გორდი-ოკაცე

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
pauna
მაწანწალა
Posts: 1991
Joined: 29 მარ 2005, 10:49
Location: ვარკეთილი
გორდი-ოკაცე

Post by pauna » 27 ივლ 2006, 13:20

ძAლიან საინტერესო კანიონია... დიდი მადლობა ინფორმაციისატვის...
ჩანჩქერიც ძალიან ლამაზია... იმედი მაქვს მალე მოვინახულებ მაგ ადგილებს...
ImageImage

User avatar
Giorgi Bagrationi
მაწანწალა
Posts: 780
Joined: 12 ოქტ 2005, 22:46
Location: Tbilisi
Contact:
გორდი-ოკაცე

Post by Giorgi Bagrationi » 27 ივლ 2006, 13:21

ყველაზე გასაკვირი ისაა, რომ 25 000-იან ტოპო რუკაზეც კი არაა დატანილი ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჩანჩქერები (სხვაგან 2 მ-იანებიც კია ნაჩვენები). ალბათ ამ კვადრატს რომ აკეთებდა რუსი სამხედრო ტოპოგრაფი არაყთან იყო "შეყვარებული". :wink:

User avatar
pauna
მაწანწალა
Posts: 1991
Joined: 29 მარ 2005, 10:49
Location: ვარკეთილი
გორდი-ოკაცე

Post by pauna » 27 ივლ 2006, 13:26

ან კიდევ შეშურდათ და არ დაიტანეს...
ხომ ვიცით მათი ამბავი.... :)
რას არ მოელი მათგან... ეგონატ დაგვიმალავდენ ?!
ImageImage

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
გორდი-ოკაცე

Post by Gvalva » 27 ივლ 2006, 13:49

გიორგი, მე როგორც დავადგინე მთელი ზემოთაღწერილი ამბები აი აქ ვითარდება ხო? თუ ასეა რაღაც მისასცვლელი ვერ ვუპოვე და როგორ უნდა მივიდეთ ისიც გვითხარი რაა :)

Image

User avatar
Giorgi Bagrationi
მაწანწალა
Posts: 780
Joined: 12 ოქტ 2005, 22:46
Location: Tbilisi
Contact:
გორდი-ოკაცე

Post by Giorgi Bagrationi » 27 ივლ 2006, 23:51

ესეც რუკა
Image

User avatar
Nika
იეტი
Posts: 5044
Joined: 30 მარ 2005, 11:04
Location: თბილისი
Contact:
გორდი-ოკაცე

Post by Nika » 28 ივლ 2006, 10:27

Giorgi Bagrationi
ჩანჩქრებეთან არაა როგორც ვხედავ ძნელი მისასვლელი. თუ ვცდები?

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
გორდი-ოკაცე

Post by Gvalva » 28 ივლ 2006, 11:22

აი მანდ მინდა წასვლა!! :D

ამ რუკით და აღწერით ბევრი რამე გავიგე, მარა შეკითხვები კიდევ დარჩა :)

კანიონი როგორც მივხვდი მხოლოდ ეს ორკილიმეტრიანია ნაწილია, შემოხაზული რომაა ცხენისწყლის შესართავამდე. ხიდიდან ისეთი სურათია გადაღებული იმის შემდეგ მდინარეს ალბათ ვეღარავინ გაყვება... ტექტონიკური ნასხლეტი ნახეთ? მდინარე რომ ბრუნდება ხიდთან მანდ ხომ არაა ეგ ნასხლეტი. ის 60 მეტრიანი ტბა ნასხლეტთანაა თუ ის ზევითაა ჩანჩქერებთან? რა მონაკვეთიც არავის გაუვლია, იმის ზევიდან გავლა მაინც თუ შეიძლება? და ქვემოდან, ცხენისწყლიდან რომ ასავლელი არც ისე რთული ჩანს, ჩანჩქერებია თუ რატომ არ შეიძლება ქვემოდან აყოლა?

და ბოლო, ყველაზე ადვილი :), ბოგას ხიდის ფოტო თუ გაქვთ დადეთ რაა :)

User avatar
Giorgi Bagrationi
მაწანწალა
Posts: 780
Joined: 12 ოქტ 2005, 22:46
Location: Tbilisi
Contact:
გორდი-ოკაცე

Post by Giorgi Bagrationi » 28 ივლ 2006, 12:17

Nika
ჩანჩქერებამდე ჩვეულებრივი მანქანით 2კმ გექნებათ ფეხით გასავლელი.
კარგი ჯიპით 500 მ.მდე

Gvalva
გაუვლელი მონაკვეთი თავად კანიონია შიგნიდან (2,5-3კმ). ზემოდან კიგაივლება მაგრამ იმდენად ღრმაა რომ ვერ ჩაიხედავ, თუ ძაან ახლოს მიხვედი და გადაეკიდე შეიძლება ფეხი დაგიცდეს და ვერავინ გიპოვის რადგან მდინარე ალაგ-ალაგ კლდეებში შედის და იქ ჩამსვლელიც არავინაა. როგორც მითხრეს ბოლო წლებში 3 კაცი დაღუპულა ასე. ბოლოს შარშან ჩავარდნილა 20-იოდე წლის ბიჭი.
თავად ხიდი რატომღაც არ გადამიღია (იმდენად გამომაშტერა :o კანიონმა, რომ სულ ქვემოთ ვიყურებოდი და ვიღებდი მაგრამ არა ეფექტური კადრები გამოვიდა სიბნელის გამო :cry: ).
ცხენისწყლიდან ასვლა ვეღარ მოვასწარით და ერთი სული მაქვს როდის მოვხვდები კიდევ მანდ; თუმცა როგორც იქაურებმა მითხრეს ბევრს ვერ შეხვალ სიღრმეშიო.

User avatar
Nika
იეტი
Posts: 5044
Joined: 30 მარ 2005, 11:04
Location: თბილისი
Contact:
გორდი-ოკაცე

Post by Nika » 28 ივლ 2006, 14:19

Giorgi Bagrationi
აჰა ანუ ჩემი ნივა ახლა კარგ ჯიპში გადის თუ არა? იმ დღეს კუს ტბიდან უძოზე ავედი.

User avatar
gobe
მზიან ქვეყნის იეტი
Posts: 2146
Joined: 23 ივნ 2006, 11:30
Contact:
გორდი-ოკაცე

Post by gobe » 28 ივლ 2006, 14:46

Giorgi Bagrationi
ისე გვიხატავ მაგ ადგილებს, რომ ლამის არის განცხადება დავუწერო უფროსს (სამსახურიდან გათავისუფლებაზე :lol: ) და ეგრევე გავიჭრა სახეტიალოდ. ისე კი, მართლა, რაღაც საოცარი სურვილი მაქვს მაგ ადგილების ნახვის.


Nika
:lol:
თუ ნივამ ვერ გაქაჩა, მაშინ მიიღე ეს Image ჩემგან. მართალია ვირტუალურია, მაგრამ სამაგიეროდ მაინც საჩუქარია. :wink:

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
გორდი-ოკაცე

Post by Gvalva » 28 ივლ 2006, 15:19

მე მგონი ნივა და ჯიპი მანდ მისვლას სულაც არ ჭირდება, უფრო საინტერესოა მინიმუმ რამდენი დღეა საჭირო და რამდენად რთული სავალია? დამწყებები გაივლიან?

და მე როგორც მივხვდი, თქვენ ჩანჩქერებთან ზემოდან მიხვედით და მანქანა როგორ ჩამოიყვანეთ, თუ მძღოლი დარჩა? ვინმე ადგილობრივის მანქანით წასვლა რამდენად შესაძლებელია?

და კიდევ, ბაღის გვერდით კლდეებზე რომ რაღაც ტოპოგრაფიული ნიშნებია ეგ საბაგირო გზაა თუ რა არის?

User avatar
mika
იეტი
Posts: 1449
Joined: 26 მაი 2005, 20:50
გორდი-ოკაცე

Post by mika » 28 ივლ 2006, 15:29

Nika
Gvalva
gobe
ჰა ხომა რ წავიდეთ 12 მერე მაოც წამოვიყვანოთ და ვინმე გამოცდილი ალპინისტი მცოცავიი
medical student

User avatar
gobe
მზიან ქვეყნის იეტი
Posts: 2146
Joined: 23 ივნ 2006, 11:30
Contact:
გორდი-ოკაცე

Post by gobe » 28 ივლ 2006, 15:34

mika
გაიხარე, იდეას კი გიწონებ, მაგრამ სამსახურიდან ჯერ-ჯერობით შვებულებას ვერ ვიღებ და თუ კი ავიღებ, ისიც ისე ცოტა ხნით, რომ ცოლ-შვილის გაყვანა მინდა თბილისიდა, შეიძლება ბორჯომში წავიდე. ჯერ ზუსტად არაფერი ვიცი. ისე კი, დიდი მადლობა იდეისათვის. მაინც, თუკი წასვლას გადაწყვეტთ კარ(ა)ველები, იქნებ პირობები დეტალურად შემატყობინოთ.
დიდი მადლობა :wink:

User avatar
mika
იეტი
Posts: 1449
Joined: 26 მაი 2005, 20:50
გორდი-ოკაცე

Post by mika » 28 ივლ 2006, 15:37

gobe
ოკ ჯერ იდეის დონეზეა ალბატ ნიკა და ლელა თუშეთს გეგმავენ
medical student

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
გორდი-ოკაცე

Post by Gvalva » 28 ივლ 2006, 15:40

mika

გააჩნია რამდენი დღეა საჭირო, თქვენ რომ რაჭაში იქნებით იმ დროს ვფიქრობ და რა ვიცი... :oops:

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]