მცხეთა-მთიანეთი, დუშეთის რაიონი.
2. მარშუტის დასახელება:
I
თბილისი - სეთურები - ცეცხლიჯვარი - ქოროღოს ეკლესია და ციხე - ხადას მჟავე წყლები - ხადა - თბილისი.
II
თბილისი - ანანური - ქვეშეთი - ხადას მჟავე წყლები - ხადა - თბილისი.
3. ხანგრძლივობა:
1 დღე
4. სირთულე:
I მარშრუტი საკმაოდ რთული გამოვიდა
სეთურების გადასახვევიდან დავიწყეთ ასვლა და სადღაც 2 კილომეტრის მერე ბილიკი დავკარგეთ. ვარაუდით ავყევით და სველ ბალახებზე და ბუჩქების ტოტებზე წვალებ-წვალებით ავაღწიეთ ცეცხლიჯვრის ქედამდე. იქ მეორე სიუპრიზი დაგვხვდა, ჩვენი სიმაღლის მცენარეები (დიყები, ჭინჭრები და ა.შ.) ცეცხლიჯვრიდან ალაგ ზომიერ, ალაგ მკვეთრ დაღმართებზე გვიწევდა ჩამოსვლა.
II მარშრუტში ფაქტიურად არაფერი ყოფილა სირთულე, ხადას აღმართების გარდა.
5. გასვლის, ლაშქრობის ღირებულება
I მარშრუტი - 10 ლარი
II მარშრუტი - 12 ლარი
6. მონაწილეთა რაოდენობა:
22 + 17
7. გასვლის, ლაშქრობის ორგანიზატორი
int3lig3nt, ბუნტურის მხარდაჭერით
8. დანიშნულების პუნქტთან უახლოესი დასახლებული პუნქტი:
სოფელი სეთურები, ქვეშეთი, გუდაური
9. მარშრუტის სიგრძე ტრანსპორტით:
თბილისი - სეთურები - 113 კმ
თბილისი ქვეშეთი - 101 კმ
ქვეშეთი - ხადას მჟავე წყლები - დაახლოებით 5 კმ
10. ფეხით გავლილი მანძილი:
I მარშრუტი - 18 კმ
II მარშრუტი - 10 კმ
11. სანახავი და ყურადღება მისაქცევი ობიექტები:
მთელი ხადა სანახავი და ყურადმისაქცევია

12. უახლოესი ღირსშესანაშნავი ადგილი, რომელიც დროის გახანგრძლივების შემთხვევაში, შეიძლება ამ გასვლის ფარგლებში ინახოს:
წამალაიძეების კოშკები; ელგუჯას ციხე; გუდაურის სერპანტინის ზემოთ გადმოსახედი; ლომისის ეკლესია
13. საბანაკე ადგილები:
ცეცხლიჯვართანაც შეიძლება კარვების გაშლა და ქოროღოსთანაც, ოღონდ წყალი იქნება პრობლემა.
მჟავე წყლებთან გზაა და არ ღირს ახლოს, თუმცა მოშორებით გამოინახება ადგილი.
ხადას ხეობაში ბევგან შეიძლება დაბანაკება და წყალიც არის ყველა სოფელში თუ მათ სიახლოვეს
14. სასმელი წყალი მარშრუტზე:
სეთურებთან არ გვინახავს, სოფელში უნდა ყოფილიყო წყალი.
ცეცხლიჯვართან და ქოროღოსთან არ არის.
მჟავე წყალი ძალიან კარგი დასალევია.
ხადას სოფლებში ყველგან არის წყალი.
15.საჭირო აღჭურვილობა, რჩევები:
საწვიმარი და გამოსაცვლელი ფეხსაცმელი.
რჩევა მქონდა, მთვრალ ადგილობრივებს მოერიდეთ-თქო. თუმცა ეს ბოლო პერიოდი რამდენჯერაც მოვხვდი მანდეთ, სულ რაღაც დღესასწაული გვხვდებოდა, მაგრამ კი ჩაიარა მშვიდობით

16.გასვლისთვის, ლაშქრობისთვის საუკეთესო დრო
გვიან გაზაფხულიდან შემოდგომამდე
17.რისკები, საფრთხეები:
უნდა დამეწერა, არაფერი-თქო, მაგრამ გამახსენდა, ყინული რომ დნებოდა და ჩანჩქერიდან ცვიოდა კაი მოზრდილი ნატეხები. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩანჩქერთან დგომა საშიშია.
18. რუკა:
