რკონი რომ მოვისიყვარულეთ, გეზი ახალი დანიშნულების ადგილისაკენ ავიღეთ - იკვი, შუას საუკუნეების ძალინ კოხტა და მშვენიერი, პაატარა მოკუსკუსებული ეკლესია. წმინდა გიორგის სახელობის ეს ლამაზი ტაძარი მისასვლელად არ არის რთული, მალაგი მეტაც სასიამოვნოა თვალისთვისაც და სულისთვისაც.
არ ვიცი იკავმდე მოვლილი გზით დაღლილი და მიღებული შთაბეჭდილებებით გადხუნძლული ვიყავი და ეს იყო მიზეზი თუ სხვა რამ - უცებ და ერთი ნახვით რაღაც განსაკუთრებულის შთაბეჭდილება იკვმა ჩემზე არ მოახდინა.
კარგად და გულდასმით კი ვათვალიერეთ ყველამ, ტაძარში დატოვებული სანთებიც დავანთეთ და საკმეველიც კი დავაკმიეთ, თითქოს და ჩვენი ჭკუით ცოტა შევაცოცხლეთ ტაძარი

მერე ცოტა ტაძრის წინ ჩამოვსხედით და ვიმასლააათეთ, მოვისვენეთ ასე ვთქვათ.
ჰო და, აღწერილი მოვლენებიდან 1-2 დღის შემდეგ გამიჩნდა ივკის მიმართ რაღცნაირი, უცნაური, მონატრებანარევი შეგრძნება.
აი რუსები რომ იტყვიან послевкусие. მარტო საკვებთან მიმართებაში კი არა, რომ განვავრცოთ ეს ფონემენი ყველაგან იჩენს თავს, მათ შორის ურთიერთობებში, აი იურთირთებ ადამინთან თითქოს ინტესნიური და ხალისიანი, სასიამოვნო და საინტერესო კომუნიკაცია გქონდა .... მაგრა რომ დაცილდები რაღცნაირი послевкусие გრჩება სულში, უსიმოვნო და იფიქრებ რომ აღარ გინდა ამ ადამანის ნახვაც კი თუნდაც შემთვევით.
ზოგჯერ კი პირიქითაა, შეხვდები ადამიანს, თითქოს არაფერი ისეთი არც უთქვამს, არც მოუმოქმედებია, თიითქოს არ შესახდად იყო დიდად სიტურფე და მშვენება, მაგრამ აი დაშორდები და რამოდენიმე ხნის შემდეგ, ეს ძნებალდ დასაჭერი და უმიზეზო სასიამოვნო, მონატრებანარევი განცდა გეუფლება ამ ადამიანის გახსენებაზე. მოკლედ ფსიქიკის "ტონკი" მომენტებზეა საუბარი და სწორედ ასეთი სასიამოვნო послевкусие არის ჩემთვის ივკვი
