველთ ხვდებიან,
ზედ დაჰყურებენ ამაყად ხანაც ღრუბლებში ქრებიან,
მზისა ამოსვლას ამცნობენ ოქროსფრად იმოსებიან."

მეორე დღეს სასიარულო შედარებით ნაკლები გვქონდა ამიტომ მალე დავბანაკდით და ძალებს ვიკრებდით შემდეგი დღისთვის რომელიც ყველაზე რთული იყო. დაბანაკების ადგილი სოფ. უკანხადუ, მოსახლეობა 1 კომლი.

გუდანი-ტანიეს ტბა-არხოტის ხეობა-ჯუთა

Posted: 14 სექ 2006, 20:31
by gobe
მიდი, მიდი, ზური, შეუბერე! :) მთავარია ბუნების მოსმენა იცოდეს კაცმა... და მთა ლექსსაც დაგაწერინებს და სულ რომ არ გქონდეს მუსიკალური სმენა, ისე აგამღერებს როოოო... აი თუ არადა, ვნახოთ :wink:

გუდანი-ტანიეს ტბა-არხოტის ხეობა-ჯუთა

Posted: 14 სექ 2006, 21:21
by zura N.
გათენდა მესამე დილა. წინ გველოდებოდა რთული გზა, რომელიც უღელტეხილით გადადიოდა ტანიეს მწვერვალზე. გზად ხედებს ვუღებდით სურათებს და თან დაღლას გადავაყოლებდით ხოლმე ცოტას.

Image
Image
Image
Image

გუდანი-ტანიეს ტბა-არხოტის ხეობა-ჯუთა

Posted: 14 სექ 2006, 21:44
by zura N.
მდინარე არაგვის სათავები
Image

ჭაუხები
Image

Image

Image

გუდანი-ტანიეს ტბა-არხოტის ხეობა-ჯუთა

Posted: 14 სექ 2006, 22:13
by zura N.
როდესაც გზის საკმაო ნაწილი გადავლახეთ პირველი შედარებით დიდი შესვენება გავაკეთეთ, ვინაიდან ბევრი ძალიან იყო დაღლილი. 1-2 ცუდადაც კი იყო.

Image

იქვე ასეთი ნაგებობა იდგა, რომელიც მემგონი უღელტეხილის ნიშანი იყო:

Image

გუდანი-ტანიეს ტბა-არხოტის ხეობა-ჯუთა

Posted: 14 სექ 2006, 22:30
by ilia
ეგრე რაა :)

გუდანი-ტანიეს ტბა-არხოტის ხეობა-ჯუთა

Posted: 14 სექ 2006, 22:36
by zura N.
როგორც კი ხალხმა ცოტა სული მოითქვა დავიძარით, რადგან წყლის მარაგი თითქმის ყველას გამოლეული ჰქონდა.
წყალიც გამოჩნდა და ხალხსაც მაშინვე ძალა მიეცა.

Image

ესეც მე და წყალი

Image

კიდევ მე

Image