ლაშქრობა ბორჯომში და "ბორჯომი" ლაშქრობაში
Posted: 08 ოქტ 2004, 15:06
არ ვიცი როგორ დავიწყო, თუმცა, "არ ვიცი როგორ დავიწყო" უკვე დაწყებაა
მოკლედ, 21-მა მოლაშქრემ მიმოვიარეთ ბორჯომის მიდამოები და შემდეგი მარშრუტით ვილაშქრეთ: ქვაბისხევი, ბორჯომის ნაკრძალი, დვირი, საკირე, დგვარი, თისელი და აწყური. შეიძლება ვინმემ იფიქროს, რომ ეს ჩემთვის პირველი ლაშქრობა იყო და იმიტომ ვარ აღფრთოვანებული, მაგრამ ეს ასე არაა, აღფრთოვანებისთვის საკმარისი საფუძველი მაქვს: უმნიშვნელოვანესი ძეგლები ვნახეთ(მათ შორის მარიამ წმინდას ეკლესია, სადაც შოთა რუსთაველის ფრესკაა შემორჩენილი)ულამაზესი მიწა და ხე-ტყე გამოვიარეთ, უგემრიელესი ჰაერი ვისუნთქეთ, წყალი ვსვით , ვაშლი ვჭამეთ და, რაც მთავარია, არაჩვეულებრივი ხალხი გავიცანით.
როდესაც დვირისკენ მივდიოდით, ლიანდაგებზე მოსიარულეებს, ჯერ წვიმა წამოგვეწია და მერე მატარებელი... მემანქანის ფანჯარა ჩემს თავს ზემოთ გაჩერდა და ფანჯარაში თავგამოყოფილმა მემანქანემ, მხოლოდ საქართველოსათვის დამახასიათებელი სარკინიგზო კანონ-ეტიკეტის ულამაზესი დარღვევით მკითხა-"საით მიდიხართ, შვილო? ამო, წაგიყვანთო", 200-იოდე მეტრის მანძილზე სათითაოდ აგვკრიფა და სადგურამდე წაგვიყვანა... არაფერია შემთხვევითი, არც ის, რომ სახლიდან მსხალი გამოგვაწოდეს, არც ის,რომ ნაკრძალში დაბანაკებულებს შეშა და სასმელი მოგვიტანეს ქვაბისხეველებმა; შემთხვევითი არც შუაღამისას საჭმელ-სასმელმომარჯვებული საკირელი ბიჭების სტუმრობა ყოფილა; არც გზის პირას მოსადილე ხალხისგან გულით შემოთავაზებული "ოსტრი", სოფლის გზებზე ჩვენი ლაშქრობით აღფრთოვანებული ხალხის რეაქცია და არც ისაა შემთხვევითი, რომ ჩვენ ეს ყველაფერი დავინახეთ, კიდევ ერთხელ სხვა კუთხიდან დანახული შევიყვარეთ და... შენ რომ ამ წერილს კითხულობ, შემთხვევითი არაა არც ეგ... ეს არაა შემთხვევითობა,- ეს საქართველოა
, რომელიც ქართული წარმომავლობით და სადღეგრძელოთი კი არა,- ქართული საქმით გამოიხატება
ჩვენ ბორჯომი ფეხით დავლაშქრეთ და ბორჯომმა თავის ხალხითა და მიწა-წყლით ჩვენი ფსიქოლოგია დალაშქრა.
მადლობა ღმერთს, რომ ჩვენს მიერ წაღებული საორიენტაციო რუკა, რომელიც ჩვენთვის უცნობი სოფლებისგან შედგებოდა, წარმატებულ მარშრუტად და კიდევ ერთ ლამაზ მოგონებად გვექცა.