უჯარმა, ბოჭორმა და შემოფეთებულმა გაზაფხულმა-აბა როგორო?! 9მარტი
Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia
- kolonkelidze
- ბოდიალა
- Posts: 171
- Joined: 23 ივნ 2011, 22:28
უჯარმა, ბოჭორმა და შემოფეთებულმა გაზაფხულმა-აბა როგორო?! 9მარტი
1. რეგიონი:
კახეთი, სგარეჯოს რაიონი (უჯარმა)
მცხეთა-მთიანეთი, თიანეთის რიონი (ბოჭორმა)
2. მარშუტის დასახელება:
თბილისი-უჯარმა-ბოჭორმა-ცხვარიჭამია-თბილისი
3. ხანგრძლივობა:
1 დღე
4. სირთულე:
საშუალო
5. მარშრუტის სიგრძე ტრანსპორტით:
160 კმ მთელ წრიული გზაზე
6. ფეხით გავლილი მანძილი:
უჯარმა - 300 მეტრი
ბოჭორმა- 4,2 კმ
7. სანახავი და ყურადღება მისაქცევი ობიექტები:
უჯარმა - გალავანს შიგნით მოქცეული 2 ეკლესია, გალავნის კედლები აღმოსავლეთით,
რომელიც შედარებით დაბლაა ამოშენებული. ხედები მდინარე იორზე
ბოჭორმა - უნიკალური ეკლესია გალავნის შიგნით, ციხის კოშკი და პატარა საყდარი. ხედები გომბორზე
8. საბანაკე ადგილები:
უჯარმა - ციხემდე 100 მეტრში, სამანქნო გზასთან
ბოჭორმა - გალავნის შიგნით, აგრეთვე, ციხემდე 2,1 კმტში, მანქანების სადგომთან
9. სასმელი წყალი მარშრუტზე:
უჯარმა ციხესთან უცნობია, ციხემდე 2 კმტში სოფელ უჯარმის ცენტრში წყალი ონკანიდან მოედინება.
ბოჭორმა გალავნის შიგნით მდებარე გუმბათიან ეკლესიასთან ჭაა
10. საჭირო აღჭურვილობა, რეკომენდაციები:
უჯარმა - განსაკუთრებით არაფერი
ბოჭორმა - მოხერხებული ფეხსაცმელი, სასმელი წყალი
11. რუქა:
უჯარმა
http://nona.net/features/map/placedetai ... 77/Ujarma/
ბოჭორმა
http://www.fallingrain.com/world/GG/0/Bochorma.html

ჩვენი შემადგენლობა
1.კოლონკელიძე
2.ნათია
3.ლედი
4.მარმენიო
5.მონადირე
6.ოკულონე
7.ამიგო
8.ლიბრა
9.ზურა ენი
10-11.გიო-ჯეო და დიკო
12.ლოლიკა
13.მაიკო( მაიკო დაგიმთხვიე;) )
14.გიორგი სირაძე
15.ლაშა
კარგი დღე გამოვიდა.ამინდიც სალაშქრო იყო და განწყობა საგაზაფხულო, უფრო მეტად მხიარული. დილის ათის ნახევრიდან ათ საათამდე რედისონის მიმდებარე ტერიტორიაზე შევიკრიბეთ და სანამ მთლიანი ჯგუფი მოვგროვდებოდით უფრო ადრე მისულებმა დილის გამახნევებელი ვარჯიშით შევიქციეთ თავიდა ცოტა დასაზეთი იყო მაგრამ ძალა ხომ ერთობაშია და ჩვენც საქმეს შევუდექით. როგორც ჩანს ყველას გვენატრებოდა ცოტა პედლების ტრიალი, ხოდა მონადირე და გიო ჯეო საჭეებთან მოთავსდნენ მე და ზურა ენმმა ქვევით მივხედეთ საქმეს და იმდენი ვქენით რომ მონადირეს უფრო ზევით აძვრომა და მუხრუწის გამოყენება მოუწია

Last edited by kolonkelidze on 10 მარ 2014, 21:49, edited 1 time in total.
- kolonkelidze
- ბოდიალა
- Posts: 171
- Joined: 23 ივნ 2011, 22:28
უჯარმა, ბოჭორმა და შემოფეთებულმა გაზაფხულმა-აბა როგორო?! 9მარტი
-ჩიტო, ჩიტო, ჩიორაო!
-რაო, ბატონო მელაო?
-პიპო-პაპო!!;)
Last edited by kolonkelidze on 10 მარ 2014, 21:34, edited 1 time in total.
- kolonkelidze
- ბოდიალა
- Posts: 171
- Joined: 23 ივნ 2011, 22:28
უჯარმა, ბოჭორმა და შემოფეთებულმა გაზაფხულმა-აბა როგორო?! 9მარტი
-ოჰო! ეს მოყმე ვინღაა ნეტა, ხელების დასვრასაც რომ არ ერიდება?!
-აჰ, საით რაინდო?
-ვისია? ვისია?
-რათქმაუნდა!!:D
აი ყოჩივარდები კი მართლა იმდენი იყო, ბიჭებსაც ვერ მოუთმინათ გულმა
-ზურა ენმა თქვა გაზაფხულს გაუმარჯოსო, ჰოდა ჩვენც დავეთანხმეთ და "ავაჭახუნეთ"
აი კიდევ ერთი "მოუთმენელი"

Last edited by kolonkelidze on 10 მარ 2014, 21:47, edited 1 time in total.
- kolonkelidze
- ბოდიალა
- Posts: 171
- Joined: 23 ივნ 2011, 22:28
უჯარმა, ბოჭორმა და შემოფეთებულმა გაზაფხულმა-აბა როგორო?! 9მარტი
ბოლოს ყოჩივარდებს გემოც გაუსინჯეს;)
აბაშიდან ჩამოტანილი სახლი დავათვალიერეთ, მასპინძელს გავესაუბრეთ
და შემდეგ უჯარმის ზედა ნაწილს მივაშურეთ
Last edited by kolonkelidze on 10 მარ 2014, 21:54, edited 1 time in total.
- kolonkelidze
- ბოდიალა
- Posts: 171
- Joined: 23 ივნ 2011, 22:28
უჯარმა, ბოჭორმა და შემოფეთებულმა გაზაფხულმა-აბა როგორო?! 9მარტი
არაყი აფრთიანებსო და ციხიდან დაბრუნებულებ ეს სამეული უკვე აჭიკჭიკებული დაგვხვდა
Last edited by kolonkelidze on 10 მარ 2014, 21:56, edited 1 time in total.
- kolonkelidze
- ბოდიალა
- Posts: 171
- Joined: 23 ივნ 2011, 22:28
უჯარმა, ბოჭორმა და შემოფეთებულმა გაზაფხულმა-აბა როგორო?! 9მარტი
წუხანდელი ჩამოთოვილი ბოჭორმის გალავანზე და ყოჩივარდებზე
დანარჩენის მოყოლას ალბათ ძალიან დიდი დრო დაჭირდება და მაინც ვერ შევძლებ ამ დღის შთაბეჭდილებების და განწყობის ნახევარი მაინც გადმოგცეთ.ის რაც დღის ბოლოს ალბათ ყველა ჩვენგანის ფიქრი და სატკივარი იყო, დიდი ხნის წინ შოთა ნიშნიანიძემ ჩაატია ერთ შესანიშნავ ლექსში.ჰოდა მეც ამ თემას იმ ლექსით დავამთავრებ, ერთი ამოსუნთქვით რომ იკითხება
მიყვარხარტ და მეიმედებით კიდევ ბევრ ასეთ დრეს ველოდები თქვენთან ერთად!
ციხე -ტაძართა საგალობელი
I
ნეტა ამ ხედებს ქვეყანაზე რა შეედრება
ციხე_ტაძრები ცად ასულან ლოცვა_ვედრებად.
წევს ვეფხის ტყავზე საქართველო _ მზისწილხვდომილი,
თავს დასდგომია იალბუზი ხელ აპყრობილი.
თითქოს ლოცულობს, ცად აღავლენს ხმათა ხავერდებს,
და საქართველოს დღეგრძელობას გამჩენს ავედრებს.
თრთის ვენახები... თრთის ყანები... თრთის გალავნები...
თრთის საფლავები წმინდანების და ფალავნების...
II
ზოგი ციხეა შეკივლება, ზოგი_ გაფრენა
ზოგს აუშვია ხომალდივით ნისლი აფრებად.
ზოგი მუშტია, მუქარაა, ზოგი_გინება
ალაყაფებით, ქონგურებით რომ იკბინება!
ზოგი ამაყი ლილეოა, ზოგი_გასროლა,
ზოგიც შორიდან ცის და მიწის მოჩანს სასწორად.
წლებმა იხუვლა, იხვართქალა და ციხეს შეება:
ხავსად, დუმილად, ჭილყვავებად და ბუდეებად.
თითონაც მთელი საქართველო ერთი ციხეა,
დაგილეწია მტერო, მაგრამ ვერ აგიღია.
III
დიდება თქვენდა თოროსანო ბერო მამებო,
თქვენ შეგინახავთ ენა,რჯული, ერი, სამეფო,
წიგნებს უსხედხართ... ვენახდება ფოლიანტები,
და, საქართველოვ, სულს იკაჟებ გოლიაათდები!
ვინაც ააგო ნიკორწმინდა, სვეტიცხოველი,
დიდება მის ლანდს, მე არავარ მეტის მთხოველი.
კედლებს ფრესკებად შეხიზნულო წმინდა დედანო,
ხვედრი თქვენებრი აღარავის გადაეტანოს.
კურთხეულ იყოს, ვინც განსჭვრიტა კლდეში ვარძია,
სულით განათლდეს, ვინც აკვანი მათი არწია.
ვინაც პირველად დაიმღერა “ვეფხვი და მოყმე”
იმ გუთნისდედას მზადა ვარ ვეყმო!
კირითხურონო, კალატოზნო, ოსტატ-შეგირდნო,
თუ სადმე რამე ცოდვა გქონდეთ ღმერთმა შეგინდოთ!
IV
ო,ციხის ლოდო, ჩამოშლილო ჩამომსხვრეულო_
შენ, ძვალო ჩემო, გატანჯულო, ჩემო სხეულო.
ო, გოდოლ_ბურჯნო, გალავნებო ნაგებო მკვრივად,
ნაბზარი რაა, ყველა თქვენი ნაკაწრი მტკივა.
გამისკდეს მიწა, თუ შეგბღალო, თუ გივერაგო
შენ საქართველოს ფარ აბჯარო, ჯაჭვის პერანგო.
ეჰეი, სიმღერით ყელს იღადრავს შენი მგოსანი,
ვაზით და ფრესკით ჩემი მხარე მარად იცნობა
და საქართველოს ციხეებზე მზის შუბოსანი
დგას მეციხოვნედ მარადისობა.
შოთა ნიშნანიძე
Last edited by kolonkelidze on 10 მარ 2014, 22:17, edited 2 times in total.
- kolonkelidze
- ბოდიალა
- Posts: 171
- Joined: 23 ივნ 2011, 22:28
- kolonkelidze
- ბოდიალა
- Posts: 171
- Joined: 23 ივნ 2011, 22:28
უჯარმა, ბოჭორმა და შემოფეთებულმა გაზაფხულმა-აბა როგორო?! 9მარტი
ჩვენი მძღოლი ვაჟა გაგნიძე რაჭის ულამაზეს სოფელ შქმერიდან, ბავშვებმა აღნიშნეს -რა მაგარი კაციაო, ციხეზე ამოსვლა არ დაეზარაო, თუმცა მათ არ დაუნახავთ, როგორი რუდუნებით გადაიწერა პირჯვარი და მადლობა გადაუხადა ბოჭორმის წმ.გიორგის ამ დღისთვის და ამ ციხისთვის, როცა ციხის გალავნიდან გამოვდიოდით
Last edited by kolonkelidze on 10 მარ 2014, 22:06, edited 1 time in total.
უჯარმა, ბოჭორმა და შემოფეთებულმა გაზაფხულმა-აბა როგორო?! 9მარტი
მშვენიერი გასვლა გამოვიდა, მადლობა ორგანიზატორებს და თითოეულ თქვენგანს. ბოჭორმამ მომხიბლა ძალიან, თუმცა დროის უქონლობის გამო ცოტა უკმაყოფილების გრძნობა დამრჩა, სიამოვნებით ვნახავდი ამწვანებულზე და ერთ-ორ ღამესაც გავჩერდებოდი. ველოდები დანარჩენ ფოტოებს და მსტვენავების ვიდეოებს:)
ბალახი ვიყო სათიბი, არა მწადიან ცელობა...
უჯარმა, ბოჭორმა და შემოფეთებულმა გაზაფხულმა-აბა როგორო?! 9მარტი
ვაჰ როგორ გილამაზიათ გამეორება როდისაა? )
მოძრაობა და მხოლოდ მოძრაობა!!!