ტაო-კლარჯეთი - 2006.
Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia
ტაო-კლარჯეთი - 2006.
დიდი სურვილი მაქვს ტაოს დათვალიერებისა იმედია მომავალ წელს მაინც მოვახერხებ
ტაო-კლარჯეთი - 2006.
Mich@l
წლეულსაც შეგიძლია, სულ რაღაც სამ კვირაში.დიდი სურვილი მაქვს ტაოს დათვალიერებისა იმედია მომავალ წელს მაინც მოვახერხებ
ტაო-კლარჯეთი - 2006.
guruli
ვინ მიდის?
ვინ მიდის?
ტაო-კლარჯეთი - 2006.
Mich@l
მე და ჩემი ახლობელი კი მივდივართ და სხვები ჯერ არ ვიცი. აჩიგიოსაც უნდოდა წამოსვლა, მაგრამ ჯერ არ დავკავშირებივარ. სამსახურიდანაც ჩაიციკლა 1-2, მაგრამ რას იზამენ, არ ვიცი, თუმცა მე სხვებს არ ვუყურებ - ჯგუფი რომც არ შეიკრიბოს, მაინც წავალ. გზები და სიტუაციები დაახლოებით ვიცი და მივაგნებ.guruli
ვინ მიდის?
ტაო-კლარჯეთი - 2006.
guruli
ძალიან კარგი მე მაინტერესებს რა ჯდება და რამდენი ხნით გაგრძელდება ეს ლაშქრობა. დიდი იმედი მაქვს რომ მოვახერხებ წამოსვლას
ძალიან კარგი მე მაინტერესებს რა ჯდება და რამდენი ხნით გაგრძელდება ეს ლაშქრობა. დიდი იმედი მაქვს რომ მოვახერხებ წამოსვლას
ტაო-კლარჯეთი - 2006.
Mich@l
ფასზე ჯერ რა გითხრა, მეც არ ვიცი... მაშინდელზე 170 ლარი ავკრიბეთ, მაგრამ იქ ცოტას დამატება მოგვიხდა. ოღონდ ბევრის არა. მაგრამ ახლა უფრო ხანგრძლივი წასვლა გამოვა, მაგრამ თუ ჩვენი მანქანებით ვიქნებით, ხარჯები შემცირდება - მძღოლის, გიდის... თან, მაშინ ბევრგან დაგვჭირდა მარშუტკების ქირაობა, რადგან ავტობუსი ყველგან ვერ მივიდოდა.

ძალიან კარგი, მე ჩემს საბოლოო პასუხს 2-3 დღეში გეტყვით.
ძალიან კარგი, მე ჩემს საბოლოო პასუხს 2-3 დღეში გეტყვით.
ტაო-კლარჯეთი - 2006.
ტაო ძალიან მაგარია!!!მე პირადად მასეთი შეგრძნება არასდროს მქონია როგორიც ოშკის ნახვის დროს დამეუფლა...აღარ გავაგრძელებ და დგეს ჩემი ლაშქრობის სურათებსაც შემოგთავაზებთ ძველი ქართული მიწიდან!!!!
ტაო-კლარჯეთი - 2006.
თუ ნებას დამრთავთ ტაო-კლარჯეთში გადაღებულ რამოდენიმე ფოტოს დავდებ აქ.
წინააღმდეგი ხომ არ იქნებით?
წინააღმდეგი ხომ არ იქნებით?
ტაო-კლარჯეთი - 2006.
kopeina,
არა. ველით, გამოუშვი.
არა. ველით, გამოუშვი.
ტაო-კლარჯეთი - 2006.
მინდა გითხრათ, რომ ის მუხტი რაც ტაო-კლარჯეთში მოგზაურობის შედეგად მივიღე ჯერაც არ გამნელებია. ფოტო ვერასოდეს ასახავს იმ რეალობას რასაც თვალები, ყურები და გრძნობა შეიგრძნობს. ეს საოცრება იყო, რომელიც სხვას არ ჰგავდა თავისი სიდიადით და იმ ხიბლით რასაც ფოტოზე ვერ აღბეჭდავ.
ამ თემიდან გავიგე, რომ თქვენი ჯგუფი მოგზაურობის დროს ტბეთში არ ყოფილა. გაიცანით, ეს ტბეთის ეკლესიაა, ნახევრად დანგრეული და მწვანეში ჩაფლული.
ამ თემიდან გავიგე, რომ თქვენი ჯგუფი მოგზაურობის დროს ტბეთში არ ყოფილა. გაიცანით, ეს ტბეთის ეკლესიაა, ნახევრად დანგრეული და მწვანეში ჩაფლული.
ტაო-კლარჯეთი - 2006.
ნუთუ საოცრება არ არის ხედი, რომელიც ბანადან იშლება. თავისი ფერად ფერადი მთებით. ნიადაგი სხვადასხვა სახის მინერალს შეიცავს და ამიტომ ბანას ირგვლივ არემარე სხვადასხვაფრად ბიბინებდა.
ტაო-კლარჯეთი - 2006.
ეს გადავიღე იშხანში ასვლის დროს. აღმართზე ავდიოდი და ვგრძნობდი თან და თანობით როგორ ვუტოლდებოდი ჩემს წინაშე გადაშლილ მთებს. აქ სუნთქვა მქონდა შეკრული და დაბნეულობისგან ხმასაც ვერ ვიღებდი.