ტაო-კლარჯეთი - 2006.
Posted: 06 ივლ 2006, 13:15
როგორც კარავს მოეხსენება, 1-5 ივლისს მოეწყო დიდი ლაშქრობა ისტორიულ ტაო-კლარჯეთში, რომელშიც კარავის ღირსება ჩემთან ერთად ლამამ, ეკატერინემ, ივლიტამ, ნათურამ და აჩიგიომ დაიცვეს.
ფანტასტიური - მოკლედ და ლაკონურად ასე შეიძლება ამ სევდიანი მოგზაურობის შეფასება, რომელმაც აუწონავ სიხარულთან და ემოციებთან ერთად დიდი ნაღველიც დაგვიტოვა, რადგან საქართველოს ტკივილი იქ ყველამ საკუთარ თავზე ვიწვნიეთ. ერთის მხრივ, გვიხაროდა იმ დიდებული, არქიტექტურულად თუ ძალმოსილებით ბრწყინვალე ტაძრების ხილვა, მაგრამ ხასიათს მათი სავალალო დღევანდელობა გვიფუჭებდა. კიდევ, ჩვენი უსუსურობის შეგრძნება...
ალბათ, ჩემს თბილისში დაბრუნებამდე რეპორტაჟს ვინმე დაწერს, ახლა კი ქრონოლოგიურად შემოგთავაზებთ ჩვენს განრიგს.
1 ივლისი.
ვალედან გადასულებმა გავიარეთ ერუშეთი, არტაანი, კოლა და ტაო. ავტობუსიდან შევათვალიერეთ ჯაყელთა საგვარეულო *ჯაყის ციხე*, მერე - ყველის ციხეც და ავედით ბანაზე.
ცხადია, ყველაფერი გამორჩეულად ლამაზი იყო, მაგრამ განსაკუთრებული შთაბეჭდილება მაინც ტაომ დატოვა. მისი გოროზი ბუნება სრულად ამართლებს გამოთქმას - ბებერი ტაო.
ამის შემდეგ ჩავედით და დავბინავდით (როგორ, ამას მერე მოყვებიან) იუსუფელში, სადაც ნავიგატორის ნაცნობ იობისაც გადავაწყდი. ის მართლაც ჯიგრიანი ქართველი ყოფილა.
2 ივლისი.
ვნახეთ იშხანი, ხახული და ოშკი. პირველი სტრესიც იშხანში მივიღეთ -იმის გაფიქრებაზე, თუ რისთვის უწვალიათ ამდენი ჩვენს წინაპრებს, რისთვის უშრომიათ ასე ტიტანურად და რა უმწეოები ვართ ჩვენ, ბევრს ტირილი მოგვერია.
ამ დღეს ცუდი ის იყო, რომ მოლას ვერაგობით ხახულში შიგნით ვერ შევედით - ჩვენი გულისთვის ლოცვაც კი გადადო. რადგან ოშკში გვაგვიანდებოდა და არც თურქთა ტყუილების მოსმენა გვინდოდა, წამოვედით.
3 ივლისი. ვინახულეთ პარხალი და ოთხთა მონასტერი.
კურიოზებიც ამ დღეს დაიწყო - პარხალში ტაძრის გვერდით მცხოვრებმა თურქის ქალმა ლამა კინაღამ გაგვილახა,
რადგან ვიდეოს გადაღებისას მის ყანაში შეალაჯა...
ეგ კიდევ არაფერი - საღამოს მასპინძელმა ოსმანმა სასტუმროდან ფაქტიურად გაგვაძევა.
მას ებრაელები ჩამოუვიდნენ და 3 ოთახის დათმობა ჩვენ მოგვთხოვა, სხვა სასტუმროში გადაგიყვანთო. თან, ჩვენს დაბრუნებამდე იმ ოთახებიდან ბარგიც გამოგვიყარეს. ჩვენგან 4 კაცს ისედაც მისაღებში ეძინა გასაშლელ დივანზე და ამით აღშფოთებულებმა საერთოდ დავტოვეთ ოსმანას სასტუმრო.
ეს იმდენად ბედნიერი ნაბიჯი აღმოჩნდა, რომ მერე ოსმანას ვლოცავდით კიდეც ამისთვის - ყველაზე ნაყოფიერი სწორედ მომდევნო დღე აღმოჩნდა. იმ ღამესვე ჩავედით ართვინში, მაგრამ სასტუმროებში ადგილები არც იქ იყო და არტანუჯისკენ გავუყევით. გათენებამდე იქ ვიყავით და ადრიანად დავიწყეთ სპრუტი, რომლის სიჩქარემ გიდიც გააკვირვა.
4 ივლისი.
ვინახულეთ დოლისყანა, ხანძთა, ოპიზა, შატბერდი და ჯოჯოხეთის კანიონი. კანიონში უკვე დაბინდებისას, ხოფაში მიმავლებმა შევიარეთ. იმ დღეს ისეთი ტაძრები ვნახეთ და კიდე რამე თუ გამაკვირვებდა, არ მეგონა, მაგრამ კანიონში შესული ვამბობდი, ტაოს დაბრუნების თაობაზე აზრს ვიცვლი -მზად ვარ, მისთვის ბრძოლა დავიწყო და თანაც კანიონიდან-მეთქი.
5 ივლისი.
ხოფადან თამარის ხიდის სანახავად მურღულის ხეობაში წავედით. ლაშქარში მყოფ მერღულიათა მოზრდილ რაზმს ქალაქ მურღულში საკუთარ ფესვებთან დაბრუნება (წარმოშობით იქიდან ყოფილან) და მოგვარეთა მოძიება უნდოდა. მურღულში მისვლით პენალი დავარტყით
- თურმე იქ სულ ქართველები ცხოვრობენ და მთელი ქალაქი ჩვენ შემოგვესია. მოდიოდნენ და მოდიოდნენ ჩვენთან სასაუბროდ და ცენტრალური ქუჩა გაივსო ხალხით. რომელიმე ჩვენგანი სადაც გაჩერდებოდა, მის ირგვლივ მაშინვე იკვრებოდა დიდი წრე. თან, იუსუფელის ქართველებისგან განსხვავებით, ესენი მშვენიერი ქართულით საუბრობენ. იმ დღეს მურღულს ართვინის გუბერნატორიც სტუმრობდა, მაგრამ ჩვენი სტუმრობა ბევრად მასშტაბური ამბავი იყო.
იქ ერთი ჩოლოყაშვილიც გავიცანით - არისტოკრატიული, მართლა თავადური იერის დარბაისელი კაცი, რომელმაც თავისი ქართული ტიპაჟით ყველა მოგვხიბლა.
დღის ბოლოს ბათუმში დავბრუნდით.