ნუნისის ტყეში დასაკარგავად - 07-08-09.09.13

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

User avatar
GT.ge
მაწანწალა
Posts: 923
Joined: 19 აგვ 2009, 17:21
Location: (წუთი)სოფელი
ნუნისის ტყეში დასაკარგავად - 07-08-09.09.13

Post by GT.ge » 09 სექ 2013, 14:49

1. რეგიონი:
იმერეთი

2. მარშუტის დასახელება:
თბილისი - მოლითი - ნუნისი - ლიხის ქედი - ზვარე - მოლითი - თბილისი

3. ხანგრძლივობა:
42 სთ და 25 წთ;

4. სირთულე:
მარტივი;

5. გასვლის, ლაშქრობის ღირებულება:
4 ლარი;

6. მონაწილეთა რაოდენობა
9;

7. გასვლის, ლაშქრობის ორგანიზატორი:
GT.ge;

8. დანიშნულების პუნქტთან უახლოესი დასახლებული პუნქტი:
ხარაგოული;

9. მარშრუტის სიგრძე ტრანსპორტით:
თბილისი - მოლითი - 158,0 კმ;
ზვარე - მოლითი - 7,0 კმ;
მოლითი - თბილისი - 158,0 კმ;
სულ - 323,0 კმ;

10. ფეხით გავლილი მანძილი:
მოლითი - უფლის მდელო - 7,750 კმ;
უფლის მდელო - ბერების კლდე - უფლის მდელო - 3,150 კმ;
უფლის მდელო - ზვარე - 11,345 კმ;
სულ - 22,245 კმ;

11. სანახავი და ყურადღებამისაქცევი ადგილები:
ნუნისის ღვთიშობლის ეკლესია;
ბერების კლდე;
მოლითის რკ. სადგური;
გადასარევი ტყე;

12. საბანაკე ადგილები:
ნუნისში უფლის მდელოა მშვენიერი დასაბანაკებლად;
ბერების კლდესთანაც შეიძლება 1-2 კარვის დაცემაც.

13. სასმელი წყალი მარშრუტზე:
ლიხის ქედამდე უხვადაა;

14. საჭირო აღჭურვილობა, რჩევები:
მზისგან დამცავი საშუალებები, საწვიმარი და ფანარი!

15. გასვლისთვის, ლაშქრობისთვის საუკეთესო დრო:
გაზაფხული, ზაფხული და შემოდგომა. ზამთარში გაჭირდება ქედზე ასვლა;

16. რისკები, საფრთხეები:
არც არაფერი;

17. უახლოესი ღირსშესანაშნავი ადგილი, რომელიც დროის გახანგრძლივების შემთხვევაში, შეიძლება:
ნუნისში, გოგირდის გრილი ჭხაპის მიღება;

18. გასვლის, ლაშქრობის შეფასება 10ბალიანი სისტემით
8,7;
Image
საქართველო ბეჭედია ბაჯაღლო და თბილისი შიგ ჩასმული ბადახში.

User avatar
GT.ge
მაწანწალა
Posts: 923
Joined: 19 აგვ 2009, 17:21
Location: (წუთი)სოფელი
ნუნისის ტყეში დასაკარგავად - 07-08-09.09.13

Post by GT.ge » 09 სექ 2013, 14:50

პ.ს. ფოტოებს, აღწერას და შთაბეჭდილებებს მოგახსენებთ ხვალე.
Image
საქართველო ბეჭედია ბაჯაღლო და თბილისი შიგ ჩასმული ბადახში.

User avatar
datoforesti
მაწანწალა
Posts: 459
Joined: 05 სექ 2011, 22:24
Location: Tbilisi
Contact:
ნუნისის ტყეში დასაკარგავად - 07-08-09.09.13

Post by datoforesti » 09 სექ 2013, 15:23

მზის ამოსვლა ნუნისთან უფლის მდელოზე
Image
IMG_2147 by Davit Chachanidze, on Flickr

უფლის მდელოზე პატარა ტბა
Image
IMG_2132 by Davit Chachanidze, on Flickr

მამათა მონასტერინუნისში
Image
The monastery Nunisi, ნუნისის მამათა მონასტერი by Davit Chachanidze, on Flickr


ბერების გამოქვაბული(კიდობანს რომ ეძახიან რატომღაც) :)
Image
Monks Cave, ბერების გამოქვაბული ნუნისში by Davit Chachanidze, on Flickr

ტყე გამოქვაბულების გზაზე, ოდნავ დაბლა ჩანჩქერიც იყო მაგრამ არ ჩავსულვართ დრო არ იყო...
Image
Nunisi,ნუნისის ტყე by Davit Chachanidze, on Flickr

დანარჩენებს ხვალ დავდებ ...
ხელოვნება ტანჯვაა, რომელიც მთელი ცხოვრება მოგყვება და გღრღნის
Inside I'm Forrest gump
http://datoforest.blogspot.com/

User avatar
datoforesti
მაწანწალა
Posts: 459
Joined: 05 სექ 2011, 22:24
Location: Tbilisi
Contact:
ნუნისის ტყეში დასაკარგავად - 07-08-09.09.13

Post by datoforesti » 09 სექ 2013, 15:58

ხელოვნება ტანჯვაა, რომელიც მთელი ცხოვრება მოგყვება და გღრღნის
Inside I'm Forrest gump
http://datoforest.blogspot.com/

User avatar
iko-iko
ბოდიალა
Posts: 133
Joined: 23 თებ 2011, 22:46
Location: თბილისი
ნუნისის ტყეში დასაკარგავად - 07-08-09.09.13

Post by iko-iko » 10 სექ 2013, 09:25

კარგი ლაშქრობა გამოვიდა, ნასიამვნები დავრჩი ლაშქრობითაც და ლამაზი ბუნებით. და რაც მთავარია გავიცანი ახალი მოლაშქრეები რომლებთან ერთად გავატარე ეს სასიამოვნი დღეები, მადლობა ყველას.
ამ მარშუტზე კიდევ წავალ აუცილებლად, ოღონდ შემდეგ ბორჯომში გადავალ :)

პ.ს. forest სურათები როგორც ყოველთვის უმაგრესია ;)
უფალო შეეწიე
მგზავრობას ჩვენსას

User avatar
GT.ge
მაწანწალა
Posts: 923
Joined: 19 აგვ 2009, 17:21
Location: (წუთი)სოფელი
ნუნისის ტყეში დასაკარგავად - 07-08-09.09.13

Post by GT.ge » 10 სექ 2013, 11:40

ე.ი...
7 სექტემბრის მზიან შუა დღეს თბ. რკ. სადგურში შევიკრიბეთ:
1. GT.ge
2. shalva
3. shalva +
4. GT.ge + (თამუნა)
5. datoforesti
6. გვანცა
7. ანდრო
8. iko-iko
9. teo-

გამოცდილი, ყოჩაღი iko-iko მატარებელს ვაგონში წინდაწივე აღმოჩნდა და 9 კი არა, 10 ადგილი დაიკავა.
თბილისი-ქუთეისის მატარებელმა 16:05 სთ-ზე სვლა დაიწყო...
მანამდე, წინდაწინვე, ყველას აღებული გვქონდა სამგზავრო ბილეთები 3,00 ლ. ღირებულების.
გზა ცოტა გაიწელა... 30-40 წუთით შევფერხდით ელ-მცველის ბუთქუნის გამო.
მოლითში ჩავედით 19:45 სთ-ზე...
(მანამდე, მატარებელში იყო ბაასი მგზავრებსა და მოლაშქრეებს შორის, სად ჯობდა ჩამოსვლა... რადგან, რუკაზე მოლითზე ოპტიმალური სადგური არ იყო დატანილი, გეგმას არ გადავუხვიე. მომავალში, მოლითამდე, ხიდებთან, სადგურ "ჩრდილში" თუ ჩამოხვალთ...)
მოლითიდან ჯერ რკინიგზას გავუყევით 1,5 კმ, შემდეგ გრუნტის გზას ნუნისისკენ...
უცბად ავიარეთ 7-8 კმ... მივადექით ნუნისის სამკურნალო განთქმულ "სამთა ნუნისს"... გოგირდის აუზი ვიკითხეთ და 20 წთ - 15 ლარი კაცზეო... რა თქმა უნდა, ყველამ უარი ვტკიცეთ (იქვე, 200 მ-ში ყოფილა გოგირდის უფასო საშხაპე... რატომღაც არ გვითხრეს).
"სამთა ნუნისიდან" 700 მეტრშია ეკლესია და მამათა მონასტერი...
ეკლესიის შესასვლელში გამაფრთხილებელ-გამახალისებელი წარწერის ნახვის შემდგომ, მოლაშქრე გოგონებმა ეკლესიაში შესვლაზე უარი განაცხადეს... კაცებმა მოვილოცეთ, დავათვალიერეთ...
იქვე, 100 მეტრშია უფლის მდელო... დავბანაკდით.
გაიშალა 4 კარავი...
აქვე (მერეც ბევრჯერ იყოჩაღა) მინდა დიდი მადლობა მოვახსენო ბოლო წამს სიაში ჩაწერილ იკო-იკოს...
წამოღებული ჰქონდა ცული, რითაც ოპერატიულად მოჭრა გამხმარი შეშა და დაინთო კოცონი... გავამზადეთ შამფურები, ამოვალაგეთ სანოვაგე, ჩამოვასხით ღვინო... ერთობ სასიამოვნო საღამო გამოვიდა.
01:15-დან 02:30-მდე ნელ ნელა გავიპარეთ კარვებისკენ დასაძინებლად...
Image
საქართველო ბეჭედია ბაჯაღლო და თბილისი შიგ ჩასმული ბადახში.

User avatar
GT.ge
მაწანწალა
Posts: 923
Joined: 19 აგვ 2009, 17:21
Location: (წუთი)სოფელი
ნუნისის ტყეში დასაკარგავად - 07-08-09.09.13

Post by GT.ge » 10 სექ 2013, 11:50

7:00 სთ-ზე იკო-იკო ბანაკიდან უკვე "გაპარულიყო" გოგირდის შხაპის მისაღებად... კარვის სახელით იჭყუმპალავა და 8:00-ზე ყველანი ერთად წავედით ბერების გამოქვაბულის სანახავად.
ტყეში შესულებს ბევრჯერ შეგვხვდა გამყოფი ბილიკები... ინტუიციით თუ გამოცდილებით, მიმართულება სწორად შევარჩიეთ (ერთ ადგილას უკან მომავალი მოლაშქრეები დაგვეხმარნენ) და გზის აბნევის გარეშე პირდაპირ მივადექით დანიშნულების წერტილს.
ცოტა ვიფოფხეთ, ბევრი ვიპოზიორეთ, დროც გაგვეპარა...
უკან დავფრუნდით, მსუბუქად წავიხემსეთ და 11:00 სთ-ზე დავადექით #4 ბილიკს...
საკმაოდ ლამაზი ტყეა და აღმართზე სიარულს ვერ გრძნობ... დინჯად ადიხარ, თავს ატრილებ 360 გრადუსით, ათვალირებ, ტკბები, გიხარია...
გზაში ალაგ-ალაგ ვჩედებოდით, ვისვენებდით, ვცმუცნაობდით... იყო მაყვალიც.
ერთ ადგილას თოკიც დაგვჭირდა და იკო-იკო ხომ აქ იყო?
ქედზე ასასვლელად 3 სთ და 30 წთ დაგვჭირდა.
Image
საქართველო ბეჭედია ბაჯაღლო და თბილისი შიგ ჩასმული ბადახში.

User avatar
GT.ge
მაწანწალა
Posts: 923
Joined: 19 აგვ 2009, 17:21
Location: (წუთი)სოფელი
ნუნისის ტყეში დასაკარგავად - 07-08-09.09.13

Post by GT.ge » 10 სექ 2013, 12:30

მოვტრიალდით მარცხნივ... დავშორდით #4 ბილიკს თავლცრემლიანნი...
მარცხვივ იყო მონადირეების გაკვალული ბილიკი, მაგრამ ალაგ-ალაგ გაუვალი... ხან ეკალი, ან ტოტები, ხან ორივე ერთად.
ერთ ადგილას სიმაღლე იყო ასაღები... ერთი, სიმაღლის ასაღებად წავიდა და წიკვინი - ეკლებიაო... მეორემ, გვერდიდან შემოვლა გადაწყვიტა... რადგან მარშუტს იმ მომენტში მე ვსაზღვრავდი, გვერდიდან შემოვლა მეადვილა და დანარჩენიც გავიყოლე.
სიმაღლეზე ასულებს ცოტა შეაგვიანდათ...
გვერდიდან შემოვლილს ცოტა კი მეუცნაურა მარშუტის შემდეგი მიმართულება, მაგრამ საკმაოდ ლამაზი ტყე და მოსახერხებელი თავქვე ჩანდა...
უკვე 17:00 იყო... 2 სთ-ში ბნელდება... იქვე მითხრეს, რომ გზას არასწორედ ვაგრძელებდი... მზე დასავლეთით ჩადის... ამ დროს მერყევი აზრები გამოცდილებსაც დააბნევდა და მტკიცედ - აქეთაა ქვიშხეთი! ბევრი არ მიფიქრია და დაღმართს დავყევი...
დაღმართზე სიარული ყველასთვის ძნელია... აუტანელი არ ყოფილა, რადგან ფოთლოვანში მივდიოდით და ნიადაგი მყარი იყო, ფეხი არ გვიცურავდა... არც დახრის კუთხე იყო საოცარი...
დღის სინათლეზე მდელოზე გავედით... დავეყარენით.
მოჩანს სამანქანე გზა... სოფლიდან ხმა ისმის... ვივახშმეთ უკანასკნელი ნარჩენებით და წავედით...
მოჩანს გრძელი ქედი... ქედის გაყოლებას ქვიშხეთის გარეუბანს, ბულბულისციხეში ჩავყავართ, მაგრამ ჯიპიესი არ აჩვენებს... რამოდენიმე დაღლილია და წუწუნებს, მალე დაღამდება...
ჯიპიესზე მარცხნივ ნუნისია, პირდაპირ ზვარე... ზვარე გადაწყდა.
მდინარის გასწვრივ ბილიკი მოვძებნეთ და გავყევით...
შევედით სოფელში, მოსახლეობას ცოტა გავესაუბრეთ, დავალაგეთ ჩანთები უაზზე და მოლითის სადგურს მივადექით.
"თბილისისკენ, ღამის მატარებლებზე, ყველა ბილეთი გაყიდულია" - დილით ქუთაისს გავყვებით, გადავწყვიტეთ.
სადგურში გაიშალა ერთი კარავი, 5 საგებელი და ერთიც სკამზე გაგორდა...
გადასარევად მეძინა... ხანდახან მატარებლების ჩაგრუქუნება მაღვიძებდა, ხან - ვერც.
7:20 სთ-ზე, ოპერატიულად მოგრიალდა ქუთეისი, დასაჯდომი ადგილებით სავსე. ხაშურში ნაწილი დაჯდა, ნაწილი იატაკზე...
თბილისში 10:30 სთ-ზე ვიყავით, როგორც განრიგში უწერია ქუთეისი-თბილისი მატარებელს.

ასე მოვიარეთ 1,5 დღიანი ლაშქრობა ნუნისის ტყეში დასაკარგავად წასულებმა...

თეო- როგორც იტყვის, დავიკარგეთო... მე კატეგორიულად არ ვეთანხმები - მხოლოდ გზა აგვებნა, და ისიც გაგვიმართლა, რომ აგვებნა...

რაც იყო დაგეგმილი, თითქოს ვერ შევასრულეთ... ვერ ჩავედით ქვიშხეთში. მაგრამ, დაგეგმილი იყო ნუნისის ნახვა, ბერების გამოქვაბულის ხილვა, ტყეში მუხლის გაშლა, მწვადი, ჩიქჩიქი, წონიანი ჩანთით #4 ბილიკის დაძლევა, გაუკვალავში დაპორჭყვნა, მაყვალი... ნუნისის გოგირდის შხაპი დამაკლდება მომავალი წლის სტუმრობამდე.

მთლიანობაში კმაყოფილი ვარ ლაშქრობითაც და მოლაშქრეებითაც.
მადლობა ყველას.
მადლობა ფოტოგრაფებს... დავით, გადასარევი "თვალი" გაქვს.
Image
საქართველო ბეჭედია ბაჯაღლო და თბილისი შიგ ჩასმული ბადახში.

User avatar
GT.ge
მაწანწალა
Posts: 923
Joined: 19 აგვ 2009, 17:21
Location: (წუთი)სოფელი
ნუნისის ტყეში დასაკარგავად - 07-08-09.09.13

Post by GT.ge » 10 სექ 2013, 12:38

მინდა ავღნიშნო - არ გადაყრილა არც ერთი ფინჩხა ნამცეციც კი, არ დაგვიზიანებია ბუნება, არ გვიხმაურია...

პ.ს. მატარებელში, კი ვაყარეთ თავზე მგზავრებს მზესუმზირის ჩენჩოები. :D :(
Image
საქართველო ბეჭედია ბაჯაღლო და თბილისი შიგ ჩასმული ბადახში.

User avatar
GT.ge
მაწანწალა
Posts: 923
Joined: 19 აგვ 2009, 17:21
Location: (წუთი)სოფელი
ნუნისის ტყეში დასაკარგავად - 07-08-09.09.13

Post by GT.ge » 10 სექ 2013, 12:41

ნუნისის ეკლესიის შესასვლელში...

Image
Image
საქართველო ბეჭედია ბაჯაღლო და თბილისი შიგ ჩასმული ბადახში.

User avatar
GT.ge
მაწანწალა
Posts: 923
Joined: 19 აგვ 2009, 17:21
Location: (წუთი)სოფელი
ნუნისის ტყეში დასაკარგავად - 07-08-09.09.13

Post by GT.ge » 10 სექ 2013, 12:44

ნუნისი. ბანაკი უფლის მდელოზე...

Image

პ.ს. ჩემი მაისური შალვას "სარეცხის" თოკზე... :D
Image
საქართველო ბეჭედია ბაჯაღლო და თბილისი შიგ ჩასმული ბადახში.

User avatar
GT.ge
მაწანწალა
Posts: 923
Joined: 19 აგვ 2009, 17:21
Location: (წუთი)სოფელი
ნუნისის ტყეში დასაკარგავად - 07-08-09.09.13

Post by GT.ge » 10 სექ 2013, 12:45

გზად ბერების გამოქვაბულისკენ...

Image
Image
საქართველო ბეჭედია ბაჯაღლო და თბილისი შიგ ჩასმული ბადახში.

User avatar
GT.ge
მაწანწალა
Posts: 923
Joined: 19 აგვ 2009, 17:21
Location: (წუთი)სოფელი
ნუნისის ტყეში დასაკარგავად - 07-08-09.09.13

Post by GT.ge » 10 სექ 2013, 12:47

ნუნისი. ბერების გამოქვაბული.

Image
Image
საქართველო ბეჭედია ბაჯაღლო და თბილისი შიგ ჩასმული ბადახში.

User avatar
GT.ge
მაწანწალა
Posts: 923
Joined: 19 აგვ 2009, 17:21
Location: (წუთი)სოფელი
ნუნისის ტყეში დასაკარგავად - 07-08-09.09.13

Post by GT.ge » 10 სექ 2013, 12:50

shalva, teo- ...

Image
Image
საქართველო ბეჭედია ბაჯაღლო და თბილისი შიგ ჩასმული ბადახში.

User avatar
GT.ge
მაწანწალა
Posts: 923
Joined: 19 აგვ 2009, 17:21
Location: (წუთი)სოფელი
ნუნისის ტყეში დასაკარგავად - 07-08-09.09.13

Post by GT.ge » 10 სექ 2013, 12:52

datoforesti ...

Image
Image
საქართველო ბეჭედია ბაჯაღლო და თბილისი შიგ ჩასმული ბადახში.

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]