შოვი და სხვა ბევრი რამ (აგვისტო 2006)

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

User avatar
Nika
იეტი
Posts: 5044
Joined: 30 მარ 2005, 11:04
Location: თბილისი
Contact:
შოვი და სხვა ბევრი რამ (აგვისტო 2006)

Post by Nika » 07 აგვ 2006, 15:23

zura_wise
კაი რა შენ რა Laptop და GPRS არ გაგიგია?



ახლა კიდე სურათები "უძირო ტბიდან". ამჯერად კომენტარებით.
პირველი გადასახედი. ქვევით მწვანე მდელო როა მანდაა კოტეჯები
Image

სოფელი გლოლა
Image

ეს მე ვარ
Image

მთა კარაუგომი (რუკის მიხედვით)
Image

მარცხენა მთა მგონი შხარაა
Image

ჩხოჭა.
Image

უკან სულ მარცხენა მწვერვალია ჭანჭახი
Image

ხიდი "ნესტორ პალასის" ნანგრევებთან
Image

აი ასეთი არსებები გვკბენდნენ
Image

მარჯვენა ზედა ჩაღრმავება "მიკას ოცნება" - პერევალი სამხრეთ ოსეთისკენ
Image

იგივე ოღონდ ჰორიზონტალურად
Image

უკანა პლანზე კატიწვერა. მიკა ოსეთზე ოცნებობს.
Image

ავედით პერევალზე
Image

აი იქითაა სამხრეთ ოსეთი
Image

მიკა მთა ძუარ-ზენჯი-ბარზონდის ფონზე
Image

ავედით კიდევ ერთ პერევალზე საიდანაც ვეღარ ჩავდივართ ტბაზე. თუმცა ვხედავთ ტბას.
Image

ტბა და თოვლი
Image

მზე ჩადის
Image

დილა. მიკა პერევალზე აძვრა ისევ
Image

მე და მიკა პერევალის ზევით
Image

ბანაკი კატიწვერას ფონზე
Image

წავედით მარჯვენა პერევალისკენ
Image

ხედი კატიწვერას ძირიდან სამხრეთ ოსეთის პერევალზე
Image

ტბა გამოჩნდა
Image

თოვლი და ტბა
Image

ნიკა ტბასთან
Image

ტბა, შხარა, თეთნულდი და უშბა.
Image

კიდე ტბა
Image

ისევ ტბა და მწვერვალები
Image

ტბა კატიწვერას ფონზე
Image

იგორა ტბაში შტატივით
Image

მიკა ბანაობს
Image

წავედით უკან
Image

ვეშვებით ჩხოჭაში. მიკა კატიყვერას ფონზე
Image

მიკა "ნესტორ პალასის" ხიდზე
Image

ხედი კავკასიონისკენ
Image

ბოლო გადახედვა. მთა კარაუგომი
Image

აბა თქვენ იცით.
Last edited by Nika on 30 აგვ 2007, 13:57, edited 2 times in total.

User avatar
gobe
მზიან ქვეყნის იეტი
Posts: 2146
Joined: 23 ივნ 2006, 11:30
Contact:
შოვი და სხვა ბევრი რამ (აგვისტო 2006)

Post by gobe » 07 აგვ 2006, 15:38

Nika,
გაიხარეთ! დიდი მადლობა ფოტოებისათვის. მაგარი ფოტოები გადაგიღიათ! მართლა ზღაპრული ადგილები ჩანს, მაგრამ მაინც, ჯერ თვალი ხედავს და მერე კამერა. ასე რომ, ცხადია უზარმაზარი დადებითი ემოციებით დაბრუნდებით. გაიხარეთ!!! :wink:

User avatar
Mao
იეტი
Posts: 1644
Joined: 24 მაი 2005, 20:36
შოვი და სხვა ბევრი რამ (აგვისტო 2006)

Post by Mao » 07 აგვ 2006, 15:40

Nika

magrebi xargt!!!!!!!!!!!!!!!!!
together on the top!!

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
შოვი და სხვა ბევრი რამ (აგვისტო 2006)

Post by Gvalva » 07 აგვ 2006, 16:15

ჩემო ახლადგარაჭველებულო ძმებო, თქვენ გაიხარეთ!!!

მე როგორ ვისიამოვნე ხომ ვერ აგიწერთ!! ყველაფერი ასეთი ნაცნობი იყო მაგ მთებს რომ ვათვალიერებდი მეგონა ჩემი ბიძაშვილები ვნახე მეთქი!! :)

ვინც არ იცის რაზეა საუბარი იხილეთ ჩემი რაჭაში მოგზაურობის თემა

როგორ მაინტერესებდა იმ ღრუბლების უკან რა იყო და აი თურმე რა ყოფილა!!!

ფოტო რომ არის კომენტარით "ტბა და თოვლი", იქ წესით მეორე ტბაც უნდა ჩანდეს მე ვერ ვხედავ თუ არც თქვენ გინახავთ?

მაგრები ხართ!!

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
შოვი და სხვა ბევრი რამ (აგვისტო 2006)

Post by guruli » 07 აგვ 2006, 16:20

მეტი მეკუთვნის, რომ არ წამოვედი... :cry: რა მინდოდა წვენებში და თბილისში! :cry:
არა, რა - სვანეთის მწვერვალებზე გავაფრინე.

User avatar
gobe
მზიან ქვეყნის იეტი
Posts: 2146
Joined: 23 ივნ 2006, 11:30
Contact:
შოვი და სხვა ბევრი რამ (აგვისტო 2006)

Post by gobe » 07 აგვ 2006, 16:31

Nika,
"ვეშვებით ჩხოჭაში. მიკა კატიყვერას ფონზე"
ეს ორი სახელი რა უბედურებაა, ან ერთი დავტოვოთ ან მეორე :lol:

User avatar
toga
იეტი
Posts: 1063
Joined: 26 აპრ 2005, 17:00
შოვი და სხვა ბევრი რამ (აგვისტო 2006)

Post by toga » 07 აგვ 2006, 16:46

არა ვაგიარებ მართლა მაგარია მაგრამ ისიც უნდა აღინიშნოს რომ კაი ამინდი შეგხვდათ ამინდი რო არა ალბათ ეგეთ სილაამზეს ვერ ნახავდით :?
icxovre ise rom sikvdili ikos shentvis udidesi usamartloba

User avatar
Nika
იეტი
Posts: 5044
Joined: 30 მარ 2005, 11:04
Location: თბილისი
Contact:
შოვი და სხვა ბევრი რამ (აგვისტო 2006)

Post by Nika » 07 აგვ 2006, 19:11

zura_wise
ცუდ ამინდში მანდ რა წაგვიყვანდა. კისრამდე სველ ბალახში ჩემმა მტერმა იარა.

Gvalva
პატარა ტბები დავინახეთ და არ მახსოვს გადავიღეთ თუ არა. დიდი არაფერი იყო დანარჩენთან შედარებით.

User avatar
Toma
იეტი
Posts: 2655
Joined: 27 ივლ 2005, 21:50
Location: Tbilisi
შოვი და სხვა ბევრი რამ (აგვისტო 2006)

Post by Toma » 08 აგვ 2006, 14:37

აუუუუ მიკა ყოჩაღ შენ მაგ ტბის წყალს რომ ვსვამდი კბილები დამცვივდა და შენ როგორ ხარ ნარნარად მობანავე. :D ხალხო ძალიან მაგრები ხართ, დიდი მადლობა ამ სურათებისთვის, მანდ გელა მომიკითხეთ და თქვენ იქნებ ღებში და გონაშიც ახვიდეთ იქ არის დომბურას მყინვარი და კირტიშის მყინვარი მაგრა გაგისწორდებათ. ღებიდან შეგიძლიათ ფასის მთაზეც ახვიდეთ იქედან მერე სვანეთი იწყება ასევე მაგ მიმართულებით არის უძველესი სავაჭრო ქალაქი ახლა უკვე ნაქალაქარი და ქალაქს ერქვა ბრილი.
აბა თქვენ იცით გისურვებთ წარმატებებს.
მამისონზე თუ ახვალთ მეტეოზე ადით აუცილებლად მაგრად გაგისწორდებათ.

User avatar
gobe
მზიან ქვეყნის იეტი
Posts: 2146
Joined: 23 ივნ 2006, 11:30
Contact:
შოვი და სხვა ბევრი რამ (აგვისტო 2006)

Post by gobe » 08 აგვ 2006, 14:54

Toma,
...და გონაშიც ახვიდეთ იქ არის დომბურას მყინვარი და კირტიშის მყინვარი მაგრა გაგისწორდებათ.
მართალი ხარ. დაახლოებით 8 წლის წინ ვიყავი ღამისთევით გონაში - მანდ არის გვირაბი (штольня), რომელშიც სიღრმიდან გამოდის წყალი, რომელსაც მოყვება აირი (თუ სწორად მახსოვს მეთანი) და იმ აირის ნიმუშების ჩამოსატანად ვიყავით წასულები. მოკლედ, როცა გონაში შევედით, უკვე ბნელოდა. დავისვენეთ, ვივახშმეთ და დავიძინეთ. აი, დილით რომ გამოვედი შენობიდან, და არემარეს მოვავლე თვალი, ყბა "ჩამომივარდა" იმ სილამაზის დანახვისაგან რომელიც შენ ახსენე - დომბურას და კირტიშის მყინვარები. ამ მყინვარების სახელები ეხლა გავიგე შენგან. :)


User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
შოვი და სხვა ბევრი რამ (აგვისტო 2006)

Post by Gvalva » 08 აგვ 2006, 16:12

როგორც ვიცი ეხლა ღამისთევით არიან წითელი მთისკენ, იქედან უნდა გადავიდნენ ბუბას მთაზე. მამისონზე არ გვიშვებენ მესაზღვრეებიო, ღები/გონა მეც შევთავაზე და ვიფიქრებთო :)

gobe
გვირაბი და მეთანი არ ვიცი მარა მოლიბდენის (იმედია სწორედ დავიმახსოვრე სახელი, ერთი კვირა ვსწავლობდი შარშან (ქიმიაში სუსტი ვიყავი)) საბადო ვნახეთ ჩვეშურას ხეობაში, გონას ზევით.

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
შოვი და სხვა ბევრი რამ (აგვისტო 2006)

Post by Gvalva » 09 აგვ 2006, 22:06

გუშინ-დღეს რა მოიარეს, რა ნახეს, არ ვიცი მარა მიკამ მოიწერა, ოსეთში კიდევ გადავედი მარა პოსტი ვერ ვნახე მესაზღვრეებისო... მე ისე ვიცოდი ეგენი უფრო ჩრდილო ოსებისკენ უნდა წასულიყვნენ, ბუბას მთა და რამე და სამხრეთ ოსეთში ფეხი როგორ მოუხვდათ არ ვიცი :), ხო, მსხვერპლი არ არის... არც ერთი მხრიდან... :)

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
შოვი და სხვა ბევრი რამ (აგვისტო 2006)

Post by guruli » 09 აგვ 2006, 22:19

Gvalva
ხო, მსხვერპლი არ არის... არც ერთი მხრიდან...
:lol: :lol: :lol:
რაღაც ცუდად შეეჩვია ეგ კაცი ოსებს. არ გაუშვათ აწი მაგ მხარეს. :D

User avatar
Nika
იეტი
Posts: 5044
Joined: 30 მარ 2005, 11:04
Location: თბილისი
Contact:
შოვი და სხვა ბევრი რამ (აგვისტო 2006)

Post by Nika » 10 აგვ 2006, 08:53

სურათებს ვეღარ ვდებთ იმიტო რო ბალანსი ამოვწურე თითქმის ბოლომდე და ეს მაგთი კიდე მაგრა იწეწება GPRS-ზე. Geocell-ზე კიდე ვერ ავამუშავე. ამიტომაც მოკლედ დავწერ.

მანქანით ავედით წითელმთაზე და მერე რაღაც მონადირეების სახლთან მივედით ("ბინას" ეძახიან, ნუ მე ბინა ცოტა სხვა რამე მეგონა). მანდ ღამე გავატარეთ და მერე ჭანჭახის ქვეშ რო მყინვარია იმაზე წავედით უკვე ფეხით. სამწუხაროდ მე შუა გზაში ცოტა ტრავმა მივიღე და გადავწყვიტე აღარ გამერისკა. მიკა და იგორა კიდე ჩანჩქერებამდე ავიდნენ რომლებიც მყინვარიდან გადმოდიოდნენ. საკმაოდ შორი გამოდგა მთელ გზაზე რო 3 საათს ვგეგმავდით 2 საათი მარტო ჩემგან ზევით იარეს. მარა ფოტოებია ძაან მაგარი. ეჰ როგორ ვერ ავედი :( რო ჩამოვალ მერე დავდებ.

რაც შეეხება ღები-გონა და ა.შ.-ს ალბათ მომავალი წლისთვის გადავდებთ. ახლა ისეთი ნისლი ჩამოწვა რო გვერდით კოტეჯი ძლივს ჩანს. ღამე იწვიმა. კიდე კაი გუშინ იყო სიმშრალე თორემ იმ გზაზე ტალახში ჩემმა მტერმა იარა.

Toma
გელაზე გუშინ მაგრა ვიხალისეთ. როცა ამ გასვლას ვგეგმავდით ჯერ ვკითხეთ მამისონზე რა ხდება თქო. ნუ ჯარი დგასო (მესაზღვრეები) და არ გაგიშვებენო. მაშინ მოვიფიქრეთ ეს წითელმთა+ გასვლა და მეო გზა გავიყვანეო ტრაქტორით მონადირეების სახლამდეო. სინამდვილეში რო ჩავედით გაირკვა რომ ბოლო 1.5 კმ ტრაქტორს არ გაუყვანია. მიზეზი არ ვიცით. მოკლედ რო ჩამოვედით უნდა გენახათ როგორ გვეცა გელა. რა ქენითო ბოლომდე ჩახვედითო? გაგვეცინა გზა ბოლომდეაო ხო გვეუბნებოდა და ახლა თვითონ აინტერესებდა იმ 1.5 კმ-ს ამბავი.

P.S. ვინმეს შემთხვევით ზედმეტი 77 მილიმეტრიანი თავსახური ხომ არ აქვს ობიექტივისთვის? დავკარგე "ნესტორ პალასთან" :(

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]