სამსარის ქარიანი ხვრელის ძიებაში, აგვისტო-სექტემბერი 2018

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
Nika
იეტი
Posts: 5044
Joined: 30 მარ 2005, 11:04
Location: თბილისი
Contact:
სამსარის ქარიანი ხვრელის ძიებაში, აგვისტო-სექტემბერი 2018

Post by Nika » 20 სექ 2018, 17:33

ჩემთვის ეს ყველაფერი დაიწყო იმით, რომ ფეისბუქზე ვნახე ფოტოალბომი, კუკური მეტრეველი და ჩემი მეგობარი გია ჯანაშვილი, როგორ ეძებდნენ ამ ხვრელს. საბოლოოდ ვერ გავარკვიეთ ხვრელი იპოვეს თუ არა. გია ხვრელთან არ მისულა.
აი ეს ფოტოალბომი
https://www.facebook.com/permalink.php? ... __tn__=C-R

ამიტომაც გადაწყდა რომ მარიამობაზე წავიდოდით მის სანახავად. რაღაც კოორდინატებიც გვქონდა მიახლოებითი. ამ კოორდინატებით ისე ჩანდა, რომ ხვრელთან მისვლა სამსარის კალდერას შიგნიდან ჯობდა, რადგან აქედან მანქანა ბევრად ახლოს უდგებოდა, როგორც ჰორიზონტალში ისე ვერტიკალში.

კალდერაში სასიარულოდ მაღალი გამავლობის დიდ ბორბლებიანი მანქანაა საჭირო, ჩემი მანქანა ამჟამად არაა შესაბამის საბურავებზე ამიტომაც წავედით ერთი (გიას) მანქანით გია მაო მე და კახა ხიმშიაშვილი. შევედით პარავანის (ჭიქიანის, ტიკმატაშის) უღელტეხილის მხრიდან. კალდერის შიგნითა მხრიდან მაქსიმალურად მივუახლოვდით უღელტეხილს. იქიდან ფეხით უღელტეხილამდე 1 კილომეტრიც არ იყო და ვერტიკალში 100 მეტრი. მაო დარჩა მანქანასთან. ჩვენ გადავედით უღელტეხილის იქით მდებარე ტბასთან. მერე ავდეით იქვე პანორამულ ბორცვზე, თუმცა გიას თქმით ეს არ იყო ის ადგილი. ქვევით კაი დაბლა ჩანდა კიდევ ერთი ტბა და მანდ უფრო იქნებაო. სამწუხაროდ ჩემი მუხლის გამო მე მანდ ჩასვლის შემთხვევაში უკან ვეღარ ამოვიდოდი. ამიტომაც გადაწყდა შემდეგი: მე დავბრუნდებოდი მანქანასთან და კალდერადან გავიდოდი ჩრდილოეთის გამოსასვლელით, შემდეგ შემოვუვლიდი მას ჩრდილოეთიდან და ქვევით დავხვდებოდი კახას და გიას. მობილური კალდერას გარე მხარეს ყველგან იჭერს ასე რომ კავშირის პრობლემა მხოლოდ კალდერადან გასვლამდე მექნებოდა.
მანქანასთან მივედი თუ არა დაცხო წვიმამ, რომელიც სეტყვაში გადაიზარდა. თან ცოტა დაბლა ნისლიც ჩანდა არა და დაბლა ჩავდიოდით. საბედნიეროდ ადრე გვქინდა კალდერაში მანქანით ნავალი და იმ სიარულის გზაც დატანილი იყო რუკაზე, რაც ძალიან გვეხმარებოდა.
მაოს გადაღებული ვიდეო
https://www.facebook.com/maia.goshadze/ ... 430365427/
აქ უკვე ჩვენმა მობილურმაც დაიჭირა

ბოლოს გავედით ფერმასთან. ფრთხილად ვიდეოში უცენზურო ლექსიკაა :D
https://www.facebook.com/maia.goshadze/ ... 502087220/

ამასობაში კახა და გია საბედნიეროდ ეგეთ ძლიერ წვიმაში არ მოხვდნენ, თუმცა ქარიაო და სადღაც კლდეებში ვიმალებითო. მოგვცეს კოორდინატები. სულ რაღაც 4-5 კმ იყო სწორი ხაზით ჩვენგან, ბარალეთის იაილებთან, მაგრამ კალდერადან გამოსასვლელი გზა მიდიოდა სოფელ ბურნაშეთში, საიდანაც შემდეგ საშინელი წრე უნდა დაგვერტყა ტაბაწყურის გავლით რომ იქ მოვხვედრილიყავით ნორმალური გზებით. გენშტაბის ტოპორუკაზე ჩანდა რაღაც გზები მოკლეზე და გადავწყვიტეთ ასე გვევლო. ბევრი ვიბოდიალეთ თუ ცოტა მორენებს შორის, ბოლოს გავედით მანქანის ნავალზე და კახა და გიასაც შევხვდით რაღაც პატარა ტბასთან.

აქედან წავედით სოფელ პატარა და დის სამსარებს შორის კლდეში ნაკვეთი ნამომასტრალის სანახავად.

ამით დამთავრა ხვრელის მოძებნის მეორე მცდელობა.

მესამე მცდელობისთვის ვეცადეთ უკეთ მოვმზადებულიყავით. ხვრელი წითელ წიგნშია შეტანილი და იქ წერია რომ ბარალეთის იაილას მიდამოებშია 2200 მეტრ სიმაღლეზე. ჩვენ წინა გასვლაში 2600-2800 მეტრზე ვეძებდით. რუკაზე დავიტანეთ სავარაუდო ადგილები. გეოგრაფიის ინსტიტუტის უხუცესი წევრისგან გვქონდა ინფორმაცია რომ მართლა 2200 მეტრზე იყო. წავიღეთ დრონი რომ ჰაერიდან დაგვეძებნა. ასევე უნდა წამოსულიყო კუკური მეტრეველიც. საბოლოოდ რამდენიმე საათიანი ძებნის შემდეგ ვერაფერიც ვერ ვნახეთ. მერე დარეკა კუკურიმ რომ ჩვენ ვნახეთო. თურმე მათ სოფელ ბარალეთში ნახეს გელა პაპა, რომელმაც ზუსტად იცოდა თუ სადაა ხვრელი. მანქანით მიიყვანეს იქ და შემდეგ ჩვენც გადმოგვცეს კოორდინატები. მივედით ხვრელთან და მართლაც საინტერესო რამეა. უბერავს ძალიან ციცი ჰაერი. სამწუხაროდ ხვრელის შესასვლელში წვიმების გამო მიწაა ჩამოშლილი და დავიწროებულია.

უკან წამოვედით ტაბაწყურის სამხრეთი ნაპირი-წალკით რომ ეს ცოტა მოკლე გზაც დაგვეზვერა (იქით ცხრაწყაროდან ჩავედით)

აი ასე იყ ეს ამბავი

ეს ჩემი ფოტოალბომი, ვეცდები სხვების ალბომებიც დავამატო
https://www.facebook.com/vardzelashvili ... 255&type=3
Dzuar-Zenji-Barzond
http://www.vardzelashvili.com

User avatar
Nika
იეტი
Posts: 5044
Joined: 30 მარ 2005, 11:04
Location: თბილისი
Contact:
Re: სამსარის ქარიანი ხვრელის ძიებაში, აგვისტო-სექტემბერი 2018

Post by Nika » 20 სექ 2018, 18:22

დამავისყდა დამეწერა რომ ხვრელი სინამდვილეში 2320 მეტრზეა. მისი ზუსტი ადგილმდებარეობა კი აი ესაა
https://www.openstreetmap.org/#map=16/41.5798/43.6663
ნებისმიერი 4x4 მანქანა მივა. მისასვლელი გზა რეალურად სამი მხრიდანაა.
1) ყველაზე მოკლეა წალკა-ტაბაწყურის გზიდან გადაუხვიოთ ტბის სამხრეთიდან ელ გადამცემი ხაზებთან გამავალ გზაზე და მერე იქიდან სამხრეთითაა გადასახვევი
2) სხვაწყაროს უღელტეხილიდან არ ჩადიხართ სოფელ ტაბაწყურში. ჩადიხართ მოკლეზე სოფელ მოლითში იქიდან სოფელ ბეჟანოსკენ (მიდის გზების შეკეთება ასე რომ შეიძლებ კარგი გზა იყოს უკვე. ბეჟანოდან გზა მიდის მინდორ მინდორ.
3) ყველაზე გრძელი გზაა ახალქალაქის სოფლების მხრიდან ანუ ან ბარალეთიდან ან პატარა სამსარიდან.

ყველა ეს გზა (ისევე როგორც კალდერაში გამავალი გზა) დატანილია openstreetmap-ზე და შესაბამისად ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა აპლიკაციაში რომელიც ამ რუკებს იყენებს.
Dzuar-Zenji-Barzond
http://www.vardzelashvili.com

User avatar
masai11
ფანტომასის სიძე
Posts: 717
Joined: 12 იან 2007, 21:39
Location: შენს გვერდით
Re: სამსარის ქარიანი ხვრელის ძიებაში, აგვისტო-სექტემბერი 2018

Post by masai11 » 21 სექ 2018, 08:50

ნიკა, რას ამბობენ მეცნიერები, როგორ ხსნიან ამ ბუნების უცნაურობას?
რამე ძველი გადმოცმებიც ხომ არა აქვთ ადგილობრივებს ამ ადგილთან დაკავშირებით?

და კონკრეტულად იმ ხვრელის სურათი არის სადმე?

User avatar
Nika
იეტი
Posts: 5044
Joined: 30 მარ 2005, 11:04
Location: თბილისი
Contact:
Re: სამსარის ქარიანი ხვრელის ძიებაში, აგვისტო-სექტემბერი 2018

Post by Nika » 21 სექ 2018, 16:58

მეცნიერები ძალიან ზოგადად იძახიან რომ ლავის მოძრაობა ხდებოდა მიწის ქვეშ. რა დროსაც სიცარიელე დარჩა გვირაბის სახით.
კონკრეტულად ხვრელის ფოტოები აი აქედან იწყება ჩემს ალბომში
https://www.facebook.com/photo.php?fbid ... =3&theater
Dzuar-Zenji-Barzond
http://www.vardzelashvili.com

User avatar
masai11
ფანტომასის სიძე
Posts: 717
Joined: 12 იან 2007, 21:39
Location: შენს გვერდით
Re: სამსარის ქარიანი ხვრელის ძიებაში, აგვისტო-სექტემბერი 2018

Post by masai11 » 21 სექ 2018, 19:03

ნიკა, შენის ნებართვით იმ ხვრელის 2 ფოტოს აქაც დავდებ. ბარემ თემაშიც იყოს.
თუ რამე და წავშლი.

Image


Image

User avatar
Druides
იეტი
Posts: 1934
Joined: 23 აპრ 2004, 13:54
Location: Galia
Contact:
Re: სამსარის ქარიანი ხვრელის ძიებაში, აგვისტო-სექტემბერი 2018

Post by Druides » 22 სექ 2018, 00:10

ლავის გვირაბების წარმოშობისთვის საჭიროა ფარისებრი ვულკანი , ვულკანური კონუსით , რომლის დახრილობა არ აღემატება 5°. ლავის ზედა ნაწილი ჰაერთან შეხებისას ქვავდება და ქვედა ფენებში ლავა მოძრაობს ძალიან სწრაფად , სიჩქარემ შეიძლება მიაღწიოს 60 კმ საათში . ასევე, ლავის სიბლანტე უნდა იყოს ძალიან დაბალი , ოპტიმალური ტემპერატურა უნდა იყოს 1200°C.
გიჟს აჰყე, ჭკვიანს დაჰყე!


ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]