Page 1 of 1

რა კარგი იყო ლაშქრობა სამშვილდეშ

Posted: 20 ოქტ 2004, 09:41
by Druides
:lol: ხო სამშვილდე მართლაც ძაან მაგარია. ოღონდ აბორიგენები ცხოვრობენ ცოტა არანორმალურები. თავიდან მართლაც ყველაფერი კარგად დაიწყო არა შემდეგაც ყველაფერი კარგად იყო მაგრამ აბორიგენები რომლებიც ძალიან გაუნათლებელნი იყვნენ ისეთ სისულელეებს ჩმახავდნენ რომ შეიძლება.........
მაგ. სამშვილდე თითქოს აზერბაიჯანელების ყოფილა შემდეგ კი სომხებს "კავკაზ რემონტი" ჩაუტარებიათ და ყაზარმად გადაუქცევიათ.
ისიც კარგი იყო რომ დავიკარგეთ და მოვხვდით სოფ. დაღეთში რომელიც დაცლილი იყო ზემოთ თქმული მსგავვსი აბორიგენებისგან რადგან ყველანი გაკრეფილები ყოფილან ერევანში და ერთადერთი კაცის გარდა არავინ ცხოვრობდა რომელმაც გზა მიგვასწავლა ჯერ სამშვილდესკენ შემდეგ თეთრი წყაროსკენ საიდანაც მოვხვდით სოფ. ასურეთში სადაც კიდევ ერთხელ აგვერია გზა ჩვენდა საბედნიეროდ დაღეთისგან განსხვავებით აქ უფრო მეტი ყურადღება დავიმსახურეთ და უფრო ადვილად გამოვაღწიეთ. თბილისისკენ მომავლებს ყველას ეძინებოდა და რომ არ ჩასძინებოდათ მომიწია ისეთი რამის ჩადენა ესე ხმამაღლა ვერ განვაცხადებ აღარ ვლაპარაკობ...........................
თბილისში ჩამოსულებს დაშლა ნამდვილად არ გვინდოდა მაგრამ მაინც დავიშალეთ რადგან სახლში დიდი ბალიში მელოდა......................................

რა კარგი იყო ლაშქრობა სამშვილდეშ

Posted: 20 ოქტ 2004, 10:25
by lama
:D სამშვილდისკენ გავედით 17 ოქტომბერს დილით ცხრა საათზე. სამშვილდე მდებარეობს თეთრიწყაროს რაიონში მდინარეების ჭივჭივასა და ხრამის შესართავთან არსებულ ბუნებრივ კლდოვან კონცხზე საიდანაც იშლება ულამაზესი ხედი მდინარე ხრამზე სწორედ ამ ადგილიდან გამომდინარე ამ მდინარეს ეწოდა ხრამი რადგანაც ამ ტერიტორიაზე მდინარის ხეობა მართლაც ჩახრამულია და ამ ხედის დანახვაზე შიშისაგან თვალები ნამდვილად გაგიფართოვდებათ :shock: :roll: ჩვენ გაგვაოცა ამ ადგილების საოცარმა სილამაზემ ამ ტერიტორიაზე გარდა ციხისა რომელიც დავითაღმაშენებელმა იხსნა დამპყრობლებისაგან დგას კიდევ რამდენიმე ეკლესია რომელთაგანაც აღსანიშნავია სამშვილდის სიონი იგი VI საუკუნის ძეგლია რომელიც განეკუთნება ე.წ. ჯვრის ტიპის ტაძრებს სამწუხაროდ ამ ეკლესიას გუმბათი ჩამონგრეილი აქვს მაგრამ იგი მაინც დგას ძლიერად და დიდებულად.
ჩვენ აღგვაშფოთა იქ იმ ისტორიულ ძეგლებში არსებულმა განუკითხაობამ მაგალითად ერთ-ერთ ძველ ქართულ ეკლესიაში რომელიც ამჯამად სომხურ მოსახლეობას ააქვს მითვისებული ვნახეთ ერთი მეტად აღმაშფოთებელი ფაქტი ამ ეკლესიაში ცეცხლი დაუნთიათ და იქაურობა ნაგვით აუვსიათ ასეთი ფაქტები მრავლად შეგვხვდა იქ ამ საკითხებზე ჩვენ ახალგაზრდობა აუცილებლად უნდა დავფიქრდეთ.

რა კარგი იყო ლაშქრობა სამშვილდეშ

Posted: 21 აპრ 2005, 17:41
by Druides
ხო შენ ისიც გაიხსენე იქ რო სომხების გარემოცვაში მღეროდი ჰეჰეჰეჰე

რა კარგი იყო ლაშქრობა სამშვილდეშ

Posted: 14 სექ 2006, 17:31
by Toma
ხალხო თუ გაქვთ სამშვილდეს სურათები დადეთ რაააა პლიიზზზზზზზზ

რა კარგი იყო ლაშქრობა სამშვილდეშ

Posted: 14 სექ 2006, 19:29
by Nika
Toma
Image
ასევე გიორგი ბაგრატიონის დისკზეა მგონი ფოტოები და შეიძლება უკეთესი ხარისხით მოგცეს.

რა კარგი იყო ლაშქრობა სამშვილდეშ

Posted: 14 სექ 2006, 20:41
by Toma
შენ გაიხარე Nika უღრმესი მადლობა