ალბათ მიხვდებოდით, რომ ზღვაზე წასვლა ჩაგვეშალა
სამაგიეროდ ვნახეთ ოზურგეთის ღირსშესანიშნაობები
შემოქმედის ეკლესია :
სოფელში, მდინარე ბჟუჟის სამხრეთით, გორაკზე დგას განვითარებული შუა საუკუნეების სამონასტრო კომპლექსი. მონასტერი შედგება სამი ძეგლისგან. მათგან ორი ერთმანეთზე მიდგმული ტაძარია: XII საუკუნის ღვთაების ტაძარი (ბაზილიკა) და XVI საუკუნის გუმბათოვანი ეკლესია “ზარზმა”, რომელიც ვახტანგ I გურიელმა საგანგებოდ ააგო, რათა შიგ დაებრძანებინა ზარზმის მონასტრიდან XVI საუკუნეში გადმოსვენებული ფერიცვალების ხატი. მესამე ძეგლია XVI საუკუნის სამრეკლო, რომელიც 1831 წელსაა აღდგენილი. შემოქმედის მონასტერი იყო შემოქმედელი ეპისკოპოსებისა და გურიელების საგვარეულო საძვალე.
(ვიკიპედია)
აჭის ეკელსია:
წმინდა გიორგის სახელობის XIII საუკუნის დასასრულსა და XIV საუკუნის დასაწყისში აგებული. დარბაზული ეკლესია. ეკლესის აქვს ასომთავრული წარწერა. შიგნიდან მთლიანად მოხატულია ფრესკებით, მათ შორის ზოგიერთი ფრესკა იკონოგრაფიული თვალსაზრისით იშვიათობას წარმოადგენს. ეკლესიაში დღემდე ინახება თამარ მეფის დროს შექმნილი ოქროთი დაფერილი ვერცხლის ჯვარი, რომელიც ექვთიმე თაყაიშვილმა აღმოაჩინა.
აჭის ეკლესიის მიმართ გურიის მთავრები განსაკუთრებულ მზრუნველობას იჩენდნენ. სვიმონ II გურიელმა აჭი საწინამძღვროდ აქცია. ქაიხოსრო I-მა მას უხვი შეწირულობა უბოძა და შემოქმედის მეტოქად-ჰყო. აჭის წინამძღვრობა მინიჭებული ჰქონდათ სალუქვაძე-თაყაიშვილების საგვარეულოს. მათგან აღსანიშნავია XVIII საუკუნეში მოღვაწე წინამძღვარი იოსებ თაყაიშვილი, რომელიც შემდგომ შემოქმედის მიტროპოლიტი გახდა. მას განუახლებია ვერცხლით მოჭედილი ჯვარცმის ხატი და მხატვარ იობისა და ოქრომჭედელ გრიგოლის შესრულებული წმინდა გიორგის მოოქრული ვერცხლის ხატი.
აჭის ეკლესია მოქმედია 1991 წლიდან. 2007 წლიდან აქ ამოქმედდა ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის დედათა მონასტერი. ამჟამად მონასტერში სამი მონაზონი მოღვაწეობს, რომლებიც ჩვეული ტიპიკონით ცხოვრობენ .
ტაძარი შიგნიდან მთლიანად მოხატულია ფრესკებით. დასავლეთ კედელზე არის სცენები წმინდა გიორგის ცხოვრებიდან, მათ შორის უნიკალურია გველეშაპის განგმირვის სცენა. საკურთხეველში გამოსახულია ვედრების და ათორმეტი დღესასწაულის სცენები: ჯვარცმა, ხარება, ღვთისმშობლის მიძინება, ქრისტეს დიდებით შესვლა იერუსალიმში, და სხვ. მოხატულობა XIII საუკუნის ბოლოს განეკუთვნება. ტაძრის ფრესკები იკონოგრაფიული თვალსაზრისით იშვიათობაა. მაგ. მირქმის სცენაში იოსებსა და იოაკიმეს ხელთ ორ–ორი გვრიტი უპყრიათ.(ვიკიპედია)
ერთ-ერთმა დედაომ, რომელმაც ტაძრის კარი გაგვიღო და ეს ისტორიაც და კიდევ სხვა რამდენიმეც-აჭის კანკელის ქვის, თამარ მეფის ჯვრის და ამ ჯვრის მცველის შესახებ მოგვიყვა, მოგვნუსხა, განსაკუთრებული და დადებითი ენერგიით გაგვამდიდრა და უცნაური სიხარულის შეგრძნებით დავტოვეთ ტაძარი
ლიხაურის XII საუკუნის II ნახევრის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია.
ეკლესიის ფრესკებიდან საინტერესოა ოთხი პორტრეტი ერისკაცებისა. აქ ინახება ორი ძველი ქართული ხელნაწერი: “ოთხთავი” და “ჟამნი”.(ვიკიპედია)
