გაზაფხულის პირველი დღის ლაშქრობა - ნოსტე, ერთაწმინდა, რკონი, იკვი
Posted: 02 მარ 2020, 22:58
2020 წლის უღიმღამო ზამთარი თავის ბოლო საათებს ითვლიდა. არა და რამდენი დღესაწაული აჩუქა ამ ქვეყანას - ახალი წელი ახლით, ახალი წელი ძველითო, შობის დღესაწაულიო, ნათლისღებაო, აღმოსავლური ახალი წელიც კი, იქ სიყვარულის დღეო ..... მოკლედ, უხვი იყო ზამთარი დღესაწაულებზე, მაგრამ მადლიერი მაინც არავინ დარჩა. ყველას მისი წასვლა ეჩქარებოდა, ყველას გაზაფხულის მოკეკლუცება ეჩქარებოდა, მათ შორის ძველ კარველებსაც. ალბათ.
გულის სიღრმეში დიდი ხნის ნაფიქრალი და განზრახული იყო მარტივი, ერთდღიანი და კოხტა გასვლის ორგანიზება კარავზე, მაგრამ "კანკრეტნად", "იმენნა" 29 თებერვალს გაიხსნა თემა : http://karavi.ge/viewtopic.php?f=3&p=391566#p391566 და ეუწყყათ კარავის დამთვალიერებლებს, რომ 2020 წლის 01 მარტს, კარველების მცირე, მაგრამ ფრიად მოტივირებული ჯგუფი გაეშურებოდა ყოველთვის ლამაზი და საინტერესო ადგილების დასალაშქრად.
მოკლედ, ბევრმა თუ ცოტამ დაიქადნა, დააპირა, მოინდომა, მერე გადაიფიქრა, მიტყუა თუ რა ეგ კარავმაუწყის, მაგრამ დათქმულ დროს, რესპუბლიკის მთავა "ველასიპედთან" სულ 6 ადამიანი შეიკრიბა.
1. makena
2. აცაბაცა
3. აცაბაცას +
4. ele
5. vanski
6. masai11
ავმხედრდით 2 ავტომანქანაზე დ და გავეშურეთ