26-27-28 მაისს "ბოკეს" და "კარავის" შერეული გუნდი 10-კაციანი შემადგენლობით: ნიკა, კახა, ლუკა, ილია, სოფო, ნინო, გიომაკი, ბეჟანი, მიშა და ზურა წავედით ქვიშხეთ-ზვარე-ნუნისში.
"პახოდი" ბულბულისციხიდან დაიწყო, საიდანაც ფეხით გადავედით სოფელ ზვარეში, გავიარეთ 9 კილომეტრი, ავედით 800-დან 1200 მეტრის სიმაღლეზე, გადავიარეთ მთა ზვარისთავი და გავჩერდით საჭმელად. შემდეგ დავეშვით სოფლისკენ და მივედით ნიკასთან სახლში, სადაც დაგხვდა ბებია, რომელსაც დიდ მადლობას ვუხდით!
მეორე დღეს დილით წავედით ნუნისისკენ, ვიარეთ 6 კილომეტრი, გავიარეთ სოფელი და კურორტი ნუნისი და ავედით ეკლესიასთან, რომელიც არის სავარაუდოდ VI-VIII საუკუნეების ბაზილიკა. ეკლესიიდან ერთი კილომეტრი ვიარეთ ზემოთ ტყეებით და მივადექით "პახოდის" ყველაზე საინტერესო სანახაობას - ბერების კლდეს. Fოტოებს როცა დადებენ, ნახავთ, ძალიან საინტერესო ადგილია. სწორედ ამის შესახებ ვწერდი, ქართული "ვალპურგის ღამე" გველის მეთქი

მაგრამ ვერ ვნახეთ ვერც ჭინკები და ვერც სხვა მითოლოგიური არსებები

. ბერების კლდე აღმოჩნდა ძველი მონასტერი, სადაც გამოკვეთილია ორსართულიანი კომპლექსი თავისი სენაკებით, რომლებშიც ძველი ხატებიც დაგვხვდა.
დავბრუნდით სახლში და საღამო გავატარეთ კარტის თამაშში:D მესამე დღეს უკვე მოხალისეები წამოვედით მოლითის სადგურამდე ფეხით 6 კილომეტრზე, დანარჩენები - მანქანით. მოლითიში "ჩანგალზე" ავედით ხაშურის მატარებელში, რადგან თბილისამდე ბილეთები არ იყო:D იქიდან უკვე თბილისში დავბრუნდით "მარშრუტკით".
გზაში, რაც მთავარია, გადავიღეთ უამრავი Fოტო, დავათვალიერეთ ულამაზესი ადგილები, გამოქვაბულები, კლდეები, ეკლესიები, შევაგროვეთ ძალიან ბევრი საინტერესო და საჭირო ინFორმაცია:)
დანარჩენს, ვინ სად ჩავარდა - ტალახში, წყალში, ხრამში, ვინ დაეცა (აილეწა:D ), ვის რა მოუვიდა, სურათებიდან ნახავთ:)
"პახოდის" პარამეტრები: სიმაღლე ვარირებდა 700-1230 მეტრზე, მანძილი დღეში: მინიმალური : 6 კილომეტრი, მაქსიმალური - 13 კილომეტრი, სიარულის საშუალო სიჩქარე - 2,5 კმ/სთ.
კახა ვარ - მოდერატორის უფლებით ვამატებ ერთ საჭირო ინფორმაციას: მოლითში აწყობილია ტაქსების სისტემა: ადგილობრივები რომლებსაც უაზიები ჰყავთ ხვდებიან მატარებეს და მგზავრები მიჰყავთ მახლობელ სოფლებში. იგივე ეხება ნუნისში მიმავალ დამსვენებლებს. მაგრამ ეს ტაქსისტები ასევე ეწევიან პირიქით მომსახურებას - შეგიძლიათ დაურეკოთ, მოგაკითხავენ და ჩაგიყვანენ სადგურში. ჩვენჩ ასე მოვიქეცით. ზვარედან მოლითში ჩაყვანისთვის გამოგვართვეს 12 ლარი. სეზონზე, ანუ ზაფხულში, ცხადია უფრო ძვირია ხოლმე. თუ დაგჭირდათ იქაური მძღოლის მობილური - 899 222065, ჰქვია ტარიელი.
გარდა ამისა გაითვალისწინეთ, რომ ზაფხულის სეზონის გარდა ზვარესა და ნუნისში მაღაზიები (ბუტკები) არ მუშაობენ და შესაბამისად ვერაფერს იყიდით. ჩვენთან ერთად იყო კოკა-კოლაზე შემჯდარი მოლაშქრე. როგორც ნარკომანი ისე თხოულობდა კოკა-კოლას და ვერსად იშოვა სანამ მოლითის სადგურში არ ჩავედით. ამიტომ პროდუქტიცა და სხვა წვრილმანიც თბილისიდან უნდა წაიღოთ. იმის იმედი ნუ გექნებათ რომ პურს თუ სხვა რამეს ადგილზე იშოვით. როგორც ზემოთ დავწერე ეს არ ეხება ზაფხულს, როცა საკურორტო სეზონია.
"პახოდის" მონაწილეებს: მემგონი ჯობია სურათებს მიეწეროს კომენტარებად ეპიზოდები, უფრო ცოცხალი და საინტერესო გამოვა:)