ოქროყანა-კეტრისი-ყელიწადი-არჩვები-(?)-ერმანი-ცხინვალი-თბ.

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
toga
იეტი
Posts: 1063
Joined: 26 აპრ 2005, 17:00
ოქროყანა-კეტრისი-ყელიწადი-არჩვები-(?)-ერმანი-ცხინვალი-თბ.

Post by toga » 15 აგვ 2006, 13:09

Kakha
კეთილი იყოს შენი დაბრუნება :)
icxovre ise rom sikvdili ikos shentvis udidesi usamartloba

User avatar
Nika
იეტი
Posts: 5044
Joined: 30 მარ 2005, 11:04
Location: თბილისი
Contact:
ოქროყანა-კეტრისი-ყელიწადი-არჩვები-(?)-ერმანი-ცხინვალი-თბ.

Post by Nika » 16 აგვ 2006, 21:15

კახა
ალბათ imageshack-ს ეუბნები რომ დაგიპატარაოს ფოტოები და მაგიტო შვება ეგრე.
Dzuar-Zenji-Barzond
http://www.vardzelashvili.com

User avatar
Kakha
იეტი
Posts: 1931
Joined: 13 ივნ 2005, 10:08
Location: თბილისი
ოქროყანა-კეტრისი-ყელიწადი-არჩვები-(?)-ერმანი-ცხინვალი-თბ.

Post by Kakha » 18 აგვ 2006, 11:21

აბა ვცდი დაუპატარავებლად:

ავდივართ ოქროსყანიდან კამკასიონის მთავარი ქედის უღელტეხილზე (მაგარი გრძელი აღმართია, საკმაოდ დავიღალეთ - დილიდან გასულებმა საღამოს 5 საათისათვის ავაღწიეთ)

Image

ესეც უღელტეხილი - ვერ ვიტყვი რომ ნისლიან და სველ ამინდში, როცა ხილვადობა ძალზე შეზღუდულია პოეტური ადგილი იყოთ-თქო. თავად განსაჯეთ

Image

გადავედით უღელტეხილზე და დავიწყეთ დაშვება - ნაშალი რომელიც ყელიწადის ტბისკენ ჩადის

Image

User avatar
toga
იეტი
Posts: 1063
Joined: 26 აპრ 2005, 17:00
ოქროყანა-კეტრისი-ყელიწადი-არჩვები-(?)-ერმანი-ცხინვალი-თბ.

Post by toga » 18 აგვ 2006, 11:25

აუ გამახსენდა და მომენატრა ის დაღლილობა და წვალება და სიცივე :roll:
icxovre ise rom sikvdili ikos shentvis udidesi usamartloba

User avatar
Kakha
იეტი
Posts: 1931
Joined: 13 ივნ 2005, 10:08
Location: თბილისი
ოქროყანა-კეტრისი-ყელიწადი-არჩვები-(?)-ერმანი-ცხინვალი-თბ.

Post by Kakha » 18 აგვ 2006, 11:25

აუ, ახლა რაღაც გიგანტურები გამოვიდა - ახლა ისევ დაპატარებას ვცდი, მაგრამ სხვა რეზოლუციით

ესაა ყელიწადის პანორამა (არ დაგავიწყდეთ- 4 ვილისი, საოცრად ცხელი ივნისის შემდეგ)

Image

User avatar
Kakha
იეტი
Posts: 1931
Joined: 13 ივნ 2005, 10:08
Location: თბილისი
ოქროყანა-კეტრისი-ყელიწადი-არჩვები-(?)-ერმანი-ცხინვალი-თბ.

Post by Kakha » 18 აგვ 2006, 11:27

არა, რაღაც საშინელებ გამოდის. ვერაფრით გავარტყი ნორმალური ზომა, ამიტომ ვწყვეტ გოტოების გამოდებას

User avatar
toga
იეტი
Posts: 1063
Joined: 26 აპრ 2005, 17:00
ოქროყანა-კეტრისი-ყელიწადი-არჩვები-(?)-ერმანი-ცხინვალი-თბ.

Post by toga » 18 აგვ 2006, 11:27

Kakha
800 600 დააყენე imageshack ში და ეგაა გამოსყორდება
icxovre ise rom sikvdili ikos shentvis udidesi usamartloba

User avatar
Kakha
იეტი
Posts: 1931
Joined: 13 ივნ 2005, 10:08
Location: თბილისი
ოქროყანა-კეტრისი-ყელიწადი-არჩვები-(?)-ერმანი-ცხინვალი-თბ.

Post by Kakha » 18 აგვ 2006, 11:30

კარგი ვცდი -

კიდევ ერთი პანორამა- ფოტოს ცენტრში დიდი მთა, რომლის წვერიც ნისლითაა დაფარული შერხოტაა. მისგან მარჯვნივ უნაგირივით რელიეფი - ესაა პატარა უღელტეხილი საიდანაც გადასასვლელია არჩვების ტბაზე

Image
Last edited by Kakha on 18 აგვ 2006, 12:42, edited 2 times in total.

User avatar
Kakha
იეტი
Posts: 1931
Joined: 13 ივნ 2005, 10:08
Location: თბილისი
ოქროყანა-კეტრისი-ყელიწადი-არჩვები-(?)-ერმანი-ცხინვალი-თბ.

Post by Kakha » 18 აგვ 2006, 11:38

აი აქ კიდავიკარგეთ, თუ რატომ თავადაც ხედავთ გარშემო ნისლია - ვიზუალურად რუკის მიხედვით ვერ ვებმებოდით, ჯპს-ი გადაირია - სულ სხვადასვა მხარეს გვიჩვენებდა ყელისტბის უღელტეხილს, კომპასიც აქეთ-იქით იქნევდა ისარს, რადგან გარშემო ვულკნური ქანები იყოს. ჩემი რეჩევით რამდენჯერმე ვრთავდით ჯპს და საითაც ყველაზე ხშირად გივჩვენებდა იქით მოვდიოდით. შემდეგში გაირკვა რომ ეს ტაქტიკა შეცდომა იყო

Image

User avatar
Kakha
იეტი
Posts: 1931
Joined: 13 ივნ 2005, 10:08
Location: თბილისი
ოქროყანა-კეტრისი-ყელიწადი-არჩვები-(?)-ერმანი-ცხინვალი-თბ.

Post by Kakha » 18 აგვ 2006, 11:40

არაფერი გამოვიდა 800-600 ვწყვეტ ფოტოებს!

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5140
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
ოქროყანა-კეტრისი-ყელიწადი-არჩვები-(?)-ერმანი-ცხინვალი-თბ.

Post by Gvalva » 18 აგვ 2006, 11:41

აუ, აი ახლა გავიგე რა ხდებოდა და როგორი თოვლიანობა იყო და კაპეზე რომ არა ვინანებდი რომ არ ვიყავი, მანდ მაგ დროს ნამყოფი ბევრი არ იქნება, ასე რომ თქვენი ფოტოები ძაან მნიშვნელოვანია :)

დაპატარავება კი ჯობია ფოტოშოპში, პანორამები 1000 პიქსელი სიგანეში, ისე ფოტოები 700, უფრო დიდი უბრალოდ არ აღიქმება რადგან ერთად ვერ ვხედავთ

User avatar
gobe
მზიან ქვეყნის იეტი
Posts: 2146
Joined: 23 ივნ 2006, 11:30
Contact:
ოქროყანა-კეტრისი-ყელიწადი-არჩვები-(?)-ერმანი-ცხინვალი-თბ.

Post by gobe » 18 აგვ 2006, 13:40

Kakha,
დიდი მადლობა ინფორმაციისა თუ ფოტომასალებისთვის. :wink:

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6820
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
ოქროყანა-კეტრისი-ყელიწადი-არჩვები-(?)-ერმანი-ცხინვალი-თბ.

Post by guruli » 18 აგვ 2006, 13:58

Kakha
არაფერი გამოვიდა 800-600 ვწყვეტ ფოტოებს!
შენც უფრო დააპატარავე. მოკლედ, მგლის შიშით ცხვარი ვის გაუწყვეტიაო და მაგისთვის ნუ მოგვაკლებ ეგეთი სილამაზის ცქერის სიამოვნებას. მართლა მაგარი ადგილებია.

User avatar
Kakha
იეტი
Posts: 1931
Joined: 13 ივნ 2005, 10:08
Location: თბილისი
ოქროყანა-კეტრისი-ყელიწადი-არჩვები-(?)-ერმანი-ცხინვალი-თბ.

Post by Kakha » 18 აგვ 2006, 16:28

დიდი მადლობა ადმინს, რომ ჩემი ფოტოების ზომები შეცვალა და მასწავლა როგორ და რა ზომაზე დავაყენო.

ვამატებ რამდენიმე ფოტოს

ყვავილები 3000 მეტრზე
Image

User avatar
Kakha
იეტი
Posts: 1931
Joined: 13 ივნ 2005, 10:08
Location: თბილისი
ოქროყანა-კეტრისი-ყელიწადი-არჩვები-(?)-ერმანი-ცხინვალი-თბ.

Post by Kakha » 18 აგვ 2006, 17:05

გზა კავკასიონის ქეის უღელტეხილისაკენ. უღელტეხილი ყველაზე ჩავარდნილი მარისკენაა. თუმცა ეს უღლტელიხი არაა. ამ უნგირს რომ გავცდით კიდევ კარგა ხან ვიარეთ. უღლტეხილს რომ გავცდით ამინდა ისე გაფუჩდა და ისეთი ნისლი ჩამოწვა შორიდან უღელტეხილის ფოტოს გადაღბა შეუძლებელი იყო
Image


კიდევ ერთი ყელიწადის ფოტო
Image

ეს კი არჩვების ტბაა. ყურადღება მიაქციეთ ყინულის რაოდენობას ტბაზე - 4 ივლისია!
Image

ჩვენი ცნობილი დაკარგვის შემდეგ და მას შემდეგ რაც წრეზე ვიარეთ მთელი დღე დღის ბოლოს დაახლოებით ერთი საათით ნისლი გაიფანტა და შერხოტას წვერიც დავინახეთ. აი ასე მოგვესალმა შერხოტა
Image


ჰოდა შერხოტა რომ დავინახეთ მივხვდით სადაც ვიყავით. ყელისტბის უღელტეხილი შორს არ უნდა ყოფილიყო, მაგრამ რადგან საღამოვდებოდა და ძალიან დაღლილები ვიყავით გადავწყვიტრეთ იქვე, ფაქტიურად უღელტეხილზე დაგვეცა ბანაკი - დაახლოებით 3500 მეტრზე. იმედი გვქონდა, რომ მეორე დღს გამოიდარებდა და ადვილად მივაგნებდით უღელტეხილს, და ყელის ტბის კარგად დათალიერებასაც მოვასწრებდით. სინამდვილეში ღამი ამინდი კიდევ უფრო გაფუჭდა და დილას კიდევ უფრო სქელი ნისლი დაგვხვდა, თანაც როგორც არ უნდა გაგიკვირდეთ ქარი უბერავდა (ნისლს კი რატომღაც არ ყრიდა) და წვიმდა (სცრიდა), ხანდახან თოვლიში დაგადაიოდა. ასია თუ ისე ესაა ჩვენი ბოლო ბანაკის ფოტო (შემდეგი ღამე ცხინვალი კპზ-ში გავათენეთ)
Image

უკვე იცით რომ ნისლის გამო უღელტეხილს გავცდით (ვერ დავინახეთ სად უნდა გადაგვეხვია მარცხნივ), მერე ფერდობმა მკვეთრად დაიწყო დაშვება. ვიარეთ ნშალზე და გამოჩნდა პატარა მდინარის სათავე - აი თურმე როგორ იწყება და სად იღებს ლიახვი სათავეს (ძალიან გვიან მოვხვდით რომ ეს ლიახვი იყო!).

ხომ ხედავთ ფოტოს ცენტრში პატარა ნაკადულს - ესაა ლიახვის სათავე
Image

ამის შემდეგ კიდევ რამდენიმე სურათი გადავიღე სოფელ ერმანამდე. სურათბი ბიჭებმა გამოდეს და მე აღარ გვიმეორებ. ერმანის შემდეგ კი ყველას ვთხოვე სურათები აღარ გადაეღოთ. როცა მკითხეს თუ რატომ არ უნდა გადაეღოთ მე ვუთხარი, რომ უკვე ცხადია სადაც ვართ, აწი რასაც გადავირებთ ხეობის უფრო სიღმეში კაცმა არ იცის რა შეიძლება მიაკერონ მეთქი (მაგალითად კადრში შეიძლება გამოჩენილიყო გზა და მერე ეთქვათ ქართველო დივერსანტებო ჩენი გზების მდგომარეობას იღებდით ფოტოებზეო, ან სხვა ამგვარი). არადა, სამწუხაროდ (თუ ჩვენდა სასიკეთოდ) მართალი აღმოვჩნდი და როცა დაგვაპატიმრეს თუ ჩვენ ჩავბარდით სულ დეტალურად ნახეს ჩენი ფოტოები, მაგრამ პრეტექნზია არ გამოუთქვამთ. ჰოდა აღარც გადაგვიღია. არადა ლიახვიდ ზედა წელის მსგავსი სილამაზის ხოება მგონია საერთოდ არ მინახავს აქამდე.

არ შემიძლია თავი შევიკავო ერთი ფოტს გამოდებისგან. ეს ფოტო ჩემი გადაღბული არაა. იგი ჩემი აპარატითაა გადაღებული ოსეთის უშიშროების თანამშრომლის მიერ. მოკლედ რომ გამოგვიშვეს და აპარატებიც უკან დაგვიბრუნეს, უკვე როცა მარშრუტკაში, როცა საუშუალება მომეცა აპარატი დამეთვალიერებინა ეს სურათი აღმოვაჩონე. ალბათ აპარატს ტესტავდნენ, რადგან ეს კადრი სხვადასხვა ექსპოციზიით ექვსჯერ-თუ შვიდჯერაა გადაღებული. ესაა ის ოთახი სადაც მე პირად დამკითხეს. კადრის მარჯვენა ნაწილში რომ სკამი დგას იმაზე ვიჯექი (მოგონებანი გარდასულ დღეთა
:wink: )
Image

ეს კი ბოლო ფოტოა გადაღბული გორიდან თბილისიკენ მიმავალ მარშრუკაში. კადრში მოხვდნენ ვანდერერი, ზურა-ვაისი, და მიშელი (ამჟამად ქურუმი) ცადია მე არ ვარ, არც მიკა მოხვედრილა (ის წინ იჯდა).
მოკლედ სახლისაკენ მოვიჩქარით
Image
Last edited by Kakha on 21 აგვ 2006, 10:03, edited 1 time in total.

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]