Page 1 of 8

გორდი-ოკაცე

Posted: 26 ივლ 2006, 12:11
by Giorgi Bagrationi
8)

გორდი-ოკაცე

Posted: 26 ივლ 2006, 12:12
by Giorgi Bagrationi
22-25 ივლის ვიყავი გორდის დადიანების ბაღის და მისი შემოგარენის შემსწავლელ ექსპედიციაში. გორდის ბაღზე თავს არ შეგაწყენთ, რომელიც უნიკალური დენდროპარკია და მდინარე ოკაცეს ჩანჩქერებს და კანიონის ამსახველ ფოტოებს გამოვდებ. წინასწარ ვიტყვი, რომ თვით კანიონის ამსახველი ფოტოებზე არ ჩანს ის ეფექტი რაც რეალურადაა რადგან გამოსახულება 2D-შია და როდესაც 4 მეტრის სიგანის და 60-100 მეტრის სიღრმის უფსკრულს იღებ სადაც მზის სხივი ფაქტიურად ვერ აღწევს და ვერც "ვსპიშკა" მუშაობს, შედეგიც გასაგებია.

ნაწყვეტი წიგნიდან "გორდა" ავტ. ა. ფაილოძე
Image
Image

ესეც ფოტოები:
ჩანჩქერი შორიდან
Image
კლდის აბაზანები
Image
Image
Image
Image

ეს "ვეშაპს" მივამსგავსე, წინ თავი - უკან კი კუდი
Image

Image

ვუახლოვდებით ჩანჩქერებს
Image

ეს ქვედა "პატარა" ჩანჩქერია
Image
Image

ისევ დიდი ჩანჩქერი (70-80მ უნდა იყოს)
Image

მასშტაბისთვის პატარა ბიჭი დგას, თანაც ოდნავ კლდიდან მოშორებით
Image

ათასწლოვანი უთხოვარი
Image

გზა კანიონისკენ
Image

ხედი კანიონში ხიდიდან
Image

კანიონი ხანდახან ფართოვდება და ასეთ "სამოთხეებს" ქმნის
Image

ამ ადგილიდან მდინარე ისევ უფსკრულში იღვრება რომელიც ჯერ არავის არ გაუვლია
Image

"მწვანე ლაგუნა"
Image
Image

ყველაფერს მაინც თვალით ნანახი ჯობია :wink:

გორდი-ოკაცე

Posted: 26 ივლ 2006, 12:24
by gobe
Giorgi,

დიდი მადლობა! მართლაც არაჩვეულებრივი ადგილები ყოფილა, ძალიან მომწონს მდინარეებისა და ასეთი მასიური, საინტერესო ფაქტურის ქანების სინთეზი.
გაიხარე :wink:

გორდი-ოკაცე

Posted: 26 ივლ 2006, 13:37
by Qurumi
Giorgi Bagrationi
აი მესმის ბუნება. ძალიან ლამაზი ფოტოებია

გორდი-ოკაცე

Posted: 26 ივლ 2006, 13:41
by toga
ჩემი აზრით სამეგრელო ყველაზე ღარიბია ბუნების სილამაზიტ ალბათ ეს ერთერთ საუკეთესოა სამეგრელოში

გორდი-ოკაცე

Posted: 26 ივლ 2006, 14:01
by Qurumi
zura_wise wrote:ჩემი აზრით სამეგრელო ყველაზე ღარიბია ბუნების სილამაზიტ
ალბათ ბევრი არ დაგეთანხმება ამაზე. არ გეგონოს რომ მიხაროდეს ამდენ შეცდომას რომ უშვებ. მარა მაინც ამის მერე იცოდე რომ ლამაზია თანაც ძალიან. სამწუხაროდ არ ვყოფილვარ მარა ბევრი სურათი მინახავს

გორდი-ოკაცე

Posted: 26 ივლ 2006, 15:12
by Mrs. Robinson
იიიიიფ! ზღაპარია! :roll: წავედი რუკებში!

გორდი-ოკაცე

Posted: 26 ივლ 2006, 15:49
by Giorgi Bagrationi
zura_wise
ეს ადგილი ბოლო სამი საუკუნე იმერეთად ითვლება, ზოგი მეცნიერი ლეჩხუმად მიიჩნევს, XIV-XVIII საუკუნეებში კისამეგრელოდ ითვლებოდა, თუმცა მთიანი სამეგრელოც ძალიან ლამაზია.
რაც მთავარია ქუთაისიდან სულ რაღაც 50 კმ-შია და ძალიან მიკვირს თუ რატომაა ნახევარი ქუთაისი სურამში დასასვენებლად, როცა ყურის ძირში ასეთი ადგილები აქვთ (თვით გორდის ბაღის სურათები ჯერ არ დამიდია - უზარმაზარი ბაღია მდელოებით და ასწლოვანი ხეებით, რომელიც მთელი მსოფლიოდანაა შეგროვებული, სულ 100 ჰექტარი).

გორდი-ოკაცე

Posted: 26 ივლ 2006, 16:16
by Qurumi
zura_wise
:D :D :D

გორდი-ოკაცე

Posted: 26 ივლ 2006, 21:33
by mika
zura_wise
გეგონოს....მთიანი სამეგრელო არის მაგარი ლამაზიიიი

გორდი-ოკაცე

Posted: 27 ივლ 2006, 09:06
by Giorgi Bagrationi
კადრი გორდის სასაფლაოდან.
PS გორდში ხშირად წვიმს. :wink:
Image

გორდი-ოკაცე

Posted: 27 ივლ 2006, 10:59
by Gvalva
Giorgi Bagrationi

ბოლო ფოტო ისეთი იყო კინაღამ მთელი აქცენტი იმაზე გადავიდა :) არადა აშკარად კმაყოფილია წვიმისგან რომ იცავენ :)

კანიონი მართლაც ძაააან მაგარი იყო. Mrs. Robinsonis არ იყოს რუკის ნახვა მინდა და მერე უფრო ცოტა შეკითხვა მექნება :)

გორდი-ოკაცე

Posted: 27 ივლ 2006, 11:36
by gobe
zura_wise,
zura_wise wrote:ჩემი აზრით სამეგრელო ყველაზე ღარიბია ბუნების სილამაზიტ ალბათ ეს ერთერთ საუკეთესოა სამეგრელოში
მართლა ვერ დაგეთანხმები. მე პირადად არაფერი მაკავშირებს დასავლეთთან (წარმოშობას ვგულისხმობ), მაგრამ მთიან სამეგრელოში არის ზღაპრული ადგილები. მოვლილი არა მაქვს, მაგრამ რამოდენიმეჯერ ვარ ნამყოფი ზოგიერთ მაღალმთიან ადგილას.

გორდი-ოკაცე

Posted: 27 ივლ 2006, 11:55
by gobe
Giorgi Bagrationi,
PS გორდში ხშირად წვიმს.
Gvalva,
არადა აშკარად კმაყოფილია წვიმისგან რომ იცავენ
Image Image Image Image Image Image

გორდი-ოკაცე

Posted: 27 ივლ 2006, 12:49
by Nika
რუკაზე ეს ადგილები შეგიძლიათ იპოვოთ აი აქ:
http://mapy.mk.cvut.cz/data/Gruzie-Geor ... 38-050.jpg

ან უფრო დეტალურად აქ
http://nika.vardzelashvili.com/karavi/m ... 050-3v.jpg

ოღონდ ზედა ცანჩქერი ვერ გავიგე სადაა.