ოქროყანა-კეტრისი-ყელიწადი-არჩვები-(?)-ერმანი-ცხინვალი-თბ.

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
mika
იეტი
Posts: 1449
Joined: 26 მაი 2005, 20:50
ოქროყანა-კეტრისი-ყელიწადი-არჩვები-(?)-ერმანი-ცხინვალი-თბ.

Post by mika » 08 ივლ 2006, 19:20

კახა
ლელა(გვალვა)
მიკა
ზურა(ვანდერერი)
ზურა(ზურა ვაისი)
მიშა

4ში გავედით დიდუბის სადგურიდან მარშუტმა ჩაგვიყვანა სოფელ ოქროყანაში (გადასახვევი არმისული ყაზბეგამდე).
ესა არის ხედი ადგილიდან სადაც ტვირთი გადავინაწილეთ
Imageტვირთის გადანაწილების შემდეგ შევუდექით მარშუტს ვიწრო ხეობის გავლის შემდეგImage და თერგის გადალახვის შემდეგ
Image
დავინახეთ ულამაზესი თრუსოს ხეობა ამინდი :( არ გამახსენოთ წვიმდა. ჩვენდა გასაკვირად ხელმარჯვნივ დავინახეთ ფერდობზე უზარმაზარი ბულდოზერი(მემგონი გზა გაყავდა სად და როგორ???)
http://up.aqache.com/?act=download&fid=VsMzXIXV აქ ჩანს კიდევ პატარა ტბა რომელიც მიწიდან ამოდის მჟავე ტბა
ირგვლივ ყველგან ამოდის მჟავე წყლები და ეს წყლები ქმნის ულამაზეს მრავალფორმიან მარილის რელიეფებს...(pic3)
გავაგრძელეთ გზა კერტისისკენ თერგის მარცხენა სანაპიროზე კახამ დაინახა პატარა ტბა რომელიც მიზიდან ამოდიოდა. სულ ცოტა წინ კი მოჩანდა ძველი კოშკები ეს უკვე იყო სოფელი კერტისი.
მწყემსებტან საუბრის შემდეგ გადავწყვიტეთ შეგვეხედა ხეობაში... ასეც მოვიქეცით და იქვე ახლოს კახამ იპოვა იდეალური ადგილი ბანაკისათვის..ჩვენც დავეცით ბანაკი.....მდინარის პირას....
ყველანი სველები ვართ ბათინკებში ვცურაობთ :(
Image

აი ჩვენი კარვებიც ხეობის დასაწყისში. იდეალური ადგილი აღმოჩნდა (კახამ იპოვა)
Image


მეორე დილა თითქოს ღრუბლებმა აიწია ..ხედი ბანაკიდან
Image


მეორე დღე. მარჯვნივ რომ ქედი მოცანს და ბილიკი აი მანდ გავიარეთ...
საკმაოდ რთული იყო სველ დიდი სველ ბალახზე სიარული .....

Image
Last edited by mika on 11 ივლ 2006, 13:58, edited 11 times in total.
medical student

User avatar
mika
იეტი
Posts: 1449
Joined: 26 მაი 2005, 20:50
ოქროყანა-კეტრისი-ყელიწადი-არჩვები-(?)-ერმანი-ცხინვალი-თბ.

Post by mika » 08 ივლ 2006, 22:32

თრუსოს ხეობა არის ულამაზესი. განსაკუთრებით ის ადგილები სადაც 3-ი ხეობა ერთდება და სამი მდინარე ერთ ერთის სახელია დესიდონი და დესიკომიდონი. თერგი მესამე არ მახსოვს. შემდეგ უზარმაზარი დელტასავით რამოიქმნედა ამ ყველაფერს კი ციხე და კოშკები დაჰყურებს ასევე შიგნით3დან შუა ხეობია სიღრმეში კიდევ მოცანს კოშკები ..

მოკლედ თუ მოხვდებით ამ მარშიტზე ოგონდ აირჩევთ უფრო რთულ უღელტეხილს (რომელიც ამ ხეობის დასაწყისში მინერალურ მჟავე წყლებთან იწყება) მაშინ აუცილებლად გამოყავით რამოდენიმე საათი რომ ხეობას ბოლომდე ჩაუყვეთ რომ შემოაღნიშნული ადგილები არ დაგრჩეთ დაუთვალიერებელი.(pic.4)

რაც შეეხება მარშუტის მეორე დღეს :
ამინდი იყო მზიან მოღრუბლული.
შევედექით ხეობის მარჯვენა ფერდობს და უზარმაზარ ბალახებში (საკამოდ ძნელია თან როცა ეს ბალახი სხელიცაა) სულ 500იოდე მეტრში ლელას მფარველმა ანგელოზმა ყური აუწია "შენ გვალვუჩი რატო უკან არ გაბრუნდებიო, გინდა გვალვისგან ყელიწადის ტბა დააშროოო" ხოდა ლელასაც რა გზა ჰქონდა გამობრუნდა უკან. (იხ. ობიექტური პასუხები პმ-ებში) :D
სასიარულოდ ბალახებსი იყოო მართლა ძალიან ძნელი სველი იყო ბალახები და საკმაოდ ხშირად ვცურდებოდით თან ისიც გაითვალისწინეთ რომ ბათინკი(თუ სუპერ უძლიერესი არ გაქვთ) ეგრევე გისველდებათ და წყალი შეგდით მათ შორის ანდეს წყალგამძლე ბათინკშიც საკმაოდ უსწრაფესად შევიდა წყალი.

შემდეგ მივუახლოვდით ამ ადგილს
Image
, სავარაუდოდ მეცხვარეების სადგოგმი.. იქვე ახლოს არის გოგირდის წყლები (შესაბამისად სუნიც)(არ ილევა)
ამის მერე ისწყება ნაკლებად ბალახიანი და მეტად ნაშალიანი მარშუტის მონაკვეზთი. ჩვენ გავუყევით მდინარეს რომელზეც ალგ ალაგ იდო ტოვლი და ჩვენც ხან ერთ ნაპირზე ხან მეორეზე გადავდიოდით რამოდენიმე ადგილზე ძაან ლამაზი ჩანჩქერებიც იყო (pic.6) შემდეგ შევუყევით ქედის მარჯვენა ფერდობს როგორც რუკაზე 300იოდე მეტრი 4-იტ ვიბობგეთ მაგრამ...

Image

Image

Image

Image

Image

Image
Last edited by mika on 11 ივლ 2006, 14:27, edited 7 times in total.
medical student

User avatar
mika
იეტი
Posts: 1449
Joined: 26 მაი 2005, 20:50
ოქროყანა-კეტრისი-ყელიწადი-არჩვები-(?)-ერმანი-ცხინვალი-თბ.

Post by mika » 09 ივლ 2006, 13:40

Image

მაგრამ აღმოჩნდა რომ სულ ტყუილად ეტყობა წინ მიჭა ჩაიშალა და გადასვლა შეუძლებელი იყო ამიტომ ჩამოვბობგდით და გავაგტძელეთ გზა მარჯვნივ მდებარე ქედზე და ბოლოს მივაგწიეთ დიდ ნაშალებამდე. იქ ცოტა ხანს შევისვენეთ (ვჭამეთ) და ამასობაში წვიმაც წამოვიდა. ამ ადგილიდან დაიწყო საკამოდ დიდი აღმართები და სიმაგლეს საკმაოდ სწრაფად ვკრეფდით როგორც GPS გვიჩვენებდა კიდევ 400მეტრი უნდა აგვეკრიფა....1საათში ისევ წამოდიდა წვიმა და აგარ გადაუგია ამსობაში ნისლიც ჩამოწვა (ამჯერად სამუდამოდ, მხოლოდ 1დღის მერე დახლოებით 5სათზე აიწია ნისლმა ისიც 1-2საათით და ნაწილობრივ) უღელტეხილს ვერ ვხედავდით ამიტომ ბრმად მივდიოდით. ძაან ძნელი იყო წვიმაში ნისლში და სველ ნაშალზე და თოვლზე სიარული. ბოლოს როგორც იქნა გადავლახეთ ეს უღელტეხიი (მე ყველაზე ზალიან ეს მონაკვეთი გამიჩირდა ეტყობა ძაან მძიმე რუკზაკი მქონდა მაგ მომენტში) უღელტეხილიდა მხოლოდ 10იოდე მეტრი იყო მხედველობა..დავეშვით სავარაუდო მხარეს და დავინახეთ ნაწილობრივ ყინულებიანი ტბა. (pic. 7-8-9-10). მოვზებნეთ საბანაკე ადგილი (ი.ხ. დატანილია ნიკას დადებულ რუკაზე) და დავეცით კარვები...(pic.11. 12)
Last edited by mika on 11 ივლ 2006, 14:21, edited 1 time in total.
medical student

User avatar
mika
იეტი
Posts: 1449
Joined: 26 მაი 2005, 20:50
ოქროყანა-კეტრისი-ყელიწადი-არჩვები-(?)-ერმანი-ცხინვალი-თბ.

Post by mika » 09 ივლ 2006, 19:12

მორე დღეს ავდექით კიდევ კარგი რომ არ წვიმდა თუმცა ნისლი ოდნავადაც არ შემცირებულა. და გადავედით არჩვების ტბაზე მანამდე კი თოვლიანი მინი"უღელტეხილი" გადავიარეთ (pic.13). დავინახეთ არჩვების ტბა (pic.14)ტბა ნახევრად ჩანდა ნისლის გამოო და ნაბირები განსაკუთრებით სამხრეზტის ნაპირი ყინულით და თოვლით იყო დაფარულუ.სწორედ აქ დავუშვით შეცდომა (ჩემს გამო :oops: მიზეზი: რუკის მაშტაბი და 100მ სიმაღლის აკრეფის მოლოდინი იყო) თუმცა ეს შეცდომა ასე 300-400მ-ში გავაცნობიერეთ და ქედზე დაგავლით დავუბრუნდით საწყის მარშუტს, ანუ მივაღწიეთ არჩვების ტბის სამხრეთ დასავლეთის ნაპირს და გზა მარშუტის შესაფერისად განვაგრძელეთ. მარჟვენა მთის ფერდობზე სწორედ არ წავაწყდით დათვის ნაკვალევს (pic.15) შემდეგ წინ დავინახეთ ჩავარდნილი ადგილი. ეს ადგილი ტოპ. რუკაზე ადვილად ვიპოვე და 2 დასკვნა გამოვიტანე რომ ან მარჯვნიდან უნდა შემოგვევლო ან მარცხნიდან პირველი სიმარტივის გამო მარცხნიდან შემოვუარეთ და მარგვნივ ავიგეტ გეზი, უმცა რამოდენიმე 100ეული მეტრის გავლის შემგედ აღმოჩნდა რომ GPS სულ სხვა მიმართულებას აჩვენებდა......
აი აქ კი მე თვინი გამეჭEდა ვერანაირად ვერ ვხვდებოდი რაში იყოო საქმე, უბრალოდ ვეღარ ვპიქრობდი მაგრა გავიჩედე უბრალოდ ყველანაირი სქემა მომაშალა თავში და მეც გავიპიქრე მე ვსოო სადაც მიდიხართ გამოგყვებითთქოო....
კახამ დავუჯეროთ GPSსო და ასეც მოვიქეცით მაგრამ რამოდენიმე ხნის ბოდიალის და 5ჯერ მაინც მიმარტულების შეცვლის შემდეგ ისევ ჩვენ ნაკვალევს მივადექით... მერე ისევ ამ ნაკვალევს გავყევით უკან და მოვხვდით იმ ადგილზე სადაც სწორეს იმ ჩავარდნილ ადგილის გამო შემოვლას ვაკეთებდით და ისევ იმ სქემის მიხედვით გავაგრძელეთ გზა....
და აი მივადექით ტბას (პატარა ტბას) მიუხედავად მისი მცირე მაშტაბისა ცავთვალეტ რომ ეს იყო ის X ტბა...გავაგრზელეტ გზა და მივადექით უპრო დიდი ტბას.. მოვუარეთ მარჯვნიდან მე და კახამ და იქვე მარცხნივ კიდევ უფრო დიდი ტბა დავინახეთ ცოდა კიდევ წინ კიდევ კახამ მეორე დიდი ტბა ნახა რომელის მარცხენა ნაპირის ქედზე იყო ბესლანის დაგუპილტა მემორიალი...
ამასობაში ნისლი ავიდა მაღლა და შერხოდა დავინახეთ ოოო მაშინ კი ამოვისუნტქე დაახლოებიტ ამინც ვიცოდით სად ვიყავით....იქვე მიწა გავატავისუფლეთ ქვებიდან და კარვები გავშალეთ...კახა სასწრაფოდ გაემართა ბესნალის მემორიალისკენ რომ იქეთ გადაეხედა რა ხდებოდა მაგრამ სამწუხაროდ და საბედისწეროთ ნისლმა არ აცალა (თორემა ალბათ იქიდან ყელის ტბასაც დაინახავდა და Uღელტეხილსაც)

მთელი რამე წვიმდა და ქალი უბერავდა დილად წვიმდა რაც ძაან დიდი დისკომპორტს გვიქმნიდა (სველი ნასკები და ბატინკები უნდა ჩაგვეცვა) :(

მეორე დღეს კი ჩემი დიდი სურვილისდა მიუხედავად სულ სხვა მიმართულებით გადავედით ნიკას მიერ რუკაზე ნაჩვენებ უგელტეხილზე....
და მოვხვდით ერმიდონის ხეობაში....
მე საბოლოოდ დავრწმუნდი რომ ყელის ტბაზე უკვე ვეგარასდროს მოვხვდებოდით თუმცა ზოგს იმედი კიდევ ჰქონდა...ჩავუყევით მდინარეს რატომღაც გვეგონა არაგვის ხეობა თუმცა სულ უფრო დაშვების შემგედ ვრწმუნდებოდი რომ ეს არ იყო არაგვის ხეობა და ამაში საბოლოოდ მაშინ დავრწმუნდი როცა მდინარემ მარჯვნივ შეხვია და სოფელი სოფელი გამოჩნდა ეს უკვე ნამდვილად უადგილო იყო... მერე კი მე და კახამ ოსური ტექდათვალიერების ქაღკდი ვიპოვეთ. ისე მანქანის კაკვალევი იყო ბალახსე (ალბათ მესაზგვრები ამოყავთ ხოლმე) ისე უკვე ამ ადგილებიდან გვითვალთვალებდნენ..ალბათ უფრო ადრე ადგილებიდანაც..
(pic. 16.17. 18. 19. 20. . . .) სოპლამდე მდინარის მარჯვენა სანაპიროზე იყო რამოდენიმე კოშკი..
medical student

User avatar
mika
იეტი
Posts: 1449
Joined: 26 მაი 2005, 20:50
ოქროყანა-კეტრისი-ყელიწადი-არჩვები-(?)-ერმანი-ცხინვალი-თბ.

Post by mika » 10 ივლ 2006, 17:20

ას
Last edited by mika on 11 ივლ 2006, 14:28, edited 5 times in total.
medical student


User avatar
toga
იეტი
Posts: 1063
Joined: 26 აპრ 2005, 17:00
ოქროყანა-კეტრისი-ყელიწადი-არჩვები-(?)-ერმანი-ცხინვალი-თბ.

Post by toga » 11 ივლ 2006, 14:11

ilia
რა ესაა კახასაც ხო გატენილი ავს ის ციფრული სურათებით მიკასაც და კიდე ვანდერელდას სამცუხარდ მე წამიშალეს საზიზგრებმა თორე მეც დავყრიდი უბრალოთ ზარმაცობენ და არ ყრიან

User avatar
Nika
იეტი
Posts: 5044
Joined: 30 მარ 2005, 11:04
Location: თბილისი
Contact:
ოქროყანა-კეტრისი-ყელიწადი-არჩვები-(?)-ერმანი-ცხინვალი-თბ.

Post by Nika » 11 ივლ 2006, 14:14

zura_wise
სამცუხარდ მე წამიშალეს საზიზგრებმა
გითხარი მე მაგაზე რო აღდგენადია თქო.

User avatar
toga
იეტი
Posts: 1063
Joined: 26 აპრ 2005, 17:00
ოქროყანა-კეტრისი-ყელიწადი-არჩვები-(?)-ერმანი-ცხინვალი-თბ.

Post by toga » 11 ივლ 2006, 14:24

Nika
მის მერე არ ვიცოდი და სურათები გადავიგე და მაიცნ შეიძლება ?

User avatar
Nika
იეტი
Posts: 5044
Joined: 30 მარ 2005, 11:04
Location: თბილისი
Contact:
ოქროყანა-კეტრისი-ყელიწადი-არჩვები-(?)-ერმანი-ცხინვალი-თბ.

Post by Nika » 11 ივლ 2006, 14:30

zura_wise
კი თუ მთელი კარტა არ გაავსე ნაწილის აღდგენა შეიძლება.

User avatar
toga
იეტი
Posts: 1063
Joined: 26 აპრ 2005, 17:00
ოქროყანა-კეტრისი-ყელიწადი-არჩვები-(?)-ერმანი-ცხინვალი-თბ.

Post by toga » 11 ივლ 2006, 14:32

Nika
არა არ გამივსია და ამსწავლე ან რა პროგრამაა თუ გაქვს გამომიგზავნე რა

User avatar
Nika
იეტი
Posts: 5044
Joined: 30 მარ 2005, 11:04
Location: თბილისი
Contact:
ოქროყანა-კეტრისი-ყელიწადი-არჩვები-(?)-ერმანი-ცხინვალი-თბ.

Post by Nika » 11 ივლ 2006, 18:24

zura_wise
მოკლედ ახლა ჩემ ფლეშკაზე დავტესტე რომელიც 3 ჯერ დაფორმატდა დაღეთის მერე და 80% ფოტოები აღმიდგინა. ასე რომ ხვალამდე. გელოდები.


User avatar
Toma
იეტი
Posts: 2655
Joined: 27 ივლ 2005, 21:50
Location: Tbilisi
ოქროყანა-კეტრისი-ყელიწადი-არჩვები-(?)-ერმანი-ცხინვალი-თბ.

Post by Toma » 11 ივლ 2006, 23:34

კახა
მიკა
ზურა(ვანდერერი)
ზურა(ზურა ვაისი)
მიშა

მაგრებო და ჯიგრებო
სული გამიმწარდა ამ სურათების მოლოდინში, დაყარეთრაააა ხაშლამის გემრიელი ნაჭრებივითა რაააა რომ გავძღეთ ყურებით. ხალხი არაი ხართ?
:(

User avatar
mika
იეტი
Posts: 1449
Joined: 26 მაი 2005, 20:50
ოქროყანა-კეტრისი-ყელიწადი-არჩვები-(?)-ერმანი-ცხინვალი-თბ.

Post by mika » 12 ივლ 2006, 00:12

ხვალ კიდე 5პჰოტოს დავამატებ...


სამწუხაროდ დრო არ მაქვს :(
medical student

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]