Page 1 of 11

26-27-28 მაისი, ქვიშხეთი-ზვარე-ნუნისი

Posted: 28 მაი 2006, 15:15
by ilia
აბა მოყევით და სურათებს მე დავყრი :D

26-27-28 მაისი, ქვიშხეთი-ზვარე-ნუნისი

Posted: 28 მაი 2006, 18:30
by GioMac

26-27-28 მაისი, ქვიშხეთი-ზვარე-ნუნისი

Posted: 28 მაი 2006, 19:08
by Nika
რაც მთავარია მე არავის ვუთხარი რომ წამოსვლის წინა დღეს ჩემი ტანჯული მუხლი ამტკივდა. არადა არც მახსოვდა მისი ტრავმის შესახებ. მოკლედ რეალურად მეგონა რომ პირველ დღეს კი ვივლიდი მარა აი ნუნისის ამბავი შეიძლება საეჭვო გამხდარიყო. ხოდა რაოდენ საოცარი იყო რომ ფეხი არამც თუ არ მეტკინა მეტად. პირიქით საერთოდ გამიარა. არ ვიცი არ მინდა დავითარსო მარა როგორც მივხვდი მთავარია ძალიან არ დავტვირთო. ანუ აღმართები თუ 4 კილომეტრს არ აღემატება და ჯოხიც კაი მაქ მშინ პრობლემა არაა როგორც ჩანს.

ხო ჩემი ფოტოები მოგვიანებით იქნება რადგან ჯერ სამწუხაროდ დიდ კომპთან არ მაქ დოსტუპი. მარა დავათვალიერე და არის საინტერესო და სახალისო ფოტოები.

26-27-28 მაისი, ქვიშხეთი-ზვარე-ნუნისი

Posted: 28 მაი 2006, 19:09
by Nino Tabutsadze
26-27-28 მაისს "ბოკეს" და "კარავის" შერეული გუნდი 10-კაციანი შემადგენლობით: ნიკა, კახა, ლუკა, ილია, სოფო, ნინო, გიომაკი, ბეჟანი, მიშა და ზურა წავედით ქვიშხეთ-ზვარე-ნუნისში.
"პახოდი" ბულბულისციხიდან დაიწყო, საიდანაც ფეხით გადავედით სოფელ ზვარეში, გავიარეთ 9 კილომეტრი, ავედით 800-დან 1200 მეტრის სიმაღლეზე, გადავიარეთ მთა ზვარისთავი და გავჩერდით საჭმელად. შემდეგ დავეშვით სოფლისკენ და მივედით ნიკასთან სახლში, სადაც დაგხვდა ბებია, რომელსაც დიდ მადლობას ვუხდით!
მეორე დღეს დილით წავედით ნუნისისკენ, ვიარეთ 6 კილომეტრი, გავიარეთ სოფელი და კურორტი ნუნისი და ავედით ეკლესიასთან, რომელიც არის სავარაუდოდ VI-VIII საუკუნეების ბაზილიკა. ეკლესიიდან ერთი კილომეტრი ვიარეთ ზემოთ ტყეებით და მივადექით "პახოდის" ყველაზე საინტერესო სანახაობას - ბერების კლდეს. Fოტოებს როცა დადებენ, ნახავთ, ძალიან საინტერესო ადგილია. სწორედ ამის შესახებ ვწერდი, ქართული "ვალპურგის ღამე" გველის მეთქი :D მაგრამ ვერ ვნახეთ ვერც ჭინკები და ვერც სხვა მითოლოგიური არსებები :( . ბერების კლდე აღმოჩნდა ძველი მონასტერი, სადაც გამოკვეთილია ორსართულიანი კომპლექსი თავისი სენაკებით, რომლებშიც ძველი ხატებიც დაგვხვდა.
დავბრუნდით სახლში და საღამო გავატარეთ კარტის თამაშში:D მესამე დღეს უკვე მოხალისეები წამოვედით მოლითის სადგურამდე ფეხით 6 კილომეტრზე, დანარჩენები - მანქანით. მოლითიში "ჩანგალზე" ავედით ხაშურის მატარებელში, რადგან თბილისამდე ბილეთები არ იყო:D იქიდან უკვე თბილისში დავბრუნდით "მარშრუტკით".
გზაში, რაც მთავარია, გადავიღეთ უამრავი Fოტო, დავათვალიერეთ ულამაზესი ადგილები, გამოქვაბულები, კლდეები, ეკლესიები, შევაგროვეთ ძალიან ბევრი საინტერესო და საჭირო ინFორმაცია:)
დანარჩენს, ვინ სად ჩავარდა - ტალახში, წყალში, ხრამში, ვინ დაეცა (აილეწა:D ), ვის რა მოუვიდა, სურათებიდან ნახავთ:)

"პახოდის" პარამეტრები: სიმაღლე ვარირებდა 700-1230 მეტრზე, მანძილი დღეში: მინიმალური : 6 კილომეტრი, მაქსიმალური - 13 კილომეტრი, სიარულის საშუალო სიჩქარე - 2,5 კმ/სთ.

კახა ვარ - მოდერატორის უფლებით ვამატებ ერთ საჭირო ინფორმაციას: მოლითში აწყობილია ტაქსების სისტემა: ადგილობრივები რომლებსაც უაზიები ჰყავთ ხვდებიან მატარებეს და მგზავრები მიჰყავთ მახლობელ სოფლებში. იგივე ეხება ნუნისში მიმავალ დამსვენებლებს. მაგრამ ეს ტაქსისტები ასევე ეწევიან პირიქით მომსახურებას - შეგიძლიათ დაურეკოთ, მოგაკითხავენ და ჩაგიყვანენ სადგურში. ჩვენჩ ასე მოვიქეცით. ზვარედან მოლითში ჩაყვანისთვის გამოგვართვეს 12 ლარი. სეზონზე, ანუ ზაფხულში, ცხადია უფრო ძვირია ხოლმე. თუ დაგჭირდათ იქაური მძღოლის მობილური - 899 222065, ჰქვია ტარიელი.

გარდა ამისა გაითვალისწინეთ, რომ ზაფხულის სეზონის გარდა ზვარესა და ნუნისში მაღაზიები (ბუტკები) არ მუშაობენ და შესაბამისად ვერაფერს იყიდით. ჩვენთან ერთად იყო კოკა-კოლაზე შემჯდარი მოლაშქრე. როგორც ნარკომანი ისე თხოულობდა კოკა-კოლას და ვერსად იშოვა სანამ მოლითის სადგურში არ ჩავედით. ამიტომ პროდუქტიცა და სხვა წვრილმანიც თბილისიდან უნდა წაიღოთ. იმის იმედი ნუ გექნებათ რომ პურს თუ სხვა რამეს ადგილზე იშოვით. როგორც ზემოთ დავწერე ეს არ ეხება ზაფხულს, როცა საკურორტო სეზონია.


"პახოდის" მონაწილეებს: მემგონი ჯობია სურათებს მიეწეროს კომენტარებად ეპიზოდები, უფრო ცოცხალი და საინტერესო გამოვა:)

26-27-28 მაისი, ქვიშხეთი-ზვარე-ნუნისი

Posted: 28 მაი 2006, 19:10
by Nika
GioMac
karavella.zip LOOOOOOOOOOOOOOOOOOOOL

26-27-28 მაისი, ქვიშხეთი-ზვარე-ნუნისი

Posted: 28 მაი 2006, 19:45
by Sopho Nadareishvili
ოოოო, რეპორტაჟჳ კარგია :lol:
მერე მეც შემოგაშველებთ რამდენიმე ფოტოს

26-27-28 მაისი, ქვიშხეთი-ზვარე-ნუნისი

Posted: 28 მაი 2006, 19:55
by Nika
მოდით მე მოვყვები ცოტას. თუმცა ძნელია მოყვე რამე იმაზე რაც 10-ჯრ გაქ ნანახი მარა მაინც რაღაცას მოვყვები.
პირველ რიგში ძალიან სტაბილური ჯგუფი გამოვდექით. ანუ მე ჯერ არ მახსოვს 10 კაციანი ჯგუფი რომ ასე ერთნაირად ევლოს. აღმართებიც მარშუტზე სუსტად მაშინ მთავრდებოდა ხოლმე ზუსტად როცა უკვე გვიძნელდებოდა ასვლა. ამინდმაც შეგვიწყო ხელი. პირველ დღეს ზომიერად ცხელოდა მაგრამ ნიავი მაინც გვეხმარებოდა. თან გზაც ძირითადად ტყეში გადიოდა. მეორე დღეს კიდე როცა წესით უკანა გზაზე პაპანაქება მზეში უნდა გვევლო მოიღრუბლა და ოდნავ წამოწვიმა და კაი სიგრილეში ვიარეთ. სახლში დავბრუნდით თუ არა და ეგრევე გაწვიმდა. უკვე აღარ გვინდოდა წიფაზე გადასვლა უკანა გზაზე და ღამით ისე იწვიმა არც კი დაგვიტოვა მაგ ვარიანტის შანსი.

თან სულ ხალისიანი ხალხი გამოვდექით სასტავში და ბევრი კურიოზიც იყო. მარტო ერთს მოვყვები.

უკან რო წამოვედით ბილეთები არ იყო თბილისამდე (მარტო 1 იყო და ის კახამ აიღო რომ არ გაერისკა მატარებელში არ შეშვების შემთხვევაში). ჩვენ კიდევ ისევ მეორე მატარებლის შანსიც გვექნებოდა თუ რამეა. მოკლედ აღმოვჩნდით ხაშურის სადგურში 8-ნი. გავედით მოედანზე და დაგვხვდა მარშუტკა წარწერით: რკ. სადგური-ბაზარი-ავტო სადგური. სანამ ჩვენ აზრზე მოვედით ეს 15 კაციანი მარშუტკა იმდენად გაიცსო რომ ყველანი ვერ დავეტეოდით. მარა ილიამ მაინც ჰკითხა მძღოლს. თბილისამდე მარშუტკა ხო იქნებაო ავტოსადგურშიო? იმან და რამდენნი ხართ? ილიამ რვანიო. აბა მაშინ მე წაგიყვანთო თქვა და უცებ გამოცვალა ტრაფარეტი "თბილისზე". მარშუტკიდან უცებ ჩამოვიდა ბევრი ხალხი მარა ჩვენ ისევ სანამ აზრზე მოვედით მარტო 5 თუ 6 ადგილი დარჩა ცარიელი. რა გვექნა გავიხედეთ უკან მომდგარი ეგზოტიკური ავტობუსისკენ რომელიც ავტოსადგურისკენ გავიდოდა. მძღოლმა ამ დროს იკითხა კი მარა რატო არ ჯდებითო? მეთქი 3 კაცს აქ ხო არ დავტოვებთ? მაგან მაიცა კაცო უთქვენოდ მე ვერ გავივსები და ნახევრადცარიელი ხო არ წავალო. ჯერ ხის სკამები ახსენა რაზეც ჩვენ პროტესტი გამოვთქვით რომ 5 ლარად კომფორტულად გვინდოდა მგზავრობა. მოკლედ ამაზე მძღოლმა გადმოსვა მარშუტკიდან ზედმეტი ხალხი და ჩვენ ჩაგვსვა. აი ასე ჩამოვედით თბილისში უკვე 2 საათზე.

26-27-28 მაისი, ქვიშხეთი-ზვარე-ნუნისი

Posted: 28 მაი 2006, 20:47
by kotetbeli
რეპორტაჟი გადასარევია, ყოჩაღ თქვენ!! :D მე ბოლო გამოცდა ჩავაბარე და ამით ასპირანტურას მოვრჩი... :wink: მაგოტომაც ვერ ვიცლიდი :wink:
ხალხო, საბრალო "ჩაინიკებისთვის" გაიღეთ მოწყალება და ამიხსენით რაის პაროლი და რა კარაველა?? "aqache.com"-ში სად რა როგორ უნდა ვნახო?? :wink:

26-27-28 მაისი, ქვიშხეთი-ზვარე-ნუნისი

Posted: 28 მაი 2006, 22:02
by Nika
kotetbeli
გიომაკ-მა ლინკი რო დადო ეგ ფაილი გადმოიწერე და მერე გასახსნელად პაროლი გამოიყენე karavi

26-27-28 მაისი, ქვიშხეთი-ზვარე-ნუნისი

Posted: 28 მაი 2006, 22:26
by Gvalva
kotetbeli

ჯერ იმ კოდს შეიყვან პირდაპირ სადაც გადახვედი იქ რომ წერია, მერე გადახვალ ახალ ფანჯარაში, სადაც იქნება უკვე დაწკაპუნებადი ლინკი, ის ჩამოგაქაჩინებს .ზიპ ფაილს, რომლის გახსნისასაც შეგეკითხება პაროლს და ა, მანდ უნდა თქვა, კარავი :)

ამ ოპერაციის დასრულების შემდეგ ვნახე ფოტოები, :), ვიხალისე.

კარგად გივლიათ, მშვენიერია :), მარა აპიატ მოლითი?? :) წიფა ალბათ მესამე ცდაზე იქნება :)

ხო, კარტი რა ითამაშეთ და ვინ მოიგო?

Nika
შენი ფეხი გამოსწორების გზაზეა და დაანებე თავი, ნუ ახსენებ :)

Nino Tabutsadze

მშვენიერი დასაწყისია :), ველკომ კარავში!!

26-27-28 მაისი, ქვიშხეთი-ზვარე-ნუნისი

Posted: 28 მაი 2006, 23:15
by ilia
:( აუუ imagesharck-ზე ვეღარ ვქაჩავ სურათებს

26-27-28 მაისი, ქვიშხეთი-ზვარე-ნუნისი

Posted: 29 მაი 2006, 00:03
by mika
მაგდუ სადაა რაგაც თვალი ვერ მოვკარიი.......

და სხვებსაც

აქ არ მოჟნა Fოტოების ატვირთვააააა :D

26-27-28 მაისი, ქვიშხეთი-ზვარე-ნუნისი

Posted: 29 მაი 2006, 00:27
by Nino Tabutsadze
Gvalva დიდი მადლობა:)

mika მაგდუ არ ყოფილა, ბოკედან სოფო, ნიკა მე და ილია ვიყავით მარტო:)

26-27-28 მაისი, ქვიშხეთი-ზვარე-ნუნისი

Posted: 29 მაი 2006, 01:37
by mika
Nino Tabutsadze
ილია

ბოკელიააააა :o :o მე მეგონა თილისმის როლს ასრულებდა ბოკეზე :lol: :lol: :lol:

26-27-28 მაისი, ქვიშხეთი-ზვარე-ნუნისი

Posted: 29 მაი 2006, 07:38
by ilia
აუ მგონი წაიღო

მოკლედ დავიწყე, რასაც მოვასწრებ დავყრი
Image