სამცხე
2. მარშუტის დასახელება:
თბილისი - ქვაბისხევის ეკლესია - აწყურის ციხე და ეკლესია - საფარას მონასტერი - რაბათის ციხე
3. ხანგრძლივობა:
1 დღე
4. სირთულე:
მარტივი
5. გასვლის, ლაშქრობის ღირებულება
18 ლარი
6. მონაწილეთა რაოდენობა
14
7. გასვლის, ლაშქრობის 2განიზატორი
Int3lig3nt
8. დანიშნულების პუნქტთან უახლოესი დასახლებული პუნქტი:
ახალციხე, ბორჯომი, აწყური და ა.შ.
9. მარშრუტის სიგრძე ტრანსპორტით:
თბილისი - ქვაბისხევი - 160 კმ
ქვაბისხევი - აწყური - 9 კმ
აწყური - ახალციხე - 22 კმ
ახალციხე - საფარა - 11 კმ
სულ 202 კმ
10. ფეხით გავლილი მანძილი:
მაქსიმუმ კილომეტრი
11. სანახავი და ყურადღებამისაქცევი ადგილები:
აწყურის ციხიდან მოჩანს აწყურის ეკლესიის ნანგრევები. თუ ორიენტაციაში მოიკოჭლებთ, სოფელში იკითხავთ.
12. საბანაკე ადგილები:
საბანაკე ადგილი ქვაბისხევთან არ არის ფაქტიურად. აწყურთანაც მოუხერხებელია, ცოტა უკაცრიელი ადგილი უნდა ინახოს. საფარასთან ტყეში რამდენიც გინდა. რაბათში ვერ მოგართვით

13. სასმელი წყალი მარშრუტზე:
ქვაბისხევთან კლდიდან გადმოედინება წყალი.
აწყურის ეკლესიასთან არის წყარო
საფარას მონასტრის ტერიტორიაზეც არის
რაბათში არის საპირფარეშოები და წყალიც მოდის, მაგრამ ისმევა თუ არა, არ ვიცი. თვითონ რაბათის ტერიტორიაზე არ მახსოვს ფანტანები.
14. საჭირო აღჭურვილობა, რჩევები:
მზისგან დამცავი საშუალებები და საწვიმარი!
15. გასვლისთვის, ლაშქრობისთვის საუკეთესო დრო
გაზაფხული, ზაფხული და შემოდგომა. ზამთარში გაჭირდება ქვაბისხევში ასვლაც, აწყურის ციხეზეც და საფარას მონასტერთანაც გაუჭირდება მანქანას მისვლა. რაბათის ციხეც ვერ უნდა იყოს კარგი სანახავი ზამთარში.
16. რისკები, საფრთხეები:
საკმაოდ რთულია აწყურის ციხეზე აფოფხება-ჩამოფოფხება. სხვა არც არაფერი.
17. უახლოესი ღირსშესანაშნავი ადგილი, რომელიც დროის გახანგრძლივების შემთხვევაში, შეიძლება,
ამ გასვლის ფარგლებში ინახოს
გზად ფაქტიურად ყველაფერი სანახავია.
ბოლო-ბოლო ბორჯომის პარკში შეიძლება შესვლა და ცოტა დასვენება და წყლის დალევა (ზაფხულში წყლის იმედი არ უნდა გქონდეთ, რიგია დიდი)
ქვაბისხევის ეკლესიასთან ბორჯომ-ხარაგაულის მეექვსე ბილიკი იწყება

18. რუკა, ჯი-პი-ეს-მონაცემები
https://maps.google.com/maps?saddr=Davi ... ls&t=m&z=9
19. სასარგებლო საკონტაქტო ინფო:
მე!
20. გასვლის, ლაშქრობის შეფასება 10ბალიანი სისტემით
არ შეგვიფასებია...