Page 1 of 7

ლაგოდეხი-თამარის ტბა. 30 ივნისი-1-2 ივლისი

Posted: 03 ივლ 2006, 01:58
by Nika
მოკლედ ჩამოვედი და მინდა ვთქვა რომ ძაან მაგარი იყო. ახლა ჯერ ცოცხალმკვდარი ვარ (50 კმ 3 დღეში). მანამდე კიდევ ეს ერთი ფოტკა ნახეთ.
Image

ლაგოდეხი-თამარის ტბა. 30 ივნისი-1-2 ივლისი

Posted: 03 ივლ 2006, 11:42
by Nika
აუუ. ძაან ბევრი ფოტოა ამას რა დაასორტირებს ახლა. მოკლედ 1-2 დღე დაიცადეთ. მანამდე კიდე რეპორტაჟს დავწერ.

ლაგოდეხი-თამარის ტბა. 30 ივნისი-1-2 ივლისი

Posted: 03 ივლ 2006, 11:49
by Mrs. Robinson
Nika
რა მაგარია!!!! რა ხანია ვკითხულობ და მაგ ადგილების მნახველს ვერ შევხვდი!!!
წვრილად მოგვიყვევი ყველაფერი!!!

ლაგოდეხი-თამარის ტბა. 30 ივნისი-1-2 ივლისი

Posted: 03 ივლ 2006, 11:55
by PINKY
ჰმ..

არასდროს მიზიდამდაკაჰეთ..

დაიკთურმე რეებყჰდება..

Image

მამინდამეც..

ლაგოდეხი-თამარის ტბა. 30 ივნისი-1-2 ივლისი

Posted: 03 ივლ 2006, 12:02
by Ivane Goliadze
მაგარია !!!
ლაგოდეხი ერთ-ერთი ულამაზესია საქართველოში და არა მარტო ...

ლაგოდეხი-თამარის ტბა. 30 ივნისი-1-2 ივლისი

Posted: 03 ივლ 2006, 12:10
by Nika
დავიწყებ რუკით.
http://up.aqache.com/?act=download&fid=1Mf534x4

ლაგოდეხი-თამარის ტბა. 30 ივნისი-1-2 ივლისი

Posted: 03 ივლ 2006, 12:14
by Mrs. Robinson
PINKY
რატომღაც მეც არ მეგონა საინტერესო, მაგრამ ისეთი ფოტოები ვნახე ლაგოდეხის და ვაშლოვანის ნაკრძალების, ჩანჩქერები და კანიონიები, რომ ეხლა ერთი სული მაქვს როდის ვნახავ!!!!!!!!!!!!!!!

ლაგოდეხი-თამარის ტბა. 30 ივნისი-1-2 ივლისი

Posted: 03 ივლ 2006, 12:31
by PINKY
Nika

რამდენყ ტბებყ კაFილა..

gps-იც კაყრაღაცკაFილა....

ეგკველაFერმაგანდაჰაზვა ჰომ ? ? ?

მამინდაეგეც..

Image


Mrs. Robinson

მეცმინდა..

განსაკუთრებვით იმჩანჩკერზე..

1 ჩანჩკერ იარაიკ..

არვიცყმე..

გვალვამიცის..

: )

ლაგოდეხი-თამარის ტბა. 30 ივნისი-1-2 ივლისი

Posted: 03 ივლ 2006, 12:38
by Nika
თავდაპირველად ლაშქრობა იგეგმებოდა ჭაუხებში. მაგრამ ამინდის გამო გადავწყვიტეთ რამე სხვა ადგილი გვეძებნა. ბოლოს შევჩერდით ლაგოდეხის ნაკრძალზე. ჯგუფში ვიყავით 6-ნი: მე, იგორა (გველი), დათო (ფიგუ), გვანცა (დათოს ცოლი), ტოხა და ვიკა.
30ივნისს მანქანით ჩავედით ლაგოდეხში და იქ დავტოვეთ მანქანა ფიგუს ნათესავების სახლში. თავიდანვე სირთულეებით დაიწყო ყველაფერი. ჯერ გაირკვა რომ ნაკრძალის შესასვლელამდე 2.5 კმ უნდა გვევლო ზედმეტი ლაგოდეხის ქუჩებით. ეგ ავიტანეთ. ახალი სიძნელე ნაკრძალის ადმინისტრაციისგან შეგვექმნა. ისინი კატეგორიულ უარზე იყვნენ რომ შევეშვით იქ. ხან რას გვეუბნებოდნენ ხან რას (დაღესტანში გადახვალთ, იქ დაგიჭერენ ხევში ჩავარდებით და ა.შ. და ეს მიუხედავად იმისა რომ GPS და რუკები გვქონდა). ბოლოს გვითხრეს რომ გამყოლი უნდა გყავდეთო ჩვენიანიო და ამისთვის ერთი დღით ადრე უნდა შეგვატყობინოთო. დღეს კიდე თუ გინდათო ვარიანტიაო რომ ჩანჩქერზე წაგიყვანთ გამყოლიო 30 ლარად. ამავე დროს თბილისიდან მოვიდა დიდი ჯგუფი მარშუტკით რომელიც ცხენებით და გამყოლებით უნდა ასულიყო თამარის ტბაზე. ამ ჯგუფის ლაშქრობის იდეა იყო ნაკრძალში ტურისტული მარშუტის დაზვერვა და კოტეჯებისთვის ადგილების მოძებნა. ასევე იქაურობის ფოტო-ვიდეო მასალის შეგროვება. მსოფლიო ბანკი აფინანსებს ამ ყველაფერს.
მოკლედ ჩვენ ეს იდეა წავსულიყავით ჩანჩქერზე რომელიც 3 საათის სავალში იყო არ მოგვეწონა. გველმა პლან "ბ" წარმოთქვა და გავეშურეთ ჭიშკრისკენ. ეს არ მოეწონათ ცხადია რადგან ფულს კარგავდნენ და მცირედი მოლაპარაკებების შემდეგ შევთანხმდიტ ღომ შეგვიშვებდნენ ნაკრძალში. მეორე ექსპედიცია მალევე გაგვასწრებდა ცხენებით და მერე მათი ნაკვალევებით აღარ დავიკარგებოდით უკვე.
საბოლოოდ საკმაოდ დაგვიანდა და 12 საათზე გავედით. თავიდან გზა ძალზედ რთული იყო. ჯერ მდინარე ლაგოდეხის ხევზე გადასასვლელს ვეძებდით და ძლივს ვნახეთ დიდი მორი. შემდეგ გავედით ძველ სამანქანე გზაზე რომლითაც უნდა გავყოლოდით მდინარეს გადასახვევამდე რომელიც გოგირდის წყარის მერე 200-300 მეტრში უნდა ყოფილიყო. მაგრამ ახლახან მომხდარი ქარიშხლის დროს ძალიან ბევრი წაქცეული ხე იყო გზაზე. ასევე ბევრგან მდინარემ გზა სრულიად წალეკა. ამას დაერთო წვიმა და მალე მივხვდით რომ ვიკარგებით. GPS-ზე უკვე გადასახვევი უნდა გაგვევლო ჩვენ კიდე გზაც დავკარგეთ. ბოლოს წვიმამ იკლო და გზას მივაგენით. იქვე 200 მეტრში გოგირდის წყაროც ვნახეთ და აქვე ცხენიენმა ჯგუფმაც ჩაგვიარა. ამის შემდეგ უკვე სიურპრიზები გზის გაკვლევასთან არარ იქყო. რადგან ცხენების ნაკვაკლევებს მივყვებოდით. პრობლემა სხვა იყო. როგორც გაირკვა ამ წყაროდან მიგდებულ მეტეოსადგურამდე წყარო აღარ იქნებოდა. აღმართი ისეთი იყო რომ ლამის ყოველ 200-300 მეტრში ვჩერდებოდით. ტყე ისეთი ყღრანი რომ GPS ძლივს იჭერდა. და სავსე კოღოებიღ და ბუზებით. მოკლედ საკმაოდ გრძელი და დამღლელი გზის შემდეგ 21.00-სთვის მივადექით მეტეო სადგურს. სულ ამ დღეს გავიარეთ 14 კმ. და 500-დან თითქმის 2000 მეტრამდე ავედით. რუკაზე გზაზე ხედავთ kozl წერტილს. ნუ ეს "не пе1 козленочком станешь" ტიპის გუბეები იყო.
საღამოსვე გადაწყდა რომ ფიგუ და გვანცა გზას აღარ გააგრძელებდნენ რადგან გვანცას უკანა გზის ერთ დღეში გავლის შემდეგ მეორე დღეს სამსახურში წასვილის შესაძლებლობის იმედი აღარ ჰქონდა. ვჭამეთ დავლიეთ ტონა წყალი. გავესაუბრეთ მეორე ჯგუფს და მალევე დავიძინეთ კარვებში.
(გაგრძელება იქნება)

ლაგოდეხი-თამარის ტბა. 30 ივნისი-1-2 ივლისი

Posted: 03 ივლ 2006, 14:53
by toga
ვა რა კაი ადგილია :? მაგრა მომეცონა :shock:

ლაგოდეხი-თამარის ტბა. 30 ივნისი-1-2 ივლისი

Posted: 03 ივლ 2006, 15:41
by Nika
რამდენიმე ფოტო.

შესვენება სადღაც ლაგოდეხის ტყეში
Image

უკვე ბინდდებოდა და ამ დროს ალაზნის ველი გამოჩნდა ხეებს შორის.
Image

დილა ბანაკში მეტეოსადგურთან
Image

ლაგოდეხი-თამარის ტბა. 30 ივნისი-1-2 ივლისი

Posted: 03 ივლ 2006, 15:48
by toga
Nika
ვისთღან ერთად იყავი ვერავინ ვერ ვიცანი კარავიდან არავინ არ იყო წამოსული ? :?

ლაგოდეხი-თამარის ტბა. 30 ივნისი-1-2 ივლისი

Posted: 03 ივლ 2006, 18:29
by Nika
zura_wise
არა კარავიდან არ იყო არავინ.

მეორე დღის აღწერა:

დილით საკმაოდ ადრე გავიღვიძეთ. შევაფასეთ გასავლელი გზა. 1950 მეტრიდან 2850 მეტრამდე 10-11 კმ რაც წინა დღეზე ნაკლები გამოდიოდა სიმაღლეებიც ნაკლები და მოკლედ უფრო იოლი სავალი უნდა ყოფილიყო. თან ტვირთის ნაწილი ფიგუს და გვანცას დავუტოვეთ და უფრო ლაითად შეგვეძლო გვევლო. წინა დღის წვიმაში ბევრი რამე დასველდა. ამიტომაც გადავწყვიტეთ მზის ამოსვლას დავლოდებოდით. ვინაიდან მზე კავკასიონის ქედს ეფარებოდა თუ არ ვცდები სადღაც 8 საათისთვის ამოვიდა.
მცირე დაბნეულობა ჩვენში გამოიწვია მეტეოსადგურის არასწორმა აღნიშვნამ რუკაზე. ჯერ ერთი რომ ჩვენ ცხენიან რაზმზე გაცილებით ადრე გავდიოდით და გზის დიდი ნაწილი მათი კვალებით არ უნდა გვევლო. თანაც თავად ხედავთ რომ სადგური რუკაზე ზედ წყაროსთანაა მაგრამ ჩვენი წერტილი meteo კაი მოშორებული ჩანდა. ასევე მოშორებულად იყო წყაროც. ბოლოს მივედით დასკვნამდე რომ ალბათ კომუნისტებმა ის სპეციალურად არასწორად განალაგეს რუკაზე ან მისი გამოცემის შემდეგ სადგური გადაიტანეს. ამან დაგვამშვიდა რადგან საკმაოდ რთული იქნებოდა რუკის 500 მეტრით არასწორად კალიბრაციის შემთხვევაში GPS-სჩვენებებში შესწორების შეტანა. საბოლოოდ როგორც აღმოჩნდა ალპურ ზონაში ბილიკი გაცილებით გამოკვეთილად ჩანდა და ნისლიც ისეთი არ იყო რომ GPS ორიენტაცია დაგვჭირვებოდა.
გავედით 10 საათზე და თავიდანვე გაცილებით უკეთესი ტემპი ავკრიფეთ. ცოტა ხანში ტყე სულ დამთავრდა. მალევე ბუჩქებიც მორჩა და ალპური ზონა დაიწყო. სულ მალე კიდევ ქედის თხემზე გავედით საიდანაც შესანიშნავი ხედები იშლებოდა. ამინდი თავად ნახეთ ფოტოებიდან რომ გადასარევი იყო. ნელ-ნელა პატარა ღრუბლრბი წამოვიდა თუმცა ისინი კიდევ უფრო შთამბეჭდავს ხდიდა იქაურობას.
ცხენიენები დაგვეწიენ სადღაც tskaro-ს ოდნავ ზევით. იქიდანაც ულამაზესი ხედი იშლებოდა და მეორე წყარო იყო. გზა კი სერპანტინით ადიოდა ზევით "დემიდოვსკაია ოსიპის"-კენ. საკმაოდ რთული ასასვლელი იყო თუმცა ის გვამშვიდებდა რომ იქიდან ალბათ კაი ხედი იქნებოდა და თან აღმართიც დამთავრდებოდა. ხედი მართლაც საოცარი იყო. ქვევით მდინარე მიზიმჩაის ხეობა ჩანდა და მისი მეორე კალთა სადაც უკვე აზერბაიჯანია. მარა აღმართი აქ არ დამთავრდა. თუმცა უკვე ისეთი ციცაბო აღარ იყო. მალე ავაღწიეთ პირველ უღელტეხუილამდე. იქ რაღაც საფლავივით ვნახეთ. მერე იყო მეორე უღელტეხილი და მალე პრაქტიკულად იგივე დონეზე მესამე. მესამესთან გზა გაიყო და ჩვენ ქვევით დავიწყეთ დაშვება. როცა პირველ მდინარესთან მივედით ქვევით კარავი დავინახეთ და ჩვენსკენ ქართველი მოსაზღვრეები გამოეშურნენ ცხენებით. ძალიან კარგად შეგვხვდნენ. გვარები ჩაიწერეს ტბებამდე გაყოლაც კი შემოგვთავაზეს (ჩვენ დიდი მადლობებით უარი ვუთხარით) ასევე მობილურების დატენვა და თუ რამე პრობლემა გვექნებოდა აუცილებლად მათთვის მიგვემართა.ცხადია გაგვაფრთხილეს რომტბთამარის ტბასთან არ გადაგველახა რუსეთის საზღვარი. ცოტა აღმართის და მდელოს გავლის შემდგ დაიწყო სერპანტინი და დაშვება ძაან პატარა და კოხტა ტბასთან რომელიც რუკაზე არაა დატანილი. აქედან 500-ოდე მეტრში უკვე გაშლილი ჰქონდათ ბანაკი ცხენიანების რაზმს. ზურგჩანთები მათ დავუტოვეთ და ლაითად გავედით ტბაზე. ტბა ძაან ლამაზი არის რაც ფოტოდანაც ჩანს თუმცა ამინდმა მთლად ვერ გაგვიმართლა. შემდეგ მოულოდნელად გაგვახსენდა რაღაც საინტერესო ნიშანი ტბიდან სამხრეთ დასავლეთით მდინარის სათავესთან და იქით გავეშურეთ. ახლა კი ვხედავ რუკაზე რომ თურმე ჩვენ იმ ადგილამდე არ მივსულვართ თუმცა იქ რო ვიყავით თბილი პატარა ტბები ვნახეთ. ნუთუ ეს სხვა რამეა დატანებული? შეიძლება 25 წლის განმავლობაში იქ რელიეფი შეიცვალა მაინც დიდი დროა. მოკლედ ეს ისევ ამოუცნობად დარჩა და თუ ვინმე იქ კიდევ ავა მერე ფოტოების შედარებით შეიძლება მიხვედრა. ცოტა ხანში წამოწვიმა და ჩვენ ბანაკისკენ დავეშვით. იქ ეგრევე ჭაჭა გვაჯახეს. გავშალეთ კარვები ვჭამეთ და მე მალე დავიძინე. ღამე ოდნავ წვიმდა.
(გაგრძელება იქნებ).

ლაგოდეხი-თამარის ტბა. 30 ივნისი-1-2 ივლისი

Posted: 03 ივლ 2006, 21:25
by Mrs. Robinson
Nika wrote: ახალი სიძნელე ნაკრძალის ადმინისტრაციისგან შეგვექმნა. ისინი კატეგორიულ უარზე იყვნენ რომ შევეშვით იქ. ხან რას გვეუბნებოდნენ ხან რას (დაღესტანში გადახვალთ, იქ დაგიჭერენ ხევში ჩავარდებით და ა.შ. და ეს მიუხედავად იმისა რომ GPS და რუკები გვქონდა). ბოლოს გვითხრეს რომ გამყოლი უნდა გყავდეთო ჩვენიანიო და ამისთვის ერთი დღით ადრე უნდა შეგვატყობინოთო. დღეს კიდე თუ გინდათო ვარიანტიაო რომ ჩანჩქერზე წაგიყვანთ გამყოლიო 30 ლარად.
ეს რა უბედურებაა! :evil:

ნიკა გისმენთ ყურადღებით და ველოდებით ფოტოებს, ბოკეზე ვნახე რამდენიმე ფოტო! კარგებია!!! მეტეოსთან ახლოს ჩანჩქერიაო, არა??

ლაგოდეხი-თამარის ტბა. 30 ივნისი-1-2 ივლისი

Posted: 03 ივლ 2006, 23:00
by Nika
Mrs. Robinson
მეტეოსთან ახლოს ჩანჩქერიაო, არა??
კი ეგრე ამბობენ მარა ჩვენ არ გვინახია. იქ ჩასვლა იყო საჭირო და ჩვენ მაგისი დრო არ გვქონდა. მარა ფიგუს და გვანცას იქ გამყოლმა უთხრა რომ სადღაც 40 წუთის სავალიაო. თუმცა არც ეგენი ჩასულან რადგან გზა არ იცოდნენ.

ახლა კიდე რამდენიმე დაპირებული ფოტოებიდან.

დღე მეორე:

სუბალპურ მდელოებზე
Image

ხედი ალაზნის ველისკენ.
Image

აღმართი წყაროსკენ. უკვე ალპური ზონა
Image

ცხენებიანი რაზმი დაგვეწია
Image

ტოხა ნისლის ფონზე
Image

ეს კიდე ის კოშმარი აღმართია
Image

რომელიც აი აქ მთავრდება "დემიდოვის ნაყართან" (მგონი ასე გადაგვითარგმნა იქ ცხენიანების გამყოლმა):
Image

მომენტებში ნისლი ფარადვდა ყველაფერს
Image

"დემიდოვთან" ხედი მარჯვენა მხარეს
Image

აი იქ აზერბაიჯანია
Image

ეს კი ხედი მარცხნივ.
Image

რეალურ წარმოდგენას მანდ პანორამა მოგცემთ რომელიც ჯერ მზად არაა. ამიტომაც აქ გავჩერდები პანპრამის დამზადებამდე.

(აგრძელება იქნება, პანორამაც)