მდევარი არმაზის ხეობაში
Posted: 11 ნოე 2004, 16:51
კვირას, 7 ნოემბერს, რევოლუციასთან ყოველგვარი კავშირის გარეშე, დიდი ჯგუფი გაემართა არმაზის ხეობაში, დილის 8 საათზე შეიკრიბნენ დიდუბეში. საპატიო და უპატიებელი მიზეზების გამო, მე და ჩემი მეგობარი 12 საათზე გავედით მდევრად. მიუხედავად იმისი რომ ორივეს შეგვიძლია ვთქვათ, "სადღა აღარ ვყოფილვარ და რა არ მინახავს" არმაზის ხეობა მხოლოდ ზოგადად ვიცოდით სად იყო, მაგრამ ამინდი ისეთი არაჩვეულებრივი იყო, ბუნებაში გაუსვლელობა დაუშვებელი იყო. ვთქვით რომ, თუ ვიპოვეთ, ვიპოვეთ, თუ არა, 3 საატი სადაც გახდება იქიდან დავბრუნდებით უკანო. როდესაც გზიდან გადავუხვიეთ იმხელა ბილიკი შედიოდა ტყეში, იმას ბილიკი აღარ ერქვა, ის იყო ტრასა, და ჩვენც იმედიანად დავადექით ამ გზას. ტყეში ყოველთვის დიდ ჯგუფთან ერთად დავდივარ ხოლმე და ამჯერად ყველაზე მეტად რაც მაოცებდა ეს იყო სიჩუმე, რატომღაც ჩიტებიც არ ჭიკჭიკებდნენ, ალბათ გაფრინდნენ უკვე. შემოდგომაზე თუ კი რამე თქმულა, ყველა ტყუილად შეწუხებულა, ასეთი სილამაზის აღწერა შეუძლებელია. ეს განცდები კიდევ უფრო იმიტომ გამძაფრდა რომ მე წასვლას აღარ ვაპირებდი და რა კარგია (კიდე კარგი) რომ წამოვედი ემატებოდა.
ამ ტრასაზე ერთგან მაჩვენებელი გამოჩნდა, ღვთიშობლის ეკლესია აქეთააო. საოცარი რამ ვნახეთ, სიჩუმე და შემოდგომა კიდევ უფრო შთამბეჭდავს ხდიდა ნანახს. სხვისი არ ვიცი, მარა მე ისე შევეჩვიე ჩამონგრეულ ეკლესიებს, რომ მათი აღდგენა აღარც მგონია თუ რამეს შემატებს ამ ძეგლებს.

როცა ყველაფერი ვნახეთ, უამრავი სურათი გადავიღეთ, მოვიდა სკოლის მოსწავლეების ჯგუფი ჭყიპინ-ყიჟინით და ჩვენ გაგვეხარდა რომ ისედაც წასვლას ვაპირებდით. მათმა მასწავლებელმა გვიხრა ასე წყალს გაყვებით და არსად გადახვევა არ უნდა ციხეზე პირდაპირ ახვალთო.

გზა ისევ სავსე იყო შემოდგომის ფოთლებით.

როცა ქართლოსის ციხეზე ავედით, გადაიშალა ულამაზესი ხედი, კალოუბნის ეკლესია, შეუძლებელია ერთხელ ნახო და მერე ვერ იცნო შიო მღვიმის კლდები.
აქაც რომ არ იყო ჩვენი ჯგუფი გადავრეკეთ (დიდება მობილურ ტელეფონებს!! არ მახსოვს მაგთიზე დავრეკე ტუ ჯეოსელზე, ამიტომ არ ვაკონკრეტებ
) ჩვენ ზევით ვართო, წმინდა ნინოს ეკლესიასთან. სადაც ვიყავი იმის ზევით თუ კიდევ რამე იყო ვერ წარმოვიდგინე. ამ დროს დაუღალავმა და მუხლჩაუხრელმა koza-nostra-მ დაუზარლად თქვა ჩამოვალ და ამოგიყვანთო, ჯერ მომერიდა, მარა აქ ვარ ამოსული ბარემ ისიც ვნახო მეთქი, და გავბედე თხოვნა. თანაც იქვე შეგვხვდა უნივერსტეტის ჯგუფი რომლის ხელმძღვანელმაც მშვენივრად აგვიხსნა სად უნდა წავსულიყავით. კი ემჩნეოდა რომ მთლად სასეირნო ადგილი არ იყო, მარა...
ასე შევთანხმდით, ჩვენ ქვემოდან წავიდოდით, კოზა-ნოსტრა ჩამოვიდოდა გზაში შევხვდებოდით და რთულ ადგილებში გადასვლას დაგვეხმარებოდა. რაღაც ვერც ისე მალე შვხვდით ერთმანეთს, თანაც არც მომავი არ ჩანდა, თურმე მეორე ხეობაში ჩამოსულა და კიდევ კარგი დაგვიძახა ტორემ ის ციხეზე ავიდოდა. თანაც კი არ ჩამივიდა, ჩამოირბინა, იმ კლდეებში და ქვებში!!! ჩვენ ავედით მთაზე რომელზეც ალბათ იმ უნივერსტეტელ მთამსვლელს არ გავეგზავნეთ ჩვენით ვიტყოდით არა, აქ ვერ ავალთ შეუძლებელიაო, ეხლა კი ისე არხეინად მივაბიჯებდით, არა, უკაცრავად, მივფორთხავდით, გაპროტესტება აზრად არ მოგვსვლია.

რომ ავედით თავად ეკლესია დაკეტილი იყო, მაგრამ სამაგიეროდ ჩანდა მყინვარწვერი და კავკასიონის დათოვლილი ქედი. უკვე აღარ ვნერვიულობდი რომ კოზა-ნოსტრა ვაწვალე.

კარგით, ამ ისტორიას happy end აქვს და პირდაპირ ამ ფინალზე გადავალ. იქედან ჩავედით ბილიკით რომელიც მალევე სამაქანო გზად გადაკეთდა, კი დაბნელდა მარა ჩვენ ეს უკვე აღარ გვადარდებდა. ჩავიარეთ სოფელი კარსანი. უიიიი. ძაღლები დამავიწყდა. ტყეში მშვიდობით ნავალ ხალხს ასფალტიან გზაზე ძაღლები გვჭამდნენ! აქაც კოზა-ნოსტრამ გვიშველა. მოკლედ, 7 ნოემბრის გმირია!!! ულიანოვი შეცვალა ამ კაცმა