Page 5 of 8

ლეჩხუმი-ქვემო და ზემო სვანეთი 2-10.08.2014

Posted: 14 ოქტ 2014, 21:05
by Ketevan Guliashvili
პოლონელთა ჯგუფი ადიშიდან იფრარში საფეხმავლო მარშრუტით გადმოვიდა, მანამდეც საფეხმავლო გზით მესტიიდან წვირმში და იქიდან ადიშში ამოსულან, იფრაღიდან უღვირის უღელტეხილით მამში მიდიოდნენ.

სოფელ ადიშში მდინარე ადიშურას გადასალახად ცხენები არ გამოუყენებით, ყოველ წელს მდინარე სხვადასხვა ადგილას იკეთებს შედარებით უქვო მონაკვეთს რომელიც კარგადაა მოსაძებნი და მდინარის 20 მეტრიანი მანძილის უპრობლემოდ გადალახვაა შესაძლებელი.

Image

ლეჩხუმი-ქვემო და ზემო სვანეთი 2-10.08.2014

Posted: 14 ოქტ 2014, 21:05
by Ketevan Guliashvili
Image

ლეჩხუმი-ქვემო და ზემო სვანეთი 2-10.08.2014

Posted: 14 ოქტ 2014, 21:08
by Ketevan Guliashvili
სოფელ იფრარის მთავარანგელოზთა დარბაზული ეკლესია თევდორეს / დავით აღმაშენებლის კარის მხატვარს/ მოუხატავს. თევდორე მოღვაწეობდა XI საუკუნის დასასრულს და XII საუკუნის I ნახევარში. მას მოუხატავს ზემო სვანეთის 4 ეკლესია. მ. შ. ყველაზე ადრინდელია სოფ. იფრარის მთავარანგელოზთა დარბაზული ეკლესიის მხატვრობა. სხვა სვანურ ძეგლებთან შედარებით ეკლესია უხვადაა განათებული. მოხატულობა ძირითადად კარგად არის შემონახული. კანკელის ფრესკულ წარწერაში ნათქვამია, რომ ეკლესია მოხატა თევდორე მეფის მხატვარმა 1096 წელს. მიუხედავად იმისა, რომ იფრარის მხატვრობა დეკორატიულ-ხაზობრივი სტილით არის შესრულებული, ოსტატი მაინც ცდილობს კიდევფიგურთა სამოსლის მომრგვალებული ხაზებით, იფრარის მოხატულობა მკაცრი და მონუმენტურია. თევდორე თავის პირველსავე ნამუშევარში ეპოქის მოწინავე, პროგრესულ მხატვრად გვევლინება. ასევე კანკელის ფრესკული წარწერით დასტურდება, რომ თევდორეს მოუხატავს აგრეთვე წმ. კვირიკესა და ივლიტეს სახ. დარბაზული ეკლესია (სვანურად ლაგურკა, სოფ. კალა). შ. ამირანაშვილი მხატვრობას 1112-ით ათარიღებს.
რის მოსაზრება (თ. ვირსალაძე), რომ სოფ. წვირმის (ნაკიფარიდან 2 კმ-ზე) მაცხოვრის ეკლესიის მხატვრობაც თევდორეს ეკუთვნის. მხატვრობის მანერა, კოლორიტი, თემის იკონოგრაფიული გადაწყვეტა მართლაც თევდორეს მხატვრობასთან სიახლოვეზე მიუთითებს. თევდორეს მიერ შესრულებული კომპოზიციების ფიგურათა მოძრაობა მსუბუქი და თავისუფალია. თევდორეს მხატვრობაში უარყოფილია სახეთა გადმოცემის ტრადიციული სტატიკურ-ფრონტალური მანერა, რომელიც ადრინდელი ეპოქისათვის იყო დამახასიათებელი. ფიგურათა სამოსლის მოხაზულობა ნაოჭების რთული და დეტალური დამუშავება სწორად გადმოგვცემს ადამიანის ტანის აგებულებას. თევდორე თავისი ეპოქის ქართული მონუმენტური მხატვრობის ბრწყინვალე წარმომადგენელია.

ლეჩხუმი-ქვემო და ზემო სვანეთი 2-10.08.2014

Posted: 14 ოქტ 2014, 21:09
by Ketevan Guliashvili
Image

Image

ლეჩხუმი-ქვემო და ზემო სვანეთი 2-10.08.2014

Posted: 14 ოქტ 2014, 21:09
by Ketevan Guliashvili
იფრარი

Image

ხედი აკალს წმინდა კვირიკესა და ივლიტას სახელობის ეკლესიაზე

Image

ლეჩხუმი-ქვემო და ზემო სვანეთი 2-10.08.2014

Posted: 14 ოქტ 2014, 21:17
by Ketevan Guliashvili
შემდეგ სოფელ ხეში წმინდა ბარბარეს ეკლესიაში წავედით.

Image

ლეჩხუმი-ქვემო და ზემო სვანეთი 2-10.08.2014

Posted: 14 ოქტ 2014, 21:18
by Ketevan Guliashvili
Image

Image

სოფელი ხე კალას თემში შედის.

ლეჩხუმი-ქვემო და ზემო სვანეთი 2-10.08.2014

Posted: 14 ოქტ 2014, 21:20
by Ketevan Guliashvili
ვისადილეთ. გამოჩნდა მუზეუმის თანამშრომელი და კალას კვირიკესა და ივლიტას სახელობის ეკლესიისაკენ გაგვიძღვა, ტყიანი ბილიკი მკვეთრ აღმართს მიუყვებოდა. წყლის წაღება სასურველია რადგან წყაროს ვერსად ნახავთ. მგონი ამ ეკლესიას ლაგურკას ეძახიან სვანები?

ესეც ხედი ეკლესიის ეზოდან

Image

ლეჩხუმი-ქვემო და ზემო სვანეთი 2-10.08.2014

Posted: 14 ოქტ 2014, 21:21
by Ketevan Guliashvili
შიდა მოხატულობა

Image

Image

ლეჩხუმი-ქვემო და ზემო სვანეთი 2-10.08.2014

Posted: 14 ოქტ 2014, 21:22
by Ketevan Guliashvili
Image
ჭედურობა როგორ მივხვდი ორგვარი ყოფილა, ერთი შტამპით კეთდებოდა და უფრო იაფი ჯდებოდა და მეორე ინდივიდუალურად ხელით იჭედებოდა.
Image

ლეჩხუმი-ქვემო და ზემო სვანეთი 2-10.08.2014

Posted: 14 ოქტ 2014, 21:23
by Ketevan Guliashvili
Image

ნინუცა

Image

ლეჩხუმი-ქვემო და ზემო სვანეთი 2-10.08.2014

Posted: 15 ოქტ 2014, 14:33
by masai11
Ketevan Guliashvili wrote:Image

ნინუცა

Image
ვაა, ლეონტის ბავშვები უკე რამხელა გოგოები ყოფილან :)
ჯვარი სწერიათ.

ქეთევან, შენი სურათიც დადე ერთი ორი. :wink:

ლეჩხუმი-ქვემო და ზემო სვანეთი 2-10.08.2014

Posted: 15 ოქტ 2014, 15:50
by Ketevan Guliashvili
masai11

არის სადღაც ჩემი ფოტოც, დავდებ.

იმ საღამოს სოფელ იფარს გავცდით და სოფელ ნაკიფარის მოპირდაპირედ მდებარე გორაკეზე დავბანაკდით. წყალი მოშორებით იყო და ადილზე მანქანით მივიტანეთ. თხილნართან გავშალეთ კარვები. ადგილზე დაგვიხვდა შეშა /რომელიც დანიშნულებისამებრ გამოვიყენეთ/ ასევე ლოდი რომელიც ქარსაცავ და უცხო თვალისაგან მოფარვის როლს ასრულებდა. იმ ღამით ციოდა. ყოველთვის მაქვს თადარიგი დაჭერილი და თავქვეშ დამატებით თბილი ქურთუკი მაქვს ამოდებული, გამომადგა.

ფოტოზე სოფელი ნაკიფარი და წმინდა გიორგის ეკლესია დანახული ჩვენი საბანაკე ადგილიდან

Image

ლეჩხუმი-ქვემო და ზემო სვანეთი 2-10.08.2014

Posted: 15 ოქტ 2014, 15:51
by Ketevan Guliashvili
დილით ნაკიფარში ჩავედით

Image

ლეჩხუმი-ქვემო და ზემო სვანეთი 2-10.08.2014

Posted: 15 ოქტ 2014, 15:53
by Ketevan Guliashvili
ნაკიფარის წმინდა გიორგის ეკლესია თევდორეს მიერ არის მოხატული.

ეკლესია მეათე საუკუნეშია აშენებული. ფასადზე მოხატულობა და რელიეფებია.

Image