Page 1 of 1

შრომისხევის, იგივე როჭოს ჩანჩქერი, 05.04.2015

Posted: 06 აპრ 2015, 01:42
by GAMARJOBA SAKARTVELO
დიდი ხნის დაგვიანების შემდეგ, :კარავზე: ლაშქრობა შედგა.
ვინ თქვა, რომ ფორუმი მოკვდა?
სულაც არა!

5 იგრიკას გასვლამ, რომელიც ბზობას დაემთხვა, დაამტკიცა, რომ ამ ფორუმს დიდი რესურსი აქვს.
ჩვენი მიმართულება იყო თბილისი-ლაგოდეხის-ნაკრძალი-შრომისხევის, იგივე როჭოს ჩანჩქერი-თბილისი.
ფეხით 12 კმ გავიარეთ, მანქანით 153 კმ.
ეს იყო დაუვიწყარი და მეტად სასიამოვნო ლაშქრობა, რომელიც ამ ფორუმზე მე2 დავგეგმე, 1ლად 2009 წელს, როცა სიაში 27 ადამიანი ეწერა, მაგრამ თქეშის გამო, მხოლოდ 9ნი წავედით, მათ შორის, აწ გარდაცვლილი დიკლო9.

იხილეთ ბმული, სადაც შრომისხევის ჩანჩქერზე ყველა ცნობაა.
http://karavi.caucasus.net/viewtopic.php?t=3840

შრომისხევის, იგივე როჭოს ჩანჩქერი, 05.04.2015

Posted: 06 აპრ 2015, 01:48
by GAMARJOBA SAKARTVELO
ლაშქრობის მონაწილენი:

1. GAMARJOBA SAKARTVELO
2. პაატა
3. თეოტირე
4. თამრიკო, იგივე Tamusia
5. Falcon
6. Naia
7. მოდერი კახა
8. მარიამო
9. აცაბაცა
10. Lama
11. მოდერი Ilia
12-13 მონადირე და მარმენიო
14-16 მარმენიოს სამი +
17. კაკატული
18. დაუსწრებელი კარაველი ალექსანდრე

შრომისხევის, იგივე როჭოს ჩანჩქერი, 05.04.2015

Posted: 06 აპრ 2015, 02:36
by GAMARJOBA SAKARTVELO
ველოქანდაკებასთან შეკრებისას აღმოვაჩინეთ, რომ ლამა არ მოდიოდა. ამიტომ, ვიეშმაკეთ, მას დავურეკეთ და საგებელი ვთხოვეთ. სახლთან რომ მივედით, ვთხოვეთ, რომ მინიბუსში ამოსულიყო და ხალხი ისე მოეკითხა. ჰოდა, ამოვიდა თუ არა, გზა გადავუკეტეთ და ლაგოდეხის ნაკრძალისკენ გავიტაცეთ. ბევრი გვეხვეწა, საქმე მაქვს, ვერ წამოვალო, მაგრამ აბა, სადაური კარავული წესია, უკან გაშვება?

შრომისხევის, იგივე როჭოს ჩანჩქერი, 05.04.2015

Posted: 06 აპრ 2015, 11:49
by Mta Mkvarebia
:)))
ეს რა გიქნიათ :)) მახსოვს, წკაპუნებში გამოწყობილი თამუსია რომ გაიტაცეს სიონში და მოსანახულებად რომ ავაკითხეთ. მაგრამ ამოდენა ლამასაც თუ მოიტაცებდით, რას წარმოვიდგენდი :)

შრომისხევის, იგივე როჭოს ჩანჩქერი, 05.04.2015

Posted: 06 აპრ 2015, 14:33
by Kakha
ძალიან, ძალიან კარგი გასვლა იყო დიდი ხნის უნახავ მეგობრებთან ერთად. ლაგოდეხის ნაკრძალი კი ნებისმიერ სეზონზე ლამაზია. ჩემი ფოტოები ნახეთ აქ https://picasaweb.google.com/kakha.khim ... lApril2015