Page 1 of 8
გორდი-ოკაცე
Posted: 26 ივლ 2006, 12:11
by Giorgi Bagrationi
გორდი-ოკაცე
Posted: 26 ივლ 2006, 12:12
by Giorgi Bagrationi
22-25 ივლის ვიყავი გორდის დადიანების ბაღის და მისი შემოგარენის შემსწავლელ ექსპედიციაში. გორდის ბაღზე თავს არ შეგაწყენთ, რომელიც უნიკალური დენდროპარკია და მდინარე ოკაცეს ჩანჩქერებს და კანიონის ამსახველ ფოტოებს გამოვდებ. წინასწარ ვიტყვი, რომ თვით კანიონის ამსახველი ფოტოებზე არ ჩანს ის ეფექტი რაც რეალურადაა რადგან გამოსახულება 2D-შია და როდესაც 4 მეტრის სიგანის და 60-100 მეტრის სიღრმის უფსკრულს იღებ სადაც მზის სხივი ფაქტიურად ვერ აღწევს და ვერც "ვსპიშკა" მუშაობს, შედეგიც გასაგებია.
ნაწყვეტი წიგნიდან "გორდა" ავტ. ა. ფაილოძე
ესეც ფოტოები:
ჩანჩქერი შორიდან

კლდის აბაზანები
ეს "ვეშაპს" მივამსგავსე, წინ თავი - უკან კი კუდი
ვუახლოვდებით ჩანჩქერებს
ეს ქვედა "პატარა" ჩანჩქერია
ისევ დიდი ჩანჩქერი (70-80მ უნდა იყოს)
მასშტაბისთვის პატარა ბიჭი დგას, თანაც ოდნავ კლდიდან მოშორებით
ათასწლოვანი უთხოვარი
გზა კანიონისკენ
ხედი კანიონში ხიდიდან
კანიონი ხანდახან ფართოვდება და ასეთ "სამოთხეებს" ქმნის
ამ ადგილიდან მდინარე ისევ უფსკრულში იღვრება რომელიც ჯერ არავის არ გაუვლია
"მწვანე ლაგუნა"
ყველაფერს მაინც თვალით ნანახი ჯობია

გორდი-ოკაცე
Posted: 26 ივლ 2006, 12:24
by gobe
Giorgi,
დიდი მადლობა! მართლაც არაჩვეულებრივი ადგილები ყოფილა, ძალიან მომწონს მდინარეებისა და ასეთი მასიური, საინტერესო ფაქტურის ქანების სინთეზი.
გაიხარე

გორდი-ოკაცე
Posted: 26 ივლ 2006, 13:37
by Qurumi
Giorgi Bagrationi
აი მესმის ბუნება. ძალიან ლამაზი ფოტოებია
გორდი-ოკაცე
Posted: 26 ივლ 2006, 13:41
by toga
ჩემი აზრით სამეგრელო ყველაზე ღარიბია ბუნების სილამაზიტ ალბათ ეს ერთერთ საუკეთესოა სამეგრელოში
გორდი-ოკაცე
Posted: 26 ივლ 2006, 14:01
by Qurumi
zura_wise wrote:ჩემი აზრით სამეგრელო ყველაზე ღარიბია ბუნების სილამაზიტ
ალბათ ბევრი არ დაგეთანხმება ამაზე. არ გეგონოს რომ მიხაროდეს ამდენ შეცდომას რომ უშვებ. მარა მაინც ამის მერე იცოდე რომ ლამაზია თანაც ძალიან. სამწუხაროდ არ ვყოფილვარ მარა ბევრი სურათი მინახავს
გორდი-ოკაცე
Posted: 26 ივლ 2006, 15:12
by Mrs. Robinson
იიიიიფ! ზღაპარია!

წავედი რუკებში!
გორდი-ოკაცე
Posted: 26 ივლ 2006, 15:49
by Giorgi Bagrationi
zura_wise
ეს ადგილი ბოლო სამი საუკუნე იმერეთად ითვლება, ზოგი მეცნიერი ლეჩხუმად მიიჩნევს, XIV-XVIII საუკუნეებში კისამეგრელოდ ითვლებოდა, თუმცა მთიანი სამეგრელოც ძალიან ლამაზია.
რაც მთავარია ქუთაისიდან სულ რაღაც 50 კმ-შია და ძალიან მიკვირს თუ რატომაა ნახევარი ქუთაისი სურამში დასასვენებლად, როცა ყურის ძირში ასეთი ადგილები აქვთ (თვით გორდის ბაღის სურათები ჯერ არ დამიდია - უზარმაზარი ბაღია მდელოებით და ასწლოვანი ხეებით, რომელიც მთელი მსოფლიოდანაა შეგროვებული, სულ 100 ჰექტარი).
გორდი-ოკაცე
Posted: 26 ივლ 2006, 16:16
by Qurumi
გორდი-ოკაცე
Posted: 26 ივლ 2006, 21:33
by mika
zura_wise
გეგონოს....მთიანი სამეგრელო არის მაგარი ლამაზიიიი
გორდი-ოკაცე
Posted: 27 ივლ 2006, 09:06
by Giorgi Bagrationi
კადრი გორდის სასაფლაოდან.
PS გორდში ხშირად წვიმს.

გორდი-ოკაცე
Posted: 27 ივლ 2006, 10:59
by Gvalva
Giorgi Bagrationi
ბოლო ფოტო ისეთი იყო კინაღამ მთელი აქცენტი იმაზე გადავიდა

არადა აშკარად კმაყოფილია წვიმისგან რომ იცავენ
კანიონი მართლაც ძაააან მაგარი იყო. Mrs. Robinsonis არ იყოს რუკის ნახვა მინდა და მერე უფრო ცოტა შეკითხვა მექნება

გორდი-ოკაცე
Posted: 27 ივლ 2006, 11:36
by gobe
zura_wise,
zura_wise wrote:ჩემი აზრით სამეგრელო ყველაზე ღარიბია ბუნების სილამაზიტ ალბათ ეს ერთერთ საუკეთესოა სამეგრელოში
მართლა ვერ დაგეთანხმები. მე პირადად არაფერი მაკავშირებს დასავლეთთან (წარმოშობას ვგულისხმობ), მაგრამ მთიან სამეგრელოში არის ზღაპრული ადგილები. მოვლილი არა მაქვს, მაგრამ რამოდენიმეჯერ ვარ ნამყოფი ზოგიერთ მაღალმთიან ადგილას.
გორდი-ოკაცე
Posted: 27 ივლ 2006, 11:55
by gobe
გორდი-ოკაცე
Posted: 27 ივლ 2006, 12:49
by Nika